ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ალექსის სანჩესი „ლესტერთან“ მატჩში თამაშისთვის მზადაა, რის შესახებაც „მეთოფეთა“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა.
„ტრავმა არავის აღარ მიუღია და შემადგენლობაში სანჩესიც დაგვიბრუნდება. „ტოტენჰემთან“ შაბათის მატჩში მისი არყოფნა საგრძნობი იყო. ჩვენ ძალა დაგვაკლდა.
დერბის წინ კარგი სერია გვქონდა, ასე რომ, გვსურს, წინსვლა გავაგრძელოთ. კრიტიკის მიუხედავად, ამ მარცხის დავიწყებაა საჭირო. კრიტიკა საერთოდ არ მადარდებს, მე მხოლოდ გუნდის შედეგებზე ვფიქრობ. პირიქით, გაგვიჩინდა იმის შესაძლებლობა, რომ რთულ სიტუაციაში სწორად მუშაობის უნარი გამომავლინოთ“, – განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.