ჰიდინკი: „პატო უახლოეს მატჩებში არ ითამაშებს“

„ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის გუს ჰიდინკის თქმით, ახალწვეული ალეშანდრე პატო თავისი საუკეთესო ფორმისგან შორსაა.

„პატო ჯერ ადაპტაცია გადის. მას სავარჯიშო გეგმა შევუდგინეთ, რომელსაც ის ასრულებს. პატო, როგორც მინიმუმ, დღეში ერთ საათს ვარჯიშობს.

ალეშანდრე უახლოეს მატჩებს გამოტოვებს, გვსურს, რომ ის სრულიად მზად იყოს და არ ვრისკავთ.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ის ტექნიკური და ამბიციური ფეხბურთელია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

„ჩელსიმ“ პატოს იჯარა ოფიციალურად დაადასტურა

ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს იჯარა ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ცნობილია, ბრაზილიელი „არისტოკრატებში“ იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში აქამდე პატო „მილანის“ ღირსებას 2007 წლიდან 2013 წლამდე იცავდა და ამ პერიოდში 150 მატჩში 63 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ პატო „კორინთიანსში“ გადავიდა, გასულ სეზონში კი, ასევე იჯარით, „სან-პაულუში“ ითამაშა.

პატომ “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“კორინთიანსის” თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ ლონდონის “ჩელსიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა. ამ ინფორმაციას ბრაზილიური გამოცემა Globoesporte-ი ავრცელებს.

უახლოეს პერიოდში ბრაზილიელი ფეხბურთელი ინგლისურ კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” პატოს სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს გაიღებს, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ კლუბმა ბრაზილიელი ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე არენდის წესით აიყვანოს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 33 მატჩში ალეშანდრე პატომ 10 გოლი გაიტანა.

 

პატოს აგენტმა „ჩელსისთან“ შეთანხმება დაადასტურა

„კორინთიანსის“ თავდამსხმელის ალეშანდრე პატოს აგენტმა გილმარ ველოსმა „SporTV“-სთან ინტევიუში ლონდონის „ჩელსისთან“ შეთანხმება დაადასტურა. მისი თქმით, ფორვარდი ლონდონურ კლუბში, იჯარით, უახლოეს დღეებში გადავა.

ველოსის თქმით, ოთხშაბათს, 27 იანვარს, პატო ლონდონში გაფრინდება, რის შემდეგაც ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება. სავარაუდოდ, ახალ კლუბში ბრაზილიელი კვირაში 40 ათას ევროს მიიღებს.

ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების 33 მატჩში პატომ 10 გოლი გაიტანა.

კლოპმა პატოს „ლივერპულში“ ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ბოლო დროს „ლივერპულს“ ბრაზილიელ თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს უკავშირებენ. ამ ინფორმაციას მერსესაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

„ჩვენ პატოთ არ ვინტერესდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსფერებთან დაკავშიორებულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მივყარს, მსგავს თემებზე კონტრაქტის გაფორმებამდე არ ვსაუბრობ. ალეშანდრეს შემთხვევაში კი პირდაპირ გეტყვით: დაივიწყეთ ეს ჭორები. ეს მხოლოდ ჩემი პირადი რჩევაა“, – ციტირებს გერმანელს Goal.com-ი.

პატო: „პრემიერლიგაში თამაში მსურს“

„სან-პაულუს“ თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ აღიარა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში სიამოვნებით ითამაშებდა.

„ინგლისში გადავიდოდი, რადგან პრემიერლიგას მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატად ვთვლი.

ევროპაში ახალი კარიერული ეტაპის დაწყება მსურს. მინდა, ეროვნული ჩემპიონატი მოვიგო და ჩემპიონთა ლიgაზე წარმატებას მვიაღწიო.

აქამდე ვილიანს, ფირმინოს, კოუტინიოსა და დავიდ ლუისს ვესაუბრე. ვფიქრობ, ბრაზილიელებს ინგლისში თამაში შეუძლიათ“, – აღნიშნა პატომ.

პატო: “იმედია, ინგლისში ან ესპანეთში ვითამაშებ”

“კორინთიანსიდან” “სან პაულუში” იჯარის წესით მოთამაშე თავდამსხმელი ალეშანდრე პატო გადაჭრით ამბობს, რომ მომდევნო წელს კლუბს გამოიცვლის. 26 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, მათ შორის “ბარსელონაც”.

“მომავალ წელს “სან პაულუში” აღარ ვითამაშებ. ამის შესახებ ყველამ იცის. იმედი მაქვს, ინგლისის ან ესპანეთის რომელიმე კლუბში გადავალ”, – ციტირებს პატოს სიტყვებს “დეილი მეილი”.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 30 მატჩში ალეშანდრე პატომ 10 გოლი გაიტანა.

 

ალეშანდრე პატომ “კორიტიბას” ბრწყინვალე გოლი გაუტანა (ვიდეო)

25 ოქტომბერს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “კორიტიბამ” საკუთარ მოედანზე “სან პაულუ” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

მატჩის 64-ე წუთზე ალეშნდრე პატომ მასპინძელთა კარი დალაშქრა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა.

დუნგას პატო არ სჭირდება

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლოს დუნგამ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოქტომბერში გასამართი მატჩებისთვის განაცხადში “სან პაულუს” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს არ უხმო. “სელესაოს” თავკაცმა მის ნაცვლად გუნდში “სანტოსის”  35 წლის ფორვარდი რიკარდო ოლივეირა მიიწვია.

“ოლივეირა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია. იგი იტანს როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ფეხით, საჯარიმო მოედნიდან და მის გარედან, საშინაო და გასვლით მატჩებში. რიკარდო ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს და ჩვენც სწორედ ამ ამპლუის ფეხბურთელი გვჭირდება. პატო ფლანგზე მოქმედებს, სადაც უკვე გვყავს დუგლას კოსტა.

როდესაც დუგლას კოსტა პირველად გამოვიძახე, ამბობდნენ, რომ იგი სანაკრებო მოთამაშე არ არის, თუმცა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ საკმაოდ კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, – დუნგას სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

ცნობისათვის, ბრაზილიის ჩემპიონატის 28-ე ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას რიკარდო ოლივეირა 17 გოლით ლიდერობს, პატოს კი 9 გატანილი ბურთი აქვს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 9 ოქტომბერს ჩილეში ითამაშებს, 14 ოქტომბერს კი ვენესუელის ნაკრებს დაუხვდება.

 

პატოს ბოლო მომენტში „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა შეეძლო

„სან-პაულუს“ თავდამსხმელს ალეშანდრე პატოს ზაფხულში ევროპაში დაბრუნება შეეძლო. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, მისით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ინტერესდებოდა.

„არ დაგიმალავთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ორი საათით ადრე „მანჩესტერ იუნაიტედი“ კარგ კონტრაქტს მთავაზობდა. ახლა კი მხოლოდ „სან-პაულუში“ თამაშზე ვარ კონცეტრირებული. შევეცდები, კლუბის წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთო“, – განაცხადა პატომ.

პატოს ევროპაში დაბრუნება სურს

„სან-პაულუს“ თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ ევროპაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

„სან-პაულუ“ მივყარს, თუმცა მე პროფესიონალი ვარ. დარჩენა მაწყობს, მაგრამ ვიმეორებ – ევროპაში ჩემი კარიერა არ დასრულებულა. იქ თამაშზე ჯერ კიდევ ყველაფერი არ ვიცი. ჩემი მომავალი არა ჩემზე, არამედ კლუბებზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლიდან 2013 წლამდე ბრაზილიელი „მილანში“ თამაშობდა.

ალეშანდრე პატომ “კორიტიბას” ორი ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

12 ივლისს, ბრაზილიის ჩემპიონატში, “სან პაულუმ” საკუთარ მოედანზე “კორიტიბა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ორი გოლის გატანა “მილანის” ყოფილმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ მოახერხა.