ნესტას, მილიტოს, ჰამანის, მენდიეტას და ჰესკის საოცნებო გუნდები

წარსულისა და თანამედროვეობის ცნობილმა ფეხბურთელებმა ემილ ჰესკიმ, გაისკა მენდიეტამ, დიეგო მილიტომ, დიტმარ ჰამანმა და ალესანდრო ნესტამ 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საოცნებო გუნდი დაასახელეს.

თითოეულმა მოთამაშემ საკუთარი ნაკრები შეადგინა. არგენტინელი ლიონელ მესი, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ესპანელი სერხიო რამოსი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ყველას საოცნებო გუნდში მოხვდნენ.

ჰესკის გუნდი: ჯო ჰარტი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, ფილიპ ლამი, ბასტიან შვაინშტაიგერი, იაია ტურე, ანდრეს ინიესტა, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, არიენ რობენი.

მენდიეტას გუნდი: იკერ კასილასი, პაბლო ზაბალეტა, ხერარ პიკე, სერხიო რამოსი, ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, არტურო ვიდალი, ბასტიან შვაინშტაიგერი, ნეიმარი, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

მილიტოს გუნდი: ჟულიო სეზარი, დუგლას მაიკონი, ტიაგო სილვა, სერხიო რამოსი, პატრის ევრა, ტიაგო მოტა, ანდრეს ინიესტა, პოლ პოგბა, სერხიო აგუერო, ლეო მესი, კრიშტიანუ რონალდუ.

ჰამანის გუნდი: მანუელ ნოიერი, დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ვენსან კომპანი, ფილიპ ლამი, დავიდ სილვა, პოლ პოგბა, დავიდ ლუისი, კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი, სერხიო აგუერო.

ნესტას გუნდი: ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვესი, სერხიო რამოსი, ტიაგო სილვა, მარსელო, კრიშტიანუ რონალდუ, ანდრეა პირლო, ლუკა მოდრიჩი, ანხელ დი მარია, ლეო მესი, ლუის სუარესი.

ზლატანი: „ზოგიერთი მცველი „ბოშას“ ძახილით ცდილობდა ჩემს გაღიზიანებას“

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მასსა და მეტოქე გუნდების მცველებს შორის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. როგორც შვედი ფეხბურთელი ამბობს, განვლილი კარიერის განმავლობაში ზოგიერთი დამცველი მატჩის მიმდინარეობისას მის გაღიზიანებას ცდილობდა.

„ზოგიერთი მცველი ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა. ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, ზოგიერთი „ბოშას“ მეძახდა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ დედა ხორვატი მყავს, მამა – ბოსნიელი, მე შვედეთში დავიბადე და საკუთარ თავს ასი პროცენტით შვედად ვთვლი. ჩემი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყურადღებას არ ვაქცევ, თუ რას მეუბნებიან მატჩის მიმდინარეობისას, მთლიანად თამაშზე ვარ კონცენტრირებული.

გარდა ამისა, ზოგიერთი მცველი ჩემს წინააღმდეგ ბინძურ ხრკებს იყენებდა. ხელს მკრავდნენ, უსინდისოდ მირტყამდნენ, თუმცა ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებდნენ, რომ ისინი სუსტი ფეხბურთელები იყვნენ. უმაღლესი დონის მცველი ასეთ რამეს არასდროს არ აკეთებს, სუფთად თამაშობს. ამიტომ, დიდად ვაფასებ პაოლო მალდინისა და ალესანდრო ნესტას, რომლებიც წესებს სრულად იცავდნენ და ძლიერ მეტოქეებადაც ითვლებოდნენ“, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვები Four Four Two-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ნესტა: „მილანში“ დიდი ინვესტიციები უნდა ჩაიდოს“

„მილანის“ ყოფილი მცველი ალესანდრო ნესტა იტალიური კლუბის ხელმძღვანელობას გუნდის განვითარებისთვის მსხვილი ინვესტირებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, იტალიური ფეხბურთი სუსტი ფინანსირების გამო უკვე მნიშვნელოვნად ჩამორჩება ინგლისურს.

„მილანის“ პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი მთელი თავისი გრძნობებითა და გამოცდილებით კვლავ უნდა ჩაერთოს კლუბის მუშაობაში. ძლიერი ფეხბურთელების მოსაზიდად საჭიროა დიდი ინვესტიციები, როგორც ეს წარსულში ხდებოდა. ინგლისში მსხვილი კაპიტალის გაჩენამ პრემიერლიგა გააძლიერა. ასე რომ, ინვესტირება აუცილებელია. დამამცირებელია იმის ხილვა, რომ ჩვენი გუნდები ევროთასების პირველ რაუნდსაც ვერ ლახავენ.

რაც შეეხება საჩემპიონო რბოლას, „სკუდეტოს“ კვლავ „იუვენტუსი“ მოიგებს. „ბებერი ქალბატონი“ ძალიან ძლიერია. „რომა“ საფრთხეს წარმოადგენს, არც „ნაპოლი“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“ ჩამოუშვებენ ხელებს, თუმცა „იუვენტუსს“ მხოლოდ საკუთარი თავი თუ დააკარგვინებს ტიტულს“, – ნესტას სიტყვები იტალიურმა „კორიერე დელო სპორტმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ნესტა კარიერას ასრულებს

ცნობილმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო ნესტამ კარიერის დასრულება გადაწყვიტა, რის შესახებაც ოფიციალური განცხადება გააკეთა.

ცნობილია, რომ 37 წლის ნესტა მოთამაშის კარიერას შემდეგ თვეში დაამთავრებს.

„მე მწვრთვნელობა მსურს. სავარაუდოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში დავისვენებ, რის შემდეგაც უკვე სამწვრთვნელო საქმიანობის სწავლასაც დავიწყებ“, – განაცხადა „მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი