“ბაიერნს” ალექსის სანჩესი სურს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა ზაფხულში შესაძლოა, გუნდი გამოიცვალოს.

“კიკერის” ცნობით, ჩილელი ფორვარდით მიუნხენის “ბაიერნი” გახლავთ დაინტერესებული. ბავარიელებს რობერტ ლევანდოვსკისთან ალექსის სანჩესის შეწყვილება სურთ და საჭიროების შემთხვევაში, მას პოლონელი თავდამსხმელის შემცვლელადაც განიხილავენ. გარდა ამისა, “ბაიერნში” თამაშობს ალექსის სანჩესის თანამემამულე და მეგობარი არტურო ვიდალიც. გერმანული გრანდი მზად არის, ჩილელი ფორვარდის სანაცვლოდ 25-30 მილიონი ევრო გაიღოს.

ალექსის სანჩესსა და “არსენალს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2018 წლის 30 ივნისამდე აქვს. შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი ლონდონურ გუნდში 2014 წლის ზაფხულში “ბარსელონადან” გადავიდა.

იოზილი და ალექსის სანჩესი ხელფასის მატებას მოითხოვენ

ლონდონის “არსენალსა” და გუნდის ლიდერებს – მესუთ იოზილსა და ალექსის სანჩესს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები გაჭიანურდა. მიზეზი ფინანსური დეტალებია.

“თაიმსის” ცნობით, ზაფხულში ორივე ფეხბურთელი კვირაში ჯამაგირის სახით 205 ათასი ფუნტის მიღებას დათანხმდა, თუმცა ახლა ორივე მათგანი ანაზღაურების 80 ათასი ფუნტით გაზრდას მოითხოვს.

თუ ფეხბურთელებთან ახალი ხელშეკრულებები დაიდება, “არსენალს” 41 მილიონი ფუნტით მეტის გაღება მოუწევს, ვიდრე ამას კლუბში ვარაუდობდნენ.

“არსენალმა” გადაწყვეტილების მისაღებად პაუზა აიღო. როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, კლუბი ფეხბურთელების მოთხოვნას, სავარაუდოდ, დათანხმდება.

“რეალს” ალექსის სანჩესი სურს

როგორც ბრიტანული გამოცემა “დეილი სთარი” წერს, მადრიდის “რეალი” დამდეგ ზაფხულს ლონდონის “არსენალის” ფორვარდ ალექსის სანჩესის შეძენას შეეცდება.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” 26 წლის ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.

ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში 14 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ჩემპიონთა ლიგაზე ჩილელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 3 ბურთი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.

 

ანრის აზრით, ვინ გახდება პრემიერლიგის წლის მოთამაშე

ლონდონის “არსენალის” ყოფილმა თვდამსხმელმა და ამჟამად “სქაი სპორტსის” ექსპერტმა ტიერი ანრიმ ვარაუდი გამოთქვა იმის შესახებ, თუ ვინ გახდება ინგლისის პრემიერლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი.

“ჩემი აზრით, წლის საუკეთესო მოთამაშე ალექსის სანჩესი გახდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას უკვე ჰქონდა შესანიშნავი სეზონი.
თუ “არსენალს” ჩემპიონობა სურს, ალექსისმა ასეთივე სეზონი უნდა ჩაატაროს და ვფიქრობ, მას ეს შეუძლია კიდეც”, – ციტირებს ანრის სიტყვებს “ევროსპორტი”.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესმა ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 35 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ვენგერი: “ალექსის სანჩესი საოცრად მალე მოერგო გუნდს”

ინგლისის პრემიერლიგის XIV ტურში ლონდონის “არსენალმა” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე მყოფი “საუთჰემპტონი” მიიღო და 89-ე წუთზე ალექსის სანჩესის მიერ გატანილი კინკილა გოლის წყალობით ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ “მეთოფეთა” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჩილელი თავდამსხმელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“რთულია, ფეხბურთელის მოძებნა, რომელიც გუნდს ასე სწრაფად მორგებოდა. ალექსის სანჩესს გუნდში განსაკუთრებული გავლენა აქვს”, – აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, რომ ალექსის სანჩესს პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 13 მატჩი ცხრა გოლი აქვს გატანილი.

“არსენალს” აქტივში 23 ქულა მოუგროვდა და მეექვსე პოზიციაზე გადანაცვლა. “საუთჰემპტონს” 26 ქულა აქვს და როგორც მოგახსენეთ, მესამე ადგილი უკავია.

„ინტერი“ ალექსის სანჩესის შეძენაზე ფიქრობს

მილანის „ინტერის“ ახალი მფლობელი გუნდის გაძლიერებაზე ფიქრს აგრძელებს.

ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს მისი მთავარი სამიზნე კატალონიის „ბარსენალონას“ შემტევი ნახევარმცველი ალექსის სანჩესი იქნება.

აღსანიშნავია, რომ „ნერაძური“ ჩილელი ფეხბურთელი შეძენას ჯერ კიდევ მისი „უდინეზეში“ ყოფნის პერიოდში ცდილობდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, სამხრეთ ამერიკელი მაშინ „ბარსაში“ გადაბარგდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

სანჩესი: „მილანი“ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის“

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ალექსის სანჩესმა „მილანთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მოახლოებული შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი.

„სან-სიროზე“ წინა მარცხის შემდეგ, კარგი გაკვეთილი მივიღეთ. „მილანი“ ბრძოლისუნარიანი გუნდია, შესაბამისად, მშვიდად ყოფნის საშუალება არ გვაქვს“, – აცხადებს ჩილელი.

„მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ. „ბარსაში“ ამჟამად ბევრი მოთამაშეა. მოედანზე გასასვლელად მზად ვარ, თუმცა, არ ვიცი, მოვხვდები თუ არა გუნდის ძირითად შემადგენლიბაში. ბევრს მაკრიტიკებენ, რის გამოც საკუთარ თავზე ხშირად მიწევს მუშაობა. მიხარია, რომ ნეიმარი ჩემი თანაგუნდელია. მის გვერდით უფრო თავდაჯერებული ვარ“, – დაასრულა სანჩესმა.

ალექსანდე მატევოსოვი

სანჩესი: ”მწვრთვნელს და თანაგუნდელებს ჩემი იმედი აქვთ”

გასულ სეზონთან შედარებით, მიმდინარე სეზონში, ”ბარსელონას” ჩილელ შემტევს ალექსის სანჩესს ტრავმები არ აწუხებს, რისი წყალობითაც მას ”ბლაუგრანასის” მაისურით თამაშის შესაძლებლობა მიეცა.

”ვგრძნობ, რომ მწვრთვნელს ჩემი სჯერა. იგივეს ჩემს თანაგუნდელებზე ვიტყოდი. ეს ყველაფერი მატჩების დროს ძალიან მეხმარება. ამავე დროს, სათქმელია, რომ რამდენიმე კომპონენტში მოსამატებელი მაქვს. საუკეთესო ფორმისგან ჯერ შორს ვარ”, – თვლის სამხრეთ ამერიკელი.

ცნობისთვის, პრიმერა დივიზონის მიმდინარე გათამაშებაში ალექსისმა სამი მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანაც მოახერხა.

ალექსანდრე მატევოსოვი