“ჩელსი” – “ევერტონი”: ალვარო მორატამ “ჩელსის” მოაგებინა (ვიდეო)

ინგლისის პრემიერ ლიგის მესამე ტურში ლონდონის “ჩელსიმ” საშინაო მოედანზე მერსესაიდის “ევერტონი” მიიღო და საკმაოდ კომფორტული ანგარიშით, 2:0 დაამარცხა.

მატჩის მთავარი გმირი ალვარო მორატა გახდა, რომელმაც ჯერ საგოლე გადაცემა გაუკეთა ცესკ ფაბრეგასს (27′), შემდეგ კი თავადვე შესძლო პიკფორდი კარის აღება მატჩის მე-40 წუთზე.


“ჩელსი”: ტიბო კურტუა; რუდიგერი, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა; ალონსო, კანტე, ფაბრეგასი, ვიქტორ მოზესი; პედრო, უილიანი; ალვარო მორატა (ბატშუაი 76′)

მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

“ევერტონი”: პიკფორდი; კინი, უილიამსი, იაგიელკა; ჰოლგეიტი, დეივისი (ბეშიჩი 46′), გაიე, ბაინსი; რუნი, სიგურდსონი; რამირესი

მთავარი მწვრთნელი: რონალდ კუმანი


პოჩეტინო: “მორატა “ტოტენჰემში” ამ ფეხბურთელის გამო არ გადმოვიდა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ალვარო მორატას სიტყვებს გამოეხმაურა, რომელმაც პრესასთან საუბრისას არგენტინელი სპეციალისტი ახსენა.

“მორატამ პრესაში ჩემზე ისაუბრა და თქვა, რომ მე მას დავურეკე. ეს მართლაც ასე იყო, ოღონდ ორი ან მეტი წლის წინ. საუბრისას, მან მითხრა “რაში გჭირდები მე, თუ ჰარი კეინი გყავს?”

იცით რა ხდება? როდესაც რომელიმე თავდამსხმელის ყიდვას ვცდილობ, ყველას რეაქცია ასეთია, “ოჰ, ამისთვის გინდივარ? გინდა სკამზე დამსვა? არა, ჰარისთვის კონკურენციის გაწევას ვერ შევძლებ.”

იგივე პრობლემაა ჰუგო ლორისისა და კრისტიან ერიქსენის შემთხვევაშიც. რთულია ძლიერი ფეხბურთელების გადმობირება სკამისთვის,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.

მორატა – ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი ფეხბურთელი

დღეს ლონდონის “ჩელსის” საიტმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ალვარო მორატა მადრიდის “რეალიდან” შეიძინეს. ესპანური გამოცემების ცნობით, ლონდონელებს “ბლანკოსის” უკვე ყოფილი მოთამაშის ტრანსფერი 80 მილიონი ევრო დაუჯდათ.

საგულისხმოა, რომ ალვარო მორატა გახდა ესპანელ ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე. საერთო სიაში კი იგი მერვე ადგილს იკავებს.

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ათეული

 

 

ოფიციალურად: მორატა ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელია

ლონდონის “ჩელსის” ოფიციალური ვებ-გვერდი მადრიდის “რეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას ტრანსფერს ადასტურებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ ლიგის ჩემპიონებმა “ბლანკოსს” მორატას ტრანსფერში 70 მილიონ ევროს გადაუხდიან, თუმცა ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება ჯერ არ გაუვლია.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ალვარო მორატა “რეალის” აღზრდილია, ის პირველ გუნდში 2010 წელს გამოჩნდა.

ამჟამად მორატა, რომლის ტრანსფერზეც “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მილანის” ხელმძღვანელებიც მუშაობდნენ, ლოს ანჯელესში იმყოფება და ხვალვე შეუერთდება “არისტოკრატთა” ბანაკს.

ერერა: “მორატა “მანჩესტერ უნაიტედში” გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო”

“მანჩესტერ უნაიტედის” ფეხბურთელმა, ანდერ ერერამ თავისი თანამემამულის, ალვარო მოარატას “წითელი ეშმაკების” რიგებში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.

“ისევ ვფიქრობ იმაზე, რომ მორატასთან ერთად ვითამაშო. მინდოდა, რომ ალვაროს ჩემთან  ერთად ეასპარეზა. იგი ძალიან ახლოს იყო “მანჩესტერში” გადმოსვლასთან. სირცხვილია, რომ ეს ტრანსფერი ბოლომდე ვერ მივიდა. თუმცა, როგორც ვიცი, ხელმძღვანელობა ისევ აგრძელებს მუშაობას მის დამატებაზე. იმედია, ტურნედან დაბრუნების  შემდეგ მაინც მოხერხდება ტრანსფერის განხორციელება.”

შეგახსენებთ, რომ ერერა და მოარატა ესპანეთის ნაკრებში ერთად 2016 წლიდან თამაშობენ.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 17 ივლისი


“მილანი” მორატას უახლოვდება

“მილანის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” ესპანელი თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან. ამ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ადასტურებს.

წყაროს ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს მომავალში დაუბრუნდება სერია A-ს, სადაც “იუვენტუსთან” ერთად თამაშობდა.


“არსენალმა” დემბელეს დაადგა თვალი

Daily Star-ის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები მუსა დემბელეში ალექსის სანჩესის შემცვლელს ხედავენ, რომელიც დიდი ალბათობით კარიერას “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელებს.

გავრცელებული ცნობების მიხედვით, “მეთოფეები” ალექსისის ტრანსფერიდან დაახლოებით 50 მილიონ ფუნტს მიიღებენ, რაც საკმარისია “სელტიკისა” და მისი ვარსკვლავის გულის მოსაგებად.


ვან დეიკს მხოლოდ “ლივერპულში” უნდა

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დრამატულად განვითარებული მოვლენების მიუხედავად, “საუთჰემპტონის” მცველი, ვირჯილ ვან დეიკი შესაძლოა, მაინც “ენფილდზე” აღმოჩნდეს.

როგორც ცნობილი ხდება, ჰოლანდიელ ფეხბურთელს მხოლოდ “ლივერპულში” სურს კარიერის გაგრძელება და ყველა სხვა შეთავაზების უარყოფას გეგმავს. “წმინდანები” კი მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს ითხოვენ.


“ჩელსი” აგუეროზე გადაერთო

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელებმა ბელოტის, რომელუ ლუკაკუსა და ალვარო მორატას ტრანსფერების ჩაშლის შემდეგ ყურადღება “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელზე, კუნ აგუეროზე გადაიტანეს.

As-ის ცნობით, “ქალაქელთა” მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას გუნდიდან არგენტინელი შემტევის გაშვება და მის ნაცვლად ალექსის სანჩესის მოყვანა სურს.


ერერა “ბარსელონაში”?

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გავრცელდა ხმები, რომ კატალონიის “ბარსელონა” ანდერ ერერას ტრანსფერით ინტერესდებოდა.

ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა ისაუბრა.

“ბარსელონა”? მე “იუნაიტედში” თავს ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ. არსად წავსლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, ესპანელებისგან არანაირი წინადადება არ წამოსულა.”


უგო სანჩესი: “ხამესის პრობლემა მის ხასიათში იყო”

მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, უგო სანჩესი ხამეს როდრიგესის ტრანსფერს გამოეხმაურა, რომელიც მომავალი ორი სეზონის მანძილზე “ბაიერნში” იქნება განათხოვრებული.

“ხამესს ზიდანისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ მისი ნდობა ყოველთვის შეიძლებოდა – არამარტო ერთ ან მომდევნო თამაშში, არამედ ყოველთვის.

წარმატების მისაღწევად შესაბამისი ხასიათის, განწყობის ქონაა საჭირო, რაც ხამესს ნამდვილად აკლდა. “რეალში” თამაში თუ გინდა, საქმეში ცოტა უფრო მეტი უნდა ჩადო,” – აცხადებს უგო სანჩესი.

მადრიდელთა ყოფილმა ვარსკვლავმა მორატაზეც ისაუბრა: “რა თქმა უნდა, მას სკამის გათბობას სხვა გუნდში თამაში ურჩევნია, თანაც წინ მსოფლიო ჩემპიონატია, მაგრამ ჯობს თავისი შესაძლებლობები ბრძოლით დაამტკიცოს. ვფიქრობ, მისი გაყიდვა აუცილებელი არ არის.”

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 11 ივლისი


“ჩელსი” მორატას ტრანსფერში 80 მილიონ ევროს იხდის

რომელუ ლუკაკუს ხელიდან გაშვების შემდეგ, ლონდონის “ჩელსის ხელმძღვანელებმა მთელი ყურადღება მადრიდის “რეალის” ესპანელ თავდამსხმელზე, ალვარო მორატაზე გადაიტანეს.

As-ის ცნობით, “არისტოკრატები” მზად არიან 80 მილიონი ევრო გადარიცხონ მადრიდელთა საბანკო ანგარიშზე თუ “რეალი” მორატას წასვლის უფლებას მისცემს.


“ატლეტიკომ” ფაბინიოსთან შეათანხმა

As-ის ცნობით, მადრიდის “ატლეტიკოს” მესვეურებმა “მონაკოს” ბრაზილიელი ფეხბურთელთან, ფაბინიოსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

მართალია, ფაბინიოს გადაბირებისთვის “მანჩესტერ იუნაიტედის”, “პარი სენ-ჟერმენისა” და “მანჩესტერ სიტის” უფროსებიც იბრძოდნენ, თუმცა ბრაზილიელმა არჩევანი მადრიდულ კლუბზე გააკეთა, რომელსაც სატრანსფერო დისკვალიფიკაცია 2018 წლის იანვარში ეხსნება და რომელიც 45 მილიონ ევროს იხდის მის ტრანსფერში.


“რეალი” კოვაჩიჩის გაშვებას გეგმავს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის ხორვატი ნახევარმცველის, მატეო კოვაჩიჩის გაყიდვას გეგმავენ. ამ ინფორმაციას Evening Standard ავრცელებს.

როგორც უკვე გაცნობეთ, მატეო კოვაჩიჩის მიმართ ინტერესს “ტოტენჰემის” მესვეურები იჩენენ. ხორვატი ფეხბურთელის გაშვებით კი მადრიდელები კილიან მბაპესთვის ადგილის გათავისუფლებას ცდილობენ.


“ლესტერ სიტიმ” კელეჩი იჰეანაჩო დაიმატა

Sky Sports-ის რედაქცია ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავდამსხმელი, კელეჩი იჰეანაჩო მომავალი სეზონიდან “მანჩესტერ სიტის” რიგებში იასპარეზებს.

როგორც ცნობილი ხდება, 20 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში “მელიები” 25 მილიონ ფუნტს იხდიან და ამავდროულად “ქალაქელებს” მისი გამოსყიდვის უფლებასაც უნარჩუნებენ.


“მანჩესტერ იუნაიტედმა” მარსიალს ფასი დაადო

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო გუნდში ანტონი მარსიალის ადგილს ვერ ხედავს და მისი გაყიდვა აქვს განზრახული.

ბრიტანული პრესის ცნობით, “მანჩესტერელები” ფრანგი შემტევის სანაცვლო 30 მილიონ ევროს ფუნტს ითხოვენ, თუმცა არც მისი განათხოვრების ვარიანტს გამორიცხავენ.


კარიკატურა: მორატა და გრიზმანი მოურინიოს დასცინიან (ფოტო)

ჟოზე მოურინიო დიდი ხნის მანძილზე ცდილობს მორატასა და გრიზმანის შეძენას, თუცა მას ეს, ჯერჯრობით, არ გამოსდის. მან ვერ გააძლიერა შეტევა. თუმცა, ჟოზემ ალვაროსა და ანტუანის ვარიანტები რომელუ ლუკაკუთი ჩაანაცვლა, რომელიც უკვე ძალიან ახლოსაა “წითელი ეშმაკების” მაისურის მორგებასთან.

ომარ მომანი ამ ყველაფერს ასე აღწერს.

 

მორატას ტრანსფერი: როგორია ბუკმეიკერების პროგნოზები?

მადრიდის “რეალის” ესპანელ თავდამსხმელს, ალვარო მორატას უცხოური ბუკმეიკერული კომპანიები “მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია, Betfair Sportsbook იმდენად დარწმუნებულია ამ ტრანსფერში, რომ მორატას “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგების შანსებს მხოლოდ 1.17 კოეფიციენტს ანიჭებს.

მორატას “ჩელსიში” გადასვლის კოეფიციენტი 9.00 გახლავთ, “მილანში” – 26.00, “იუვენტუსში” – 34.00, “ლივერპულში” – 51.00, ხოლო “ბაიერნში” 67.00.

ალვარო მორატას ტრანსფერს კრიშტიანუ რონალდუ აფერხებს

Diario Gol-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ერთადერთი ფაქტორი, რაც “მანჩესტერ იუნაიტედში” ალვარო მორატას ტრანსფერს აფერხებს კრიშტიანუ რონალდუს გაურკვეველი მომავალია.

წყაროს ცნობით, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი უკვე შეეგუა იმ ამბავს, რომ მორატას “ოლდ ტრაფორდზე” სურს საკუთარი კარიერის გაგრძელება, მაგრამ ინგლისელები საბოლოო ნაბიჯის გადადგმას არ ჩქარობენ.

საქმე ისაა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთში არსებული ვითარებით უკმაყოფილო ჩანს და კლუბის დატოვებას აპირებს. რონალდუს გადაბირების შემთხვევაში კი, “წითელი ეშმაკების” რიგებში მორატას ადგილი აღარ იქნება.

მოურინიო მორატას: “მოდი, აქ მნიშვნელოვანი იქნები”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებასთან ძალიან ახლოს იმყოფება.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი თავად დაუკავშირდა ესპანელ შემტევს და შემდეგი სიტყვები უთხრა: “მოდი, აქ მნიშვნელოვანი იქნები”.

როგორც ცნობილი ხდება, მოურინიომ ზუსტად იცის, თუ როგორ და რისთვის უნდა გამოიყენოს ალვარო მორატა, რაც რა თქმა უნდა, მორატასთვის ძალიან სასიამოვნო რამ არის.

რაც შეეხება ტრანსფერის ფასს, მორატას ტრანსფერი ინგლისურ გრანდს დაახლოებით 70 მილიონი ევრო უნდა დაუჯდეს.