კონტეს მორატა მოუნდა

უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.

Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.

მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.

“რეალის” ვარსკვლავი: “ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია”

მადრიდის “რეალის” ესპანელმა ფორვარდმა, ალვარო მორატამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც ამ მომენტში რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია.

“ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია, არა მარტო მისი სიმაღლის, არამედ ტექინიკის გამოც.” – განუცხადა ესპანელმა შემტევმა ESPN-ს ჟურნალისტებს.

“ვცდილობ, რომ მისგან ბევრი რამ ვისწავლო – არ ვტოვებ არცერთ მატჩს, რომელშიც ის იღებს მონაწილეობას და ყოველდღიურად ვცდილობ მისი მოძრაობების შესწავლას.”

CalcioMercato: “იუვენტუსი” კარიმ ბენზემაზე გადაერთო

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის, კარიმ ბენზემას გადაბირებას აპირებენ, რათა შეტევის ხაზი კიდევ უფრო გააძლიერონ. ამ ინფორმაციას CalcioMercato.com ავრცელებს.

როგორც იცით, “ბიანკონერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ალვარო მორატამ დატოვა, რომელიც მადრიდულ “რეალს” დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პერესი მორატას დატოვებას აპირებს, რაც პრობლემებს კარიმ ბენზემას შეუქმნის.

იტალიის ჩემპიონებს იმედი აქვთ, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი სათადარიგოთა სკამზე ჯდომას არ დასჯერდება და კლუბის დატოვებას გადაწყვეტს.

“ბებერ ქალბატონს” კარიმ ბენზემას გადაბირებაში გერმანული “ვოლფსბურგი” შეეცილება, რომელმაც უკვე გაუგზავნა კლუბს ოფიციალური შეთავაზება მისი ტრანსფერის თაობაზე.

ბუფონი: “მორატას შესაძლებლობების შესახებ ჯერ ყველამ ყველაფერი არ იცის”

დღეს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ერთმანეთის წინააღმდეგ იტალიისა და ესპანეთის ნაკრებები ითამაშებენ. “სკუადრა აძურას” კიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა “ფურია როხას” ფორვარდ ალვარო მორატას შესახებ ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ისინი ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ტურინის “იუვენტუსში” ერთად თამაშობდნენ.

“მორატას შესაძლებლობების შესახებ ჯერ ყველამ ყველაფერი არ იცის. იგი ძალიან ძლიერია, უმაღლესი დონის ფეხბურთელის თვისებები აქვს. მორატა მატჩების უმეტესობაში ამას ადასტურებს, ბევრს იტანს. ალვარო გოლეადორია, თუმცა ესპანეთის ნაკრები მხოლოდ ამ ფეხბურთელით არ შემოიფარგლება. როდესაც მორატას კრიტიკოსები გააქტიურდნენ, მე მას ვუთხარი, რომ კვლავ გახდება ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. იგი ჭკვიანი ბიჭია”, – ციტირებს ბუფონის სიტყვებს Lequipe.fr

იტალიასა და ესპანეთს შორის მატჩი დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

10 ფაქტი ევრო 2016-ის შესახებ, რომელიც არ იცით

უკვე დასრულდა ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპი და მრავალი რეკორდიც დამეხო. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს, რომლისთვისაც ყურადღება არ მიგიქცევიათ …


პეტრ ჩეხს ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკვე 21 გოლი აქვს გაშვებული. მასზე მეტი არც ერთ მეკარეს არ გაუშვია. ბოლოს ეს რეკორდი პიტერ შმეიხელს ეკუთვნოდა, რომელსაც 20 გოლი ჰქონდა გაშვებული.


ჩრდილო ირლანდიასთან მატჩში გერმანელების ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებელი 79 %-ს შეადგენდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 1980 წლის შემდეგ.


ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში უკრაინა პირველი გუნდია, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩში ვერ მოახერხა გოლის გატანა.


ემრე მორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ევრო 2016-ზე საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა და მესამე ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (ენცო შიფოსა (1984) და უეინ რუნის შემდეგ (2004) – ის 18 წლის და 332 დღის არის.


ალვარო მორატას მარცხი ხორვატიის წინააღმდეგ იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა მის კარიერაში, როცა მან დიდი ტურნირის მასშტაბით გოლის გატანა მოახერხა და მისმა გუნდმა წააგო. ბოლოს ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “ბარსელონასთან” მოხდა.


პორტუგალიასთან მატჩში, ისლანდიელებმა ბურთის ფლობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დააფიქსირეს 1980 წლის შემდეგ, იმ გუნდებს შორის რომლებთაც ამ მატჩში არ წაუგიათ..


ზოლტან გარა გახდა მეორე ყველაზე ხნიერი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა (37წ. 61 დღე) – ის ივიჩა ვასტიჩს ჩამორჩება (ავსტრია Vs პოლონეთი – 2008 წლის ივნისი – 38 წლის და 256 დღის).


გარეთ ბეილი პირველი ფეხბურთელია ტომას ჰასლერის შემდეგ (1992), რომელმაც ევროპის ერთ ჩემპიონატში ორი ჯარიმის გატანა მოახერხა.


ხორვატიასთან განცდილი მარცხი ესპანეთის ისტორიაში პირველი იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩში დაწინაურებული იყო, თუმცა წააგო.


ბელგიამ ირლანდიასთან მეორე გოლის გასატანად 28 გადაცემა გააკეთა. 1980 წლის შემდეგ მსგავსი რამ არ მომხდარა.

“იუვენტუსი” ადასტურებს: მადრიდული გრანდი მორატას დაბრუნებას ითხოვს

იტალიური “იუვენტუსის” აღმასრულებელი დირექტორი, ჯუზეპე მაროტა ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მადრიდის “რეალი” ალვარო მორატას უკან, “სანტიაგო ბერნაბეუზე” დაბრუნებას აპირებს.

“მადრიდის “რეალმა” ალვარო მორატას დაბრუნების სურვილის შესახებ გვამცნო. ახლა მხოლოდ წერილობით შემოთავაზებას ველოდებით.

მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ სამომავლო ნაბიჯებზე, თუმცა ამ დროისთვის მისი შენარჩუნების შესაძლებლობა საკმაოდ დაბალია.

ის დატოვებს ტურინს და დაბრუნდება ესპანეთში.” – განაცხადა მაროტამ.

ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდელებმა მორატა მხოლოდ იმიტომ დაიბრუნეს, რომ შემდეგ ლონდონის “არსენალს” მიყიდონ.

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მორატას 60 მილიონზე მეტი დაახარჯოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებით არის დაინტერესებული.

მანჩესტერში მდებარე კლუბი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა 60 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

პორტუგალიელ სპეციალისტს უნდა, რომ მორატა ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუწყვილდეს.

შეგახსენებთ, რომ “რეალს” მორატას დაბრუნების შესაძლებლობა აქვს, რისთვისაც “ბლანკოსს” 32 მილიონი ევროც ეყოფა – აღნიშნული შესაძლებლობა კლუბს 15 ივლისამდე აქვს. არის შანსი იმისა, რომ პერესმა ის გამოისყიდოს, შემდეგ კი სხვა კლუბს უფრო დიდი თანხის სანაცვლოდ მიყიდოს.

მორატა: “ალვეშს “იუვენტუსში” დიდი სიამოვნებით მივიღებ”

ტურინის “იუვენტუსის” ესპანელმა ფორვარდმა, ალვარო მორატამ დანი ალვეშის “იუვენტუსში” გადაბარგების შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბრაზილიელ ფეხბურთელს დიდი სიამოვნებით მიიღებს.

“რა თქმა უნდა მინდა, რომ ალვეში ჩემი თანაგუნდელი გახდეს “იუვენტუსში”.

ჩვენ ერთმანეთს შვებულების დროს შევხდით, ის მე ძალიან კარგად მექცეოდა. მიუხედავად “რეალსა” და “ბარსას” შორის არსებული შუღლისა, მე მას ვაფასებ. ის თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.”

მორატამ საკუთარ მომავალზეც ისაუბრა: “ფეხბურთელისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ის, თუ სად ითამაშებს მომავალში, მაგრამ ახლა ამაზე რა ვდარდობ. ზიდანთან ჯერ არ მისაუბრია.”

პალმერი: „არსენალი“ მორატაში 50 მილიონის შეთავაზებას აპირებს

იტალიელი ინსაიდერის ტანკრედი პალმერის ინფორმაციით, „არსენალი“ „იუვენტუსის“ თავდამსხმელ ალვარო მორატას სანაცვლოდ 50 მილონი ევროს შეთავაზებას გეგმავს. ამის შესახებ პალმერიმ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„ბუმ! „არსენალმა მორატას სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზა. „რეალი“ წყვეტს, როგორ მოიქცეს“, – დაწერა იტალიელმა.

მორატას კონტრაქტი კვლავ „იუვენტუსს“ ეკუთვნის, თუმცა „რეალს“ ფეხბურთელის 30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება აქვს.

„The Guardian“: მორატას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ წინა ხაზის გაძიერების მიზნით ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელის ალვარო მროატას კანდიდატურას განიხილავს. „რეალი“ 23 წლის ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსყიდვას აპირებს. მოთამაშის შეძენიოს სურვილი ასევე პსჟ-ს, „არსენალსა“ და „ჩელსის“ აქვთ.

თავად ფეხბურთელს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს, იუწყება „The Guardian“-ი. წყაროს ცნობით, ესპანელის მანჩესტერელთა რიგებში გადასვლის ალბათობას კლუბის თავკაცის პსოტზე ჟოზე მოურინიოს შესაძლო დანიშვნა გაზრდის.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის 33 მატჩში ალვარო 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მიითვალა.

ლონდონის “არსენალი” ზაფხულში 3 ფეხბურთელის ყიდვა აპირებს

არსენ ვენგერი საკუთარი გუნდის გაძლიერებას ალვარო მორატას, კოსტას მანოლასისა და გრანიტ ჟაკას გადაბირებით აპირებს. ამ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, “მეთოფეთა” ბოსი “იუვენტუსის” ფორვარდს, ალვარო მორატას კარგა ხანია რაც აკვირდება და ყველაფრის გაკეთებას აპირებს რათა ეს ტრანსფერი განახორციელოს.

ვენგერის ყურადღება “რომას” ცენტრალურმა მცველმა, კოსტას მანოლასმაც მიიქცია, რომლის გადაბირებითაც ლონდონის “ჩელსი” და “ევერტონი” არის დაინტერესებული.

“არსენალის” სამიზნეთა სიაში ბოლო ადგილს კი გლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჟაკა იკავებს, რომლის გადაბირებისთვისაც ლონდონელებს მინიმუმ 30 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

მორატა: “არიც ადურისი ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, ალვარო მორატო თვლის, არიც ადურისი, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან მოწვევას იმსახურებს.

ადურისმა 2015/16 წლების სეზონში ბასკური კლუბის მაისურით 31 გოლის გატანა მოახერხა, რაც შესანიშნავი შედეგია. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ესპანელი ფორვარდი 35 წლის არის.

“პირადად მას არც თუ ისე კარგად ვიცნობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ტიპია. ის ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას შესანიშნავი ასპარეზობიდან გამომდინარე.”

ალვარო მორატა იმედოვნებს, ის საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე შესძლებს თამაშს:”რთულია, თუმცა მჯერა რომ მე ამას შევძლებ. რაც შეეხება ჯგუფს – საკმაოდ კარგია. სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის სრულიად მზად ვარ.”