ანჩელოტი: “თუ “რეალი” პსჟ-ს დაამარცხებს, მაშინ…”

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წინ მადრიდის “რეალის” ყოფილმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან “ბლანკოსისა” და “პსჟ”-ს მოახლოვებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

“რეალმა” “ვალენსისას” წინააღმდეგ, სტუმრად შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. არ ვფიქრობ, რომ ისინი კრიზისში არიან. ერთადერთი ტიტული, რომლის მოსაგებადაც მადრიდელები იბრძოლებენ, ჩემპიონთა ლიგაა. სწორედ ამიტომ, ახლა “რეალი” მთელი ძალებით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე იქნება ფოკუზირებული. უნდა გავაცნობიეროთ, რისი გაკეთება შეუძლია ზიდანს ჩემპიონთა ლიგაზე.”

“თუ “რეალი” “პსჟ”-ს დაამარცხებს, მათი შეჩერება ძალიან რთული იქნება. ესპანელებს ჰყავთ ფეხბურთელი, რომელიც წაგებას ვერ იტანს – ეს კრიშტიანუ რონალდუა. თავის მხრივ, “პსჟ”-ს ყველაფერი აქვს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოიგოს. მათ ჰყავთ ნეიმარი, კილიან მბაპე. ამჟამად მათ უფრო დიდი გამოცდილება აქვთ, ვიდრე შარშან. შესააბამისად, უფრო საშიშნი არიან,” – ამბობს ანჩელოტი.

“ბაიერნის” ექს-ფეხბურთელი:”როგორც გავიგე, ანჩელოტი კლუბს ზამთარში დატოვებს”

“ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი, მარიო ბასლერი საკმაოდ საინტერესო განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც, “ბავარიელთა” თავკაცი, კარლო ანჩელოტი გუნდის მიტოვებას შუა გზაში გეგმავს.

“რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ კარლო ანჩელოტიმ უკვე შეათანხმა კონტრაქტი საზღვარგარეთულ კლუბთან და იქ თავისი კარიერის დაწყებას ზამთარში გეგმავს.

როგორც გავიგე, წინასწარი შეთანხმება უკვე არსებობს. ანჩელოტი იქ მიდის, სადაც ყველაზე მეტი ფულია, ჩინეთში. ამის დადასტურება არ შემიძლია, მაგრამ ჩემი წყარო ძალიან სანდოა. ვერ ვიტყვი, რომ ეს 100 პროცენტით მართალია, მაგრამ მე მას ვენდობი,” – ციტირებს ბასლერის სიტყვებს Sport1.

ანჩელოტიმ ალონსოსა და ლამის შემცვლელებზე ისაუბრა

მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, მიუნხენის “ბაიერნს” ორი ლიდერი, ჩაბი ალონსო და ფილიპ ლამი დატოვებენ, რომლებიც ამავდროულად საფეხბურთო კარიერასაც ასრულებენ.

“ფილიპ ლამისა და ჩაბი ალონსოს ჩანაცვლება პრაქტიკულად შეუძლებელია. მათი ხასიათი, გამოცდილების დონე და შესაძლებლობები უნიკალურია.

მაგრამ, გუნდში საკმაოდ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი რჩება, ისეთები, როგორებიც არიან მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი და დავიდ ალაბა.

კიმიხის სახით გუნდში ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომელიც მაქსიმალურად ეცდება ფილიპ ლამის შეცვლას, რაც საკმაოდ დიდი ფუფუნებაა ჩვენთვის,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

პაულინიო: “დამირეკეს თუ არა “ბაიერნიდან”?”

ბრაზილიელი ნახევარმცველი, პაულინიო 2016 წლიდან გამოდის ჩინური სუპელიგის გუნდ “გუანჯოუში”. ბოლო ხანებში გავრცელდა ხმები, რომ 28 წლის საყრდენით სერიოზულად ინტერესდებოდა მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცი, კარლო ანჩელოტი და რომ ბრაზილიელი იტალიელი სპეციალისტის უმთავრესი სამიზნე იყო.

ამის შესახებ თავად მოთამაშემ ისაუბრა.

“ბუნებრივია, რომ საფეხბურთო ინდუსტრიაში ძალიან ბევრი სპეკულაციაა. მინდა, მოკლედ და კონკრეტულად განვაცხადო, რომ “ბაიერნიდან” არავის დაურეკავს და, შესაბამისად, არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა.”

“ახლა მხოლოდ ჩემი გუნდის წარმატებასა და საკუთარ განვითარებაზე ვფიქრობ,” – განაცხადა ბრაზილიელმა.

ანჩელოტი: “მას მსოფლიოში ყველაზე დიდი ტაქტიკური შესაძლებლობები გააჩნია”

კარლო ანჩელოტი უმაღლესი დონის პროფესიონალია. მას რამდენიმე გრანდში უმუშავია და ბევრ ვარსკვლავთან ჰქონია შეხება.

იტალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მისი კარიერის მანძილზე არცერთი ფეხბურთელი არ ყოფილა ტაქტიკურად ისეთი განსწავლული და მოხერხებული, როგორიც თომას მიულერია.

“არასდროს მინახავს ისეთი მოთამაშე ტაქტიკური შესაძლებლოების ქონის თვალსაზრისით, როგორიც თომასია. მას არაფერს ვუჩივი ამ ასპექტში. მიულერი მენტალურად ძალიან ძლიერია. მას გამარჯვებულის ხასიათი აქვს და არასდროს ნებდება. ვერასდროს ნახავ დეპრესიაში მყოფ მიულერს.”

“რა თქმა უნდა, შემტევს უნდ აჰქონდაე სკარგი ტექნიკა, სისწრაფე და დარტყმა. ამ მხივ თომასი ძალიან გამორჩეული არაა, თუმცა ტაქტიკური თვისებების მხრივ, იგი უზაოდა,” – აცხადებს ანჩელოტი.

ანჩელოტი: “რეალის გაწვრთნა ყველას არ შეუძლია”

მადრიდის “რეალის” ყოფილ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის სჯერა, რომ ახლა “ბლანკოსში” გაცილებით კარგი სიტუაციაა: გუნდი მოტივირებულია და ლაღ ფეხბურთს თამაშობს. პაპა კარლოს აზრით, ზიდანს “რეალში” წარმატების უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ბენიტესს ჰქონდა.

იტალიელმა განაცხადა, რომ მადრიდული გრანდის გაწვრთნა ყველას არ შეუძლია. მისი აზრით, ამ თანამდებობაზე ყოფნისთვის, განსაკუთრებული თვისებების ქონაა აუცილებელი.

“რეალის” თავკაცობა ყველას არ ძალუძს. ამ გუნდში მუშაობისას, წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი მოთამაშეებთან მეგობრული ურთიერთობაა.”

“ცოდნა, ისევე როგორც გამოცდილება, მეორე ადგილზე დგას. გუნდის ერთ მუშტად შესაკვრელად, მწრთნელსა და ფეხბურთელებს შორის იდილია უნდა სუფევდეს.”

“კიდევ? ასევე, აუცილებელია ქარიზმა, პატივისცემა, პიროვნულობა. ზიდანს ეს ყელაფერი ჰქონდა, როცა ის მოთამაშე იყო. ასევე, ამ თვისებებს მაშინაც ვამჩნევდი, როდესაც ჩემს ასისტენტად დანიშნეს,” – განაცხადა ანჩელოტიმ.

“დორტმუნდთან” რობენის, მარტინესისა და კომანის თამაში გამოირიცხა

მოახლოებულ გერმანულ კლასიკაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მიუნხენის “ბაიერნის” დაპირისპირებაში არიენ რობენის, ხავი მარტინესისა და კინგსლი კომანის თამაში ოფიციალურად გამოირიცხა.

“ხვალინდელ მატჩში ჩვენს დახმარებას სამი ფეხბურთელი ვერ შეძლებს: არიენ რობენი, ხავი მარტინესი და კინგსლი კომანი.

რაც შეეხება დუგლას კოშტასა და არტურო ვიდალს, მათთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ხვალ, ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. დარწმუნებულები იყავით, რომ უაზრო რისკზე არ წავალთ, ისინი დაღლილები არიან.

რობენი სამი დღის მანძილზე ვარჯიშობდა ინდივიდუალურად. მისი ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ იყო, მის დაბრუნებას მომავალ კვირაში ველით.” – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ზემოაღიშნული მატჩი სტარტს შაბათს, თბილისის დროით 21:30 საათზე აიღებს სტარტს.

კარლო ანჩელოტიმ მესისა და რონალდუს მემკვიდრეები დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი თვლის, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ერის დასრულების შემდეგ მსოფლიო ფეხბურთის სადავეებს ხელში ნეიმარი და პაულო დიბალა ჩაიგდებენ.

“მომდენო ათი წლის მანძილზე დიბალას თავისუფლად შეუძლია “იუვენტუსის” ისტორიის შექმნა. ის უნიკალურია, მისი შედარება სხვა ფეხბურთელთან უბრალოდ შეუძლებელია.

დიბალასა და ნეიმარს შეუძლიათ მესისა და რონალდუს მემკვიდრეები გახდნენ.” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა, რომელიც “ბაიერნამდე” “რეალს” ედგა სათავეში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ნეიმარს 91 გოლი აქვს “ბარსას” მაისურით გატანილი, დიბალამ კი “იუვეს” მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში 27-ჯერ აიღო მეტოქის კარი.

სიმეონე: “მე არ ვარ გრიზმანის აღმზრდელი”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართება. მადრიდში, “ვისენტე კალდერონზე”, “ატლეტიკო” მიუნხენის “ბაიერნს” უმასპინძლებს.

“ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა, სადაც გუნდის ლიდერზე, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

“მე გრიზმანის აღმზრდელი არ ვარ; უბრალოდ, მისი მწვრთნელი ვარ, რომელიც ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ სპორტსმენს განვითარდეს, როგორც ფეხბურთელი და, როგორც ადამიანი.”

“ჩვენ, გრიზმანის სახით, საოცარი მოთამაშე გვყავს, რომელსაც უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დარწმუნებული ვარ, ის ამ შესაძებლობებს მთლიანად გამოიყენებს!”

“ელ ჩოლომ”, რა თქმა უნდა, ზოგადად, მატჩზეც ისაუბრა: “ბაიერნი” ძალიან ძლიერი და კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ის ძალიან ჰგავს იმ კოლექტივს, რომელსაც გასულ სეზონში ვეთამაშეთ. გერმანელებს უმაღლესი დონის სპეციალისტი ჰყავთ. კარლოს დიდ პატივს ვცემ მისი პროფესიონალიზმის და საქმის სიყვარულის გამო!” – განაცხადა დიეგო სიმეონემ.

“რეალმა” “ბაიერნი” დაამარცხა (ვიდეო)

დღეს გამთენიისას “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” გაიმართა მიუნხენის “ბაიერნისა” და მადრიდის “რეალის” დაპირისპირება.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში მადრიდელები მცირე უპირატესობას დაუფლნენ, რამაც შედეგი გამოიღო – მატჩის 79-ე წუთზე “რეალის” მარჯვენა მცველმა, დანილომ გერმანელების კარის აღება მოახერხა.

ნახსენები გოლი იყო ერთადერთი, რომელიც თამაშში გავიდა. საბოლოოდ, ესპანურმა კლუბმა “რეკორდმაისტერზე” ანგარიშით 1:0 იმარჯვა.

“ბაიერნმა” “ინტერს” სძლია (ვიდეო)

დღეს დილაადრიან, “ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე” კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ამჯერად, ერთმანეთს მილანის “ინტერი” და მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მე-7 წუთზე გაიხსნა. ამერიკელმა ახალგაზრდა მოთამაშემ, იულიან გრინმა, რომელიც წელს გადმოვიდა “ბაიერნის” მთავარ გუნდში, ჰანდანოვიჩის კარი აიღო. მე-13 წუთზე რიბერიმ ბენკოს პასით გაიტანა. უკვე ნახსენებმა გრინმა, 30-ე და 35-ე წუთებზე შეძლო ჰეთრიკის შესრულება და ანგარიშის 4-მდე გაზრდა.

“ინტერის” მხრიდან პრესტიჟის გოლი იკარდიმ 90-ეზე შეაგდო.

საბოლოო ანგარიში 1-4 დაფიქსირდა.

“ბაიერნის” შემტევი: “ანჩელოტი უფრო მენდობა, ვიდრე წარსულში – გვარდიოლა”

ფრანგმა ფეხბურთელმა, ფრენკ რიბერიმ მის ახლანდელ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე და ყოფილ დამრიგებელზე, პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტისგან უფროო მეტ ნდობას გრძნობს, ვიდრე ამას წარსულში ესპანელისგან გრძნობდა.

აღსანიშნავია, რომ პეპ გვარდიოლას სამ წლიან ეპოქაში, რომელიც მას “რეკორდმაისტერში” ჰქონდა, რიბერიმ “ბუნდესლიგის” მხოლოდ 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ანჩელოტის, მის ხელში გერმანულმა კლუბმა სამი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, ყველა მათგანში რიბერი ძირითადში იყო და “ლიპსტადტთან” და “ლანდშუტთან” გოლების გატანა შეძლო.

“მე ძალიან თავისუფლად და მოტივირებულად ვგრძნობ თავს. კარლო ჩვენი გუნდისთვის ნამდვილი საჩუქარია. მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, მე დიდი ნდობა და მხარდაჭერა მაქვს.”

“ის შესანიშნავი მწვრთნელია. მჭირდება სწორედ მისი, ჰაინკესის და ჰიცფელდის მსგავსი პიროვნებები, რათა ჩემი თავის ვირწმუნო და რთული პერიოდის შემდეგ, ძალების აღდგენა შევძლო.”

“იმ დროის შემდეგ, რაც მე მქონდა, გაძლიერება დამოკიდებულია ნდობაზე, პატავისცემასა და პოზიტიურ ატმოსფეროზე. თუ ეს ყველაფერი მექნება, მაშინ, გპირდებით, ჩემი შესაძლებლობების ასს კი არა, ას ორმოცდაათ პროცენტს გამოვავლენ,” – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.