მადრიდის “რეალი” მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ გუნდის არგენტინელი მოთამაშე, ანხელო დი მარია “სამეფო კლუბს” არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ესპანეთის თასზე, ხატივას “ოლიმპიკთან” გამართულ შეხვედრაში (0:0), დი მარია მოედნიდან 58-ე წუთზე გავიდა.
“ანხელომ მითხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა და ის სწორედ ამიტომ შევცვალე. ვარჩიე, რომ მოედანზე ბენზემა შესულიყო. რაც შეეხება პრესაში გავრცელებულ ამბებს, დი მარია “რეალში” ბედნიერია და არსად წასვლას არ აპირებს”, – თქვა ანჩელოტიმ.