ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა

სანქტ-პეტერბურგის „ზენიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში თავისი ფავორიტი დაადასხელა.

„გასულ სეზონში ხმა მესის მივეცი, თუმცა რონალდუს ამბიციებსა და გამოსვლას 2014 წელს საზღვარი არ მქონდა. ჩვენ ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეებზე ვსაუბრობთ. ორივე ეს ფეხბურთელი ამ ეპოქაში განუმეორებელია. ვფიქრობ, კრიშტიანუ 2014-ში და 2013-ში ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებდა“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ „ოქროს ბურთის“ მფლობელი 12 იანვარს გაირკვევა.

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა ვილაშ-ბოაშს ენდობა

ინგლისის პრემიერლგიაში „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 0:6 მარცხის შემდეგ ბრიტანული პრესა ანდრე ვილაშ-ბოაშის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა. ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს თავად „ტოტენჰემის“ თავკაცი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის გათავისუფლებას ჯერჯერობით არავინ აპირებს.

„მე კლუბის მხარდაჭედა მაქვს. გარდა ამისა, მხარს მოთამაშეებიც მიჭერენ. შესაბამისად, მიზნების მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გუნდის ხელმძღვანელებს მხოლოდ სამი დღის წინ შევხვდი. ეს უბრალო შეხვედრა იყო. სხვათაშორის, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა“, – განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

„შემიძლია გითხრათ, რომ მე მხოლოდ პრესა მაკრიტიკებს“, – დაამატა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ვილაშ-ბოაში: „პსჟ? „ტოტენჰემი“ ერთი ნაბიჯით წინ არის“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მან ზაფხულს ,,პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებების წარმოება არ ისურვა.

„პსჟ-ს პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. მოგეხსენებათ, პარიზული კლუბი დამიკავშირდა კიდეც, თუმცა მე „ტოტენჰემში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა ვისურვე. მსურს, რომ ჩემი საქმე აქ ბოლომდე დავასრულო და პირველად ჩემს კარიერაში, ერთ კლუბში ზედიზედ ორი სეზონის განმალობაში ვიყო. „ტოტენჰემი“ – დიდებული გუნდია. პსჟ-ში ამჟამად სტრუქტურული ცვლილებებია. მსგავსი სახის ცვლილებები „ჰოთსპურსს“ უკვე ჰქონდა. შესაბამისად, „ტოტენჰემი“ „პარი სენ-ჟერმენზე“ ერთ ნაბიჯით წინაა. მივიღე თუ არა ფრანგული კლუბისგან კონკრეტული წინადადება? არა, აქამდე საქმე არც მისულა“, – განუცხადა ბოაშმა L’Equipe-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი