ვილაშ-ბოაშს კაპელო შეცვლის?

ბუკმეიკერთა აზრით “ტოტენჰემის” ახალი მთავარი მწვრთნელის პოსტის თანამდებობის დაკავების ყველაზე კარგი შანსი ფაბიო კაპელოს აქვს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ამჟამად რუსეთი ნაკრების მწვერთნელად მუშაობს.

კაპელოს გარდა, განიხილებიან ისეთი კანდიდატურები როგორც: ტიმ შერვუდი, მიკაელ ლაუდრუპი, გუს ჰიდინკი და ფრანკ დე ბური.

ანდრე ვილაშ-ბოაში “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლეს.

ოფიციალურად: „ტოტენჰემმა“ ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა

„ტოტნჰემ ჰოთსპურმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრე ვილაშ-ბოაში გაათავისუფლა. ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

„გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და ყველა მხარის ინტერესის გათვალისწინებით იქნა მიღწეული. ჩვენ ანდრეს წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილოლონდონური კლუბი „ლივერპულთან“ გუშინ გამართულ საშინაო მატჩში ანგარიშით 0:5 განადგურდა.

ბექა დოგრაშვილი

„ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობა ვილაშ-ბოაშს ენდობა

ინგლისის პრემიერლგიაში „მანჩესტერ სიტისთან“ ანგარიშით 0:6 მარცხის შემდეგ ბრიტანული პრესა ანდრე ვილაშ-ბოაშის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა. ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებს თავად „ტოტენჰემის“ თავკაცი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მის გათავისუფლებას ჯერჯერობით არავინ აპირებს.

„მე კლუბის მხარდაჭედა მაქვს. გარდა ამისა, მხარს მოთამაშეებიც მიჭერენ. შესაბამისად, მიზნების მისაღწევად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. გუნდის ხელმძღვანელებს მხოლოდ სამი დღის წინ შევხვდი. ეს უბრალო შეხვედრა იყო. სხვათაშორის, ჩვენი აზრები ერთმანეთს ემთხვევა“, – განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

„შემიძლია გითხრათ, რომ მე მხოლოდ პრესა მაკრიტიკებს“, – დაამატა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ვილაშ-ბოაში: „პსჟ? „ტოტენჰემი“ ერთი ნაბიჯით წინ არის“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელთა გამოც მან ზაფხულს ,,პარი სენ-ჟერმენთან“ მოლაპარაკებების წარმოება არ ისურვა.

„პსჟ-ს პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. მოგეხსენებათ, პარიზული კლუბი დამიკავშირდა კიდეც, თუმცა მე „ტოტენჰემში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა ვისურვე. მსურს, რომ ჩემი საქმე აქ ბოლომდე დავასრულო და პირველად ჩემს კარიერაში, ერთ კლუბში ზედიზედ ორი სეზონის განმალობაში ვიყო. „ტოტენჰემი“ – დიდებული გუნდია. პსჟ-ში ამჟამად სტრუქტურული ცვლილებებია. მსგავსი სახის ცვლილებები „ჰოთსპურსს“ უკვე ჰქონდა. შესაბამისად, „ტოტენჰემი“ „პარი სენ-ჟერმენზე“ ერთ ნაბიჯით წინაა. მივიღე თუ არა ფრანგული კლუბისგან კონკრეტული წინადადება? არა, აქამდე საქმე არც მისულა“, – განუცხადა ბოაშმა L’Equipe-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი

ვილაშ-ბოაში: „იუვენტუსს“ შეუძლია, „ჩელსის“ 2012 წლის გზა გაიაროს“

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში მიიჩნევს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ 2012 წლის ლონდონის „ჩელსის“ ჰგავს. კერძოდ, ახალგაზრდა პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, კარლოს ტევესს იმ დიდიე დროგბას ფუნქციების შეთავსება შეუძლია, რომელმაც 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის თასის მოგებაში უდიდესი როლი შეასრულა.

„იუვენტუსს“ შეუძლია „ჩელსის“ 2012 წლის გზის გავლა. იტალიის ჩემპიონი ძლიერი, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კარლოს ტევესის ყიდვა კი მათთვის ამ ნამცხვრის მინანქრით დაფარვაა. მგონია, რომ ტევესს მიმდინარე სეზონში შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების სეზონის „ჩელსის“ დიდიე დროგბა“, – ვილაშ-ბოაშის სიტყვებს იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი