დე ლაურენტისი: “ბენზემა და დი მარია? რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი ფეხბურთელი”

“ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ბოლო დროს უცხოურ პრესაში გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა.

“ვცდილობ თუ არა ბენზემასა და დი მარიას დამატებას? რა თქმა უნდა, არა. მე ახალგაზრდა ფეხბურთელები მჭირდება. რატომ უნდა ვიყიდო ორი ასაკოვანი მოთამაშე? ამას მათდამი დიდი პატივისცემით ვამბობ.

ფანების მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილო? ისინი გულშემატკივრები არიან, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და არა დირექტორები. იმედი მაქვს, სიმშვიდეს შეინარჩუნებენ და მუშაობის საშუალებას მოგვცემენ.

ედინსონ კავანი? ეს ფეხბურთელი ყოველ ათ თვეში 20 მილიონ ევროს იღებს გადასახადების გარეშე, არამგონია, მას კარიერის ბოლოს ისეთ კლუბში მოუნდეს თამაში, სადაც ხელფასი გაუნახევრდება,” – განაცხადა დე ლაურენტისმა.

დი მარია: “რეალი” მოითხოვდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გამომეტოვებინა”

მადრიდის “რეალის” ყოფილი გარემარბი, ანხელ დი მარია, რომელიაც 2014 წლიდან “პარი სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავს, პრესასთან გულღიად საუბრობს და აცხადებს, თუ რა ხდებოდა იმ წლის ზაფხულში.

“ყველამ იცოდა, რომ “რეალს” ხამეს როდრიგესის ყიდვა უნდოდა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ და მისთვის ადგილის გასათავისუფლებად, ჩემს გაყიდვას გეგმავდნენ. ეს მაშინვე ვიცოდი.

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტრავმის გართულების შანსი იყო და მათ არ უნდოდათ, რომ თავიანთი პროდუქრი დაზიანებულიყო. “რეალის” ექიმებმა წერილი გამომიგზავნეს, მე კი წაუკითხავად დავხიე ის და ვთქვი “გადაწყვეტილებებს მე ვიღებ”.

მზად ვიყავი ფინალში მეთამაშა, თუნდაც კარიერის დასრულების ტოლფასი ყოფილიყო. მაგრამ არც ის მინდოდა, გუნდის საქმე გამეფუჭებინა. მწვრთნელთან მივედი და ყველაფერი მოვუყევი, ვუთხარი რომ მის გადაწყვეტილებას დავემორჩილებოდი.

მატჩის წინ, მწვრთნელმა არჩევანი ენცო პერესზე გააკეთა, რადგანაც ის ასი პროცენტით მზად იყო. მე ამ გადწყვეტილებას მშვიდად შევხვდი,” – აცხადებს დი მარია.

დი მარია “პარი სენ-ჟერმენში” დიდ ცვლილებებს ელის

ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “რეალთან” განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ, ახნელ დი მარია თვლის, რომ პარიზულ კლუბში უახლოეს მომავალში ბევრი რამ შეიცვლება.

“ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ. ზაფხულში 400 მილიონამდე დავხარჯეთ ბრწყინვალე ფეხბურთელებზე და კლუბში განსხვავებული მოლოდინები იყო, ნეიმართან ერთად დიდი მწვერვალების დაპყრობას ვგეგმავდით, რაც ნორმალური იყო.

კლუბისთვის ეს მარცხი ძალიან მტკივნეული იყო, 1/16-ფინალიდან გამოვარდნა ჩვენს გეგმებში არ შედიოდა. რაც არის არის, ეს უნდა დავივიწყოთ და დარჩენილ სამ ტურნირს მივხედოთ.

მოსალოდნელი იყო ისიც, რომ ფანები ბევრს გაგვაკრიტიკებდნენ, ჩვენ მათ იმედები გავუცრუეთ. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში “პარი სენ-ჟერმენში” ბევრი რამ შეიცვლება,” – აცხადებს არგენტინელი შემტევი.

დი მარია “ბარსელონაში” თამაშის იდეის წინააღმდეგი არაა

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელმა თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ, რომელიც დიდი ალბათობით პარიზს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებს, პრესასთან საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“ვადასტურებ, რომ გასულ ზაფხულს “ბარსელონაში” გადასვლასთან ახლოს, მაგრამ ამავდროულად შორს ვიყავი. იქ თამაშის იმედი არასოდეს დამიკარგავს. მშვიდად ველოდი შანსს, მაგრამ არაფერი მომხდარა.

ცხოვრებაში ბევრი წინაღობაა და არავინ იცის, რა მოხდება მომავალში. ყოველთვის ვამბობდი, რომ ერთადერთი კლუბი, რომელშიც არასოდეს ვაპირებ თამაშს, “ნიუელსია”, რადგანაც “სენტრალის” ფანი ვარ.

“რეალის” ფეხბურთელები ყოველთვის დამცინოდნენ, მაგრამ მე “რეალის” ფანი არ ვარ და არც “ბარსელონაში” გადასვლა წარმოადგენს ჩემთვის პრობლემას,” – აცხადებს დი მარია.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 13 აგვისტო


დი მარიას “ბარსაში” უნდა

Marca-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ცნობებს თუ დავუეჯრებთ, “პარი სენ-ჟერმენის” არგენტინელ შემტევს, ანხელ დი მარიას ძალიან უნდა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება.

როგორც იცით, კატალონიელები ჯერაც ეძებენ ნეიმარის შემცვლელს. პოტენციურ კანდიდატებად კი დი მარიასთან ერთად ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს განიხილავენ.


მარკო ასენსიო “არსენალში”?

ბრიტანულ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მადრიდის “რეალის” ესპანელ შემტევს, მარკო ასენსიოსა და “არსენალს” შორის მოლაპარაკებები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.

გეტყვით იმასაც, რომ ასენსიოს ტრანსფერით “მანჩესტერ იუნაიტედიცაა” დაინტერესებული. მარკოს კონტრაქტში კი მის გამოსასყიდ თანხად 72 მილიონი ფუნტია მითითებული.


კოუტინიოს ინსინიე შეცვლის?

იურგენ კლოპის “ლივერპული” მზადაა 60 მილიონი ფუნტი შესთავაზოს “ნაპოლის” ლორენცო ინსინიეს ტრანსფერის ნაცვლად, თუ მერსესაიდს ფილიპე კოუტინიო დატოვებს.

Daily Mirror იუწყება, რომ გერმანელს არ სურს გუნდში ისეთი ფეხბურთელის ყოლა, რომელსაც თვალი წასვლაზე უჭირავს და თანახმაა, კოუტინიო გაუშვას.


“მანჩესტერ იუნაიტედმა” “ტოტენჰემის” წინადადება უარყო

RMC-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელები “მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი შემტევის, ანტონი მარსიალის ტრანსფერით არიან დაინტერესებულები.

“მამლებმა” უკვე გაუკეთეს “წითელ ეშმაკებს” ოფიციალური შეთავაზება, მაგრამ როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო “მილანის” სამიზნის, მარსიალის გაშვებას არ გეგმავს.


“ჩელსის” კოშტას წონა ადარდებს

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები შეწუხებულები არიან დიეგო კოშტას ახალი ცხოვრებით, რომელიც ამ დროისთვის ბრაზილიაში იმყოფება და დროს მეგობრებთან ერთად ატარებს.

საქმე იმაშია, რომ “არისტოკრატები” მის გაყიდვას გეგმავენ, მან კი ამ დროს ძალიან მოიმატა წონაში, რაც მას არასასურველ სამიზნედ ხდის.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 2 აგვისტო


დი მარია თანახმაა, კარიერა “ბარსაში” გააგრძელოს

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ანხელ დი მარიამ თავად გამოთქვა კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელების სურვილი.

როგორც იცით, “პარი სენ-ჟერმენი” ძალიან ახლოსაა ნეიმარის ტრანსფერთან, 29 წლის ანხელს კი არ სურს მის ჩრდილქვეშ მოექცეს.


იჰენაჩო “ლესტერში” მიდის

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი კელეჩი იჰენაჩო “ლესტერ სიტიში” სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ “დეილი ტელეგრაფის” ჟურნალისტი ჯონ პერსი იტყობინება.

წყაროს თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 25 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.


სმოლინგის ტრანსფერისთვის 5 კლუბი იბრძვის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალური მცველი, კრის სმოლინგი ძალიან ახლოსაა “ოლდ ტრაფორდის” დატოვებასთან. ინგლისელებმა უკვე დააყენეს ქრისი ტრანსფერზე და მის სანაცვლოდ 8,5 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, 27 წლის ფეხბურთელსი მიმართ ინეტერესს “ვესტ ბრომის”, “ბერნლის”, “ლესტერის”, “კრისტალ პალასისა” და “სტოკ სიტის” ხელმძღვანელები იჩენენ.


“ინტერი” დრაქსლერის ტრანსფერზე მუშაობს

მილანის “ინტერის” ხელმძღვანელთა მთავარი პრიორიტეტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დარჩენილ დღეებში “პსჟ”-ს გერმანელი შემტევის, იულიან დრაქსლერის გადაბირება იქნება.

როგორც ცნობილი ხდება, 23 წლის დრაქსლერის გადაბირების ფასად, “ინტერი” მზადაა ჟოაუ მარიუს შეელიოს, რომელიც “სპორტინგიდან” 40 მილიონად შეიძინა.


“ჩელსი” კანდრევას დაუბრუნდა

ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელების ინტერესთა სფეროში კვლავ დაბრუნდა “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანტონიო კანდრევა, რომლის შეცვლასაც “ნერაძურის” უფროსები კეიტა ბალდეს მეშვეობით გეგმავენ.

როგორც ცნობილი ხდება, “არისტოკრატთა” მთავარი მწვრთნელი პირადადაა დაინტერესებული 30 წლის ფეხბურთელსი ტრანსფერით.


დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 29 ივლისი


ნეიმარს ანხელ დი მარია შეცვლის

RMC-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდიდან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, მის შეცვლას ანხელ დი მარიას მეშვეობით აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებენ და ეს ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა “ბარსელონას” ვარჯიშზე მომხდარმა ინციდენტმა – ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელებს წაეჩხუბა.


“სიტი” ალექსისს უზარმაზარ ხელფასს სთავაზობს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელები ლონდონის “არსენალის” ჩილელი შემტევის, ალექსის სანჩესის გულის მოგებას კვირაში 320,000-იანი ხელფასის მეშვეობით აპირებენ.

როგორც იცით, ჩილელმა ფეხბურთელმა პარასკევს “მეთოფეთა” ვარჯიში ავადმყოფობის გამო დატოვა, რაც შესაძლოა, სინამდვილეში სატრანსფერო საქმეებთან იყოს დაკავშირებული.


ალექს სანდრო “ჩელსიში” გადადის

The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები ძალიან ახლოს არიან “იუვენტუსის” მცველის, ალექს სანდროს ტრანსფერთან.

როგორც ცნობილი ხდება, კონტეს გუნდში კიდევ ოთხი ფეხბურთელის მოყვანა სურს. სანდროს ტრანსფერისთვის კი მზადაა რეკორდული თანხა, 61 მილიონი ფუნტიც კი გადაიხადოს.


ინგლისელები რაფინიას ტრანსფერისთვის იბრძვიან

ინგლისური ელიტის სამი წარმომადგენელი, “ლივერპული”, “არსენალი” და “ტოტენჰემი” “ბარსელონას” 24 წლის ნახევარმცველის, რაფინიას ტრანსფერით არის დაინტერესებული.

Daily Express-ის ცნობით, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს არ სურთ რაფინიას დაკარგვა და მის მხოლოდ არენდის წესით გაშვებაზე აცხადებენ თანხმობას.


“ბარსელონას” სამიზნე “მანჩესტერ იუნაიტედთან” ახანგრძლივებს

“ბარსელონას” ხელმძღვანელთა მიერ გაცემული დაპირებების მიუხედავად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, ანდერ ერერა “ოლდ ტრაფორდელებთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

ერერას “წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი მხოლოდ 12 თვით აკავშირებს, თუმცა Express-ის ცნობით, ჟოზე მას ახალ,გაუმჯობესებულ და საკმაოდ გრძელვადიან პროგრნოზს სთავაზობს.


RMC: ნეიმარს ანხელ დი მარია შეცვლის

RMC-ს მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიური “ბარსელონას” ხელმძღვანელები გუნდიდან ნეიმარის წასვლის შემთხვევაში, მის შეცვლას ანხელ დი მარიას მეშვეობით აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარს საკმაოდ დიდი ხანია, რაც “პარი სენ-ჟერმენს” უკავშირებენ და ეს ჭორები კიდევ უფრო გაამძაფრა “ბარსელონას” ვარჯიშზე მომხდარმა ინციდენტმა – ნეიმარი ვარჯიშზე თანაგუნდელებს წაეჩხუბა.

როგორც იცით, ნეიმარის შემცვლელად ფილიპე კოუტინიოსა და პაულო დიბალასაც მოისაზრებენ.

იკარდი: “დი მარია “ინტერში”? ვნახოთ”

“ინტერის” არგენტინელმა შემტევმა, მაურო იკარდიმ მილანურ კლუბში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელის, ანხელ დი მარიას შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.

“ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა შეუძლია მას და რამდენად ძლიერია ის. ვნახოთ, რამდენად მართალია ეს ჭორები…” – განაცხადა იკარდიმ სოციალურ ქსელში გამართული ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობისას.

შეგახსენებთ, რომ დი მარია პარიზულ გრანდს 2015 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედიდან” შეუერთდა და ორი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის უმაღლეს ჩემპიონატში 16 გოლის გატანა შეძლო.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, “იუვენტუსი” დი მარიას გადაიბირებს

იტალიურ პრესაში გავრცელებული საკმაოდ საინტერესო ცნობების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, “იუვენტუსის” ხელმძღვანელები მთლიანად ანხელ დი მარიას ტრანსფერზე გადაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალში “ბიანკონერის” მეტოქე კატალონიური “ბარსელონაა”, ასე რომ, მომდევნო ეტაპზე გასვლა არც ისე ადვილი იქნება მათთვის.

როგორც ცნობილი ხდება, წლევანდელ სეზონში “ბებერმა ქალბატონმა” უკვე დააგროვა 88 მილიონი, ლიგის ნახევარფინალში გასვლა კი მათ დამატებით 12 მილიონზე მეტს მოუტანთ. ეს თანხა კი ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისზე მეტი იქნება.

შესაძლოა, იტალიურმა გრანდმა არგენტინელი ფორვარდი 50 მილიონადაც იყიდოს, თუმცა აღსანიშნავია, რომ დი მარიას ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 10 მილიონ ევროს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა იტალიის ჩემპიონისათვის.

“ინტერი” დრის მერტენსა და ანხელ დი მარიას აკვირდება

სტეფანო პიოლიმ მილანური “ინტერის” მფლობელ კომპანიას “პარის სენ-ჟერმენისა” და “ნაპოლის” შემტევების, ანხელ დი მარიასა და დრის მერტენსის გადაბირება მოსთხოვა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “რომასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, “ნერაძურის” ხელმძღვანელებმა სერიოზულად დაიწყეს ფიქრი ახალი პროექტის გაძლიერებაზე.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონასთან” განცდილი მარცხის შემდეგ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ დი მარიას საფრანგეთის დატოვება მოუწიოს, “ინტერი” კი შესანიშნავი ვარიანტი იქნება მისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინელი შემტევი უარს იტყვის იტალიაში გადაბირებაზე, მილანელები მთელ ყურადღებას მერტენსზე გადაიტანენ, რომელსაც ნეაპოლელებთან არსებული კონტრაქტი 2018 წელს ეწურება.

დი მარია რონალდუზე საუბრისას: ” არ მესმის, როგორ შეუძლიათ კრიშტიანუში ეჭვის შეტანა”

“პარის სენ-ჟერმენის” არგენტინელი შემტევი, ანხელ დი მარია კრიშტიანუ რონალდუს გამოექომაგა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელისადმი არსებული კრიტიკული მოსაზრებები სრულიად უსაფუძვლოა.

“ყველანაირი კრიტიკა უსაფუძვლოა. მან “რეალისთვის” ძალიან ბევრი გააკეთა, ისევე როგორც სხვებმა. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. მაგამ ხალხს ეს უკვე დაავიწყდა, ისინი ყოველთვის მეტს ითხოვენ.

იგივე რამ მოხდა ლეო მესის შემთხვევაშიც. ხალხი აბობს, რომ მას საკმარისი რაოდენობის გოლები არ გააქვს, ძველებურად ვეღარ თამასობს, მაგრამ შემდეგში, როცა ის გაიბრწყინებს, ყველა ჩუმდება.

არა, ნამდვილად არ მესმის, როგორ შეუძლიათ კრიშტიანუში ეჭვის შეტანა.”