Fanebi.com წარმოგიდგნთ ფეხბურთელებს, რომელთაც თავიანთში გადახდილი “ზღაპრული ფასის” მიუხედავად, მინიმუმის ჩვენებაც ვერ შეძლეს.
სტატიაში გარდაუალად მოხვდა ანხელ დი მარია, რომელიც გასულ სეზონში შეუერთდა “მანჩესტერს” და უკვე კლუბს ტოვებს. ინგლისელებს არგენტინელში 60 მილიონის გადახდა მოუწიათ, ახლა კი 15 მილიონიან წაგებაში არიან. აღსანიშნავია, რომ სიაში ერთ-ერთი ფეხბურთელი ოქროს ბურთს ფლობს.
კაკა(“რეალი”, 2009 წელი)
შეძენილი: “მილანიდან” 56 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 56 მილიონი ფუნტი
მადრიდში “მილანის” ბრაზილიელ ვარსკვლავზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. თუმცა, კაკას ტრანსფერს მალევე კრიშტიანუ რონალდუს გადმოყვანა მოჰყვა და იმ დროს 27 წლის შემტევის კონტრაქტი “სამეფო გრანდმა” ვეღარ გააუქმა. 120 მატჩში, ბრაზილიელმა მხოლოდ 29 გოლი გაიტანა და მადრიდისტების მოლოდინი ვერ გაამართლა.
ფერნანდო ტორესი(“ჩელსი”, 2011 წელი)
შეძენილი: “ლივერპულიდან” 50 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 50 მილიონი ფუნტი
“ჩელსისთვის” ფერნანდო ტორესის გადაბირება სავსებით გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან ესპანელი “ლივერპულში” ბრწყინავდა და არავის გაუკვირდებოდა, რომ პრემიერ ლიგაში ადაპტაციისთვის დრო არ დასჭირდებოდა. ფერნანდომ, როგორც “არისტოკრატმა” მოიგო ჩემპიონთა ლიგა, გაიტანა ნახევარფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი გოლი, მაგრამ ის ავანსები, რომელიც ტორესზე იყო გაცემული, საერთოდ ვერ გაამართლა.
ანდრეი შევჩენკო(“ჩელსი”, 2006 წელი)
შეძენილი: “მილანიდან” 30.8 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “დინამოში”: თავისუფალი აგენტის სტატუსით
სუფთა ზარალი: 30.8 მილიონი ფუნტი
“სტემფორდ ბრიჯზე” უკრაინელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის სტატუსით გადავიდა, თუმცა ანდრიუს ამან არ უშველა და 49 პრემიერ ლიგურ მატჩში მხოლოდ ცხრა გოლი გაიტანა. შევჩენკოს თითო გოლი აბრამოვიჩს 3.4 მილიონი ფუნტი დაუჯდა.
ენდი კეროლი(“ლივერპული”, 2011 წელი)
შეძენილი: “ნიუკასლიდან” 35 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ვესტ ჰემში”: 15.5 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 19.5 მილიონი ფუნტი
“ლივერპულის” კეროლში გადახდილი თანხა ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო. ცხადი იყო, რომ ინგლისელი ამდენი არ ღირდა და არც ტორესის შემცვლელი იყო, მაგრამ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, ფერნანდოც მერსისაიდელებს ბოლო დღეს გაექცათ მოსისხლე გუნდში და “წითლები” იძულებულნი გახდნენ, “ნიუკასლის” მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ.
ანხელ დი მარია(“მანჩესტერი”, 2014 წელი)
შეძენილი: “რეალიდან” 59.7 მილიონი ფუნტი
გაიყიდა “პსჟ”-ში: 44.4 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 15.3 მილიონი ფუნტი
შემოდგომაზე ლუი ვან გაალსა და ანხელ დი მარიას შორის კონფლიქტი მოხდა. ზუსტად 1 წლის წინ, ჰოლანდიელმა არგენტინელში ზღაპრული თანხა გადაიხადა, თუმცა გასულ სეზონის მეორე წრე დი მარიამ სათადარიგოთა სკამზე გაატარა. საინტერესოა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გარემარბი, “მანჩესტერმა” ერთ სეზონში რეგრესისკენ გაუშვა.
რობინიო(“მანჩესტერ სიტი”, 2008 წელი)
შეძენილი: მადრიდის “რეალიდან” 32.5 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “მილანში”: 15 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 17.5 მილიონი ფუნტი
ბრაზილიელი ვარსკვლავის “ქალაქელთა” რიგებში გაწევრიანება, ჯერ კიდევ შეიხების დიდი პროექტის დასაწყისი იყო, რომელსაც “ჩელსი” უნდა ჩაეძირა. რა თქმა უნდა, ტრანსფერში გადახდილმა ასტრონომურმა ფასმა ფეხბურთელის ფსიქოლოგიაზე ცუდად იმოქმედა და გაცემული ავანსები საერთოდ ვერ გაამართლა.
ემანუელ ადებაიორი(“მანჩესტერ სიტი”, 2009 წელი)
შეძენილი: “არსენალიდან” 25 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ტოტენჰემში”: 5 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 20 მილიონი ფუნტი
როდესაც ფერადკანიანი შემტევი “არსენალში” იყო, პუბლიკას ყველაფერი დაუმტკიცა. შემდეგ კი შემოვიდა მოდაში, რომ ტონგოელ ფორვარდში დიდი ფული უნდა გადახდილიყო. ადებაიორმა “ტოტენჰემში” გადასვლის შემდეგ, ძალიან მალე დაკარგა მწვრთნელის ნდობა და სათადარიგოთა სკამის ერთგული წევრი გახდა. 2012 წელს ემანუელმა “რეალში” იჯარის წესით თამაშიც მოახერხა.
ხუან სებასტიან ვერონი(“მანჩესტერი”, 2001 წელი)
შეძენილი: “ლაციოდან” 28,1 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “ჩელსიში”: 15 მილიონ ფუნტად
სუფთა წაგება: 13,1 მილიონი ფუნტი.
ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა კარიერის დასრულების შემდეგ მისი ყველაზე დიდი შეცდომები აღიარა და ერთ-ერთი არგენტინელი გარემარბის დამატება იყო. “ოლდ-ტრაფორდზე” ვერონმა ორი სეზონი დაჰყო და ინგლისის ჩემპიონიც გახდა, მაგრამ მისი წვლილი ამ საქმეში ნამდვილად არ ყოფილა.
კარლოს ტევესი(“მანჩესტერ სიტი”, 2009 წელი)
შეძენილი: “მანჩესტერ იუნაიტედიდან” 25.5 მილიონ ფუნტად
გაიყიდა “იუვენტუსში: 12 მილიონ ფუნტად
სუფთა ზარალი: 13.5 მილიონი ფუნტი
“მანჩესტერ სიტის” ისტორიაში კარლოს ტევესი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტრანსფერია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შემდეგ კლუბს, ფანებსა და ფეხბურთელს შორის განხეთქილებას მოხდა და 13.5 მილიონ ფუნტის წაგების მიუხედავად, არგენტინელის “იუვენტუსში” გაშვება მოუწიათ.