ლონდონის “არსენალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ მადრიდის “რეალის” თავდმასხმელი ხავიერ ერნანდესი გააკრიტიკა.
შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “რეალმა” “ატლეტიკო” 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. მატჩის ერთადერთი გოლი ჩიჩარიტომ გაიტანა.
“დღეს შანსი მიეცა, ამის შემდეგ, ვიხილავთ თუ არა ჩიჩარიტოს მოედანზე, არავინ იცის. მას გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ ჩემი აზრით, ხავიერ ერნანდესმა მადლობა კრიშტიანო რონალდუს უნდა გადაუხადოს.
ვიცი, რომ ის გოლის აღსანიშნავად მარტო გაიქცა, მაგრამ შეეძლო, რონალდუსთვის მადლობა გადაეხადა. ვფიქრობ, ის ასე უნდა მოქცეულიყო. ჩემთვის, ეს გოლი რონალდუსი იყო. კიდევ ერთი რამ, რაც არ მომეწონა ის იყო, რომ მან გოლი ისე აღნიშნა, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. შემობრუნდი და რონალდუსთან ერთად იზეიმე”, – ციტირებს ანრის სიტყვებს The Daily Telegraph.