კაფუ: „ტექნიკით ნეიმარი მესიზე და რონალდუზე უკეთესია“

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მველმა კაფუმ თავისი თანამემამულის, „ბარსელონას“ თავდამსხმელ ნეიმარის შესაძლებლობები შეაფასა.

„ტექნიკურად ნეიმარი მესიზე და რონალდუზე უეკთესია.

ამჟამად ნეიმარი საუკეთესო ბრაზილიელი ფეხბურთელია. სხვა ბრაზილიელებთან შედარებით, ის სულ სხხა დონეზეა, თუმცა ახლა ნაკრებს ერთიანობა როგორც არასდროს სჭირდება. ნაკრები ძლიერი მხოლოდ ამის დახმარებით შეიძლება გახდეს“, – ციტირებს კაფუს ESPN-ი.

კაფუმ ლეგენდების მატჩში შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

11 დეკემბერს, “სან პაულუს” ლეგენდების მატჩში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კაფუმ შესანიშნავი გოლი გაიტანა.

კაფუ: “ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი ნეიმარი აღარ უნდა იყოს”

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კაფუმ განაცხადა, რომ “სელესაოს” კაპიტნის სამკლავურს ნეიმარი არ უნდა ატარებდეს, რადგან იგი არ არის ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული.

“ნეიმარი არ არის ბუნებრივი ლიდერი. ის ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი აღარ უნდა იყოს.
ნეიმარი ფეხბურთის სათამაშოდ და ბურთთან ურთიერთობით სიამოვნების მისაღებად არის მოვლენილი. მისი მოვალეობა მხოლოდ ფეხბურთის თამაში უნდა იყოს.
ეს არ გახლავთ კრიტიკა. ბევრი ვარსკვლავი არ ყოფილა კაპიტანი. ნეიმარი კერპია. მას უსაზღვრო ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია, მაგრამ კაპიტანი მაინც არ უნდა იყოს.
კაპიტანი უნდა იყოს ყველა თანაგუნდელისთვის ლიდერის ეტალონი”, – ციტირებს კაფუს სიტყვებს BrazilStats-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი მანამდე ტიაგო სილვა იყო, თუმცა “სელესაოს” თავკაცმა კარლოს დუნგამ სამკლავური ნეიმარს გადასცა.

 

რობერტ ლევანდოვსკიმ მსოფლიოს ხუთი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მიუნხენის “ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ სპეციალურად უეფას ოფიციალური ვებ-გვერდისათვის ხუთი საუკეთესო ფეხბურთელისაგან გუნდი შექმნა.

ფაბიან ბარტეზი

1

კაფუ

014696611-EX00

ფაბიო კანავარო

t1larg

ზინედინ ზიდანი

article-2591855-03C97AC70000044D-844_634x422

ტიერი ანრი

lewa-henry-1417599823

cats

რობერტო კარლოსმა ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, რობერტო კარლოსმა ბრიტანული Daily Mail-ისათვის ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს, რომელიც ამჟამად თურქული “აქხისარ ბელედიესპორის” მთავარი მწვრთნელია, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ აქვს მოგებული.

მეკარე

იკერ კასილასი

“ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ფეხბურთის ისტორიაში. მან “რეალთან” ერთად არაერთი ტიტული მოიგო. როცა 19 წლის მეკარე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებ, ეს უდიდესი წარმატებაა.”

1

მცველები

კაფუ

“მასთან ერთად ბრაზილიის ნაკრებში ბევრი მატჩი მაქვს ჩატარებული. ჩემი კარიერის განმავლობაში, ვინც მინახავს, ის საუკეთესო მარჯვენა მცველია. ვფიქრობ, ყველა დროის ხუთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს შორის, კაფუ ერთ-ერთი უნდა იყოს.”

2

პაოლო მალდინი

“მის წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” რიგებში მითამაშია. მალდინი ყოველთვის მშვიდად გამოიყურებოდა და ვფიქრობ, როცა შენს გვერდით ასეთი მცველია, ეს დიდი პლუსია.”

3

ფაბიო კანავარო

“რამდენი მცველი გინახავთ ისეთი, რომელიც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამხდარა? ფაბიომ ეს მოახერხა და ცხადია, ამით ყველაფერი ნათქვამია.”

4

რობერტო კარლოსი

“სიმბოლურ ნაკრებში ჩემი თავიც შევიყვანე. ვფიქრობ, შემტევ ფეხბურთელებს ჯარიმების შესრულებაში კონკურენტი სჭირდებათ.”

5

ნახევარდაცვა

კლარენს ზეედორფი

“განსაკუთრებული ფეხბურთელი თუ არ ხარ, ჩემპიონთა ლიგას სამი სხვადასხვა კლუბის მაისურით ვერ მოიგებ. კლარენსი ნამდვილი ლიდერია, რომელიც ყოველთვის მზადაა იმისათვის, რომ რჩევა მოგცეს. ის გამორჩეული ფეხბურთელი და გამორჩეული ადამიანია.”

6

კლოდ მაკელელე

“როცა მაკელელეს გვერდით თამაშობ, მშვიდად ხარ. თუ შეცდომას დაუშვებ, იცი, რომ მაკელელეს მისი გამოსწორება შეუძლია. კლოდის ჩვენი გუნდიდან წასვლა, დიდი დანაკლისი იყო.”

7

ზინედინ ზიდანი

“ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის, რასაც ზიზუ ბურთით აკეთებდა, არასოდეს დამავიწყდება. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მისი თანაგუნდელი ვიყავი.”

8

თავდასხმა

რონალდინიო

“მას ჯადოსნური ფეხი აქვს. შეუძლია, გააკეთოს ფინტი, არაფრისგან შექმნას საგოლე მომენტი და გაიტანოს გოლი.”

9

ლუიშ ფიგუ

“ის ძალიან კარგი იყო. როცა ფიგუ “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, ბევრ პრობლემას მიქმნიდა. შემდეგ, მან კონტრაქტი “რეალთან” გააფორმა და ეს ძალიან გამიხარდა, მაგრამ მალე იმასაც მივხვდი, რომ ვარჯიშებზეც ბევრი პრობლემა შემექმნებოდა.”

10

რონადლო

“დაიბადა იმისათვის, რომ გოლები გაიტანოს. მას შეუძლია მეტოქის კარი ნებისმიერ სტილში დალაშქროს. ის შესანიშნავი მეგობარი და ყველაზე სრულყოფილი თავდამსხმელია, რომელიც ჩემი ცხოვრების განმავლობაში მინახავს.”

11

CPMMJR

რონალდოს კარიერის სიმბოლური ნაკრები

საფეხბურთო პორტალმა Squawka-მ იმ ფეხბურთელებისაგან, რომლებიც რონალდოს თანაგუნდელები იყვნენ, სიმბოლური ნაკრები შეადგინა.

მეკარე – იკერ კასილასი

1410749_big-lnd

მარჯვენა მცველი – კაფუ

00520E0600000258-2892388-image-m-53_1420029037328

ცენტრალური მცველი – ფერნანდო იერო

RverQVK

ცენტრალური მცველი – პაოლო მალდინი

ronaldo-maldini

მარცხენა მცველი – რობერტო კარლოსი

ronaldo-dan-carlos

ცენტრალური ნახევარმცველი – კლოდ მაკელელე

EM9YaLu

ცენტრალური ნახევარმცველი – კლარენს ზეედორფი

ronaldo-e-seedorf

შემტევი ნახევარმცველი – რივალდო

90auuSP

შემტევი ნახევარმცველი – რონალდინიო

ronaldinho3

შემტევი ნახევარმცველი – ზინედინ ზიდანი

tHJGsK2

თავდამსხმელი – რაული

25-momentos-en-la-carrera-de-ronaldo-nazario-da-lima-21-728

ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კაფუ გასახდელიდან გააგდო

გერმანიის ნაკრებთან გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვეტერანი ფეხბურთელი კაფუ ბრაზილიის ნაკრების გასახდელიდან გააგდო. ამის შესახებ ჟურნალიტებს თავად ფეხბურთელმა უამბო.

“მატჩის შედმეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასახდელში უცხო პირების ხილვა არ სურდა. მე ვუთხარი, რომ უცხო არ ვარ. გასახდელში ბიჭების გასამხნევებლად ჩავედი, მაგრამ იქიდან უბრალოდ გამომაგდეს” – განაცხადა კაფუმ.

 

 

კაფუ: „მესი თუ რონალდუ? ტოტი!“

„რომას“, „მილანისა“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა კაფუმ ჟურნალისტების ტრადიციულ კითხვას ორიგინალური პასუხი გასცა.

„მესი თუ რონალდუ? ტოტი!

სამწუხაროა, რომ ფრანჩესკო ბრაზილიაში არ იქნება. მას აქ სიამოვნებით ვიხლავდი. იგი მესიზე უკეთესია და სხვა ფეხბურთელებზე უფრო ძლიერია“, – განაცხადა სამხრეთ ამერიკელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კაფუ: “გერმანიის ნაკრები მუნდიალის ფინალში ითამაშებს”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კაფუ აცხადებს, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლას მოახერხებს.

“გერმანელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ისინი ბრაზილიაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ. ნათელია, რომ გერმანიის ნაკრებმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა. ვფიქრობ, ლიოვის გუნდი მუდიალის ფინალში გასვლასაც მოახერხებს”, – ამბობს კაფუ.

შეგახსენებთ, რომ კაფუმ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება 2002 წელს მოახერხა, როდესაც ბრაზილიელებმა გერმანელები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

კაფუ: „ჩემპიონთა ლიგას „რეალი“ მოიგებს“

ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველის კაფუს აზრით, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიმდინარე სეზონში მადრიდის „რეალი“ გახდება.

„ვფიქრობ, „რეალი“ ჩემპიონი გახდება. „ატლეტიკო“ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, თუმცა ტურნირის გამარჯვებულის ბედი ერთ მატჩში წყდება, „რეალს“ კი კარგი გამოცდილება აქვს. მის რიგებში ბევრი ჩამპიონია, თვითონ კლუბმა კი თავის ისტორიაში ეს ტურნირი ცხრაჯერ მოიგო , ამიტომაც, ჩემი აზრით, „ბლანკოსი“ გაიმარჯვებს.

გარდა ამისა, როდესაც შენს რიგებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი გამოდის, ეს დამატებით უპირატესობას გაძლევს. „რეალს“ შეუძლია, რომ ბურთი კრიშტიანუ რონალდუს მუდმივად ჩააბაროს“, – განაცხადა კაფუმ.

ალექსანდრე მატევოსოვი