ანტონიო კონტე: “მომავალ სეზონშიც “ჩელსიში” ვიქნები”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ იტალიაში დაბრუნების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ სეზონში ის კვლავ “ჩელსის” თავკაცის პოსტზე იმუშავებს.

“არ მიყვარს, როდესაც ჩემზე ლაპარაკობენ. პასტორელო (იტალიელი აგენტი) ჩემი მეგობარია, მაგრამ თუ გინდათ, ჩემს შესახებ რამე გაიგოთ, უმჯობესი იქნება, მე მკითხოთ.

ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით. შემდეგში კი რაიმე ახალ, მნიშვნელოვან მიზანს დავისახავთ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აქ ვრჩები? დიახ, მომავალ სეზონშიც “ჩელსიში” ვიქნები,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ კონტესა და “ჩელსის” შორის არსებულ მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2019 წლის ზაფხულში ეწურება.

კონტეს შესანარჩუნებლად, აბრამოვიჩი მზადაა, ნეიმარიც კი გადაიბიროს

ლონდონის “ჩელსის” მფლობელს, რომან აბრამოვიჩს არ სიამოვნებს ანტონიო კონტეს მომავალთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვების არსებობა და მზადაა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს.

როგორც ცნობილი ხდება, აბრამოვიჩმა უკვე შესთავაზა კონტეს ნეიმარის ტრანსფერი, რომელსაც “ბარსელონასთან” არსებული კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა, იტალიელმა სპეციალისტმა ტრანსფერი მაშინვე დაბლოკა.

Tuttosport-ის ცნობით, აბრამოვიჩი მზადაა, ნებისმიერი ფეხბურთელი გადაიბიროს თავის კლუბში, თუ ეს კონტეს შესანარჩუნებლად საკმარისი იქნება.

შეგახსენებთ, რომ კონტეს გადაბირებით მილანის “ინტერია” დაინტერესებული. ისინი იტალიელ სპეციალისტს წელიწადში 15 მილიონსა და 400 მილიონიან სატრანსფერო ბიუჯეტს სთავაზობენ.

კონტე: “პრემიერ ლიგის მოსაგებად კიდევ 29 ქულა გვჭირდება”

ანტონიო კონტე თავისი გუნდის ჩემპიონობაზე საუბრისას უარყოფს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და თვლის, რომ სეზონის ბოლომდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

“ჩვენი უპირატესობა 11 ქულაში სულაც არ აისახება, სხვა გუნდებს ჯერ არ უთამაშიათ.

შემიძლია გითხრათ, რომ პრემიერ ლიგის მოსაგებად მათ კიდევ 29 ქულის აღება ესაჭიროებათ, თუ ისინი ამას შეძლებენ, მაშინ ტიტული ჩვენი იქნება.

29 ქულა ბევრია. წინ 12 მატჩი გვაქვს და მუშაობა ძველებურ რეჟიმში უნდა განვაგრძოთ,” – აცხადებს იტალიელი სპეციალისტი, რომელიც “ჩელსის” სათავეში ზაფხულში ჩაუდგა.

ანტონიო კონტეს ახალი რეკორდი

ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერ ლიგის 26-ე ტურის ეგიდით გამართულ მატჩში “სუონსის” დამარცხება შეძლო (3:1) და კიდევ უფრო გაიმყარა ლიდერობა.

ეს ანტონიო კონტესთვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 26-ე მატჩი იყო, რომელთაგანაც იტალიელი სპეციალისტის გამარჯვებით დასრულდა.

პრემიერ ლიგის საწყის 26 მატჩში 20 ან მეტი მატჩი სხვა არცერთ მწვრთნელს არ მოუგია. ასე რომ, ანტონიო კონტემ კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ამ დროისთვის “ჩელსის” 63 ქულა აქვს და 11 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარს, “მანჩესტერ სიტის”.

კონტე: “მოურინიოს სიტყვები? ამაზე საუბარს არ ვაპირებ”

ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისაგან, რომლის მიხედვითაც ლონდონელები ზედმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, თავი შეიკავა.

“არ მიყვარს სხვა მწვრთნელების ნათქვამზე კომენტარს როცა ვაკეთებ. ასეთი თამაშები ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ამას ჩემი გამოცდილების ხარჯზე ვამბობ.

მოედანი პატარაა, რაც ისეთი გუნდების სასარგებლოდ მოქმედებს, რომლებთაც აქცენტი დაცვასა და გრძელ პასებზე აქვთ გაკეთებული. ატმოსფერო ნამდვილად კარგია, რითიც კმაყოფილი ვარ.

რაც შეეხება ჩემპიონატს, ლიგის დასრულებამდე 13 თამაშია დარჩენილი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, აშკარად ცდება.”

კარიკატურა: მკვლელი ანტონიო კონტე (ფოტო)

ფაბიო კონტე პრემიერ ლიგის 24- ტურში, სადაც მისი გუნდი “არსენალს” დაუპირისპირდა, ერთ-ერთ მომენტში ასისტენს უხეშად მოეპყრო.

 

შეხვედრის შემდეგ, აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, იტალიელმა სპეციალისტმა ხუმრობით განაცხადა, რომ ისეთი მკაცრია, ნებისმიერი ვინმეს მოკვლის უნარი გააჩნია.

ომარ მომანიმ არ დააყოვნა და ამ თემაზე კარიატურა შემოგვატავაზა

კონტე კოშტასთან არსებულ უთანხმოებაზე: “ხმას ავუწიე და მან ყველაფერი გაიგო”

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა სპეციალისტმა, ანტონიო კონტემ დიეგო კოშტასთან მომხდარ გაუგებრობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ყველაფერი უკვე მოგვარდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ ესპანელ ფეხბურთელს თამაშის საშუალება მას შემდეგ არ მისცა, რაც “ატლეტიკოს” ექს-ფორვარდი იტალიელს შეეწინააღმდეგა და ჯიუტად ამბობდა, რომ მისი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ იყო მაშინ, როცა ექიმები სხვა აზრზე იყვნენ.

“მე მის მიმართ ძალიან პირდაპირი ვიყავი, ხმას ავუწიე, ფეხბურთელმა კი ყველაფერი ძალიან კარგად გაიგო. ახლა ყველაფერი რიგზეა.”

აქვე გეტყვით, რომ ესპანელმა ფორვარდმა “ლივერპულთან” და “არსენალთან” გამართულ მატჩებში 90-90 წუთი ითამაშა და გუნდს საკმაოდ დიდი დახმარება გაუწია.

კონტეს მორატა მოუნდა

უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.

Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.

მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.

ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.

საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.

Daily Mail: ანტონიო კონტესა და დიეგო კოშტას შორის უთანხმოება ჩამოვარდა

ბრიტანული Daily Mail-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “ლესტერთან” გასამართ მატჩში, ლონდონის “ჩელსის” ესპანელი ფორვარდი, დიეგო კოშტა ვერ დაეხმარება.

წყაროს ცნობით, ესპანელ შემტევსა და იტალიელ ანტონიო კონტეს შორის უთანხმოება ჩამოვარდა. როგორც ცნობილი ხდება, ანტონიო კონტე კატეგორიულად არ ეთანხმება კოშტას მოსაზრებას, რომლის თანახმადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი საფრთხის ქვეშ დგას.

“ატლეტიკოს” ყოფილმა ფეხბურთელმა “ჩელსის” სამედიცინო შტაბს განუცხადა, რომ მას ძველი ტრავმების რეციდივი აქვს, თუმცა ლონდონელი ექიმები ამ აზრს არ იზიარებენ.

შედეგად, კოშტა გუნდს გამოეყო და “ლესტერშირელებთან” მისი თამაშიც გამოირიცხა. მისი ლონდონური მომავალი კი ბურუსმა მოიცვა.

ანტონიო კონტემ “ტოტენჰემიდან” ერთი ფეხბურთელი გამოარჩია

ჟურნალისტებმა ლონდონის “ჩელსის” იტალიელ თავკაცს, ანტონიო კონტეს “ტოტენჰემთან” გასამართ მატჩამდე სთხოვეს, მეტოქეთა რიგებიდან ერთი ფეხბურთელი გამოერჩია.

“მათ ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ. ისინი სწრაფად იზრდებიან. ამ გუნდისთვის თითოეული წელი უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მწვრთნელი არ იცვლება. ისინი დიდ პროგრესს განიცდიან.

მათ გუნდში არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც სისტემაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს – ვიქტორ ვანიამა. ის ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. მას შესანიშნავი შესაძლებლობები, სტამინა და შრომის უნარი გააჩნია, რაც მე ძალიან მომწონს.

გუნდში სხვა ფეხბურთელებიც არიან, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდებიან, რასაც ხელს მათი ახალგაზრდული ასაკიც უწყობს.” – განაცხადა კონტემ, რომლის გუნდიც პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ პირველ ადგილზე იმყოფება.

კონტეს “ვესთ ჰემის” ვარსკვლავი სურს

ESPN იუწყება, რომ ლონდონის “ჩელსის” მწვრთნელს, ანტონიო კონტეს იანვარში “ვესთ ჰემის” ნახევარმცველის, მაიკლ ანტონიოს შეძენა სურს.

26 წლის ფეხბურთელი წარმატებით ასპარეზობს, როგორც მარჯვენა შემტევად, ასევე მარჯვენა მცველად. მისი პროდუქტიულად გამოყენება მარცხენა ფლანგზეცაა შესაძლებელი.

კონტეს სწორედ რამდენიმე პოზიციის შემთავსებელი ფეხბურთელი სჭირდება. საჭიროა მოთამაშე, რომელიც კარგად მოერგება 3-4-3 სქემას. ამავე დროს, ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ოსკარმა დატოვა გუნდი და მას შემცველელი ესაჭიროება.

აქვე გეტყვით, რომ ანტონიომ მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის 19 ტურში 8 გოლის გატანა შეძლო.

კონტე: “კურტუას შეუძლია ისეთივე დიდებული კარიერა ჰქონდეს, როგორიც ჯიჯის აქვს”

ლონდონის “ჩელსის” იტალიელმა თავკაცმა, ანტონიო კონტემ ტიბო კურტუაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბელგიელ მეკარეს შეუძლია ისეთივე დიდებული კარიერა ჰქონდეს, როგორიც ჯიჯის აქვს.

“ვთვლი, რომ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც ტიბო კურტუაა, “ჩელსიში” დარჩენას იმსახურებს. მას კლუბის ისტორიაში ახალი თავების ჩაწერა შეუძლია.

ტიბო “ჩელსის” ფეხბურთელია და მინდა, რომ ის აქ დარჩეს. მე მას ამ კლუბში კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვხედავ. მინდა, მინდა რომ ის დარჩეს.

ჩემთვის, ბუფონი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა და მინდა, რომ ტიბოს კარიერაც ბუფონისას დაემსგავსოს.

ბუფონი ფეხბურთის სახეა, ლეგენდა. ტიბოს კი ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ ისეთივე წარმატებებს მიაღწიოს, როგორსაც ჯიჯიმ უკვე მიაღწია.