“ბარსელონა” : კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, დეკუ და არდა თურანი თურქეთში იმყოფებიან

კატალონიური გრანდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა თურქეთში აღარ გაემგზავრებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთელებმა თურქეთში მიმდინარე არეულობის გამო მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, კერძოდ კი ანტალიაში, უნდა ჩატარებულიყო საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩი, რომელიც სამუელ ეტოს მიერ იყო ორგანიზებული.

“ბარსელონა” ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომ ამ დროისთვის თურქეთში იმყოფებიან: კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, დეკუ და არდა თურანი. თუმცა, ისინი მოვლენების ეპიცენტრისგან შორს იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

არდა თურანი შესაძლოა “პრემიერ ლიგის” გრანდში ვიხილოთ

გავლენიან გამოცემას, As-ს თუ დავუჯერებთ, ლონდონის “არსენალი” სერიოზულად არის დაინტერესებული “ბარსელონას” ნახევარმცველის, არდა თურანის შეძენით. არაა ცნობილი ის თანხა, რომელსაც “მეთოფეები” სთავაზობენ კატალონიურ გრანდს. აღსანიშნავია, რომ “ბლაგურნას” ბოსები თურქი ფეხბურთელის თაობაზე იღებენ მხოლოდ იმ შემოთავაზებებს, რომლებიც მინიმუმ 30 მილიონ ევროს უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის მოთამაშე გასულ ზაფხულზე გადავიდა “ბარსელონაში,” მაგრამ სეზონის პირველი ნახევარი იმის გამო გაუცდა, რომ “ბარსას” სატრანსფერო ბანი ჰქონდა. იანვირდან მოყოლებული თურქეთის ნაკრების კაპიტანმა “პრიმერა დივიზიონში” 18 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

“ბარსელონა” მზადაა იოზილის სანაცვლოდ “არსენალს” კლუბის სამი ფეხბურთელი შესთავაზოს

ცნობილი ესპანური გამოცემის, AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” გერმანელი ლიდერის, მესუტ იოზილის გადაბირებით არის დაინტერესებული.

მესუტ იოზილი, რომელმაც “მეტოფეებთან” კონტრაქტი 2013 წლის აგვისტოში გაავრცელა, წლევანდელ სეზონში მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა მას ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ წამოუწყია.

ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზად არის იოზილის სანაცვლოდ “არსენალს” კლუბის სამი ფეხბურთელი: არდა თურანი, სანდრო და მუნირი შესთავაზოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იოზილი უკვე გამოეხმაურა მის გარშემო არსებულ ჭორებს, რომლის თანახმადაც ის არსენ ვენგერით უკმაყოფილო იყო და აღნიშნა, რომ სწორედ ფრანგი სპეციალისტია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა “ემირეიტსზე” იმყოფება.

ბუსკეტსა და თურანს ანგინა შეეყარათ

“ბარსელონას” ნახევარმცველებს — სერხიო ბუსკეტსა და არდა თურანს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ. ორივე ფეხბურთელს ანგინა შეეყარა, რის გამოც ბოლო ვარჯიში გამოტოვეს.

სერხიო ბუსკეტსი და არდა თურანი ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ გასამართ განმეორებით მატჩს, სავარაუდოდ, გამოტოვებენ. შეგახსენებთ, რომ წყვილის პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა ანგარიშით 2:1 იმარჯვეს. საპასუხო მატჩი ოთხშაბათს ჩატარდება.

 

არდა თურანი: “გასახდელში ჩემი ყველას ეშინია”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი არდა თურანი აცხადებს, რომ გასახდელში მისი ყველას ეშინია და მასზე არავინ ხუმრობს.

შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ, გაბრაზებულმა თურანმა მსაჯს ბუცი ესროლა, მან კი სწორედ ამ თემაზე იხუმრა.

“გასახდელში ჩემზე არავინ ხუმრობს, რადგან მათ ეშინიათ, რომ ბუცს ვესვრი”, – თქვა თურქმა ნახევარმცველმა.

არდა თურანი: “ლიონელ მესი ცოცხალი ლეგენდაა”

11 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საუკეთესოდ კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი დაასახელეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ, “ბარსელონას” ნახევარმცველმა არდა თურანმა სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა.

“ცოცხალი ლეგენდა, გენიოსი. მან ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო. ძალიან მიხარია, რომ ამ ოჯახის ნაწილი ვარ”, – წერს თურქი ფეხბურთელი.

თურანი: „კარიერაში წინასწარ მოგებული მატჩები არ მქონია“

თურქეთის ნაკრების კაპიტანი არდა თურანი ისლანდიასთან დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ელის.

„ნაკრებში წინასწარ არცერთი მატჩი მომიგია. ამ შეხვედრას მოუთმენლად ველით. ვფიქრობ, ნაკრები თავის ნამდვილ დონეს აჩვენებს, გულშემატკივრები კი მხარს დაგვიჭერენ. იმედია, მათ ჩვენი მხარდაჭერის შანსი ევრო-216-ზეც ექნებათ“, – განაცხადა თრანმა.

შეგახსენებთ, რომ ისლანდიასთან მატჩში ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად თურქებს ერთ ქულაც ეყოფათ.

თურქეთმა ჰოლანდია გაანადგურა (ვიდეო)

6 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჰოლანდია მიიღო და მეტოქე მოულოდნელად, ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-8 წუთზე იოზიაკუპმა გაიტანა, 26 წუთზე კი სხვაობა ორამდე არდა თურანმა გაზარდა. საბოლოო შედეგი 85-ე წუთზე დაფიქსირდა, თავი კი ბურაქ ილმაზმა გამოიჩინა.

ალვეში: “გუნდში თურანისნაირი შეშლილი გვჭირდება”

“ბარსელონას” მცველმა, დანი ალვეშმა განაცხადა, რომ კლუბი არდა თურანის დამატებისას არ შეცდა.

“ჩვენთვის არდას შეძენა დიდი პატივია,”-აცხადებს ბრაზილიელი სუპერთასამდე ერთი დღით ადრე.

“სამწუხაროა, რომ მას ჩვენი დახმარება არ შეუძლია, მაგრამ “ბარსელონას” ამ ეტაპზე არდას გარეშეც ძალუძს თამაში. ის ბრწყინვალე ფეხბურთელი, დიდი პიროვნება და ჭკვიანი ბიჭია”.

“თურანი განსაკუთრებული მოვლენაა. მას შეუძლია ვარჯიშზე პოზიტიური განწყობით განაწყოს ყველა. ჩვენ გუნდს თურანისნაირი შეშლილები სჭირდება”.

წარმოუდგენელი სიკეთე. მესიმ “ბარსელონას” ფეხბურთელს 10-იანი შესთავაზა

ლეო მესიმ მზადაა, თავის საყვარელ ნომერზე არდა თურანის გამო უარი თქვას.

“ბარსელონას” წევრს, არდა თურანს ახალ გუნდში სასურველი ნომერი ჯერ კიდევ არ აურჩევია. თუმცა, ფეხბურთელისთვის ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ 2016 წლის 1 იანვრამდე გუნდს ვერ დაეხმარება.

თურანის თქმით, რამდენიმე დღის წინ მას წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს და თავად ფეხბურთელმა ნომერი შესთავაზა.

“თურქეთის ეროვნულ ნაკრებში 14 ნომერი ავირჩიე, რადგან მამაჩემი იოჰან კრუიფის დიდი გულშემატკივარია. ასევე, “ატლეტიკოში” ათიანი მეცვა და კონტრაქტის გაფორმებისთანავე, მესი შემხვდა და მითხრა, რომ თუ სურდა, ათი ნომერი ჩემი იქნებოდა,”-განუცხადა ფეხბურთელმა ესპანურ გამოცემა Sport-ს.

ათი ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი „ბარსელონას“ ისტორიაში

„ბარსელონას“ გულშემატკვირებს საყვარელი კლუბის არაერთი მნიშვნელოვანი ტრანსფერი ახსოვს. წარმოგიდგენთ მათ შორის ათ ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენს.

10. დიმიტრი ჩიგრინსკი (დონეცკის „შახტარიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 22,5 მილიონი

დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში დიმიტრი უკრაინის ჩემპიონი ორჯერ გახდა. გარდა ამისა, კლუბთან ერთად მან ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე უეფა-ს თასის გამარჯვებული გახდა. თავისი გამორჩეული თამაშით უკრაინელი „ბარსას“ ხელმძღვანელობის ყურადღების ცენტრში მოექცა. გვარდიოლას ესმოდა, რომ პუიოლი უკვე ასაკოვანი იყო და ხშირად ტრავმებს იღებდა. ცენტრალური მცველის დაკარგვა მორიგი საჩემპიონო ტიტულისთვის ბრძოლაზე ცუდად იმოქმედებდა. სამწუხაროდ, ჩიგრინსკი „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ერთ წელიწადში მშობლიურ კლუბში დაბრუნება მოუწია.

image_587054644404415776871496782094442258

9. ალექსის სანჩესი („უდინეზედან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23 მილიონი

სანჩესი ჩილეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გამოდა. გარდა ამისა, „ბარსაში“ აქამდე ამ ქვეყნის სხვა წარმომადგენელს არ უთამაშია. კატალონიაში ალექსისს არც თუ ისე ცუდი სამი სეზონი ჰქონდა, რომლის დროსაც ის ეპიზოდურად დამაჯერებელი თამაშითაც გამოირჩეოდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, „არსენალში“ გადასვლა მოუწია.

alexis-sanchez

8. დანი ალვესი („სევილიიდან“ 2008 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,5 მილიონი

2008 წელს ჯანლუკა ძამბროტა „ბარსელონადან“ სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „მილანში“ ჩაირიცხა, ამიტომაც კატალლოონიელთათვის განაპირა მცველის დამატება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხთი იყო. არჩევანი დანი ალვესის სასარგებლოდ მიიღეს. „ბლაუგრანასში“ ბრაზილიელმა შვილის ჩინებული სეზონი ჩაატარა და ყველაზე შესაძლო ტიტული მიიღო. 2014/15 წლების სეზონის ბოლო დანიმ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა.

Daniel Alves

7. არდა თურანი („ატლეტიკოდან“ 2015 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 23,80 მილიონი

განვლილი სეზონის შემდეგ ლუის ენრიკეს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა არ შეიძლებოდა. იმ შემთხვევაში, თუ მან არდა თურანის დონის ფეხბურთელის დამატება გადაწყვიტა, მაშინ ის მას ნამდვილად სჭირდება. „ატლეტიკოში“ ყოფნის პერიოდში თურქეთის ნაკრების გამორჩეულმა წევრმა არაერთი ტიტული მიითვალა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ARDA

6. მარკ ოვერმარსი („არსენალიდან“ 2000 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

ოვერმარსის კატალონიის დედაქალაქში ჩატარებული ყოველი სეზონი სხვა სეზონისგან განსხვავდებოდა. სადებიუტი წელს ჰოლანდიელი ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო და 8 გოლიდან 4 გადამწყვეტ შეხვედრებში გაიტანა. ამის შემდეგ ოვერმარსი შემადგენლობაში ტრავმკების გამო ვერ ხვდებოდა, რომელთა გამოც 2004 წელს კარიერის დასრულება მოუწია…

over960_1218417904

5. დავიდ ვილია („ვალენსიიდან“ 2010 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 25 მილიონი

„ბარსას“ ძვირადღირებული ტრანსფერების ხუთეულს დავიდ ვილია ხსნის. „ლურჯ-ბროწეულისფერთა“ შემადგენლობაში გადასვლამდე ხუთი წლის განმავლობაში ის „ვალენსიის“ ფერებს იცავდა და ასზე მეტი გოლი გაიტანა. გოლების გატანა მას არც „ბარსაში“ შეუწყვიტავს, თუმცა ნახევარწლიანმა ტრავმამ მის მომავალზე დიდი გავლენა იქონია. სამწუხაროდ, ამ მიზეზით მან ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც გამოტოვა, რომელიც „ფურია როხას“ ტრიუმფით დასრულდა.

David-Villa-Set-to-Regain-his-First-team-Place-With-La-Roja

4. სესკ ფაბრეგასი („არსენალიდან“ 2011 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 35 მილიონი

„არსენალში“ ესპანელს აღმერთებდნენ და მისი წასვლა არ სურდათ. თუმცა, სესკმა „მეთოფეთა“ გულშემატკივრებს იმედი გაუცრუა, როდესაც განაცხადა, რომ მშობლიური „ბარსას“ შემადგენლობაში თამაშზე დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობს. 2011 წელს მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ გუნდის სრულყოფილ მოთამაშედ ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რის გამო ლონდონში დაბრუნება მოუწია. „არსენალის“ მაისურის ნაცვლად მან ამჯერად „ჩელსის“ სათამაშო ფორმა მოირგო.

Cesc+Fabregas+Barcelona+v+Getafe+CF+bi6y982ieBzx

3. ნეიმარი („სანტოსიდან“ 2013 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 48,5 მილიონი

ბრაზილიელისთვის ბრძოლაში „ბარსამ“ ყველას აჯობდა. ამავდროულად კლუბი დიდი რისკის წინაშე იყო, რადგან ნეიმერის ათამაშების გარანტია არ არსებობდა. ცოტა ხანში ბრაზილიელმა დაამტკიცა, რომ კლუბი არ შემცდარა

Neymar

2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი („ინტერიდან“ 2009 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 40 მილიონი + სამუელ ეტო’ო

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „ბარსაში“ 2009 წელს „ინტერიდან“ გადავიდა. შვედმა, სამწუხაროდ, თავის გამოჩენა დიდად ვერ შეძლო, რის გამოც იტალიაში დაბრუნება მოუწია. რა გახდა ამის მიზეზი? სჯობს, მის შესახებ იბრას ავტობიოგრაფიულ წიგნში შეიტყოთ

Zlatan+Ibrahimovic+Barcelona+v+Sporting+Gijon+YWqHZtRssyJx

1. ლუის სუარესი („ლივერპულიდან“ 2014 წელს)

სატრანსფერო ფასი: £ 75 მილიონი

„ლივერპულში“ ბოლო სეზონში ურუგვაელმა 33 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა. ამიტომაც, 2014 წელს „ბარსელონას“ მის სანაცვლოდ თავის ისტორიაში სარეკორდო თანხის გადახდა არ დაენანა. დისკვალიფიკაციის გამო ლუისი ოფიციალურ შეხვედრებში ოქტომბრამდე ვერ თამაშობდა, მაგრამ ამან მას გუნდის სეზონის შედეგების მიხედვით, გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირად ჩამოყალიბებაში ხელი არ შეუშალა. სუარესის, მესისა და ნეიმარის ტრიომ მთელი ევროპა გააოცა. დიდი ალბათობით, ამ ტრიოს 11 აგვისტოს თბილისში ვიხილავთ.

Messi and Suarez

არდა თურანმა „ბარსას“ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა არდა თურანმა დილის ვარჯიშზე ტრავმა მიიღო, რის შესახებაც კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტი წერს. მოთამაშემ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო. ამ ეტაპზე მისი გამოჯანმრთელების ვადა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ თირანი „ბარსაში“ მადრიდის „ატლეტიკოდან“ 34 მილონ ევროდ გადავიდა. ფიფა-ს კატალონიური კლუბისადმი სანქციების გამო თურქი 2016 წლის პირველი იანვრამდე ვერ ითამაშებს.

განვლილ სეზონში არდამ პრიმერა დივიზიონის 32 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მადრიდულ კლუბში ის 2011 წლიდან თამაშობდა და ამ პერიოდში ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო.