რა უთხრა ნეიმარმა მესის კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ

კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში არგენტინის ეროვნულმა გუნდმა ანხელ დი მარიას მიერ გატანილი გოლის წყალობით ბრაზილიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ოპერატორებმა ემოციური კადრი დააფიქსირეს, როდესაც ნეიმარი ლიონელ მესის გადაეხვია. მოგვიანებით ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, თუ რა უთხრა იმ მომენტში მესის:

“მარცხი მტკივნეულია. მარცხი ისაა, რასაც ამ დრომდე ვერ შევეგუე.

გუშინ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდსა და საუკეთესოს გადავეხვიე. ის ჩემი ძმა და მეგობარი მესია.

დამწუხრებული ვიყავი და ვუთხარი: “ჯანდაბა, შენ გაიმარჯვე”. იმედგაცრუებული ვარ მარცხით, მაგრამ ეს ბიჭი საოცრებაა. მე მას დიდ პატივს ვცემ იმისთვის, რაც გააკეთა ფეხბურთში და რაც გამიკეთა პირადად მე.

მარცხი მძულს, მაგრამ გაიხარე ამ ტიტულით, ლეო. ფეხბურთი ამ მომენტს ელოდა. გილოცავ, ძმაო”.

არგენტინის ნაკრები ბოლივიასთან დამარცხდა (ვიდეო)

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბოლივიის ნაკრებმა არგენტინა მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

მატჩის 31-ე წუთზე ანგარიში ხუან არსემ გახსნა. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძელთა უპირატესობა მარსელო მორენომ გაზარდა.

არგენტინის ნაკრებმა ლიონელ მესის გარეშე ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ფიფამ მესი ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

არგენტინის ნაკრებს 22 ქულა აქვს და სამხრეთ ამერიკის საკვალიფიკაციო ეტაპის ცხრილში მესამე ადგილი უკავია, ბოლივია ათი ქულით მეცხრე პოზიციაზეა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
სამხრეთ ამერიკის ზონა
ბოლივია — არგენტინა 2:0 (1:0)
გოლები: არსე 31′, მორენო 52′

“ფეხბურთის ღმერთი” — 56

დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 56 წელი შეუსრულდა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.

“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.

დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.

თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…

პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების კარში მარადონას მიერ გატანილ გოლს შემოგთავაზებთ, რომელიც საუკუნის გოლად შერაცხეს.

არგენტინის ნაკრებმა ამერიკული ფეხბურთის ბურთით ივარჯიშა (ვიდეო)

არგენტინის საფეხბურთო გუნდი კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ემზადება. “ალბისელესტემ” ვარჯიშზე უჩვეულო მეთოდს მიმართა, გუნდმა ამერიკული ფეხბურთის ბურთით ივარჯიშა.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელების აზრით, ეს მეთოდი ფეხბურთელებს დაეხმარებათ იმაში, რომ თამაში უკეთ იგრძნონ, ვინაიდან ამერიკული ფეხბურთის ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა შედარებით რთულია.

არგენტინისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გასამართი მატჩი 7 ივნისს, თბილისის დროით დილის 06:00 საათზე დაიწყება.

არგენტინის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა

არგენტინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო შემადგენლობა შეადგინა.

მოქმედი ფეხბურთელებიდან სიმბოლურ გუნდში მხოლოდ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მოხვდა.

არგენტინა (4-3-3): უბალდო ფილოლი, ხავიერ ძანეტი, რობერტო პერფუმო, დანიელ პასარელა, ალბერტო ტარანტინი, მიგელ ანხელ ბრინდიზი, დიეგო მარადონა, ფერნანდო რედონდო, ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, მარიო კემპესი.

Argentina symbol team

 

“ფეხბურთის ღმერთი” – 55

დღეს დიეგო არმანდო მარადონას იუბილეა. “ფეხბურთის ღმერთს” 55 წელი შეუსრულდა.

მარადონა 1960 წლის 30 ოქტომბერს არგენტინის ქალაქ როსარიოში დაიბადა. ცხოვრობდა გაჭირვებაში და მის უფერულ დღეებს მხოლოდ ფეხბურთი თუ სძენდა ნათელ ფერებს. სხვებისგან ფეხბურთის უზადო სიყვარული და თავის რწმენა გამოარჩევდა, რწმენა იმისა, რომ ის ოდესმე ხალხის კერპი გახდებოდა.

“ჩემი პირველი ოცნება მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშია, მეორე კი – მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება”, – ეს ახალგაზრდა მარადონას სიტყვებია.

დიეგომ ორივე ოცნება აიხდინა და როცა ხალხმა ის სიყვარულის მწვერვალზე აიყვანა, სწორედ მაშინ მოხდა წარმოუდგენელი რამ: მარადონა საკუთარ თავში ჩაიკეტა, ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო, მოხვდა კლინიკაში, სადაც ექიმებმა სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს.

თუმცა, ღმერთმა მას მეორე შანსიც მისცა. შანსი, რომელსაც მხოლოდ ის იღებს, ვინც ამას იმსახურებს. მარადონამ დაიმსახურა ეს შანსი…

პრაქტიკულად შეუძლებელია, ერთ სტატიაში დიეგო მარადონას მთელი განვლილი ცხოვრება ჩაატიო. სიტყვითაც შეუძლებელია მისი ფინტები და დრიბლინგი აღწერო. საბედნიეროდ, მისი თამაშის ამსახველი ვიდეომასალის ხილვა ყველა თაობის გულშემატკივარს შეუძლია. ჩვენ კი, მარადონაზე დაწერილი სიმღერის ვიდეოს შემოგთავაზებთ, რომელიც ემირ კუსტურიცას ცნობილი ფილმის ერთ-ერთი მონაკვეთია.

 

არგენტინელმა მორაგბეებმა გამარჯვება მარადონასთან ერთად აღნიშნეს (ფოტოები, ვიდეო)

მსოფლიოს თასზე არგენტინისა და ტონგას სარაგბო ნაკრებებს შორის ლესტერში გამართულ მატჩს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო.

მარადონა საკუთარი ქვეყნის გუნდს აქტიურად ქომაგობდა. “პუმამ” მეტოქე ანგარიშით 45:16 დაამარცხა, მარადონამ კი არგენტინელ მორაგბეებთან ერთად გამარჯვება გასახდელში აღნიშნა.

Diego Maradona celebrating in the locker room with the Pumas

Posted by Rugby Banter Page on 2015 წლის 4 ოქტომბერი, კვირა

რონალდინიო შესაძლოა, არგენტინულ გუნდში გადავიდეს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა რონალდინიომ კარიერა შესაძლოა, არგენტინაში გააგრძელოს. კატალონიური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” ფეხბურთელის ძმისგან მიღებულ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ბრაზილიელ მოთამაშეს ერთ-ერთი არგენტინული კლუბი საკმაოდ მომგებიან წინადადებას სთავაზობს.

“რონალდინიოთი ყატარის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული”, – აღნიშნა ფეხბურთელის ძმამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რონალდინიომ თურქულ “ანთალიასპორთან” შეთანხმებას მიაღწია და კლუბს უახლოეს მომავალში უნდა შეუერთდეს. ცნობისთვის, “ანთალიასპორში” გადავიდა რონალდინიოს ყოფილი თანაგუნდელი სამუელ ეტოოც.

 

მესის სამი უტიტულო ფინალი

ლიონელ მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად ვერაფრით ვერ მოიგო ვერც კოპა ამერიკა და ვერც მსოფლიოს ჩემპიონატი. დასრულდა სამხრეთ ამერიკის პირველობა და “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელი ამჯერადაც ვერცხლის მედლის ამარა დარჩა.

ლეო მესიმ 2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე ექვსი მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე პასი გააკეთა. მას არგენტინის ნაკრებში სულ 103 შეხვედრა აქვს ჩატარებული, გაიტანა 46 ბურთი და გააკეთა 30 შედეგიანი გადაცემა.

 

ფინალური ტურნირი:

წელი:

შედეგი:

მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 3 1 1 მეოთხედფინალი
კოპა ამერიკა 2007 6 2 1 მე-2 ადგილი
მსოფლიოს ჩემპიონატი 2010 5 0 1 მეოთხედფინალი
კოპა ამერიკა 2011 4 0 3 მეოთხედფინალი
მსოფლიოს ჩემპიონატი 2014 7 4 1 მე-2 ადგილი
კოპა ამერიკა 2015 6 1 3 მე-2 ადგილი
სულ (კოპა ამერიკა) 16 3 7
სულ (მსოფლიოს ჩემპიონატი) 15 5 3
სულ  (ორივე ტურნირი) 31 8 10

 

მ — მატჩი;
გ — გოლი;
პ — საგოლე პასი.

 

კოპა ამერიკის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ვიდალი გახდა

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი დაასახელეს.

120 წუთის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 53 გადაცემა გააკეთა (სიზუსტე 89%) და ორჯერ დაარტყა კარში. გარდა ამისა, ვიდალმა მატჩისშემდგომ სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.

 

მასკერანოს ანტირეკორდი

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

“ალბისელესტეს” ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში სამჯერ დამარცხდა.

მასკერანომ არგენტინის ნაკრებთან ერთად ამ ტიტულის მოგების შანსი 2004, 2007 და 2015 წლებში გაუშვა ხელიდან. გარდა ამისა, იგი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩიც დამარცხდა.

 

ვიდალი: “ჩვენს ხალხს სჭირდება ასეთი გამარჯვებები”

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩილელთა ერთ-ერთმა ლიდერმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია.

“ჩვენი ოცნება ახდა. თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავიღეთ. ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი გამარჯვებები. ჩილელი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი წარმატება. დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიბრძოლებთ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონტინენტის საუკეთესო ნაკრები ვართ. ახლა ოჯახებს დავუბრუნდებით და დავისვენებთ”, – განაცხადა ვიდალმა მატჩის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო.