არგენტინაში სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანეს (ვიდეო)

7 ივნისს, არგენტინის ჩემპიონატში “ტემპერლეიმ” საკუთარ მოედანზე “ლანუსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში ანგარიში სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა მაქსიმილიანო ველასკესმა გახსნა.

არგენტინულ გუნდს მეკარე გაუძევეს, მეორე მეკარემ კი პენალტი მოიგერია (ვიდეო)

29 მაისს, ლიბერტადორესის თასზე, არგეტინულმა “რასინგმა” საკუთარ მოედანზე პარაგვაული “გუარანი” მიიღო და ფრედ 0:0 ითამაშა.

პირველი ტაიმის ბოლოს, მასპინძლებს მეკარე გაუძევეს, შეცვლაზე შემოსულმა მეორე მეკარემ კი პენალტი მოიგერია.

მარსელო ბიელსამ “რეალის” ჩაბარებაზე უარი თქვა

“მარსელის” მთავარ მწვრთნელ მარსელო ბიელსას 2004 წელს მადრიდის “რეალის” ჩაბარება შეეძლო, თუმცა არგენტინელმა სპეციალისტმა წინადადებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ლუის მარია ბონინიმ განაცხადა, რომელიც არგენტინის ეროვნულ ნაკრებში ბიელსას თანაშემწედ მუშაობდა.

“არგენტინის ნაკრებიდან რამდენიმე დღის წამოსულები ვიყავით, როცა მარსელოს მადრიდიდან მნიშვნელოვანმა პიროვნებამ დაურეკა. ბიელსამ მას უპასუხა: “სულ ახლახან დავტოვე არგენტინის ნაკრები და თქვენ ფიქრობთ, რომ “რეალს” ჩავიბარებ?”

რთულია “სამეფო კლუბს” უარი უთხრა. ეს მხოლოდ ბიელსას შეუძლია”, – ბონინის კომენტარი “მარკამ” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო ბიელსამ არგენტინის ეროვნული გუნდის შემდეგ ჩილეს ნაკრები ჩაიბარა, ეს კი სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2007 წელს მოხდა.

 

არგენტინელი ფეხბურთელი მოედანზე მიღებული ტრავმის შემდეგ დაიღუპა (ვიდეო)

14 მაისს, არგენტინაში “სან მარტინ დე ბურზაკოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაიცვალა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ არგენტინის რანგით მეხუთე დივიზიონში, “სან მარტინ დე ბურზაკო” “იუვენტუდ იუნიდას” დაუპირისპირდა. მატჩის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი ორთაბრძოლის მომენტში 21 წლის ემანუელ ორტეგა მოედნის საზღვრებს გაცდა და თავი კედელს მიარტყა. ორტეგა მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს და ორი კვირის განმავლობაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 14 მაისის დილას კი ცნობილი გახდა, რომ ის დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ორტეგას 2012 წელს, სოციალურ ქსელ Facebook-ში პოსტი აქვს გამოქვეყნებული, სადაც ის ფეხბურთზე საუბრობს.

“შესაძლოა, პროფესიონალური ფეხბურთი ვერასოდეს ვითამაშო. შესაძლოა, მოყვარულის დონეზე ვითამაშო. როცა ჩემი ფეხები მეტყვიან “გაჩერდი”, ჩემი გული მეტყვის “გააგრძელე”.

ჩემსა და პროფესიონალებს შორის ის განსხვავებაა, რომ როცა ჩემი ბუცები გაიხევა, მათ არ ვცვლი, არამედ მთელი ღამის განმავლობაში ვაწესრიგებ, შემდეგ კი ისევ მათთან ერთად ვთამაშობ.

ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა, ეს ისაა, რაც ყველაფერს მავიწყებს, ამიტომ მას მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნი.

იმ დღეს, როცა მე ფეხბურთის თამაშს ვეღარ შევძლებ, მკვდარი ვიქნები”, – ვკითხულობთ ორტეგას განცხადებაში.

CE-dA3zWMAAxEpz

მარტინო: „მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მესი უფრო გუნდური მოთამაშე გახდა“

არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხერარდო მარტინოს აზრით, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიოანტის შემდეგ ლიონელ მესი უფრო გუნდურ მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

„ახლა ჩვენ უკეთეს და უფრო გუნდურ მესის ვხედავთ. ამაში დიდი წვლილი ბოლო მუნდიალმაც შეიტანა. ლეო მსოფლიო ჩემპიონატზე ინდივიდუალურ დონეზე ვერ ბრწყინავდა, თუმცა გუნდის თამაშში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემთვის ეს პოზიტიური მოვლენაა, რადგან ინდივიდუალური მონაცემებით მესი ისედაც ყოველთვის გამოირჩეოდა“, – ციტირებს მარტინოს AS-ი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიაში ჩატარებულ პლანეტის პირველობაზე არგენტინელებმა მეორე ადგილი დაიკავეს – ფინალურ მატჩში სამხრეთ ამერიკელები გერმანიასთანდამატებით დროში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

მესის, სუარესისა და ნეიმარის ყველა გოლი მიმდინარე სეზონში (ვიდეო)

პელე: „მესისა და რონალდუს შედარება არ შეიძლება, თუმცა გუნდისთვის მაინც ლიონელს ავირჩევდი“

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ თანამედროვეობის ორი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეადარა.

„ამ ორს შორის საუკეთესოს არჩევას როდესაც მთხოვენ, ყოეველთვის ვამბობ, რომ მათი შედარება არ შეიძლება. კრიშტიანუ დიდებული მოთამაშე და უფრო გამოკვეთილი თავდამსხმელია. ლიონელი კი ის ფეხბურთელია, რომელიც არამხოლოდ მეტოქის კარს უტევს, არამედ თანაგუნდელებსაც ეხმარება. ორივე მათგანი ჩემს გუნდში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, თუმცა ერთ-ერთის არჩევისას, მაინც მესის ვამჯობინებდი“, – განაცხადა პელემ.

მარტინო: “მესი დისკომოფრტს გრძნობს”

ეკვადორის ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ არგენტინელთა დამრიგებელმა, ხერარდო მარტინომ მესის თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, გუნდის ლიდერმა, შესაძლოა, დღევანდელი შეხვედრაც გამოტოვოს. შეგახსენებთ, დაზიანების გამო მესის სავადორთან მატჩში არ უთამაშია. 

“მესი ტრავმირებული არ არის, თუმცა ბუცების ჩაცმის დროს ის დისკომფორტს გრძნობს. ლეოს სერიოზული არაფერი სჭირს, თუმცა ჩვენ მოთამაშეების ჯანმრთელობით გარისკვის უფლება არ გვაქვს” – განაცხადა მარტინომ.

სალვადორის ნაკრებს არგენტინის ჰიმნი ჩაურთეს (ვიდეო)

29 მარტს, სალვადორისა და არგენტინის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დაწყების წინ (0:2), სალვადორის ჰიმნის ნაცვლად სტადიონზე არგენტინის ჰიმნი ჩაირთო.

მესი და არგენტინის ნაკრები NBA-ს შეხვედრას დაესწრნენ (ვიდეო)

არგენტინის ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებში შეკრებას გადის და სანაკრებო პაუზის დროს სალვადორსა და ეკვაროდს დაუპირისპირდება.

გუშინ, ლიონელ მესი თანაგუნდელებთან ერთად ვაშინგტონში ადგილობრივი ვიზარდსისა და ინდიანა პეისერსის შეხვედრას დაესწრო.

“ვიზარდსის” ოფიციალურმა ტვიტერმა მესი სპეციალური სტუმრის სტატუსით წარადგინა. თავად ფეხბურთელმა კი საკალათბურთო კლუბის ფორმით ფოტო გადაიღო.

CA_Am-UWkAAVsNn

მარადონამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.

მარადონამ ლაზერული პროცედურის მეშვეობით სახის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა. ფეხბურთის არგენტინელმა ლეგენდამ თვალის შესიებული უპეები მოიშორა.

შეგახსენებთ, რომ 54 წლის მარადონას 24 წლის შეყვარებული ჰყავს.

DiegoMaradona

მეკარე, რომელსაც თანაგუნდელი არ უნდა ენდოს (ვიდეო)

პერუსა და არგენტინის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში პერუელმა მეკარემ კურიოზული შეცდომა დაუშვა.

წლის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი არგენტინელი ფეხბურთელის შესრულებით (ვიდეო)

არგენტინის ჩემპიონატში, “ბელგრანოსა” და “ინდეპენდიენტეს” შორის გამართულ მატჩში ძალიან ლამაზი გოლი გავიდა.