მესიმ გულშემატკივარი გაახარა

14 ოქტომბერს, ჰონგ კონგისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლიონელ მესიმ მოედანზე შესულ გულშემატკივარს ავტოგრაფი მისცა.

დუნგას ეფექტი! როგორ უკეთებენ ბრაზილიელები პრესინგს არგენტინელებს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ უკეთებენ ბრაზილიელი ფეხბურთელები პრესინგს არგენტინელებს.

რამდენად შეცვალა დუნგამ “სელესაო”?

ბრაზილიის ნაკრებმა 11 ოქტომბერს კარლოს დუნგას თავკაცობით მესამე მატჩი არგენტინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.

ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად შეიცვალა “სელესაო” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუნგას დანიშვნის შემდეგ, თუმცა ფაქტი სახეზეა: სამი ამხანაგური შეხვედრიდან ბრაზილიელებმა სამივე გამარჯვებით დაასრულეს ისე, რომ ბურთი არ გაუშვიათ, თანაც ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთი არ ყოფილა (კოლუმბია (1:0); ეკვადორი (1:0); არგენტინა (2:0).

აშკარაა, რომ დუნგამ გუნდს მკაცრი ორგანიზებულობა და დისციპლინა შესძინა. ამის დასტურად არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრიდან ერთ-ერთი ეპიზოდის მოყვანაც შეიძლება: მატჩის მიმდინარეობისას ბრაზილიელებმა აქტიურ პრესინგს მიმართეს, რამაც შედეგი უმალ გამოიღო. ბრაზილიის ნაკრებს არასდროს ახასიათებდა პრესინგზე თამაში, გუნდს ყოველთვის შეტევა უფრო ეხერხებოდა, ვიდრე თავდაცვა და ბურთის ართმევა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მიდგომები შეიცვალა. ახლა გუნდებს შორის დონე შედარებით გათანაბრდა და ნაკრები, რომელიც ბურთის ართმევაზე არ თამაშობს და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს, დიდწილად განწირულია. ნათქვამია, თამაშს ის გუნდი იგებს, რომელსაც მოედნის ცენტრი უკავიაო და გასაკვირი როდია, რომ დიდი ტაქტიკოსები ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მოედნის ამ მონაკვეთზე აკეთებენ. ბურთმა ყველაზე დიდხანს ნახევარდაცვაში უნდა იმოძრაოს და ამ ამპლუაში უმეტესობა უმაღლესი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი უნდა იყოს. პრესინგს რომ დავუბრუნდეთ, ყველასთვს ცნობილია, რომ შეტევა თავდასხმიდან არ იწყება, მის განხორციელებას გაცილებით უკნიდან ეყრება საფუძველი და  ხშირად შეტევას მეკარეც კი იწყებს, ამიტომ კიპერზეც საჭიროა პრესინგის განხორციელება, რადგან ასეთ დროს იმ გუნდის დაცვა, რომელსაც ბურთი არ აქვს, შედარებით წინ ლაგდება და მეტოქეს ტერიტორიას ართმევს, მეკარის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობაც იზრდება, ხოლო დიდი ძალებით საკუთარ საჯარიმოსთან განლაგება და მეტოქისთვის სივრცის მიცემა სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი ხდება. ასე რომ, დუნგამ ბრაზილიელებს ის მოსთხოვა, რაც მათ ყველაზე ნაკლებად უყვართ — ბურთის ართმევა, თუმცა რას იზამ, თანამედროვე ფეხბურთი ასე მოითხოვს, აბა, უპრესინგოდ თამაშმა “სელესაოს” რაც მოუტანა, ეს ყველამ კარგად ვნახეთ მიმდინარე წლის მუნდიალზე.

რიკელმე თავისი გუნდის გულშემატკივარის წინააღმდეგ

12 ოქტომბერს, არგენტინის რანგით მეორე დივიზიონში, “არგენტინოს ხუნიორსსა” და “ინსტიტუტოს” შორის გამართულ მატჩში (0:0) უცნაური რამ მოხდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ “არგენტინოს ხუნიორსის” ერთ-ერთი გულშემატკივარი თავისი გუნდის ფეხბურთელ ხუან რომან რიკელმეს შეურაწყოფას აყენებდა.

მოედანზე შეჭრილი ძაღლი არგენტინის ჩემპიონატში

არგენტინის ერთ-ერთი დივიზიონის ტურის მატჩში საკმაოდ სახალისო რამ მოხდა.

მესის არ მოწონს, როცა მას კაკა ეხება (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის დასრულების შემდეგ კამერებმა საინტერესო კადრი დააფიქსირეს.

ნეიმარმა არგენტინის ნაკრების დაცვა “გაარღვია”

11 ოქტომბერს, ბრაზილიისა და არგეტინის ნაკრებებს შორის ნეიმარმა არგენტინელ მცველებს თავგზა აურია.



მესიმ ბრაზილიის ნაკრებს პენალტი ვერ გაუტანა (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

36 წლის რიკელმემ ისევ გაიტანა

3 ოქტომბერს, არგენტინის რანგით მეორე დივიზიონში “დუგლას ჰაიგმა” საკუთარ მოედანზე “არგენტინოს ხუნიორსი” მიიღო და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში ერთადერთი გოლი ვეტერანმა ფეხბურთელმა ხუან რომან რიკელმემ გაიტანა.

რა უქნეს ქალბატონ მსაჯს არგენტინაში

არგენტინაში, ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გამართული მატჩის მიმდინარეობისას ფეხბურთელმა მსაჯს, რომელიც ქალბატონი იყო, ბურთი სახეში მოარტყა. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შემდეგ მსაჯი საავადმყოფოში წაიყვანეს.

კარლოს ტევესი — კვლავ სანაკრებო განაცხადს მიღმა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი კარლოს ტევესი კვლავ არგენტინის ნაკრების განაცხადს მიღმა დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინული პრესა აქტიურად წერდა, ტევესს ბრაზილიისა და ჰონგ-კონგის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში უხმობენო, 30 წლის ფორვარდმა “ალბისელესტესგან” მოწვევა ვერც ამჯერად მიიღო.

სამაგიეროდ, არგენტინის ნაკრების ახლადდანიშნულმა თავკაცმა ხერარდო მარტინომ ნაკრებში “იუვენტუსის” ახალწვეულ რობერტო პერეირას უხმო.

არგენტნის ნაკრების განაცხადი დამდეგ ამხანაგური მატჩებისთვის ასეთია: მესი, მასკერანო, მუსაჩიო, იგუაინი, რომერო, რ. პერეირა, ბილია, პასტორე, აგუერო, საბალეტა, დემიჩელისი, დი მარია, როხო, ლამელა, ვერგინი, ფ. ფერნანდესი, ე. პერესი, გაიტანი, გუზმანი.

არგენტინის ნაკრები ბრაზლიის ეროვნულ გუნდს 11 ოქტომბერს, ჰონგ-კონგის ნაკრებს კი 14 ოქტომბერს გაეჯიბრება.

ხუან რომან რიკელმე ფორმაშია – ვეტერანი ნახევარმცველის გასაოცარი საჯარიმო

19 სექტემბერს არგემტომოს თასზე “რასინგსა” და “არგენტინოს ხუნიორსს” შორის გამართულ მატჩში (0:1), ერთადერთი გოლი ვეტერანმა ნახევარმცველმა, ხუან რომან რიკელმემ გაიტანა.