პრევიუ: არგენტინა – ბელგია

კიდევ ერთი ნახევარფინალისტის ვინაობას არგენტინის და ბელგიის ნაკრებები გამოავლენენ. 

არგენტინა და ბელგია 1/4 ფინალამდე მხოლოდ გამარჯვებებით მოვიდნენ. თუმცა, წინა ეტაპზე გამარჯვების მისაღწევად ორივე გუნდს დამატებითი დროის თამაში მოუწიათ.

ალეხადრო საბელამ მატჩამდე განაცხადა, რომ შემადგენლობის რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. არგენტინელთა დამრიგებელი დღეს დისკვალიფიცირებულ როხოს და ტრავმირებულ აგუეროს ვერ გამოიყენებს.

დაცვის მარცხენ ფლანგაზე მოსალოდნელია ბასანტას გამოჩენა. აგუეროს კი, რომელმაც შვეიცარიასთანაც არ ითამაშა, ლავესის ნაცვლად დიდი ალბათობით პალასიო შეცვლის.

ამერიკელებთან მატჩში ვილმოტსმა შემადგენლობაში გარკვეული გადაადგილებები მოახდინა. თუმცა, არგენტინელებთან ალბათ სიურპრიზებს არ უნდა ველოდოთ.

ძირითადში მოსალოდნლია რომალუ ლუკაკუს დაბრუნება, რომელმაც დიდწილად განაპირობა გასულ შეხვედრაში ბელგიელთა გამარჯვება.

არგენტინა – ბელგია

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: რომერო – საბალეტა, ფ.ფერნანდესი, გარაი, ბასანტა – მასკერანო, გაგო, დი მარია – მესი – პალასიო, იგუაინი. 

ბელგია: კურტუა – ალდერვეირელდი, ვან ბუიტენი, კომპანი, ვერტონგენი – ვიტსელი, ფელაინი – მირალიასი, დე ბრეინე, აზარი – ლუკაკუ. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Argentina_Belgium_GEO_4

როგორ აღნიშნეს არგენტინელებმა გამარჯვება გასახდელში

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ იზეიმეს არგენტინელებმა მეოთხედფინალში გასვლა.

არგეტინა მეოთხედფინალშია

არგენტინამ შვეიცარია მხოლოდ ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დაამარცხა. 

მიუხედავად ჯგუფურ ეტაპზე არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშისა არგენტინელები შვეიცარიასთან მაინც ფავორიტებად ითვლებოდნენ.

პირველი ტაიმის პირველი ნახევარი არგენტინელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა. თუმცა, დი მარია და მესი შვეიცარელთა მცველებმა კარგად ჩაკეტეს და შესაბამისად არც სახიფათო მომენტები შექმნილა.

პირველი საგოლე მომენტი კი სწორედ ევროპელებმა შექმნეს. 27-ე წუთზე შაქირიმ დასარტყმელ პოზიციაზე ჯაკა გაიყვანა. შვეიცარელთა ათიანმა კარგად დაარტყა, მაგრამ რომერობ ბურთის მოგერიება ფეხით შესძლო. ზუსტად ორ წუთში შვეიცარიის აქტიურობას სახიფათო დარტყმით ლავესიმ უპასუხა.

38-ე წუთზე გოლის გატანის საშუალება დრმიჩს მიეცა, თუმცა ფორვარდმა რომეროს ვერ აჯობა.

მეორე ტაიმი შვეიცარიამ გაცილებით აქტიურად დაიწყო, მაგრამ არგენტინლებმა მალევე დაიბრუნეს უპირატესობა,

58-ე წუთზე მესი-ლავესი-როხოს კომბინაცია უკანასკნელის დარტყმით დასრულდა, ბენალიომ ბურთის მოგერიება შესძლო. მალევე შანსი იგუაინს მიეცა, მაგრამ ბენალიო აქაც მოწოდების სიმაღლეზე იყო.

არგენტინელები შეტევებს განაგრძობდნენ, თუმცა ძირითად დროში ანგარიშის გახსნა ვერ მოახერხეს

ოვერტაიმში თამაშის სურათი არ შეცვლილა. არგენტინელები უტევდენ, მაგრამ ბენალიო მოწოდების სიმაღლეზე იყო.

დამატებითი დროის ამოწურვამდე ორი წუთით ადრე არგეინტინელებმა მორიგი იერიში წამოიწყეს, მესიმ დი მარიას გადააწოდა და ამ უკანასკნელმაც გამარჯვების გოლის გატანა მოახერხა. შვეიცარიას ანაგრიშის გათანაბრების რამდენიმე შესაძლებლობა კი მიეცა, მაგრამ მატჩის ბოლომდე ანგარიში აღარ შეცვლილა.

არგენტინა 1-0 შვეიცარია

გოლი: დი მარია 118′ 

არგენტინელმა კომენტატორმა დი მარიას გოლის შემდეგ იტირა

1 ივლისს, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე, არგენტინისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის შეხვედრაში ანხელ დი მარიამ გოლი 118-ე წუთზე გაიტანა.

არგენტინელების რეაქცია დი მარიას გოლზე

1 ივლისს, არგენტინისა და შვეიცარიის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, დამატებიტ ტაიმებში გოლის გატანა დი მარიამ შეძლო.

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა ხდებოდა ბუენოს აირესში დი მარიას მიერ გატანილი გოლის შემდეგ

ფოტობომბი: ეზიკელ ლავესი და პაბლო საბალეტა

ორშაბათს არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ეზიკელ ლავესიმ სოციალურ ქსელ “თვითერში” ფოტო ატვირთა, რომელიც მალევე იმის გამო წაშალა, რომ პაბლო საბალეტა უხერხულ სიტუაციაში იყო დაფიქსირებული.

2

j

არგენტინა – შვეიცარია 1:0

არგენტინასა და შვეიცარიას შორის გამართულ 1/8-ფინალში გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დროის დანიშნვა გახდა საჭირო.

ყველაფერი პენალტების სერიისკენ მიდიოდა, თუმცა 117-ე წუთზე ანხელ დი მარიამ მოახერხა გოლის გატანა და არგენტინა 1/4 ფინალში გაიყვანა.

პრევიუ: არგენტინა – შვეიცარია

1/4 ფინალში გასასვლელად მესის და კომპანიას შვეიცარიის დამარცხება მართებთ. 

არგენტიმან ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური შედეგით დაასრულა. სამივე გამარჯვება საკუთარ გუნდს ლეო მესიმ მოუტანა, რომელიც მიმდინარე მუნდიალზე არგენტინელთა ნამდვილი ლიდერია. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არგენტინას ჯერ დამაჯერებელი, ფავორიტისთვის შესაფერისი ფეხბურთი არ უჩვენებია.

შვეიცარიამ ჯგუფურ ეტაპზე ფრანგებისგან 5 გოლის გაშვება “მოახერხა”, მაგრამ ძლიერ მეტოქეს ორი გოლიც გაუტანა და ეკვადორთან და ჰონდურასთანაც გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ჰონდურასთან შესრულებული ჰეთ-თრიკის შემდეგ განსაკუთრებულ იმედებს შვეიცარია ჯერდან შაქირის უკავშირებს. თუმცა, მას საბელაც დიდ ყურადღებას მიაქცევს და პირველ რიგში სწორედ ამ ფეხბურთელის განეიტრალებას ეცდება.

დანაკლისი ორივე გუნდს აქვს. შვიცარიას მცველი ფონ ბერგენი ვერ დაემხარება, არგენტინას კი აგუერო, რომელსაც ლავეცი შეცვლის.

არგენტინა – შვეიცარია

სავარაუდო შემადგენლობები:

არგენტინა: რომერო – საბალეტა, გარაი, ფერნანდესი, როხო – გაგო, მასკერანო, დი მარია – მესი, ლავეცი, იგუაინი.

შვეიცარია: ბენალიო – ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი – ბერამი, ინლერი – ჯაკა, შაქირი, მეჰმედი – დრმიჩი. 

ევროპაბეთის კოეფიციენტები აღნიშნულ მატჩზე:

Argentina_Switzerland_GEO

რა სთხოვდა ნიგერიელი მეკარე მთავარ არბიტრს შესვენების დროს?

ვინც მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიგერიისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს (2:3) მიადევნა თვალყური, მეორე ტაიმის სტარტზე ყურადღებას მიაქცევდა აფრიკელთა კიპერ ვინსენტ ენიამასა და მთავარ არბიტრ ნიკოლა რიცოლის შორის გამართულ მხიარულ დიალოგს. ტელერეპორტაჟის დროს სიტყვები გარკვევით ისმოდა და ადვილი გასაგები გახდა, თუ რაზე საუბრობდნენ ნიგერიელი მეკარე და იტალიელი მსაჯი.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არგენტინელთა სასარგებლოდ 2:1 იყო, „ალბისელესტეს“ მხრიდან ორივე გოლის ავტორი ლეო მესი გახლდათ. ენიამას, როგორც ჩანს, მეტის გაშვება აღარ სურდა და მსაჯს ამ სიტყვებით მიმართა:

„მესის ბევრი საჯარიმო დარტყმა დაუნიშნე. ორი გოლი უკვე გამიტანა. ძალიან კარგად ურტყამს“.

„ვიცი, მესმის შენი. თუმცა, შენც მაგარი ხარ“, – გაამხნევა იტალიელმა არბიტრმა მეკარე.

„ვცდილობ. მესი ძალიან მაგარია, მე კი ნაგავი ვარ“, – თავი შეიცოდა ენიამამ. (ნათარგმნია ცენზურის გათვალისწინებით).

„კარგი მეკარე რომ არ იყო, აქ არ იქნებოდი“, – დაასკვნა რიცოლიმ.

საბოლოო ჯამში, მატჩი არგენტინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

 

გვარდიოლა ფავორიტად არგენტინას მიიჩნევს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ესპანეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატიდან გამოთიშვის შესახებ ისაუბრა და ყურადღება ტურნირის ფავორიტზეც გაამახვილა.

„სამწუხაროა, რომ ესპანეთმა გამოსვლა დაასრულა. ფეხბურთისთვის ამ ნაკრების წევრებმა ბევრი გააკეთეს. ბიჭები და ვისენტე დე ბოსკე მეტი შეხვედრის ჩატარებას იმსახურებდნენ.

თუმცა ეს მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს. გუნდები მოედანზე შიშის გარეშე გადიან, რისი შედეგიც სახეზეა.

ვის ვთვლი ფავორიტად? არგენტინა კუნკურენტუნარიანი გუნდია. ამ ნაკრებს მესის, იგუაინის, აგუეროსა და დი მარიას სახით ძლიერი თავდასხმა ჰყავს, რომელსაც თამაშის შემოტრიალება ნებისმიერ დროს შეუძლია“, – განაცხადა გვარდიოლამ.

გაგო: „არამგონია, არგენტინის ნაკრები მესიზე დამოკიდებული იყოს“

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველის ფერნანდო გაგოს აზრით, გუნდი „ბარსელონას“ თავდამსხმელზე ლიონელ მესიზე დამოკიდებული არ არის.

„ისეთი ფეხბურთელის თამაშისგან, როგორიც მესია, უბრალოდ, უნდა ვისიამოვნოთ. მას ამა თუ იმ ეპიზოდის ჩვენ სასარგებლოდ დასრულება შეუძლია. დამოკიდებულება? არამგონია, იგი არსებობდეს. საქმე იმაშია, რომ ლეო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, ამიტომაც არგენტინა ამით უნდა სარგებლობდეს“, – თვლის გაგო.

არგენტინელმა ფანებმა 50 წლის ბრაზილიელი ბრაზილიაში ცემეს

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცემენ არგენტინელი ფანები 50 წლის ბრაზილიელ გულშემატკივარს ბრაზილიაში.