პრემიერ ლიგა: თრილერი “ემირეიტს სტედიუმზე” (ვიდეო)

პრემიერ ლიის პირველი ტურის ცენტრალურ მატჩს “ემირეიტს სტედიუმმა” უმასპინძლა. ერთმანეთს ლონდონური “არსენალი” და მერსესაიდული “ლივერპული” დაუპირისპირდნენ. გამომდინარე მათი ამბიციებიდან, ორივე გუნდი მოედანზე მოსაგებად იყო გასული და ორივე გუნდს ჰქონდა მოგების რეალური შანსი.


12

არსენალი: პეტრ ჩეხი; ჰექტორ ბელერინი, ჰოლდინგი, ჩემბერსი, ნაჩო მონრეალი; ელნენი (ჯაკა 67′), კოკლენი; აარონ რემზი (კასორლა 61′), აივობი (ოქსლეიდ-ჩემბერლეინი 59′),ალექსის სანჩესი; უოლკოტი

მთავარი მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ლივერპული: სიმონ მინოლე; კლაინი, დეიან ლოვრენი, რაგნარ კლავანი, ალბერტო მორენო; ადამ ლალანა (დივოკ ორიჯი 74′), ჰენდერსონი, ვიინალდუმი (სტიუარტი 88′); სადიო მანე, რობერტო ფირმინიო, კოუტინიო (ემრე ჯანი 70′)

მთავარი მწვრთნელი: იურგენ კლოპი

გოლები: ტეო უოლკოტი 35′, ოქსლეიდ-ჩემბერლეინი 64′, ჩემბერსი 75′ – კოუტინიო 45+1′ 56′, ლალანა 49′, მანე 63′


პერ მერტესაკერი “არსენალის” ახალი კაპიტანია

ლონდონის “არსენლმა” დაადასტურა, რომ გუნდის ახალი კაპიტანი პერ მერტესაკერი იქნება – ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელ Twitter-ში, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.

გერმანელი ფეხბურთელი “მეთოფეთა” რიგებში 2011 წელს წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი გახდა. როგორც ჩანს, არსენ ვენგერი 31 წლის მცველს ენდობა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე “არსენალს” მიკელ არტეტა კაპიტნობდა, რომელმაც ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბში დაიწყო მუშაობა.

კარიკატურა: პრემიერ ლიგის გამორჩეული მწვრთნელები

ჟოზე მოურინიო, პეპ გვარდიოლა, იურგენ კლოპი, არსენ ვნგერი… ეს იმ მწვრთნელების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალ სეზონში პრემიერ ლიგაში სხვადასხვა გუნდს უხელმძღვანელებენ.

ზემოთ ნახსენებთან დაკავშირებით ომარ მომანი საინტერესო კარიკატურას გვთავაზობს.

Sport Bild: იოზილს გული “სანტიაგო ბერნაბეუსკენ” მიუწევს

მესუტ იოზილი ლონდონურ “არსენალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს მანამ, სანამ “რეალში” გადასვლის მიზერული შანსი მაინც ექნება. ამ ინფორმაციას Sport Bild ავრცელებს.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გერმანელი ფლეიმეიკერის კონტრაქტი “არსენალთან” 2018 წელს იწურება, “მეთოფეები” კი აქტიურად ცდილობენ მისი გულის მოგებას.

მართალია, რომ იოზილს “სანტიაგო ბერნაბეუზე” სურს დაბრუნება, თუმცა არსებობს გარკვეული შანსები იმისა, რომ გერმანელმა კარიერას მიუნხენის “ბაიერნში” გააგრძელოს.

არსენ ვენგერი: “შესაძლოა, ზლატანს პრემიერ ლიგაში გაუჭირდეს”

“არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს სჯერა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელისათვის პრემიერ ლიგაში წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნება.

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენად შეეწყობა ის აქაურობას.

ზლატანი უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელსაც არც კლასი აკლია და არც მონდომება. თუმცა, ფაქტია, რომ ის ახალგაზრდა აღარ არის.

ჩემი გადმოსახედიდან, გასული სეზონი, როდესაც ის “პარის სენ-ჟერმენში” თამაშობდა, ყველაზე სრულყოფილი იყო მის კარიერაში. გასულ სეზონში ის ნამდვილად დიდი ფეხბურთელი იყო.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ ასპექტს, მჯერა, რომ იბრა “მანჩესტრს” რაღაც ახალს შესძენს. ის გამარჯვებულია, ქარიზმატული და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები გუნდს აუცილებლად გააძლიერებს.”

“მეთოფეებს” “ლივერპულთან” თამაში კოშელნის, იოზილისა და ჟირუს გარეშე მოუწევთ

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პრემიერ ლიგის პირველ მატჩში, “ლივერპულის” წინააღმდეგ, “მეთოფეებს” გუნდის სამი ლიდერი ვერ დაეხმარება.

ლორან კოშელნის, მესუტ იოზილსა და ოლივიე ჟირუს ევრო 2016-ზე თამაშის შემდეგ, ვარჯიში ჯერაც არ განუახლებიათ.

“ვიკინგთან” ამხანაგურ მატჩში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ (8-0), არსენ ვენგერმა მათ შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა : “ლივერპულთან” გასამართი მატჩი საკმაოდ ადრეა მათთვის, ისინი მზად არ არიან.”

მოურინიო: “მათი ქცევა არაეთიკურია”

მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე პოლ პოგბას აქტიურად უკავშრებენ “მანჩესტერ იუნაიტედს”. ინგლისელები მზად არიან ფრანგ მოთამაშეში ასტრონომიული, არაამქვეყნიური თანხა – 100 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. ამასთან დაკავშირებით არსენ ვენგერმა და იურგენ კლოპმა განაცხადეს, რომ ამდენი ფულის გადახდა ერთ მოთამაშეში ფეხბურთის შეურაცხყოფაა.

ჟოზე მუორინიომ “არსენალისა” და :ლივერპულის” დამრიგებლების განცხადებას უპასუხა: “მათი ნათქვამი არაეთიკურია. მე მსგავს რამეს არასდროს ვიტყვი. პოლ პოგბა შესანიშნავი მოთამაშეა!”

” ჩვენ ახლა 22 ფეხბურთელი გვყავს. იცით, რა? სულ მალე 23 გვეყოლება. სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს იხურება. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ფრანგი 14 რიცხვამდე გადმოვიბიროთ,” – განაცხადა სეუ ჟოზემ.

“არსენალი” “ინტერისთვის” 50 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებს

მას შემდეგ, რაც “ლიონმა” არსენ ვენგერის 29.3 მილიონიანი წინადადება ლაკაზეტის ტრანსფერის თაობაზე უარყო, “მეთოფეებმა” 42 მილიონ ფუნტად შეფასებულ ფრანგ ფორვარდზე ხელი აიღეს.

ნაცვლად ლაკაზეტისა, ლონდონელები “ინტერის” 23 წლის ფორვარდის, მაურო იკარდის გადაბირებას აპირებენ, რომლის სანაცვლოდაც ერიკ ტოჰირი 50 მილიონ ფუნტს ითხოვს.

ინდონეზიელ ბიზნესმენს არგენტინელი ფორვარდის შენარჩუნება სურს, რომელმაც “სამპდორიადან”, 2013 წელს გადმოსვლის შემდეგ, 52 გოლის გატანა მოახერხა “ნერაძურის” მაისურით, მაგრამ, თუ იკარდის სანაცვლოდ 60 მილიონს შესთავაზებენ, ის მოლაპარაკებების წარმოებაზე თანახმა იქნება.

“ლესტერის” მატჩზე არსენ ვენგერი შეამჩნიეს

არსენ ვენგერი, მის დამხმარე მწვრთნელთან, სტივ ბოლდთან ერთად “ლესტერ სიტის” მატჩზე შეამჩნიეს. ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ორი სპეციალისტი საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ მატჩში რიად მაჰრეზს აკვირდებოდა.

თუმცა, არსებობს მეორე მიზეზიც (რომელიც ნაკლებად რეალურია) – “არსენალი” “მელიებს” პრემიერ ლიგის მეორე ტურში უნდა დაუპირისპირდეს. შესაძლოა, ვენგერი ამავდროულად მეტოქეთა ძალებსაც აფასებდა.

ვენგერი: “ოთხეულში მოხვედრა “არსენალისთვის” საკმარისი არასდროსაა”

არსენ ვენგერმა აღიარა, რომ ლონდონური გრანდისთვის პრემიერ ლიგის ტოპ-ოთხეულში მოხვედრა საკმარისი არასდროს არის და რომ “მეთოფეთა” მიზანი მომავალ სეზონშიც ჩემპიონობა იქნება.

“ტოპ-ოთხეულში მოხვედრა ჩვენთვის საკმარისი არასდროსაა.

პირადად მე, მჯერა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რას გააკეთებ, ეს საკმარისი მაინც არ იქნება. აბსოლიტურად ყველაფერი უნდა გაიღო, რათა გუნდისგან საუკეთესო მიიღო.

მჯერა, რომ ვიცით, რისი გაკეთებაც მოგვიწევს, რადგანაც გასულ სეზონში მეორე ადგილზე გავედით, ჩვენს უკან კი კიდევ 18 გუნდი იყო.”

მერტესაკერი სეზონის სტარტს გამოტოვებს; ვინ შეცვლის მას – 10 ვარიანტი (ფოტოები)

რამდენიმე დღის წინ ლონდონის “არსენალმა” საფრანგეთში ადგილობრივ “ლენსთან” გამართა შეხვედრა. მატჩში პერ მერტესაკერმა ტრავმა მიიღო. გაირკვა, რომ მისი დაზიანება იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე თვის გამოტოვება მოუწევს.

არსენ ვენგერმა უკვა დაიწყო გერმანელი მცველის შემცვლელის ძებნა. ინტერნეტში ვრცელდება იმ მცველების ფოტოები, რომლებიც შესაძლოა “არსენალში” აღმოჩნდნენ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ანტონიო რუდიგერი – 23 წლის; “რომა”

ჯონ სტოუნსი – 22 წლის; “ევერტონი”

ვირჯილ ვან დეიკი – 25 წლის; “საუთჰემპტონი”

უინსტონ რეიდი – 28 წლის; “ვესტ ჰემ იუნაიტედი”

კალიდუ კულიბალი – 25 წლის; “ნაპოლი”

ჯონათან ტაჰი – 20 წლის; “ბაიერი”

სტეფან დე ვრინი – 24 წლის; “ლაციო”

ხავი მარტინესი – 27 წლის; “ბაიერნი”

ტომას ვერმაელენი – 30 წლის; “ბარსელონა”

მამადუ სახო – 26 წლის; “ლივერპული”

არტეტამ საკუთარი გვერდიდან ყველა ის ფოტო წაშალა, რომელიც “არსენალს” უკავშირდებოდა

ლონდონის “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა, მიკელ არტეტამ “ინსტაგრამის” გვერდიდან ყველა ის ფოტო გააქრო, რომელიც ლონდონურ გრანდში ყოფნის დროს იყო გადაღებულია.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა “მეთოფეთა” რიგები გასული სეზონის ბოლოს დატოვა, როდესაც მისი კონტრაქტი ამოიწურა. არტეტა “არსენალის” მეტოქეთა ბანაკში გადაბარგდა, სადაც მან პეპ გვარდიოლას დამხმარე მწვრთნელის სტატუსი მოიპოვა.