“არსენალში” გადასვლა? მირჩევნია ბუცები კედელზე ჩამოვკიდო”

ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველმა, დელე ალიმ უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის “არსენალის” რიგებში თამაშით იყო დაინტერესებული და აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას ურჩევნია კარიერა დაასრულოს.

როგორც იცით, ლონდონის “არსენალი” და “ტოტენჰემი” პრინციპული მეტოქეები არიან. როდესაც Copa90-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რომელს აირჩევდა ამ ორიდან – კარიერის დასრულებას, თუ “არსენალში” გადასვლას, მან განაცხადა: “მირჩევნია ბუცები კედელზე ჩამოვკიდო.”

20 წლის ინგლისელი ფეხბურთელი მართლაც რომ ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება – წლევანდელ სეზონში მან 44-ჯერ ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და გააკეთა 11 საგოლე გადაცემა.

“არსენალი” “გლადბახის” 32 მილიონად შეფასებული ვარსკვლავის გადაბირებირებას სცდილობს

Daily Mirror-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორამციის თანახმად, მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ფეხბურთელი, გრანიტ ჩაკა “არსენალის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

წყაროს ცნობით ლონდონური კლუბი თავიდანვე აპირებს თავისი ინტერესების გამყარებას და გერმანულ კლუბს 24 მილიონ ფუნტს სთავაზობს. თუმცა, ბუნდესლიგის ბინადარი კლუბი 23 წლის ნახევარმცველის გაყიდვას 32 მილიონ ფუნტზე ნაკლებ თანხად არ აპირებენ.

იმ ფაქტზე დაყრდნობიტ, რომ მატიე ფლამინი, ტომას როსიცკი და მიკელ არტეტა გუნდს ტოვებენ, ჟაკა საუკეთესო კანდიდატურაა არსენ ვენგერის გუნდისათვის.

ქეროლის ჰეთ-ტრიკმა “ვესტ ჰემს” ლონდონური დერბი ვერ მოაგებინა

დღეს, “ვესტ ჰემის” საშინაო არენაზე საკმაოდ მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლი “ვესტ ჰემი” და ჩემპიონობისთვის მებრძოლი “არსენალი” დაუპირისპირდნენ.

მატჩი “მეთოფეთა” აშკარა უპირატესობით დაიწყო, რაც უმალვე გარდაისახა იოზილისა და სანჩესის გოლებში (ორივე მათგანს აივობიმ გაუკეთა საგოლე გადაცემა).

ბევრს მატჩის დასასრული ეგონა ის, რაც საბოლოოდ დასაწყისი გამოდგა: მატჩის მიწურულს, ენდი ქეროლმა 3 წუთში ორი გოლის გატანა მოახერხა, რითიც თავის გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუტანა.

მატჩის მეორე ნახევრის დაწყებიდან მალევე ქეროლმა ჰეთ-ტრიკი გაიფორმა. შემდგომში ძალიან ბევრი სახიფათო მომენტი შეიქმნა, თუმცა გოლის გატანა მხოლოდ ლორან კოშელნიმ შესძლო, 3-3.

ვესტ ჰემი: ადრიანი, რიდი, კრისუელი, ტომკინსი(ემენიკე ’46), ოგბონა, კოუიატე, ნობლი, პაიე, ლანცინი, ანტონიო, ქეროლი.

არსენალი: ოსპინა, პაულისტა, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, იოზილი, სანჩესი, კოკლენი (რემზი 61′), ელნენი(ჟირუ 68′), აივობი, უელბეკი(უოლკოტი 82′).

ლონდონის “არსენალი” ზაფხულში 3 ფეხბურთელის ყიდვა აპირებს

არსენ ვენგერი საკუთარი გუნდის გაძლიერებას ალვარო მორატას, კოსტას მანოლასისა და გრანიტ ჟაკას გადაბირებით აპირებს. ამ ინფორმაციას Daily Mirror ავრცელებს.

როგორც იცით, “მეთოფეთა” ბოსი “იუვენტუსის” ფორვარდს, ალვარო მორატას კარგა ხანია რაც აკვირდება და ყველაფრის გაკეთებას აპირებს რათა ეს ტრანსფერი განახორციელოს.

ვენგერის ყურადღება “რომას” ცენტრალურმა მცველმა, კოსტას მანოლასმაც მიიქცია, რომლის გადაბირებითაც ლონდონის “ჩელსი” და “ევერტონი” არის დაინტერესებული.

“არსენალის” სამიზნეთა სიაში ბოლო ადგილს კი გლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველი, ჟაკა იკავებს, რომლის გადაბირებისთვისაც ლონდონელებს მინიმუმ 30 მილიონი ფუნტის გადახდა მოუწევთ.

ვის აქვს ყველაზე ხელსაყრელი კალენდარი?

როგორც იცით, კვირას “ლესტერმა” კიდევ ერთხელ მოიგო ანგარიშით 1-0, “მელიებმა” ამჯერად “საუთჰემპტონი” დაამარცხეს და 7 ქულით გაიჭრნენ წინ. წინ კი მხოლოდ 6 მატჩი დარჩათ.

აღნიშნული გამარჯვება კი ნიშნავს იმას, რომ “მელიებს” კიდევ 12 ქულა სჭირდებათ, რათა პრემიერ ლიგის ტიტული გაინაღდონ, თუმცა პრემიერ ლიგაში ასეთი ჰანდიკაპი ადრეც აღმოფრხვილა.

“მელიებს” წინ საგარეო მატჩი ელით “სანდერლენდთან”, რომელიც მთელი ძალებით სცდილობს პრემიერ ლიგაში დარჩენას. “ლესტერს” “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგაც მოუწევთ თამაში, რომელიც ოთხეულში მოხვედრისათვის იბრძვის, თანაც მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” უნდა გაიმართოს, მათ ამავე ამბიციების მქონე “ვესტ ჰემთანაც” მოუწევთ დაპირისპირება.

ზ

გრემ სოუნესი თვლის, რომ “ტოტენჰემს” მის მთავარ ფავორიტებთან, “არსენალთნ” და “ლესტერთან” შედარებით გაცილებით უფრო ხელსაყრელი კალენდარი აქვს.

“ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 1 წლის წინ ისინი დამარხულები და ჩამოწერილები იყვნენ. შეიძლება თქვათ, რომ ჯერ კიდევ დარჩა მატჩები, თუმცა ეს პრემიერ ლიგაა, სადაც დიდი ბიჭების არ ეშინიათ.

ზოგი უყურებს მატჩებს და ფიქრობს – ‘ადვილად ავიღებთ სამ ქულას’. თუმცა ასე არ შეიძლება.

ზ

უდიდესი ფაქტორი არის ის, რომ თამაში გიწევს დიდი გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც რაღაცისთვის მთელი ძალებით იბრძვიან. ამის გათვალისწინებით “ტოტენჰემს” საუკეთესო კალენდარი აქვს.

“ტოტენჰემი” ირწმუნებს, რომ მათ მოგება შეუძლიათ. ისინი დაიჯერებენ, რომ “ლესტერს” ფეხი დაუსცდება. მათ მხოლოდ საკუთარ საქმეზე მართებთ კონცენტრაცია.”

იოზილი: “რეალში” დაბრუნება ჩემს ინტერესებში არ შედის”

ლონდონის “არსენალის” გერმანელმა ნახევარმცველმა, მესუტ იოზილმა უარყო ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ის მადრიდის “რეალში” აპირებდა კარიერის გაგრძელებას და აღნიშნა, რომ ახლა სრულიად “არსენალზეა” კონცენტრირებული.

Spox-თან საუბრისას იოზილმა განაცხადა: “ზიდანი გასაოცარი ფეხბურთელი იყო. ის მხოლოდ ფეხბურთს არ თამაშობდა, ის ფეხბურთით ცხოვრობდა. ზიდანი არის ადამიანი, რომელსაც დახმარების ხელი ყოველთვის გაშვერილი აქვს.

თუმცა ეს ყველაფერი ჩემს მომავალზე არ იმოქმედებს. ახლა მხოლოდ “არსენალზე” ვარ კონცენტრირებული. ბოლოდროინდელ სპეკულაციები სიმართლეს არ შეესაბამება.” – განაცხადა იოზილმა.

ზლატანმა დაადასტურა, რომ მისი გადაბირება პრემიერ ლიგის რამოდენიმე კლუბს სურს

“პარის სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მისი გადაბირების ინტერესი რამოდენიმე ინგლისურმა გრანდმა გამოთქვა.

“პრემიერ ლიგა არის ჩემპიონატი, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბრობენ. თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გავითვალისწინო.

ჩემს მომენტს უნდა დაველოდო, დროს, როდესაც ყველა კარტი გაიხსნება და გამოჩნდება, თუ ვის უფრო მეტად ვუნდივარ. მაშინ კი გავაკეთებ ჩემს სვლას.

ქორწილისავით არის, ორივე მხარეს უნდა უნდოდეს შეთანხმება. თუ ერთი უკმაყოფილოა, შეთანხმება არ შედგება. ორივე მხარეს ერთნაირად უნდა უნდოდეს.”

შეგახსენებთ, რომ შვედი თავდამსხმელის გადაბირება ზაფხულში უფასოდ იქნება შესაძლებელი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისი ხელფასი კვირაში 150,000 ფუნტზე ნაკლები არ უნდა იყოს.

Daily Mail

“პარის სენ-ჟერმენი” ‘მომდევნო იბრაჰიმოვიჩს’ აკვირდება

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობა ბელგრადული “პარტიზანის” 16 წლის თავდამსხმელს, დუშან ვლაჰოვიჩს აკვირდება, რომელიც ‘მომდევნო ზლატან იბრაჰიმოვიჩად’ მონათლეს.

France Football გვამცნობს, რომ პარიზულმა გრანდმა უკვე გაგზავნა სკაუტები იუგოსლავიელი თავდამსხმელის თამაშის საყურებლად, რომელიც “პარტიზანის” ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვლაჰოვიჩით, რომლის დებიუტიც თებერვალში შედგა, “არსენალი” და “მანჩესტერ სიტია” დაინტერესებული.

რა ეხმარება ალექსის სანჩესს სტრესისა და პრობლემების დავიწყებაში?

ალექსის სანჩესმა აღიარა, რომ პიანინოზე დაკვრა მისთვის განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა, რომელიც ყველანაირი სტრესისა და პრობლემების დავიწყებაში ეხმარება.

“პროფესიონალი პიანისტი ნამდვილად არ ვარ, თუმცა დაკვრა განტვირთვაში ძალიან მეხმარება, რამეთუ ჩემი მთელი დღე ფეხბურთს ეძღვნება. ჯერ სახლში მივდივარ, შემდეგ კი ფეხბურთია.

პიანინოზე დაკვრა ფეხბურთთან კავშირის გაწყვეტაში მეხმარება, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სახლში მისულს ფეხბურთის ყურება აღარ მინდება, უბრალოდ ჩემს ძაღლთან თამაში და დროის ჩემს ოჯახთან ერტად გატარება მინდება, რაც მომდევნო დღისთვის დამუხტვაში მეხმარება.”

La segunda parte del video ..☺️..All of me☺️…. The Second Part of the video All of me.

A video posted by Alexis Sanchez (@alexis_officia1) on

“არსენალი” აივობის ახალ კონტრაქტს და 10-ჯერ უფრო დიდ ხელფასს სთავაზობს

ინგლისური გავლენიანი გამოცემის, Daily Mirror-ის ცნობით, “არსენალის” ხელმძღვანელები ალექს აივობისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებენ.

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად “არსენალი” 19 წლის შემტევს დიდებულ კონტრაქტს სთავაზობს. შეთანხმების შემთხვევაში აივობის ხელფასი 800-ის ნაცვლად 10, 000 ფუნტი იქნება.

აივობიმ თავის გამოჩენა ჩემპიონთა ლიგაზე, “ბარსელონას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში მოახერხა (3-1), სადაც მან დიდებული გოლი გაიტანა. ინგლისურ ჩემპიონატში კი პირველი გოლი “ევერტონს” გაუტანა.

“ბარსელონა” მზადაა იოზილის სანაცვლოდ “არსენალს” კლუბის სამი ფეხბურთელი შესთავაზოს

ცნობილი ესპანური გამოცემის, AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” გერმანელი ლიდერის, მესუტ იოზილის გადაბირებით არის დაინტერესებული.

მესუტ იოზილი, რომელმაც “მეტოფეებთან” კონტრაქტი 2013 წლის აგვისტოში გაავრცელა, წლევანდელ სეზონში მართლაც რომ ბრწყინვალედ გამოიყურება, თუმცა მას ჯერჯერობით ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები არ წამოუწყია.

ესპანური პრესის ცნობით, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა მზად არის იოზილის სანაცვლოდ “არსენალს” კლუბის სამი ფეხბურთელი: არდა თურანი, სანდრო და მუნირი შესთავაზოს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ იოზილი უკვე გამოეხმაურა მის გარშემო არსებულ ჭორებს, რომლის თანახმადაც ის არსენ ვენგერით უკმაყოფილო იყო და აღნიშნა, რომ სწორედ ფრანგი სპეციალისტია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ახლა “ემირეიტსზე” იმყოფება.

5 ფეხბურთელი, რომლებისთვისაც “არსენალი” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს

The Times ცნობით, ლოდნონის “არსენალის” ხელმძღვანელები ძირითადის 5 ფეხბურთელისთვის აპირებენ ახალი კონტრაქტის შეთავაზებას, თუმცა მათ პერ მერტესაკერის საკითხი ჯერ არ გადაუწყვეტიათ.

“მეთოფეებს” პირველ რიგში სანტი კასორლასთვის სურთ კონტრაქტის გახანგრძლივება, რომლის კონტრაქტიც 12 თვეში ამოიწურება. ლონდონელებს ზაფხულის სატრანსფერო ჭორებისგან ალექსის სანჩესის, მესუტ იოზილის, ჯეკ უილშეარისა და ოქსლეიდ-ჩემბერლეინის გათავისუფლებაც სურთ.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჯერჯერობით ახალი კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ პერ მერტესაკერისთვის, რომლის მომავალსაც მისივე ფორმა გადაწყვეტს.

ამასთანავე არსენ ვენგერი გუნდის გაძლიერებასაც აპირებს, რისთვისაც კლუბმა მას 70 მილიონი ფუნტი გამოუყო.