ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა მცველი, ექტორ ბელერინი თვლის, რომ “მეთოფეთა” ფანებმა არსენ ვენგერის მიმართ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი 2015/16 წლების სეზონში ვერცერთი ტიტულის მოგებას ვერ ახერხებს.
“ვენგერი კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს. ბევრმა სპეციალისტმა ვერ მოახერხა იმისა გაკეთება, რაც მან გააკეთა. რთულია კლუბი ამ ხნის მანძილზე მუდმივად მაღალ დონეზე ათამაშო და მუდმივად გქონდეს ევროპული ტურნირების ბილეთებსა და ტიტულებზე პრეტენზია.
მართალია, რომ კლუბი ბოლო წლებში ისე ვერ მოქმედებს, როგორც ეს უნდა ყოფილიყო, მაგრამ არის დადებითი მხარეებიც – კლუბმა რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი აღზარდა – მათ შორის ვარ მეც. ვენგერმა “ბარსელონაში” აღმომაჩინა და პრემიერ ლიგაში თამაშის საშუალება მომცა.
მან მე შანსი მომცა, რასაც ბევრი არ გააკეთებდა. ვენგერი მეტ პატივისცემას იმსახურებს იმისათვის, რაც მან “არსენალში” გააკეთა.” – განაცხადა ბელერინმა.