ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალი” “უემბლიზე” ბირმინგემის “ასტონ ვილას” დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 დაამარცხა.
ანგარიში მატჩის მე-40 წუთზე თეო უოლკოტმა გახსნა, როცა მის მიერვე წამოწყებული შეტევა დააგვირგვინა. 50-ე წუთზე ალექსის სანჩესმა შორეული დარტყმით ბურთს საოცარი ტრაექტორია მისცა და საკმაოდ ლამაზი გოლიც გამოუვიდა. მეორე გაშვებულმა ბურთმა “ასტონ ვილას” საბოლოოდ გადაუწურა თასის მოგების იმედი. ამის შემდეგ ტიმ შერვუდის გუნდი უკვე ინერციით თამაშობდა. 62-ე წუთზე ტანმაღალმა მცველმა პერ მერტეაზაკერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა – 3:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით შეცვლაზე შემოსულმა ოლივიე ჟირუმაც გამოიჩინა თავი – 4:0.
“არსენალმა” ასოციაციის თასი ისტორიაში მე-12-ედ მოიგო, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პირადად არსენ ვენგერმა ეს ტიტული მეხუთედ დაისაკუთრა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლიგის თასის ფინალში “არსენალის” გამარჯვების შემდეგ გაირკვა, რომ უეფას ევროპის ლიგის მომდევნო გათამაშებაში “ლივერპული” ტურნირს ჯგუფური ეტაპიდან, “საუთჰემპტონი” კი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუერთდება.
ასოციაციის თასის ფინალი:
“არსენალი” — “ასტონ ვილა” 4:0 (1:0)
გოლები: უოლკოტი 40′, სანჩესი 50′, მერტეზაკერი 62′, ჟირუ 90+3′.
გაფრთხილებები: კლევერლი 14′, ჰატონი 33′, დელფი 37′, ვესტვუდი 52′, აგბონლაჰორი 83′.