ვენგერი: „ჟირუ ნამდვილ ცხოველად იქცა“

ლონოდნის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა გუნდის თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს პროგრესი აღნიშნა.

„ჟირუს ძალიან ძლიერი სხეული აქვს, ის ნამდვილი ცხოველია, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის მას ბევრი სერიოზული გამოწვევის მიღება დასჭირდა. ამავდროულად მან საკუთარი ტექნიკაც გააუმჯობესა. თუ ჩვენთან მოსულ ჟირუს დღევანდელ ჟირუსთან შეადარებთ, მიხვდებით, რომ მან ორჯერ მეტად მოუმატა“, – განაცხადა ფრანგმა.

შეგახსენებთ, რომ ოლივიე „არსენალში“ 2012 წელს გადაბარგდა.

ვენგერი „ჩელსის“ დამარცხებას აპირებს

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ჩელსისთან“ ინგლისის პრემიერლიგის 34-ე ტურის მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„რამდენიმეჯერ „ჩელსის“ დამარცხებასთან ახლოს ვყოფილვართ. კვირის მატჩი თამაშის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. ახლა მოგებათა სერია გვაქვს, სახლში ვთამაშობთ და „ლურჯების“ დამარცხების შესაძლებლობა არსებობს. წინ ახალი გამოცდა გველის, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ“, – განაცხადა „არსენალის“ დამრიგებელმა.

“არსენალი” შნეიდერლინდის ყიდვას შეეცდება

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ზაფხულში, “საუთჰემპტონიდან” მორგან შნეიდერლინის შეძენას აპირებენ.

“მეთოფეთა” სამწვრთნელო შტაბი დიდი ხანია ინტერესდება ფრანგით, რომელსაც “წმინდანები” 20 მილიონ ფუნტზე ნაკლებ არ აფასებენ.

მიუხედავად ფრანცის კოკელენის ბოლო მატჩებში წარმატებისა, ვენგერს მიაჩნია, რომ ნახევარდაცვაში ბევრი ფეხბურთელია საჭირო.

დედაქალაქელებს კონკურენციას ფრანგისთვის ჩრდილოელი მეზობლები, “ტოტენჰემელები” გაუწევენ.

გარდა ამისა, 25 წლის ნახევარმცველის სიტუაციას აკვირდებიან “ჩელსი” და “მანჩესტერი”.

მიმდინარე სეზონში, 24 მატჩში შნეიდერლინმა 3 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი პასი გააკეთა.

უელბეკი: „ვან გაალის კრიტიკა? ყველას თავისი აზრი აქვს“

ლონდონსი „არსენალის“ თავდამსხმელი დენი უელბეკი თავისი ყოფილი გუნდის ამჯამინდელი მთავარი მწვრთNელის ლუი ვან გაალის მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა.

„ყველას თავისი აზრის უფლება აქვს. არიან ადამიანები, რომელთა აზრიც არ მოგწონს. ცხოვრება და ფეხბურთი ასეთია, ამას უნდა შვეეგუოთ.

როდესაც პროფესიონალი ფეხბურთელი ხარ, ძლიერი ხასიათი უნდა გქონდეს, რადგან ბევრი შნეი მწყობრიდან გამოყვანას შეეცდება. მოთამაშე მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყოს“, – განაცხადა უელბეკმა.

“არსენალი”: ოთხწლიანი კონტრაქტი მილნერს

ლონდონის “არსენალი” ყურადღებით აკვირდება ჯეიმს მილნერის კონტრაქტს, რათა თავისუფალი აგენტის გახდომის შემდეგ შეთავაზება გაუკეთოს.

London Evening Standard-ის ინფორმაციით, “მეთოფეები” ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრს ოთხწლიან ხელშეკრულებას შესთავაზებენ. ვნახოთ, რას უპასუხებს ჯეიმსი მათ.

მილნერს ახლახან შესთავაზეს “ქალაქელებმა” სამწლიანი კონტრაქტი, კვირაში 80 ათასი ფუნტი ხელფასით.

ამდენად, გამოცდილი ფეხბურთელი გუნდის დატოვებასთან ახლოსაა. მას სურს ისეთ კლუბში გადასვლა, სადაც კარგი პირობებიც ექნება და სათამაშო დროც.

პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში, ჯეიმს მილნერმა 27 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამი გოლი და მიითვალა 6 საგოლე გადაცემა.

ვენგერი: “მსურს უოლკოტი დარჩეს”

“არსენალის” მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს სურს, რომ ინგლისელი ნახევარმცველი შეინარჩუნოს.

“დარწმუნებული ვარ, თეოს წინ ნათელი მომავალი აქვს. მსურს, დარჩეს,”-განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

“თეო ყოველ კვირას ძლიერდება. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბომბარდირების რეკორდის დამხობისკენ სწრაფვის სურვილი ექნება”.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ნახევარმცველს ლონდონელებთან ხელშეკრულება 2016 წლამდე აკავშირებს.

პატარა ბავშვის საოცარი რეაქცია სანტი კასორლას დანახვაზე (ვიდეო)

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი სანტი კასორლა ლონდონში პატარა ბავშვებს შეხვდა. ესპანელი ნახევარმცველის დანახვაზე, ერთ-ერთ პატარა ბიჭს საოცარი რეაქცია ჰქონდა.

“არსენალი” მზადაა გუნდოგანს გაუმჯობესებული წინადადება შეთავაზოს

“მეთოფეები” ზაფხულში გერმანიისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის დამატებას ეცდება.

ავტორიტეტული გამოცემა, Kicker იტყობინება, რომ სეზონის ბოლომდე “არსენალი” გერმანულ გუნდს ილკაი გუნდგოგანზე ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.

ახლა, ლონდონურ გუნდს ფეხბურთელის დამატების კარგი შანსი აქვს. როგორც იცით, “ბორუსია” ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, რის გამოც, დიდი ალბათობით, ზაფხულში ბუნდესლიგის გუნდს ბევრი ლიდერი გამოეთხოვება. გუნდოგანის მსგავსად, ახალი სეზონისთვის კლუბს მათს ჰუმელსიც შეიცვლის.

შეგახსენებთ, რომ გუნდოგანის დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდება. “წითელმა ეშმაკებმა” ილკაი 16 მილიონად შეაფასეს, რადგან მას გუნდთან კიდევ სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.

აქვე დავამატებთ, რომ ბუნდესლიგაში გუნდოგანმა 26 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამჯერ და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ხუანფრანმა „არსენალის“ ორი წინადადება უარყო

მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ხუანფრანის თქმით, მას ლონდონის „არსენალში“ გადასვლის შანსი ჰქონდა.

გასულ წელს „მეთოფეები“ მადრიდელებთან მოლაპარაკებებსაც იწყებდნენ, თუმცა ბოლოს ყურადღება მატიე დებუშიზე გადაიტანეს.

„ატლეტიკოს“ ჩემი გაშვება არ სურდა და დარჩენაც მთხოვა. გული მკარნახობდა, რომ არ უდნა წავსულიყავი, შესაბამისად, „არსენალის“ ორი წინადადება ვუარყავი“, – განაცხადა ხუანფრანმა.

“არსენალი” და “ლივერპული”: მზადება ხმამაღალი გაცვლისთვის?

ინგლისური გუნდები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ საინტერესო გაცვლას აპირებენ.

როგორც ცნობილი გახდა ბრიტანული პრესისთვის, “არსენალმა” და “ლივერპულმა” ზაფხულში შეიძლება, საკმაოდ საინტერესო გაცვლა გააკეთონ.

კლუბები მზად არიან, დაიწყონ მოლაპარაკება თეო უოლკოტისა და რაჰიმ სტერლინგის გაცვლაზე. ამას გარდა, ლონდონელები ახალგაზრდა ფეხბურთელში სოლიდურ 20 მილიონ ფუნტს ჩამოდიან.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ტალანტს “ლივერპულთან” კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. ინგლისელი არ აპირებს თანამშრომლობის გაგრძელებას “წითლებთან”.

ადრინდელი ინფორმაციით, რაჰიმმა თქვა, რომ ის არ იყო წინააღმდეგი, კარიერა რომელიმე წამყვან ლონდონურ გუნდში გაეგრძელებინა. ამგვარად, “არსენალს” სტერლინგის გაფორმების კარგი შანსი აქვს.

თავის მხრივ, “ლივერპული” უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია თეო უოლკოტით, რომლის ყიდვასაც ლუის სუარესის დახმარებითაც ცდილობდა. თუმცა, გარიგება არ შედგა, ლუისი დარჩა “ლივერპულში” და მეორე წელს, ურუგვაელი კატალონიურ “ბარსელონას” შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ მერსისაიდული გუნდი ნიჭიერი ტალანტების ნაკლებობას არ განიცდის. სტერლინგით “არსენალის” გარდა, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “მანჩესტერ სიტი”, “ჩელსი”, “რეალი” და “ბაიერნი” ინტერესდებიან.

“ჩელსი” ჩეხს “არსენალში” არ გაუშვებს

როგორც ჩანს, “მეთოფეებს” აღარ უნდა ჰქონდეთ იმედი, “არისტოკრატთა” ვეტერანი მეკარის გადაბირების.

“პენსიონერებმა” გააფრთხილეს “ემირეითსის” ბინადრები, რომ ჩეხ მეკარეს კონკურენტ გუნდში არ გაასხვისებენ.

“პიტერ ჩეხი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. კარგი იქნება მისი შეძენა, მაგრამ ამავდროულად, რთული,”-აცხადებს ლონდონელთა წყარო.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში ჩეხმა მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა.

32 წლის მეკარემ განაცხადა, რომ ის არ აპირებს სათადარიგოთა სკამზე დაჯდომას, რადგან სათამაშოდ მეტი დრო სურს.

ჰენდერსონი: „არსენალმა“ მატჩი კარგად დაიწყო“

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა ჯორდან ჰენდერსონმა „არსენალთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„არსენალმა შეხვედრა კარგად დაიწყო. ამისთვის მზად ვიყავით. მეტოქეს უამრავი მომენტი შეექმნა. ვთვლი, რომ თამაშის სცენარის შეცვლა გამოგვივიდოდა, თუ მეორე ტაიმში სწრაფი გოლის გატანას მოვახერხებდით“, – განაცხადა მერსესაიდელთა შუახაზელმა.