ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფეხბურთელების ხელფასების ზრდაზე ისაუბრა.
“საინტერესო იქნებოდა ინგლისის 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრების 20 წლის წინანდელი, 10 წლის წინანდელი და დღევანდელი ანაზღაურების შედარება. შემდეგ იგივე ანალიზი უნდა გავაკეთოთ ხუთი წლის განმავლობაში ინგლისის 16 წლამდე ნაკრების ფეხბურთელებთან მიმართებაში.
შოკში ჩავარდებით, როდესაც გაიგებთ, რამდენს გამოიმუშავებს 18 წლის ჩვეულებრივი მოთამაშე”, – ციტირებს ვენგერის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.