რამდენს გადაიხდის „ბაიერნი“ ვიდალის სანაცვლოდ? – ფასი ცნობილია

ევროპული პრესა ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის მიუნხენის „ბაიერნში“ ტრანსფერის დეტალებს ასაჯაროვებს.

როგორც ბრიტანული გამოცემა „The Guardian“-ი წერს, ჩილელი შუახაზელის სანაცვლოდ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა 37 მილიონის გადახდას აპირებს. გარდა ამისა, ბონუსების სახით, „ბაიერნი“ 3 მილიონის დამატებასაც გეგმავს.

ახალ კლუბში არტუროს ხელფასი კვირაში 130 ათას ევროს შეადგენს.

სავარაუდოდ, აღნიშნულ ტრანსფერს მხარეები მიმდინარე კვირის ბოლომდე დაადასტურებენ. სულ მალე ვიდალი სამედიცინო შემოწმებასაც გაივლის.

ვიდალი “იუვენტუსს” დაემშვიდობა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი კლუბსა და ტიფოზებს დაემშვიდობა.

“ეს ჩემი კარიერის საუკეთესო წლები იყო. თქვენ, ქომაგები ყოველთვის ჩემ გვერდით იყავით. ყველანი მომენატრებით! ყველაფრისთვის მადლობას გიხდით”, – დაწერა ვიდალმა სოციალურ ქსელში.

უახლოეს პერიოდში ჩილელი ფეხბურთელი მიუნხენის “ბაიერნს” უნდა შეუერთდეს.

არტურო ვიდალი “იუვენტუსში” 2011 წელს ლევერკუზენის “ბაიერიდან” გადავიდა. ფეხბურთელმა “ბებერ სინიორასთან” ერთად ოთხჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი, გახდა ქვეყნის თასის მფლობელი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასიც დაისაკუთრა.

 

რამდენს შეადგენს „ბაიერნში“ არტურო ვიდალის ხელფასი?

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც ავტორიტეტული ტიალიური გამოცემა „Corriere dello Sport“-ი წერს, ფეხბურთელი მიუნხენურ კლუბს ოთხწლიანი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა, რომლის მიხედვითაც, სეზონში ის 6,5 მილიონ ევროს მიიღებს.

ახლა გერმანიის მოქმედ ჩემპიონს იტალიის ჩემპიონთან მოლაპარაკება დარჩა. მიუნხენელები ტურინელებს 30 მილიონ ევროს სთავაზობენ, მაშინ, როდესაც „იუვეს“ 10 მილიონით მეტი სურს.

ვიდალი მიუნხენშია

გერმანიის ჩემპიონები ჩილესა და “იუვენტუსის” ნახევარმცველის, არტურო ვიდალის წარმომადგენლებთან მართავენ მოლაპარაკებებს.

La Cuarta-ის ინფორმაციით, “მანჩესტერის”, “პსჟ”-ს და “არსენალის” სამიზნე გერმანიის ქალაქ მიუნხენშია, სადაც “ბაიერნის” წარმომადგენლებთან შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობენ.

კოპა ამერიკის ჩემპიონი ბუნდესლიგას საკმაოდ კარგად იცნობს. არტურო 2007-2011 წლებში ლევერკუზენის “ბაიერში” ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ “რეკორდმეისტერები” ბასტიან შვაინშტაიგერის “მანჩესტერში” გაშვების შემდეგ, ცენტრალური ნახევარმცველის ძიებაში არიან. 28 წლის ჰავბექის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

კოპა ამერიკის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი ვიდალი გახდა

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა.

ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი დაასახელეს.

120 წუთის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 53 გადაცემა გააკეთა (სიზუსტე 89%) და ორჯერ დაარტყა კარში. გარდა ამისა, ვიდალმა მატჩისშემდგომ სერიაში პენალტი ზუსტად შეასრულა.

 

ვიდალი: “ჩვენს ხალხს სჭირდება ასეთი გამარჯვებები”

2015 წლის კოპა ამერიკის ფინალურ მატჩში ჩილეს ნაკრებმა არგენტინა პენალტების სერიაში დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ ჩილელთა ერთ-ერთმა ლიდერმა არტურო ვიდალმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის ეს გამარჯვება ძალზედ მნიშვნელოვანია.

“ჩვენი ოცნება ახდა. თითოეულ მატჩში მაქსიმუმი გავიღეთ. ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას ასეთი გამარჯვებები. ჩილელი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ასეთი წარმატება. დამდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვიბრძოლებთ. დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ კონტინენტის საუკეთესო ნაკრები ვართ. ახლა ოჯახებს დავუბრუნდებით და დავისვენებთ”, – განაცხადა ვიდალმა მატჩის შემდეგ მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჩილეს ნაკრებმა კოპა ამერიკა ისტორიაში პირველად მოიგო.

 

ვიდალის აგენტი „არსენალის“ შესახებ საუბრობს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის აგენტი ფარნანდო ფელიჩევიჩი თავისი კლიენტის „არსენალში“ ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

„არსენალთან“ არანაირი კონტაქტი არ გვქონია. არტუროზე ჩვენ არ გვისაუბრია“, – განაცხადა ფელიჩევიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ჩილელის სახელს „არსენალსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ უკავშირებდნენ.

„არსენალმა“ ვიდალის ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღო

ცნობილი ბრიტანული გამოცემა „The Telegraph“-ი ლონდონის „არსენალის“ არტურო ვიდალისთვის ბრძოლიდან გამოთიშვაზე წერს, რადგან „იუვენტუსმა“ მის სანაცვლოდ საკმაოდ მაღალი თანხა მოითხოვა.

ვენგერი შუა ხაზში კოკელენის, უილშირისა და რემსის პროგრესზე ფიქრობს. ამასთან ერთად, მის შემადგენლობაში გამოცდილი არტეტა და ფლამინი თამაშობენ.

რაც შეეხება მორგან შნეიდერლენს, მისი ტრანსფერი ვიდალის გადასვლაზე უფრო ნაკლები დაჯდება და აქ „არსენალი“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ „საუთჰემპტონის“ მოთამაშისთვის კონკურენციას არ ჩქარობს.

იმავე გამოცემის ინფორმაციით, კლუბის სატრნაფერო ბიუჯეტი ამჟამად, დაახლოებით, ორმოცდაათ მილიონ ფუნტს შეადგენს, ამიტომაც არსენ ვენგერი ამ თანხის მაქსიმალურად სასარგებლოდ დახარჯვას აპირებს.

“არსენალი” მზადაა “იუვენტუსის” “უარყოფითი” ლიდერი შეიძინოს

“მეთოფეები” კვლავ იჩენენ ინტერესს არტურო ვიდალის მიმართ.

ბრიტანული მედიის ცნობით, “არსენალი” ალექსის სანჩესს ჩილელი პარტნიორის მოყვანას უპირებს. მიუხედავად ვიდალის სასამართლოს პრობლემებისა, ლონდონელებს მაინც სურთ გამოცდილი შუახაზელის დამატება.

შეგახსენებთ, რომ ავტოავარიის შემდეგ, არტურო ვიდალზე ბევრმა უარი თქვა. შეთავაზება გააუქმა მადრიდის “რეალმა” და “მანჩესტერ იუნაიტედმა”.

თუმცა, ეს უარყოფითი ფაქტორი არ უშლის არსენ ვენგერს 28 წლის ნახევარმცველის მიმართ დაინტერესებაში. “არსენალმა” ტრანსფერისთვის 30 მილიონი გაამზადა.

გასულ სეზონში, არტურო ვიდალმა სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა. გაიტანა შვიდჯერ და ოთხჯერ ზუსტი პასი გააკეთა.

ვიდალს კიდევ ერთ ბრალდებას უყენებენ

არტურო ვიდალს კიდევ ერთხელ მოუწვს ჩილეს სასამართლოში მისვლა და პოლიციელთა წინაშე წარსდგომა.

16 ივნისს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი არტურო ვიდალი მანქანას მართავდა, ფერარით კი ავტოავარიაში მოყვა. ფეხბურთელს მართვის მოწმობა ოთხი თვით ჩამოერთვა.

ინფორმაციის თანახმად, ვიდალის პრობლემები აქ არ მთავრდება. რვა ივლისს, 28 წლის შემტევს კვლავ მოუწევს სასამართლოში, პოლიციელთა წინააღმდეგ თავის გამართლება. დაკავების დროს, არტურო ჩილეს პოლიციის სერჟანტს, ოსვალდო პესოას უყვიროდა.

პესოას წინააღმდეგ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის, “იუვენტუსის” შუახაზელს 61 დღიანი პატიმრობა ემუქრება.

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვიდალის ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის არტურო ვიდალის ტრანსფერზე უარის თქმა გადაწყვიტა.

როგორც „სქაი სპორტსი“ ვარაუდობს, მანჩესტერელებმა ფეხბურთელისადმი ინტერესი მას შემდეგ დაკარგეს, რაც ის არაფხიფხიზელ მდგომარეობაში ავარიაში მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი ვიდალის კაზინოდან დაბრუნების შემდეგ მოხდა. ჩილეს სასამართლომ ფეხბურთელს მართვის მოწმობა ოთხი თვით ჩამოართვა.