“ბარსელონამ” “ატლეტიკი” მარტივად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ლა ლიგა სანტანდერის 29-ე ტურში კატალონიის “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” ბილბაოს “ატლეტიკი” მიიღო.

მატჩი კატალონიელთა დაპირისპირებით წარიმართა. ანგარიში მას შემდეგ გაიხსნა, რაც ხორდი ალბა საჯარიმოში მარტო დარჩენილ პაკო ალკასერს მისცა პასი და ამ უკანასნელმაც მარტივად გაუტანა კეპას. ამ ტაიმშივე გავიდა მეორე გოლიც – უსმან დემბელეს პასის შემდეგ, ლიონელ მესიმ შესანიშნავი დარტყმით გაიატანა. მეორე ნახევარში ისევ იყო მომენტები, თუმცა გოლი აღარ გასულა. საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით, 2-0 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ მასპინძლებს 75 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან. რაც შეეხება ბასკურ გუნდს, მას 35 ქულა დაუგროვდა და მეცამეტე პოზიციაზე იმყოფება.

“ატლეტიკი” ადასტურებს: უცნობმა მხარემ ლაპორტეს გამოსასყიდი თანხა გადაიხადა

ბილბაოს “ატლეტიკის” ოფიციალური ვებ-გვერდის მიერ გავრცელებული ცნობების მიხედვით, გუნდის ვარსკვლავმა, აიმერიკ ლაპორტემ კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონტრაქტის გაწყვეტისთვის საკმარისი თანხა გადაიხადა.

ოფიციალური წყარო აღნიშნავს, რომ ეს ყოველივე თავად ფეხბურთელის სურვილით მოხდა და ლაპორტეს, რომელიც 2009 წლიდან გამოდის “ატლეტიკში”, ყოველივე საუკეთესოს უსურვებს.

როგორც იცით, ბოლო დროს უცხოურ პრესაში საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ “მანჩესტერ სიტის” ინტერესზე ფრანგი ფეხბურთელის მიმართ და დიდი ალბათობით, სწორედ “ქალაქელებმა” გადაიხადეს კონტრაქტის გაწყვეტისთვის საჭირო 65 მილიონი ევროც.

ისკო: “რეალს” ისეთივე წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია, როგორც – შარშან”

გუშინ ლა ლიგა სანტდანერის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” ნახევარმცველი, ისკო ალარკონი ესაუბრა.

“როცა შედეგი აგვიანებს, მაშინვე იტყვიან, რომ შემადგენლობა შესუსტდა. თუმცა, ჩვენი გუნდი წინა სეზონის მსგავსად, წელსაც ძალიან ძლიერია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტრავმების გამო, სრული კოლექტივის გამოყენება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. შეგვიძლა, ნებისმიერ მეტოქესთან გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.”

“დღევანდელი დღე იყო იმის მაგალითი, რომ გოლების ნაკლებობას განვიცდით. მომენტებს ვქმნით, თუმცა ბოლო ფაზა გვიჭირს. შარშან, რამდენიმე შეხვედრაში ბოლო წუთებზე გავიტანეთ და წელს იღბალი არ გვწყალობს. წინ მნიშვნელოვანი თამაშებია. ნურც მსოფლიო ჩემპიონატი დაგვავიწყდება, რომელზე წარმატების მიღწევაც თავდაჯერებულობის განმტკიცებაში დაგვეხმარება,” – ამბობს ისკო.

კაზემირო: “ბევრი მომნტი შევქმენით, თუმცა ბურთს კარში შესვლა არ უნდოდა”

გუშინ ლა ლიგა სანტდანერის მე-14 ტურში მადრიდის “რეალი” ბასკეთში ბილბაოს “ატლეტიკს” ესტუმრა და მეტოქესთან უგოლო ფრე ითამაშა.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” საყრდენი, კაზემირო ესაუბრა.

“გვქონდა შანსი, რომ “ბარსელონას” ფრე (2:2 “სელტასთან”) გამოგვეყენებინა და ჩამორჩენა შეგვემცრიეინა. ცდას არ ვაკლებდით. კარგადაც ვითამაშეთ და ბევრი მომენტი შევქმენით. თუმცა ეს ფებურთია და ზოგჯერ ბურთს კარში შესვლა უბრალოდ არ უნდა. მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ასე ყოველთვის არ მოხდება. შრომა უნდა გავაგრძელთ და წარმატებაც მოვა.”

“ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რაც ახლაც ვაჩვენეთ. კარგი ისაა, რო ყველა ცდილობს, თამაშის შანსი მოიპოვოს. ბელი როცა დაბრუნდება, ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ბილბაოს სტაიონზე თამაში რთულია. ბოლო ხუთი წუთის გარდა, ფაქტობრივად, მთლიანად ვდომონირებდით. მომავალში გაგვიმართლებს,” – ამბობს კაზემირო.

ერნესტო ვალვერდემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, რომელსაც საკმაოდ აქტიურად უკავშირებდნენ “ბარსელონას”, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

“კლუბის პრეზიდენტისთვის არასოდეს მითქვამს, რომ “ატლეტიკიდან” წასვლა მინდოდა.

ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ეს ყველასათვის ნათელი იყოს. როდესაც ჩვენ ამ თემაზე ვისაუბრებთ და გადაწყვეტილებასაც მივიღებთ, ამის შესახებ აუცილებლად გაცნობებთ.

ჯერ ჩვენი სეზონი არ დასრულებულა. ევროსარბიელის ბილეთებისთვის ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. ახლა მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ,” – აცხადებს ვალვერდე.

“ლივერპულის” სამიზნემ, ინაკი უილიამსმა ჭორებს უპასუხა

ბრიტანული “ლივერპულისა” და კიდევ რამდენიმე ევროპული გრანდის სამიზნემ, ინაკი უილიამსმა მასთან დაკავშირებულ ჭორებს უპასუხა და აღნიშნა, რომ პირველ რიგში კლუბის პრეზიდენტთან აპირებს საუბარს.

“უპირველესყოვლისა, მინდა კლუბის პრეზიდენტს გავესაუბრო,” – აცხადებს უილიამსი Sportium-ის ჟურნალისტებთან საუბრისას.

“პრესაში ბევრს, ძალიან ბევრს წერენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ. თუ რომელიმე კლუბს ჩემი გადაბირება სურს, ეს იმიტომ, რომ ჩემს საქმეს კარგად ვაკეთებ. ძალიან იღბლიანი ვარ.

თუ ხვალ კლუბის დატოვება მომიწევს, “ატლეტიკთან” ძალიან გულწრფელი ვიქნები, ყველაფერს გავუმხელ. მათ ჩემთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთეს. ამიტომაცაა აქ დარჩენა ჩემი პირველი არჩევანი.”

“ბარსელონამ” “ატლეტიკი” გაანადგურა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “კამპ ნოუზე” “ბარსელონამ” “ატლეტიკი” მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. მე-18 წუთზე პაკო ალკასერმა გახსნა ანგარიში. პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ნახევარში, 67-ე წუთზე ალეიშ ვიდალმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. კატალონიელები ამ გამარჯვებით მეორე ადგილზე არიან, 45 ქულა აქვთ და, მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ქულით ჩამორჩებიან მადრიდის “რეალს”, რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება ბილბაოს კლუბს, ბასკები 32 ქულით მერვე პოზიციაზე იმყოფებიან.

 

 

“ბარსელონას” ხელმძღვანელები სეზარ ასპილიკუეტას გადაბირებას აპირებენ

ლონდონის “ჩელსის” მცველი, სეზარ ასპილიკუეტა “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში მოექცა. ამ ინფორმაციას ინგლისური Telegraph ავრცელებს.

წყაროს ცნობით კატალონიელები კარგა ხნის მანძილზე აკვირდებოდნენ ამ ფეხბურთელის გარშემო არსებულ სიტუაციას. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კონტეს გეგმებში ასპილიკუეტას ადგილი არ იძებნება, რამაც კატალონიური მხარის გააქტიურება გამოიწვია.

აქამდე კი ვრცელდებოდა ხმები, რომ სეზარის გადაბირების სურვილი “ატლეტიკსაც” გააჩნდა. გეტყვით იმასაც, რომ ლაპორტას “სიტიში” გაყიდვის შემდეგ ბასკური კლუბის ბანკი საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხას შეიცავს.

ბილბაო ადასტურებს: აიმერიკ ლაპორტეს ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

აიმერიკ ლაპორტეს, ბილბაოს “ატლეტიკის” ახალგაზრდა მცველს ლაზარეთში საკმაოდ დიდი დროის გატარება მოუწევს, რისი მიზეზიც ესპანეთის ეროვნული ნაკრების რიგებში თამაშისას მიღებული ტრავმაა.

კლუბის განცხადებაში ვკითხულობთ: “პირველადი დათვალიერების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აიმერიკ ლაპორტეს წვივის ძვალი და მარჯვენა კოჭი აქვს ნაღრძობი.

ბილბაოში დაბრუნებისთანავე მას სპეციალური გამოკვლევა ჩაუტარდება, რომლის შემდეგაც გავიგებთ, თუ რამდენი ხნის გაცდენა მოუწევს მას.”

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ლაპორტე საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებოდა, მისი გადაბირება კი პეპ გვარდიოლას სურდა. თუმცა ტრავმამ შესაძლოა პეპის გეგმები შეცვალოს.

“სიტი” მზადაა ლაპორტეს გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა გადაიხადოს

თუ ესპანურ გამოცემა Marca-ს დავუჯერებთ, ინგლისური “მანჩესტერ სიტი” კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ბილბაოს” ატლეტიკის” მცველს, აიმერიკ ლაპორტეს.

წყაროს ცნობით, მანჩესტერელები მზად არიან ესპანელი ფეხბურთელის გამოსყიდისთვის საჭირო თანხა გადაიხადონ, რომელიც დაახლოებით 50 მილიონ ევროს უდრის.

როგორც იცით, “მანჩესტერ სიტის” მომავალი თავკაცი, პეპ გვარდიოლა უკვე შეხვდა “ქალაქელთა” ხელმძღვანელებს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ესპანური ჟურნალის ინფორმაციით, სწორედ ლაპორტე იქნება პეპის პირველი შენაძენი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლაპორტეს საკუთარი გუნდისთვისაც სურს სარგებლის მოტანა, ამიტომაც 50 მილიონზე ნაკლები თანხის შემოთავაზების შემთხვევაში ის უარის თქმას აპირებს. ლაპორტეს კონტრაქტი “ატლეტიკთან” 2019 წელს იწურება.

მორატა: “არიც ადურისი ესპანეთის ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს”

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი, ალვარო მორატო თვლის, არიც ადურისი, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს, ესპანეთის ეროვნული ნაკრებიდან მოწვევას იმსახურებს.

ადურისმა 2015/16 წლების სეზონში ბასკური კლუბის მაისურით 31 გოლის გატანა მოახერხა, რაც შესანიშნავი შედეგია. ამასთანავე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ესპანელი ფორვარდი 35 წლის არის.

“პირადად მას არც თუ ისე კარგად ვიცნობ, თუმცა ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ტიპია. ის ნამდვილად იმსახურებს ნაკრებში გამოძახებას შესანიშნავი ასპარეზობიდან გამომდინარე.”

ალვარო მორატა იმედოვნებს, ის საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე შესძლებს თამაშს:”რთულია, თუმცა მჯერა რომ მე ამას შევძლებ. რაც შეეხება ჯგუფს – საკმაოდ კარგია. სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილისთვის სრულიად მზად ვარ.”

“ატლეტიკის” თავკაცი მის გარშემო არსებულ ჭორებს გამოეხმაურა

“ბილბაოს” ატლეტიკის მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე ესპანურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც მისი გადაბირება მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას სურდა.

ვალვერდეს ზიდანის ჩამნაცვლებლად მოისაზრებენ, რომელმაც ფლორენტინო პერესის ნდობა საკმაოდ მოკლე ხანში დაკარგა. აქვე გეტყვით, რომ “რეალს” მაურისიო პოჩეტინო და იოაჰიმ ლიოვიც დაუკავშირეს.

“ამ დროისთვის არაფერი ვიცი. მათ ერთხელაც არ დაურეკავთ, შესაბამისად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ.” – განაცხადა ბასკური გუნდის თავკაცმა.