ჟერარ პიკე ესპანური კლუბის მფლობელი გახდა

“ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე საფეხბურთო კლუბ “ანდორას” მფლობელი გახდა, რომელიც ესპანეთის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში ასპარეზობს.

პიკეს კომპანია Kosmos-მა “ანდორას” 200 ათასი ევროს ღირებულების ვალდებულება დაფარა. დღეს გამართულ ასამბლეაზე კლუბის წევრებმა ჟერარ პიკე ხმათა 99,9 პროცენტით “ანდორას” ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

თურქმა ფეხბურთელმა მალდივიზე დასასვენებლად ავადმყოფობა მოიმიზეზა და მატჩი გააცდინა (ფოტო)

თურქი ფეხბურთელი “შატალოზე” წავიდა. “გალათასარაის” მცველმა სერდარ აზიზმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და კლუბის ხელმძღვანელობას სატელეფონო კავშირით ამცნო, რომ “სივასპორთან” გასამართ მატჩზე ვერ გამოცხადდებოდა.

სინამდვილეში აზიზი მალდივის კუნძულებზე ისვენებდა, თუმცა ფეხბურთელს მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ამის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა.

კლუბში სერდარ აზიზის საქციელით ძალზედ აღშფოთებულან და მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ მიუღიათ სანქცია – “გალათასარაიმ” 28 წლის ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

უნაი ემერის “არსენალში” ბანეგას ხილვა სურს

ლონდონის “არსენლმა” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, “სევილიადან” ევერ ბანეგა გადმოიბაროს.

“თოქსპორტის” ცნობით, “მეთოფეთა” მთავარ მწვრთნელ უნაი ემერის ძალიან სურს საკუთარ გუნდში არგენტინელი ფეხბურთელის ხილვა, რომელსაც “ვალენსიასა” და “სევილიაში” მუშაობის პერიოდში თავკაცობდა.

ლონდონელები ევერ ბანეგას ტრანსფერის გაჩარხვას ჯერ კიდევ ზაფხულში ცდილობდნენ, თუმცა მაშინ გარიგება ჩაიშალა. 30 წლის ნახევარმცველის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა.

ევერ ბანეგამ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩში სამი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინაში დაბრუნდეს

გიორგი არაბიძე შესაძლოა, უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელით ჩერნიგოვის “დესნა” გახლავთ დაინტერესებული, რომელიც ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს.

გიორგი არაბიძემ პროფესიული კარიერა თბილისის “ლოკომოტივში” დაიწყო, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 33 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და რამდენიმე უცხოური კლუბის ყურადღება მიიპყრო. არაბიძემ 2015 წელს კარიერა დონეცკის “შახტარში” გააგრძელა, თუმცა უკრაინული კლუბის მთავარ გუნდში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. 2017 წელს არაბიძეს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა. მას “ჯვაროსანთა” რიგებში ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში სამი ბურთი აქვს გატანილი.

2018 წლის ზაფხულში გიორგი არაბიძე “შახტარიდან” პორტუგალიურ “ნასიონალში” გადაბარგდა”, თუმცა პირინეის ნახევარკუნზულზე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხი ვერ მოიკიდა. მას მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი შეხვედრა აქვს ჩატარებული.

“დესნას” უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიცია უკავია.

მესიმ რონალდუს უპასუხა: “ახალი გამოწვევებისთვის ლიგის შეცვლა არ მჭირდება”

რამდენიმე კვირის წინ ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ში ლიონელ მესის გადმოსვლა ისურვა:

“კარგი იქნებოდა, თუ მესი ჩემ მსგავსად მოიქცეოდა და ახალ გამოწვევას მიიღებდა, თუმცა თუ ის “ბარსელონაში” ბედნიერია, მის არჩევანს პატივს ვცემ”.

ლეო მესიმ რონალდუს ამ მოწვევაზე კომენტარი “მარკასთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

“არანაირი ცვლილება არ მჭიდება. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდში ვთამაშობ, სადაც ახალი გამოწვევები ყოველწლიურად ჩნდება. ახალი მიზნებისთვის გუნდის ან ლიგის გამოცვლა არ მჭიდება. სახლში ვარ, საუკეთესო გუნდში ვთამაშობ და რაიმეს შეცვლის სურვილი არ მაქვს.

რონალდუსთან პრიმერადივიზიონში პაექრობა სასიამოვნო იყო. კრიშტიანუს დარი ფეხბურთელი ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. ჩვენი ორთაბრძოლა საინტერესო იყო, მაგრამ მე მოედანზეც და მოედნის მიღმაც ჩემს გუნდზე ვარ ფოკუსირებული”.

რუმენიგე: “ალონსოსგან კარგი მწვრთნელი დადგება და იმედია, ის “ბაიერნში” დაბრუნდება”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე იმედოვნებს, რომ ჩაბი ალონსო გუნდში მწვრთნელის რანგში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა 2017 წელს პროფესიული კარიერა დაასრულა და ბავარიული გუნდი დატოვა. დღესდღეობით ის მადრიდის “რეალის” ბავშვთა გუნდს წვრთნის.

“მინდა, რომ ოდესღაც ჩაბი ალონსო “ბაიერნში” დაბრუნდეს. დღეს ის მწვრთნელის რანგში ვითარდება. ვფიქრობ, რომ მისგან კარგი სპეციალისტი დადგება. ალონსო ბუნებრივი ავტორიტეტით გამოირჩევა და კარიერის განმავლობაში საუკეთესო მწვრთნელებთან მოუწია მუშაობა”, – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს “კიკერი”.

ჩაბი ალონსო მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას 2014-დან 2017 წლამდე იცავდა.

აზერბაიჯანის ნაკრების თავკაცის პოსტზე ფერნანდო იეროს კანდიდატურას განიხილავდნენ

აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გურბალ გურბანოვის გათავისუფლების შემდეგ ქევყნის ფეხბურთის ფედერაცია ახალი სპეციალისტის ძიებაშია.

კანდიდატთა შორის დასახელებული იყო მადრიდის “რეალის” ყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო, თუმცა გაურკვეველი მიზეზის გამო აზერბაიჯანელებმა მასზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 50 წლის ფერნანდო იერო 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს თავკაცობდა, რომელიც ტურნირს მერვედფინალურ ეტაპზე რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებისას (1:1, პენ. 3:4) გამოეთიშა.

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები ბაქოში გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდე ნაკრები დღეს დილით ბაქოში გაემგზავრა, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანის 20-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრა 16 მაისს გაიმართება.

ვასილ მაისურაძემ შეკრებაზე 20 ფეხბურთელი მიიწვია. შეგახსენებთ, რომ ქართველმა 20-წლამდელებმა ბოლოს ალბანეთის ნაკრებთან ჩაატარეს ამხანაგური მატჩი და 3:0 დაამარცხეს მეტოქე.

მეკარეები: ლევან ისიანი (გაგრა), ნიკა ქავთარაძე (ვიტ ჯორჯია);

მცველები: ცოტნე ფაცაცია (მერანი), ნიკოლოზ ყურშავიშვილი (ცხინვალი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ანდრია ფურცელაძე (საბურთალო), იური ტაბატაძე (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ზაურ კერელეიშვილი (დილა);

ნახევარმცველები: ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გაბრიელ საღრიშვილი (სამგურალი), ლუკა ფოჩხუა (საბურთალო), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ლაშა ლეჟავა (სიონი);

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (ლოკომოტივი), დავით მუჯირი (ანტალიასპორი, თურქეთი), ნუგზარ სპანდერაშვილი (გაგრა), მიხეილ ერგემლიძე (დინამო თბ).

U21: საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა თურქული შეკრების დასკვნით დღეს ამხანაგური მატჩი ჩაატარა აზერბაიჯანთან და 1:1 ითამაშა. გია ცეცაძემ თავისი სადებიუტო მატჩისთვის გადახალისებული შემადგენლობა მოამზადა და რამდენიმე ახალწვეულსაც პირველად მისცა შანსი. შეხვედრაში პირველი ტაიმის მიწურულს მეტოქე დაწინაურდა – შორიდან დარტყმული ბურთი გიორგი ახალაძეს მოხვდა ფეხზე და შორეულ კუთხეში ჩაეშვა. გამთანაბრებელი გოლი ბექა მიქელთაძემ თავურით შეაგდო. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა უფრო გამოიკვეთა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

21-წლამდე ნაკრების სასტარტო შემადგენლობა: ჩოჩიშვილი, ნადირაძე, ქანთარია, კობოური, ახალაძე, სამურკასოვი, ბაშელეიშვილი, შულაია, რუხაძე, არველაძე, მიქელთაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: შოვნაძე, ჩაჩუა, კამლაძე, გიორბელიძე, კუცია, ხარებაშვილი, მაჭარაშვილი, გადრანი, საღრიშვილი, ღუდუშაური.

Gff.Ge

U17: საქართველოს ქალთა ნაკრები აზერბაიჯანთან დამარცხდა

19 ნოემბერს, საქართველოს გოგონათა 17-წლამდე ნაკრებმა აზერბაიჯანთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. შეხვედრა თბილისში, ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ჩატარდა და აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი მე-12 წუთზე უმვისა ალიევამ გაიტანა.

გუნდებს შორის 17 ნოემბერს გამართული პირველი ამხანაგური მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

U17 | საქართველო ქ – აზერბაიჯანი ქ 0:1

თბილისი, ტექნიკური ცენტრი „ბასა“

საქართველო ქ: გაბელაია, ქადაგიშვილი, ჯოჯუა, რაუხი, მინაძე, დანელია, ეჯიბია (30’ გოცირიძე), ბებია, წულაია (39’ ბოლქვაძე), წოწერია (60’ ხარბედია), მწყერაშვილი

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, ცაავა, აკობიძე, მჟავია, გურიელიძე, რომანჩუკი

მთავარი მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

აზერბაიჯანი ქ: ალიევა, გოზალოვა, გურბანოვა, მირზალიევა, ნიფტალიევა (74’ ალიევა), ერსოი (44’ აჰმადუ), აბდულრაჰმანოვა, ალიევა, რაჰიმოვა, აბულაშვილი (70’ მაჰმადოვა), ნემატოვა

სათადარიგო შემადგენლობა: ასკარზადე, ელდაროვა, ალიზადა, მურადოვა, საფარალიევა

მთავარი მწვრთნელი: სიასატ ასგაროვი

მსაჯები: გიორგი ვარდიძე, ქეთევან გაიპარაშვილი, ხათუნა მაისურაძე

გოლები: 0:1 ალიევა (12)

Gff.Ge

გრიზმანი: “ყარაბახი” თავს კარგად იცავდა და საჯარიმოში არსებული ბარიერის გადალახვა გაგვიჭირდა”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრაში მადრიდის “ატლეტიკო” აზერბაიჯანულ “ყარაბახს” ესტუმრა და ნულოვანი ფრე ითამაშა.

დაპირისპრიების შემდეგ ჟურნალისტებთან “ბლანკოსის” ლიდერმა, ანტუან გრიზმანმა ისაუბრა.

“რთული თამაში გამოდგა. მეტოქე ძალიან ღრმად იყო ჩამჯდარი საჯარიმოში და ბარიერის გადალახვა გვიჭირდა. შანსები გვქონდა, თუმცა ბოლო მომენტში სათანადოდ ვერ ვთამაშობდით. მომენტების რეალიზებაზე აუცილებლად უნდა ვიმუშავოთ.”

“თადარიგში სამი თამაშია. აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ წარმატებულად გამოვიდეთ და ჯგუფიდან გასვლა შევძლოთ,” – ამბობს ფრანგი.

საქართველოს 16 წლამდე ნაკრები აზერბაიჯანელ თანატოლებთან ორ სპარინგს გამართავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან.

შეთანხმების მიხედვით, 16 და 19 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს აზერბაიჯანელ თანატოლებთან.