ხამესი: “ბაიერნთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მსურს”

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ხამეს როდრიგესმა თავის უახლოეს მიზნებზე ისაუბრა.

“ჩვენ ერთიანი გუნდის გვყავს და ყველაფერი არის შესაძლებელი. მსურს, ამ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოვიგო. ბევრი ჭორია ჩემს ირგვლივ, თუმცა ბედნიერი ვარ ბავარიულ კლუბში ასპარეზობით. მხოლოდ “ბაიერნზე” ვფიქრობ. როცა გასულ სეზონს ვიხსენებ, სასიამოვნო გრძნობა მეუფლება. თუმცა, მეტი ტიტულის მოგება მსურს. რაც მთავარია, მინდა, წარმატებაში დიდი წვლილი შევიტანო,” –
ამბობს ხამესი.

ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

მადრიდის “რეალის” მიერ მიუნხენის “ბაიერნში” განათხოვრებულმა ხამეს როდრიგესმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, 27 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი 2018/19 წლების სეზონსაც “ბავარიასი” გაატარებს ორწლიანი არენდის წესით, რის შემდეგაც “ბაიერნს” მისი გამოსყდვა 46 მილიონად შეეძლება.

“ადვილი შესაძლებელია, აქ 2019 წლის ემდეგაც დავრჩე. ამ მომენტში მხოლოდ “ბაიერნზე” ვფიქრობ,” – აცხადებს როდრიგესი.

როგორც იცით, მადრიდის “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ძალიან ბევრს იწერებოდნენ ხამესის დაბრუნების ვარიანტზე, თუმცაღა ამ უკანასკნელმა ყველაფერი უარყო.

“პარი სენ-ჟერმენი” ჟერომ ბოატენგის ტრანსფერში სოლიდურ თანხას იხდის

“პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელებს ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფავორიტი ჰყავთ. Sky Sports-ის ცნობით, პარიზელები ყველაფერს აკეთებენ “ბაიერნის” მცველის, ჟერომ ბოატენგის, გულის მოსაგებად.

საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონები 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებას აპირებენ, რისთვისაც დაცვის ხაზის გაძლიერება სჭირდებათ. ახალი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ ნასერ ალ-ხელაიფი მზადაა, ნებისმიერი თანხა გაიღოს სასურველი მიზნის მისაღწევად.

ბრიტანული გამოცემების თანახმად “პარი სენ-ჟერმენმა” 50 მილიონ წინადადებაზე მიღებული უარის შემდეგ, ფსონი ოცი მილიონით გაზარდა. თუმცაღა “ბავარიელები” 80 მილიონს ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის გერმანელ მცველს ბოლო 7 სეზონი “ბაიერნში” აქვს გატარებული.

ნაბი კეიტა: “ლივერპულის” გამო “ბაიერნსა” და “ბარსელონას” ვუთხარი უარი”

მერსესაიდული “ლივერპულის” ახალწვეულმა ნაბი კეიტამ პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ “წითლებთან” ერთად მისი გადაბირების სურვილს “ბარსელონასა” და “ბაიერნის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამდნენ.

“ლივერპულში” გადასვლის შემდეგ მამაჩემი ხშირად მიყვებოდა, თუ როგორ მიყვარდა ბავშვობაში ეს კლუბი. ქუჩაში თამაშისას ყოველთვის ამ კლუბის მაისური მეცვა და რა თქმა უნდა, სტივენ ჯერარდს განვასახიერებდი. თუმცა ჩემს საყვარელ ფეხბურთელად მაინც ინიესტას დავასახელებდი.

რაც შეეხება რვა ნომერს, ეს ნომერი ყოველთვის მიყვარდა. მამაჩემიც რვა ნომრით თამაშობდა, რასაც ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც ვიცი, რომ სტივენ ჯერარდის ნომერია, თუმცა არ მინდა ზედმეტი დატვირთვა მივცე ამ ყველაფერს.

მართალია, რომ “ლივერპულის” გამო “ბაიერნსა” და “ბარსელონას” ვუთხარი უარი. აქ მოსვლამდე ძალიან ბევრს ვესაუბრებოდი მანეს, რომელთან ერთადაც ცხრა თვის მანძილზე ვთამაშობდი “ზალცბურგში”. იმედი მაქვს, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები,” – აცხადებს კეიტა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ალკანტარას ტრანსფერში სოლიდურ თანხას იხდის

“მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები მზად არიან, “ბარსელონას” “ბაიერნის” ვარსკვლავის, ტიაგო ალკანტარას, ტრანსფერში შეეცილონ. ამ ინფორმაციას Don Balon ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, ინგლისური კლუბი თანახმაა, 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერში 70 მილიონი ევრო გადაიხადოს მაშინ, როდესაც კატალონიელები მაქსიმუმ 60 მილიონის დახარჯვას აპირებენ.

წყაროს ცნობით, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერით “წითელი ეშმაკუნების” თავკაცი ჟოზე მოურინიოა დაინტერესებული, რომელიც ესპანელი ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარი გახლავთ.

“ბავარიელები” უპირატესობას, რა თქმა უნდა, “მანჩესტერ იუნაიტედს” ანიჭებენ. ახლა არჩევანი ფეხბურთელზეა.

“რეალი” ტიაგო ალკანტარას მატეო კოვაჩიჩის შემცვლელად მოისაზრებს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა მადრიდის “რეალის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული. ამ ინფორმაციას გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca ავრცელებს.

ასე რომ, “ბასელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, მომავალი სეზონიდან “ბლანკოსის” ღირსება დაიცვას. როგორც ჩანს, ალკანტარას მიმართ ინტერესს პირადად ხულიენ ლოპოტეგი გამოთქვამს.

გეტყვით იმასაც, რომ ლოპოტეგის ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა ალკანტარასთან ესპანეთის ნაკრებში მუშაობისას. მადრიდელები ალკანტარას მატეო კოვაჩიჩის შემცვლელად მოისაზრებენ. “ბაიერნი” ამ ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

“მანჩესტერ იუნაიტედი” “ბაიერნთან” ამხანაგურ მატჩს გამართავს

“მანჩესტერ იუნაიტედი” ზაფხულში გერმანიაში გაემგზავრება, სადაც ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ მატჩს გამართავს. “წითელი ეშმაკუნების” მეტოქე მიუნხენის “ბაიერნი” იქნება.

“იუნაიტედი” მიუნხენში ამხანაგურ მატჩს “ალიანც არენაზე” გამართავს შაბათს, 5 აგვისტოს. ჟოზე მოურინიოს გუნდი გერმანიის მოქმედ ჩემპიონს აშშ-ში ხუთი მატჩის გამართვის შემდეგ დაუპირისპირდება.

ინგლისური გრანდი გინესის თასზე იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან: “ამერიკა”, “სან ხოსე”, “მილანი”, “ლივერპული” და მადრიდის “რეალი”.

ლუკა ტონი: “იკარდი ამ კლუბისთვის ზედგამოჭრილია”

ლუკა ტონი თვლის, რომ მაურო იკარდი “ბაიერნისთვის” ზედგამოჭრილი ფეხბურთელია. 41 წლის ექს-ფეხბურთელი იკარდის რობერტ ლევანდოვსკის ღირსეულ ჩამნაცვლებლად მიიჩნევს.

“თუ ფეხბურთელს კლუბის დატოვება უნდა, მაშინ კლუბმა მას ხელი არ უნდა შეუშალოს,” – აცხადებს “ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავი Sport Bild-თან საუბრისას.

“ინტერში” მოთამაშე იკარდი ზედგამოჭრილია “ბაიერნისთვის”. ის დიდებული თავდამსხმელია და ყველაფერთან ერთად ლევანდოვსკიზე ახალგაზრდაც არის,” – დაამატა ლუკამ.

როგორც იცით, “რეკორდმაისტერი” ერთ-ერთია იმ კლუბთაგან, რომელსაც 25 წლის არგენტინელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდა (110 მილიონი ევრო) შეუძლია.

ოფიციალურად: “იუვენტუსმა” დუგლას კოშტა გამოისყიდა

ტურინის “იუვენტუსმა” დუგლას კოშტა მიუნხენის “ბაიერნისგან” სრულად გამოისყიდა. ამ ინფორმაციას იტალიელები ადასტურებენ.

“ბებერმა ქალბატონმა” “რეკორდმაისტერს” ბრაზილიელი შემტევის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაუხადა. კოშტა ტურინში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არაა საჯარო.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის მოთამაშე “გერმიოს” აღზრდილია. ის შემდეგ დონეცკის “შახტარში” თამაშობდა, საიდანა მიუნხენის “ბაიერნში” გადავიდა. გერმანელებმა კოშტა გასულ ზაფხულში “იუვეში” გაანათხოვრეს. მან სერია ა-ს 31 შეხვედრაში ოთხი გოლი შეაგდო.

ანჩელოტი “ნაპოლიში” “იუვენტუსის” ყოფილი ფეხბურთელის მიყვანას აპირებს

“ნაპოლი” მომავალ სეზონში ჩემპიონობისთვის აპირებს ბრძოლას. ნეაპოლიტანელებმა კლუბში უკვე მოიწვიეს ახალი თავკაცი, კარლო ანჩელოტი, რომელმაც პირველ რიგში თვალი არტურო ვიდალს დაადგა.

როგორც ცნობილი ხდება, “რეალის”, “მილანის,” პსჟ-ს”, “ჩელსისა” და “ბაიერნის” ყოფილი თავკაცი აქცენტს მებრძოლ ფეხბურთელებზე აკეთებს. საბრძოლო სულისკვეთება ჩილელ ფეხბურთელს ნამდვილად არ აკლია.

დღეს არტურო ვიდალს 31 წელი უსრულდება. მასსა და “რეკორდმაისტერს” შორის არსებულ კონტრაქტს კი ვადა 2019 წლის ივნისის თვეში ეწურება. ვიდალი “ბავარიას” 2015 წელს შეუერთდა 37.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

აქვე გეტყვით იმასც, რომ მარეკ ჰამშიკი საკმაოდ სერიოზულად ფიქრობს იტალიის დატოვებასა და კარიერის ჩინურ კლუბში გაგრძელებაზე.

ალაბას მამა და აგენტი: “არავისთვისაა საიდუმლო, რომ რეალი” დავიდის მიმართ ინტერესს იჩენს”

დავიდ ალაბამ მარტში განაცხადა, რომ ის ახალ გამოწვევას ეძებს. შესაბამისად, ავსტრიელი ამ ზაფხულში კარიერის გაგრძელების ერთ-ერთ ვარიანტად მიუნხენის “ბაიერნის” დატოვებას და სხვაგან გადასვლას მოიაზრებს. პოტენციურ ახალ კლუბად კი მადრიდის “რეალი” სახელდება. ამაზე ბევრმა გამოცემამ დაწერა.

ფეხბურთელის მამამ და აგენტმა, ჯორჯ ალაბამ თავის შვილის მიმართ “ბლანკოსის” ინტერესზე ისაუბრა.

“ყველამ იცის, რომ “რეალი” ნამდვილად არის დაინტერებული დავიდით. თუმცა, ახლა არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ვნახოთ, რა მოხდება ზაფხულში. ამ მომენტში ნამდვილად არაა იმის განხილვის დრო, თუ სად გადავა ჩემი შვილი. მადრიდული კლუბის ინტერესი კი საიდუმლო ნამდვილად არაა. თუმცა, ახლა დავიდი მხოლოდ სეზონის დასრულებას ელის,” – აცხადებს მიუნხენელთა მარცხენა მცველის მამა.

“ბაიერნმა” რენატუ სანჩეშის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ პრესასთან რენატუ სანჩეშის მომავალზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ამ უკანასკნელმა აწ უკვე გასული სეზონი “სუონსიში” გაატარა.

რენატუ სანჩეში “ბაიერნში” ბრუნდება. ნიკო კოვაჩი ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ძველი დიდება დაუბრუნოს,” – აცხადებს რუმენიგე ,” – აცხადებს რუმენიგე Münchener Merkur-თან საუბრისას.

“რენატუმ ორი ძალიან რთული სეზონი განვლო. დარწმუნებული ვარ, რომ ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულმა წარმატებამ მას, ოქროს ბიჭუნას, ყველაფერი გაურთულა.

ის მუდამ უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ თამაშობდა და ჩვენ მისი ყოველთვის გვჯეროდა. ასეა ახლაც,” – განმარტავს რუმენიგე.