სკოლარი: ,,მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ,,სელესაოს’’ თავდამსხმელი ნეიმარი დაიცვა, რომელსაც ლონდონის ,,ჩელსის’’ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ სიმულანტი უწოდა.

,,მოურინიო მედიას თავისი ინტერესების სასარგებლოდ იყენებს. მას ეს ძალიან კარგად გამოსდის. მოურინიო ხვდება, რომ ნეიმარმა თითქმის უკვე მიაღწია ლეო მესისა და კრიშტიანო რონალდუს დონეს. შესაძლოა, ,,ჩელსის’’ ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბარსელონა” შეხვდეს და პორტუგალიელი ამისთვის უკვე ემზადება, საზოგადოებაში მცდარ წარმოდგენებს ავრცელებს. მოურინიო სპეციალურად ამხედრებს საზოგადოებას ნეიმარის წინააღმდეგ. რას ვიზამთ, ეს მისი სტილია”, – ციტირებს სკოლარის სიტყვებს ,,გარდიანი”.

ბექა დოგრაშვილი

„ბარსელონას“ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის „რეალში“ გადასვლის საკითხი განიხილება“

ფიფას აგენტი ფრანსუა გალიარდო ამბობს, რომ „ბარსელონას“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი შესაძლოა უახლოეს მომავალში მადრიდის „რეალში“ აღმოჩნდეს.

„მომდევნო კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთი ფეხბურთელი საკუთარ თავს „რეალს“ შესთავაზებს. ის კატალონიურ კლუბში დარჩენის საჭიროებას ვეღარ ხედავს.

ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა ხუთეულში შედის. მომდევნო კვირაში „რეალი“ ამ საკითხს განიხილავს“, – ციტირებს ფიფას აგენტის სიტყვებს ესპანური სპორტული პორტალი „პუნტო პელოტა“.

ბექა დოგრაშვილი

ჯერალდინ კასტანიედამ „ბარსას“ გოგონას“ როლი მოირგო

პერუელმა მოდელმა ჯერალდინ კასტანიედამ არაერთხელ აღნიშნა, რომ ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ თავგადაკლული ქომაგია, კერძოდ კი ჩავი ერნანდესსა და ანდრეს ინიესტაზე აფანატებს.

ჯერალდინმა „ბარსას“ გოგონას“ როლი მოირგო და ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.

26 წლის მოდელმა აღიარა, რომ ფეხბურთელების გარდა მოსწონს კაცები, რომლებსაც იუმორის გრძნობა აქვთ.

სპორტული ვარჯიშებიდან ჯერალდინ კასტანიედა სირბილს ანიჭებს უპირატესობას.

გთავაზობთ აღნიშნულ ფოტოსესიას.