რივალდო: “იმისათვის, რომ მესი მარადონას გაუთანაბრდეს…”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რივალდომ, მოახლოებული მსოფლიო ჩემპიონატის წინ არგენტინის ნაკრებსა და ლეო მესიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მესი მანამ ვერ იქნება მარადონას დონის ლეგენდა არგენტინელებისთვის, სანამ მუნდიალს არ მოიგებს.

“იმ ყველაფრის გამო, რაც ლეო მესიმ კლუბთან და ეროვნულ ნაკრებთან გააკეთა, მესი მსოფლიო ფეხბურთის ნამდვილი ლეგენდაა. შეუძლებელია ამას რამე დაამატო. რა თქმა უნდა, არგენტინის ნაკრებისთვის მთავარი ვარსკვლავი მარადონა იყო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოაგებინა.

შესაძლოა, ამ მიზეზის გამო, არგენტინელები მარადონას უფრო დიდ ფეხბურთელად მიიჩნევდნენ, ვიდრე ლეო მესის. მიუხედავად იმისა რა აქვს გაკეთებული საკლუბო დონეზე.

ახლა ის ასი პროცენტით მზად არის. “ბარსელონაში” მოგებული ტიტულებით იმ კლუბის ფანები ხარობენ, ახლა არგენტინელები უნდა გაახაროს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ჩემპიონი გახდეს,” – აცხადებს რივალდო.

“ბარსელონას” პრეზიდენტი ვალვერდეს ლენგლესა და გრიზანის ტრანსფერებს დაპირდა

ანტუან გრიზმანი და კლემან ლენგლე მომავალ სეზონში “ბარსელონას” მაისურით ითამაშებენ – სწორედ ამას დაპირდა “ბლაუგრანას” სპორტული დირექტორი პეპ სეგურა გუნდის თავკაც ერნესტო ვალვერდეს.

როგორც ცნობილი ხდება, შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ვალვერდე პირველად სწორედ სეგურას შეხვდა. სადილისას საუბრის მთავარი თემა ანტუან გრიზმანისა და კლემან ლენგლეს ტრანსფერები გახლდათ.

Catalunya Radio-ს ცნობით, “ბარსელონა” უკვე შეუთანხმდა “დალაქებს” ლენგლეს ტრანსფერის თაობაზე. კატალონიელებს მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ.

რაც შეეხება ანტუან გრიზმანის საკითხს, მხარეები ცდილობენ გარკვეულ სადავო საკითხებზე შეთანხმდნენ.

“რეალი” მზადაა, იან ობლაკის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მზად არიან, მადრიდის “ატლეტიკოს” კარის დარაჯი იან ობლაკი გადაიბირონ. ამ ინფორმაციას ესპანური პრესის ავტორიტეტული წარმომადგენელი A Bola ადასტურებს.

როგორც ცნობილი ხდება, მადრიდელებს მობეზრდათ დაუსრულებელი მოლაპარაკებები დავიდ დე ხეასა და ტიბო კურტუას წარმომადგენლებთან და უნდათ, რომ ობლაკთან ყველაფერი მალევე დაასრულონ.

“ბლანკოსი” 25 წლის მეკარის გამოსასყიდი თანხის (100 მილიონი ევრო) გადახდას დათანხმდა. ტრანსფერი მას შემდეგ შედგება, რაც “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა გახდება ცნობილი

შეგახსენებთ, რომ ობლაკი “ატლეტიკოში” “ბენფიკადან” გადაბარგდა 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ.

ერიკ აბიდალი “ბარსელონაში” დაბრუნდა

ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი, ერიკ აბიდალი კატალონიის “ბარსელონაში” დაბრუნდა. ამ ინფორმაციას “ბლაგურნას” ოფიციალური გვერდი ადასტურებს.

აბიდალი ამჯერად სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს. მან რობერტ ფერნანდესი ჩაანაცვლა, რომელსაც 30 ივნისს ეწურება კონტრაქტი. უკვე პირველი ივლისიდან კი, გუნდის ტექნიკური მდივანი სწორედ ერიკი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი 2007 წელს შეუერთდა ესპანურ კლუბს, სადაც ლა ლიგის ოთხი, კოპა დელ რეის ორი და ჩემპიონთა ლიგის ორი თასი მოიპოვა. მის ანგარიშზე, ასევე, ესპანეთის სუპერ თასი (4), ევროპის სუპერ თასი (2) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ტიტულია (2). მიუხედავად ამ წარმატებებისა, აბიდალის ყველაზე დიდი დამსახურება ისაა, რომ მან 2012 წელს სიმსივნის დამარცხება მოახერხა და კარიერა გააგრძელა. ის 2013 წელს “მონაკოს” წევრი გახდა.

სალაჰის წარმომადგენლებმა ფეხბურთელი “ბარსელონას” შესთავაზეს

მერსესაიდის “ლივერპულის” ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი, შესაძლოა სულ მალე “ბარსელონას” რიგებშიც ვიხილოთ. ამ ინფორმაციას მადრიდული გამოცემა As ავრცელებს.

ესპანური წყაროს ცნობით, მოჰამედ სალაჰის წარმომადგენლებმა თავად შესთავაზეს ტრანსფერი “ბლაუგრანას” ხელმძღვანელებს. ერთადერთი რამ, რაც ტრანსფერს აფერხებს ფასია – “ლივერპული” მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც იცით, კატალონიელები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდნენ ანტუან გრიზმანის დამატებას, თუმცა ბოლო დროს ტრანსფერი საეჭვოდ გაჭიანურდა. მის ალტერნატივად კი სწორედ ეგვიპტელი თავდამსხმელი ჩნდება.

უმტიტი: “აქ ყველა მენდობა და როგორ უნდა წავსულიყავი?!”

დღეს სამუელ უმტიტიმ კატალონიის “ბარსელონასთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ, ფრანგმა მოთამაშემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გავაფორმე. ცოტათი ვნერვიულობ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩემი სიზმარი გრძელდება. პირველი დღიდან, აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც ჩემს სახლში. მიხარია, რომ სწორედ ასეთ ადგილზე ვრჩები. მსიამოვნებს როგორც ამ კლუბში თამაში, ასევე ქალაქში ცხოვრება. აქ ყველა მედნობა და წასვლა არ შემეძლო. ეს ჩემი სახლია. როგორც აქ ჩამოსვლის მომენტი, ასევე “პსჟ”-სთან ჩვენს მოედანზე გამართული თამაში ყველაზე კარგი მომენტებია. ხოლო, “რომასთან” დაპირისპირება ყველაზე ცუდად მახსენდება. გეტვყით, რომ პიკეს ძალიან კარგად ვუგებ და ერთად ბევრს ვიცინით ხოლმე. ის პროგრესში მეხმარება და მასთან ერთად მუშაობა უფრო ხალისიანია,” – ამბობს უმტიტი.

რა ბედი ელის უსმან დემბელეს გრიზმანის ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში?

კატალონიის “ბარსელონასა” და უსმან დემბელეს გეგმები აშკარად ჩაშლილია. ფრანგმა ფეხბურთელმა “კამპ ნოუზე” ფეხის მოკიდება ჯერაც ვერ შეძლო, მაშინ, როდესაც კლუბში კონკურენცია უფრო და უფრო იზრდება.

როგორც იცით, “ლურჯ-ბროწეულისფრები” ძალიან ახლოს არიან ანტუან გრიზმანის ტრანსფერის განხორციელებასთან, რომელიც “ატლეტიკოს” მაისურით საოცრებებს სჩადის. შესაბამისად, დემბელეს შანსები მის წინააღმდეგ მიზერული უნდა იყოს.

ერნესტო ვალვერდეს აზრით, გრიზმანის დამატების შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, თუ დემბელე იმ კლუბში გამოსცდის თავის ძალებს, სადაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ექნება – რა თქმა უნდა, საუბარია 21 წლის ფეხბურთელსი განათხოვრებაზე.

ცნობისთვის გეტყვით, რომ დემბელეს ტრანსფერის მიმართ ინტერესს “ლივერპულისა” და “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები ამჟღავნებენ.

უმტიტი: “ბარსელონადან” წასვლის ერთადერთ გზა ის იქნება, რომ ხელმძღვანელობამ გამაგდოს”

სატრანსფერო ფანჯრის მოახლოვებასთან ერთად, უფრო და უფრო, აქტუალური ხდება სამუელ უმტიტისა და კატალონიის “ბარსელონას” სამომავლო ურთიერთობა. კამერუნში დაბადებულ ცენტრალურ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. საკუთარ მომავალზე თავად საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა ისაუბრა და პოზიცია ნათლად დააფიქსირა.

“რაც აქამდე მსურდა, იყო კლუბთან მოლაპარაკება. ხელმძღვანელობასთან საუბარი შედგა და ვამბობ იმას, რაც მანამდეც მინდოდა მეთქვა: გუნდში დარჩენა მსურს. მინდა, გავახნგრძლივო “ბარსელონათან” და, შესაბამისად, შემდეგ სეზონში აქ ვითამაშო. აქ მოსვლით ჩემი ოცნება ავიხდინე. შესაბამისად, აქედან წავლის ერთადერთი გზა ის იქნება, რომ “ბარსელონას” უფროსობამ გამაგდოს,” – ამბობს უმტიტი.

კარლეს პუიოლი “რეალის” გაჩემპიონებას გამოეხმაურა

კატალონიის “ბარსელონას” ექს-კაპიტანმა, კარლეს პუიოლმა მადირიდს “რელაის” მიერ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამედ მოგებაზე გააკეთა კომენტარი. როგორც იცით, ფინალში “ბლანკოსმა” “ლივერპული” დაამარცხა (3:1).

“ვულოცავ “მადრიდისტებს”. ოთხი ჩემპიონთა ლიგა ბოლო ხუთი წლის მანძილზე, თანაც ისეთი ძლიერი კლუბის კონკურენციის ფონზე, როგორიც “ბარსელონაა”…

ვფიქრობ, “ბარსელონაში” პრიორიტეტებზე უნდა დაფიქრდნენ,” – აცხადებს პუიოლი.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე “რეალმა” ოთხჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ – ლა ლიგა. “ბარსელონამ” კი ამ პერიოდში ლა ლიგის 3 და ჩემპიონთა ლიგის ერთი ტიტული შემატა თავის კაბინეტს.

“ლივერპულის” მფლობელი: “არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს “ლივერპულის” დატოვება”

“ლივერპულის” ხელმძღვანელმა, ჯონ ჰენრიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი გაიხსენა, რომელმაც ზამთარში “ენფილდი” “ნოუ კამპში” გაცვალა.

“ალბათ იმიტომ, რომ ამერიკელი ვარ, არ მესმის, რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს “ლივერპულის” დატოვება. ამ კლუბს უმდიდრესი ისტორია აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციულია მსოფლიოში და უამრავი ფანი გულშემატკივრობს.

არავის უნდა ისეთ მდგომარეობაში ყოფნა, როცა ფეხბურთელებს კლუიდან წასვლა უნდათ, თუნდაც ისეთ ძლიერ კლუბში, როგორიც “ბარსელონაა”. რთულია გაიგო, თუ რატომ უნდა ფეხბურთელს იქ გადასვლა, სადაც კონკურენცია ასეთი დაბალია. ისინი სეზონში 30 უაზრო და ფორმარულ თამაშს ატარებენ ჩემპიონთა ლიგის მოლოდინში.

ისინი (კოუტინიო და სუარესი) ტელევიზორიდან ნახავენ ფინალს, სადაც შეეძლოთ, რომ თავადაც ეთამაშათ,” – აცხადებს ჯონ ჰენრი.

“ატლეტიკო” გრიზმანს ხელფასის სახით 10 მილიონით მეტს სთავაზობს, ვიდრე “ბარსელონა”

მადრიდის “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მაქსიმალურად ცდილობენ გუნდის ლიდერის, ანტუან გრიზმანის, შენარჩუნებას. როგორც იცით, ეს უკანასკნელი ძალიან ახლოსაა კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგებასთან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 27 წლის გრიზმანი ხუთშაბათს ნაკრებს შეუერთდა, თუმცაღა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებისგან თავს იკავებს.

“როხიბლანკომ” გრიზმანს საკმაოდ სარფიანი წინადადება შესთავაზა – თუ გრიზმანი “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დარჩება, მისი ხელფასი წელიწადში 25 მილიონი ევრო იქნება, რაც 10 მილიონით აღემატება “კატალონიურ” ვარიანტს.

თავის მხრივ ნერვიულობენ და ჩქარობენ “ბლაუგრანაშიც” – კლუბის ხელმძღვანელები შიშობენ, რომ გასული წლის შემთხვევა განმეორდება, როდესაც მარკო ვერატის ტრანსფერი ბოლო წამს ჩაიშალა.

მესი რონალდუსთან მეტოქეობაზე: “არ ვცდილობ, საუკეთესო ვიყო”

საიდუმლო არავისთვის არაა, რომ თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა, ლეო მესისა და კრიშტიანუს შორის უკეთესის არჩევას გვავალდებულებს. თუმცა საფეხბურთო სამყარო ერთ დასკვნამდე ჯერაც ვერ მისულა.

მესიმ პრესასთან კიდევ ერთხელ ისაუბრა რონალდუსთან მეტოქეობის შესახებ:”არ ვცდილობ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო, ეს უბრალოდ არ მაინტერესებს. არასოდეს მითქვამს, რომ პირველი, მეორე, მესამე ან მეოთხე ვარ.

ყოველ ჯერზე, როდესაც სეზონი იწყება, ჩემს თავს მიზნად ყველაფრის მოგებასა და გასულ წელთან შედარებით უკეთესი ფეხბურთის თამაშს ვუსახავ.

მოედანზე გასვლისას ყველაფერს უკან ვიტოვებ და ვცდილობ ჩემი თავისა და თანაგუნდელებისათვის ბოლომდე დავიხარჯო. ჩემთვის უმნიშვნელოა, თუ ვინ იქნება ან არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,” – აცხადებს არგენტინელი ფეხბურთელი.