ვერატის გოლმა გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)

დღეს, 6 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 36-ე ტურის მატჩი გაიმართა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა (“პსჟ”) საშინაო არენაზე “ბასტია” მიიღო და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:0 დაამარცა.

გამარჯვების მიუხედავად, ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” და მარკო ვერატი გულშემატკივრებმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, რისი მიზეზიც “ბასტიას” კარში გატანილი “უსამართლო” გოლი იყო.


“ვერატის პატივისცემის გრძნობა საერთოდ არ გააჩნია… უნდა რცხვენოდეს ეს გოლი რომ აღნიშნა”


“ვერატის ბურთი მოედნის ფარგლებს გარეთ უნდა გადაეგდო. უნდა გაიზარდოს. სამარცხვინოა”

“ბასტია” — “გაზელეკი” გადაიდო

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში “ბასტიასა” და “გაზელეკს” შორის გასამართი მატჩი დღეს არ ჩატარდება.

კორსიკული დერბი ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

როდის ჩატარდება მატჩი, ჯერჯერობით უცნობია. არ არის გამორიცხული შეხვედრა ხვალ დღისით გაიმართოს.

 

„ბასტია“ – პსჟ-ს მატჩის შემდეგ საავადმყოფოში 7 ადამიანი გადაიყვანეს

„ბასტიასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის საფრანგეთის ჩემპიონატის მეათე ტურის მატჩის შემდეგ სამართალდამცავი ორგანიზაციების შვიდი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც გაირკვა, სტადიონთან, დაახლოებით ოცმა შენიღბულმა პირმა, ნაგვის ყუთები დაწვა. გარდა ამისა, საფეხბურთო ხულიგნებმა პოლიციას მაშხალები ესროლეს.

შეგახსენებთ, რომ ბასტია – პსჟ-ს შეხვედრა პარიზელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

“პარი სენ-ჟერმენმა” საფრანგეთის ლიგის თასი მოიგო და რეკორდი დაამაყარა (ვიდეო)

საფრანგეთის ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში “პარი სენ-ჟერმენმა” “ბასტია” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

ორ-ორი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ედინსონ კავანიმ გაიტანეს. მე-20 წუთიდან “ბასტია” მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში იყო, მინდვრიდან სებასტიან სკილაჩი გააძევეს.

ამრიგად, პარიზელებმა ეს ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიგეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

აღსანისნავია ისიც, რომ “პარი სენ-ჟერმენი” ლიგის თასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა.

გიიომ ჟილემ გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მაინც გაუხარდა (ვიდეო)

13 დეკემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “ბასტიასა” და “რენს” შორის გამართულ მატჩში (2:0), “ბასტიას” ფეხბურთელმა გიიომ ჟილემ ძლიერად დაარტყა და როგორც ჩანს, მას ეგონა, რომ გოლი გაიტანა.

„ბასტიამ“ მაკელელე გაუშვა

„გენგამთან“ მინიმალური სხვაობით 0:1 მარცხის შემდეგ კლოდ მაკელელე „ბასტიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კორსიკულმა კლუბმა საფრანგეთის ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონის გათამაშედის თორმეტ ტურში მხოლოდ ათი ქულა დააგროვა და ამჟამად გასავარდნ ზონაში იმყოფება.

ცნობისთვის, „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელი „ბასტიას“ თავკაცის პოსტზე მიმდინარე წლის ზაფხულში დაინიშნა. აქამდე იგი „პარი სენ-ჟერმენის“ სისტემაში მუშაობდა.

ბასტია ბორდოს მეტოქის ფორმებით ეთამაშა

საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩში, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს “ბორდო” და “ბასტია” ხვდებოდნენ, კომიკური სიტუაცია შეიქმნა.

სტუმართა მხარემ მატჩზე გასვლითი ფორმის მხოლოდ ერთი კომპლექტი ჩამოიტანა, რომელიც “ბორდოს” საშინაო ფორმის ფერებში იყო გადაწყვეტილი. გასაკვირი არაა, რომ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა “ბასტიას” აღნიშნული ფორმებით თამაშის უფრლება არ მისცა და სტუმრებსაც “ბორდოს” სავარჯიშო ფორმით მოუწიათ მოედანზე გასვლა. სავარჯიშო ფორმებზე მხოლოდ ნომერი იყო მითითებული. ზოგ მოთამაშეს კი ნამდვილად არ ეცვა თავისი ზომის მაისურები. საინტერესოა ისიც, რომ შორტები და მაისურები სხვადასხვა კომპანიების ნაწარმი იყო.

აღნიშნული მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და მას არც სამსაჯო სკანდალის გარეშე ჩაუვლია.

ბრანდაომ გუშინ მხოლოდ ტიაგო მოტა როდი იმსხვერპლა

როგორც გუშინ გაუწყეთ, უსიამოვნო ფაქტი მოხდა საფრანგეთის ჩემპიოანტის II ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “ბასტიას” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ. სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბრანდაომ პარიზელთა ნახევარმცველ ტიაგო მოტას სახეში თავი ჩაარტყა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ერთადერთი რამ არ ყოფილა, რაც გუშინ ბრანდაომ დააშავა.”პარი სენ-ჟერმენის” ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ “ბასტიას” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას ბრანდაომ პარიზელთა მცველ გრეგორი ვან დერ ვილს ზურგში მუხლი ჩაარტყა, რის შემდეგაც ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ვან დერ ვილს წელის მალა აქვს გატეხილი. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება 26 წლის ფეხბურთელი მოედანს.

 

იბრა დაშავდა, “პარი სენ-ჟერმენმა” მოიგო

საფრანგეთის ჩემპიონატის II ტურში “ბასტიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაშავდა.

დრიბლინგის მცდელობის დროს შვედმა ფეხბურთელმა მტკივნეული დარტყმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. მის ნაცვლად მატჩის მე-16 წუთზე თამაშში არგენტინელი თავდამსხმელი ესეკიელ ლავესი ჩაერთო.

“პარი სენ-ჟერმენმა” მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა: გოლები ლუკას მოურამ და ედინსონ კავანიმ გაიტანეს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოედანზე გადაგდებული მიწის თხილი შეჭამა

გასულ კვირაში “ვილიარეალსა” და “ბარსელონას” შორის გამართულ მატჩის მიმდინარეობისას, “ვილიარეალის” ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მოედანზე ბანანი ისროლა, რომელიც იქვე მყოფმა დანი ალვეშმა შეჭამა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარი რამ პირველად არ მომხდარა. რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებულ ვიდეოში კარგად ჩანს, თუ როგორ ჭამს ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ბასტიასთან” გამართული შეხვედრის დროს მოედანზე ნასროლ მიწის თხილს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი გულშემატკივრების გაოცებას აგრძელებს

8 მარტს, საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში, “ბასტიამ” საკუთარ მოედანზე “პარი სენ-ჟერმენი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

გარდა იმისა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გოლის გატანა მოახერხა, მან ეზიკელ ლავესის ორი საგოლე პასი გაუკეთა, მათგან ერთ-ერთი კი ნამდვილად გამორჩეული იყო.

“ბასტიამ” სისეს ტრანსფერი დაადასტურა

საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჯიბრილ სისე კარიერას ფრანგულ “ბასტიაში” გააგრძელებს. ფეხბურთელი დღეს გაივლის სამედიცინო შემოწმებას, რის შემდეგაც წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

მიმდინარე სეზონი სისემ რუსულ “ყუბანში” დაიწყო, თუმცა შემდეგ სარფანგეთში დაბრუნების სურვილი გამოთქვა და რუსულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.