ფეხბურთის ვარსკვლავებმა შობა აღნიშნეს (ფოტო)

მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ამჟამად საშობაო შესვენებაა, რომელსაც ფეხბურთელები თავიანთ ოჯახებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

კრიშტიანუ რონალდუ, ლიონელ მესი, ნეიმარი, ტიაგო სილვა, იაია ტურე, ჰარი კეინი, ჯესე ლინგარდი, ბასტიან შვაინშტაიგერი, დიეგო კოშტა… ეს იმ ფეხბურთელების მცირედი ჩამონათვალია, რომლებიც სოციალურ ქსელში საშობაო მილოცვებს აქვეყნებენ.

Feliz navidad para todos !!!

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

Família❤️Feliz Natal ?

A post shared by Nj ?? ? neymarjr (@neymarjr) on

შვაინშტაიგერი: “ათ წელში MLS-ი პრემიერ ლიგის დონეზე უნდა ავიდეს”

“ჩიკაგო ფაიარის” გერმნაელმა ნახევარმცველმა, ბასტიან შვაინშტაიგერმა ჟურნალისტებთან ამერიკულ საფეხბურთო ჩემპიონატზე ისაუბრა.

“რა თქმა უნდა, ეს ლიგა ძალიან ახალგაზრდაა. მას არ აქვს ისეთივე ისტორია, როგორიც – ევროპულ ჩემპიონატებს. მაგრამ მიზანი უნდა იყოს ის, რომ MLS-ი პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის დონეზე ავიდეს. ეს იდეალური რამ იქნება.”

“ყველა ცდილობს, რომ MLS-ის დონე გაზარდოს. აქ მოღვაწე ადამიანები დიდი მონდომებით გამოირჩევიან. მათ შორის არის პულიშიჩი. ის აქაა და არა ევროპაში! ეს დასაფასებელია. მეც ვცდილობ, რომ ამერიკულ ფეხბურთს დავეხმარო იმდენად, რამდენადაც ამის გაკეთება შემიძლია,” – აცხადებს ბასტიანი.

დირკ ნოვიცკიმ ბასტიან შვაინშტაიგერს მიმართა

“დალას მავერიკსის” გერმანელი ვარსკვლავი, დირკ ნოვიცკი მის თანამემამულეს, ბასტიან შვაინშტაიგერს მიესალმა, რომელიც ახლახან შეუერთდა ამერიკულ MLS-ს.

თავის მისასალმებელ სიტყვაში ნოვიცკიმ იმ დაბნეულ ჟურნალისტსაც გაჰკრა კბილი, რომელმაც ბასტიანს “ჩიკაგოსთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოსთხოვა

“სალამი შვაინი, კეთილი იყოს შენი მობრძანება ამერიკაში – მეამაყება შენი, ასეთი სვლა რომ განახორციელე. იმედი მაქვს, “ჩიკაგოში” ყველაფერი კარგად წავა და მათთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატსაც მოიგებ.

თვალს გადევნებ. წინ “ჩიკაგო” – წარმატებებს გისურვებ, მეგობარო.”

“ბაიერნის” დირექტორი: “ფანები ამას არასოდეს გვაპატიებენ”

მიუნხენის “ბაიერნის” ხელმძღვანელებმა “მანჩესტერელები” გააფრთხილა, რომ ისინი იგივე შეცდომის დაშვებას აღარ აპირებენ და ყველაფერს გააკეთებენ ტომას მიულერის შესანარჩუნებლად.

“გულშემატკივრები შვაინშტაიგერის წასვლამ ძალიან გაანაწყენა, მაგრამ უნდა გავაანალიზოთ, რომ ის უკვე 32 წლის იყო და ახალი გამოწვევებისკენ მიისწრაფვოდა.

მაგრამ თუ ახლა, ამ მომენტში ტომას მიულერსაც გავუშვებთ “მანჩსტერში”, ამას ჩვენი ფანები და გუნდის წევრები არასოდეს გვაპატიებენ.

მიულერი კრიშტიანუსაგან განსხვავებული, საპირისპიროა. ის გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ფეხბურთელი. მიულერი ჩვენი დნმ-ს შემადგენელი ნაწილია.” – განცხადა ედმანდ შტოიბერმა.

შვაინშტაიგერი: “ვცდილობ, მუდმივად ფორმაში ვიყო”

ბასტიან შვაინშტაიგერი თქმით, ის ცდილობს მუდმივ მზადყოფნაში იყოს, მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი მის გამოყენებას სულაც არ ცდილობს.

“ვცდილობ მუდმივად ფორმაში ვიყო. როდესაც მათ დავჭირდები, მაქსიმუმი უნდა გავაკეთო.” – განაცხადა გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა.

“იმედი მაქვს, რომ შანსს მომცემენ. მომავალს პოზიტიურად ვუყურებ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ. არ ვიცი, მივიღებ თუ არა ამ შანსს, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რათა საჭირო დროს ჩემი მოვალეობა შევასრულო.

32 წლის ასაკში თავს კვლავ მშვენივრად ვგრძნობ. გულის სიღრმეში მინდა, კიდევ უფრო მეტი ვითამაშო. მინდა ტიტულები მოვიგო, მინდა ჩემპიონი ვიყო.”

Daily Star: “პსჟ” მანჩესტერული გრანდებიდან ორი ნახევარმცველის წაყვანას აპირებს

“პარის სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელები მზად არიან იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე მანჩესტერული გრანდების ორი ნახევარმცველის, იაია ტურესა და ბასტიან შვაინშტაიგერის გადასაბირებლად. ამ ინფორმაციას Daily Star ავრცელებს.

როგორც იცით, ახალი მწვრთნელების მოსვლის შემდეგ, ორივე ნახევარმცველმა სკამზე გადაინაცვლა და ორივე მათგანს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება თავიანთი კლუბების დატოვება მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ასე რომ, ლიგა 1-ის ჩემპიონები სწორედ ამ ორი ფეხბურთელის საშუალებით აპირებენ გუნდის გაძლიერებას, გუნდის, რომელიც ამ დროისთვის საკმაოდ ცუდად ასპარეზობს.

გეტყვით იმასაც, რომ ორივე მათგანს ექნება ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩებში მონაწილეობის მიღება, რაც ბუნებრივია, უნაი ემერის ინტერესებში შედის.

გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაურს მანუელ ნოიერი ჩაიბარებს

ბასტიან შვაინშტაიგერის სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, გერმანიის ნაკრების კაპიტნის სამკლაური მიუნხენის “ბაიერნის” მეკარეს, მანუელ ნოიერს ჩააბარეს.

“ბავარიელთა” კარის დარაჯი ნაკრების კაპიტნის რანგში პირველ მატჩს კვირას ჩაატარებს, როდესაც “ბუნდესნაკრები” მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გასამართ მატჩში ნორვეგიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მფლობელობაში მყოფმა ბასტიანმა სანაკრებო კარიერა ოთხშაბათს, ფინეთთან ჩატარებული მატჩის (2-0) შემდეგ დაასრულა. ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ ბასტის ნაკრებში ჩატარებული 121 მატჩი დაუგროვდა.

“შვაინშტაიგერის დაჩაგვრის გამო, მოურინიო ციხეში უნდა ჩასვან”

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო ფედერაციის (FIFPro) ერთ-ერთი მმართველი, დეიან სტეფანოვიჩი თვლის, რომ ჟოზე მოურინიო ციხეში უნდა მოათავსონ ბასტიან შვაინშტაიგერის “დაჩაგვრის” გამო.

“ეს აშკარა ჩაგვრაა, ბულინგი. სლოვენიაში, მოურინიოს ბრალს წავუყენებდით და უმაღლეს სასჯელს მოვითხოვდით – მას ციხეში 3 წლით ჩავსვამდით.

ისინი ბასტიანზე ფსიქოლოგიურად მოქმედებენ. საუბედუროდ, ჩვენი ბევრი ფანი ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რადგანაც მას აფანატებენ და დიდ თნხას უხდიან.

მოურინიო სხვებს ცუდ მაგალითს უჩვენებს. ბასტიანმა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციას უნდა მიმართოს. მე მას მხარს აუცილებლად დავუჭერ.”

ინგლისური პრესა: შვაინშტაიგერს მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშს აიძულებენ

Daily Mail-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო, ბასტიან შვაინშტაიგერს “წითელი ეშმაკების” მეორე გუნდთან ერთად აიძულებს ვარჯიშს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი გუნდის გასახდელი უკვე დააცარიელა და საკუთარი ნივთები რეზერვების გასახდელში გადაიტანა.

როგორც იცით, “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი ინგლისში გასულ წელს გადაბარგდა. მისი კონტრაქტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორი წლის შემდეგ იწურება.

ბასტიან შვაინშტაიგერმა მიროსლავ კლოზეს რეკორდი დაამხო

გერმანიის ნაკრების კაპიტანი, ბასტიან შვაინშტაიგერი გახდა ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ტურნირის ეგიდით ჩატარებულ ყველაზე მეტ მატჩში აქვს მიღებული მონაწილეობა.

მართალია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველის მარსელში თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა იოაჰიმ ლიოვმა მას სრული ნდობა გამოუცხადა – შედეგად კი მივიღეთ ის, რომ ბასტიანმა მიროსლავ კლოზეს რეკორდი დაამხო.

საფრანგეთთან მატჩი ვეტერანი გერმანელისათვის რიგით 38-ე მატჩი იყო დიდ ტურნირზე (მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატზე). რითიც, მან მისი თანამემამულის რეკორდი დაამხო, რომლის მაჩვენებელიც 37 მატჩი იყო.

41

ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზე გერმანული ფეხბურთის ლეგენდა ლოთარ მატეუსი იმყოფება, რომელსაც პაულო მალდინი (36) და ფილიპ ლამი (34) მოსდევენ.

TOP 10: ფეხბურთელები, რომლებმაც სათამაშო პოზიცია შეიცვალეს

გთავაზობთ იმ ფეხბურთელთა TOP 10-ს, რომლებზეც სათმაშო პოზიციის შეცვლამ დადებითად იმოქმედა …

ბრანისლავ ივანოვიჩი

კლუბი: “ჩელსი”

წინა პოზიცია: ცენტრალური მცველი

ახლანდელი პოზიცია: მარჯვენა მცველი

როდესაც 2008 წელს “არისტოკრატთა” რიგებში ბრანისლავ ივანოვიჩი ჩაეწერა, ყველას ეგონა, რომ ის ლონდონელთა დაცვის ბურჯი გახდებოდა.

მისი დებიუტი  2008 წელს, კლუბში მოსვლიდან 8 თვის შემდგომ შედგა. თუმცა “ლოკომოტივის” ყოფილი მცველი არა დაცვის ცენტრში, არამედ მარჯვენა ფლანგზე მოგვევლინა.მას შემდეგ მან “ლურჯთა” რიგებში 348 მატჩი ჩაატარა და უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ ფლანგს იცავდა.

UlO_a1M59_l

ოუენ ჰარგრივზი

კლუბი: კარიერა დასრულებულია

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

მართალია, რომ ოუენის წარმოდგენა, როგორც შემტევი ფეხბურთელის ძალიან რთულია, თუმცა ფაქტია, რომ “ბაიერნში” ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. მან გერმანული კლუბის მაისურით 200-ზე მეტი მატჩის ჩატარება შესძლო.

ხოლო მას შემდეგ, რაც ის ინგლისში გადაბარგდა (2007), მას დაცვითი ტიპის ნახევარმცველის სტატუსი მიენიჭა. მანჩესტერული შტაბის ამ გადაწყვეტილებას ამართლებს ის ფაქტიც, რომ მისი მთელი კარიერის მანძილზე ოუენმა მხოლოდ 13 გოლის გატანა მოახერხა.

დირკ კუიტი

კლუბი: ფეინოორდი

წინა პოზიცია: თავდამსხმელი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

ბევრს ნამდვილად არ გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ დირკ კუიტს თავდამსხმელის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. მართლაც, “ლივერპულმა” ის შეიძინა, როგორც თავდამსხმელი. “ფეინოორდის” 144 მატჩში მას 95 გოლი ჰქონდა გატანილი.

თუმცა ფერნანდო ტორესის ფაქტორმა მაინც თავისი გააკეთა – კუიტი სრულყოფილ ვინგერად ჩამოყალიბდა. ის დღესაც ამ პოზიციაზე თამაშობს და შედეგიც სახეზეა – 14 გოლი 22 მატჩში.

ვეს ბრაუნი

კლუბი: სანდერლენდი

წინა პოზიცია: მარჯვენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ვეს ბრაუნი “მანჩესტერ იუნაიტედის” პირველი მარჯვენა მცველი იყო, როცა კლუბმა 2008/09 წლებში ჩემპიონთა ლიგა მოიგო. თუმცა შემდგომში განვითარებული მოვლენების გამო მას მარჯვენა ფლანგზე მოუწია გადანაცვლება. ის ახლაც იცავს “შავი კატების” მარჯვენა ფლანგს.

UlO_a1M59_l

მუსა სისოკო

კლუბი: ნიუკასლი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი

როდესაც “ნიუკასლმა” მუსა სისოკო შეიძინა, ბევრს ეგონა რომ კლუბმა თავისი ახალი დევიდ ბატი იპოვა, ძლიერი მანქანა, რომელიც ბურთის ართმევაზე იქნებოდა ორიენტირებული. თუმცა მათი მოლოდინი არ გამართლდა – “ტულუზის” ექს-ფეხბურთელმა ვინგერის პოზიციაზე გადაინაცვლა და 122 მატჩის ჩატარებაც მოახერხა ინგლისელთა მაისურით ამ პოზიციაზე.

ბასტიან შვაიშტაიგერი

კლუბი: მანჩესტერ იუნაიტედი

წინა პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/ ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ბასტიან შვაინშტაიგერის ისტორია ძალზედ წააგავს ოუენ ჰარგრივზის სიტუაციას, რომელიც “ბაიერნში” შემტევი ფეხბურთელის სტატუსს ატარებდა, თუმცა ინგლისში ჩამოქვეითდა. შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე ბასტიანმა 200 მატჩი ჩაატარა, თუმცა მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, რომ ის უფრო ეფექტური დაცვაში იქნებოდა.

UlO_a1M59_l

იან ვერტონგენი

კლუბი: ტოტენჰემი

წინა პოზიცია: დაცვითი ტიპის ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

იან ვერტონგენმა ნელ-ნელა გავლო გზა დაცვითი ტიპის ნახევარმცველობიდან ცენტრალურ მცველობამდე – ბელგიაში ნახევარმცველად მოთამაშე ვერტონგენი, “აიაქსში” მარცხენა მცველად მოგვევლინა, ხოლო “მამლების” რიგებში მან ცენტრალური მცველობაც ისწავლა, თანაც საკმაოდ კარგად.

გარეთ ბეილი

კლუბი: რეალი

წინა პოზიცია: მარცხენა მცველი

ახლანდელი პოზიცია: ვინგერი/ფორვარდი

ყველაზე დრამატული გარდატეხა ამ მხრივ გარეთ ბეილმა განიცადა, რომელმაც კარიერა მცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შეტევაში ყოველთვის მიურბოდა გული. “ტოტენჰემში” ის ვინგერად აღიარეს, ხოლო მას შემდეგ რაც ის გუნდის ლიდერად იქცა მის ფორვარდობასაც არ ერიდებოდნენ, ახლა კი ის “რეალში” ირიცხება, სადაც მშვენივრად თამაშობს შეტევაში.

ვან პერსი

კლუბი: ფენერბახჩე

წინა პოზიცია: ვინგერი

ახლანდელი პოზიცია: ფორვარდი

რთულია გაიაზრო, რომ რობინ ვან პერსი თავდამსხმელობის გარდა სხვა პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ის “ფეინოორდში” ყოფნისას ვინგერის როლს ასრულებდა, თანაც საკმაოდ კარგად – 21 გოლი 76 მატჩში. სწორედ ამ შედეგის წყალობით აღმოჩნდა ის “არსენალში”, სადაც მსოფლიო დონის შემტევად ჩამოყალიბდა.

UlO_a1M59_l

ხავიერ მასკერანო

კლუბი: ბარსელონა

წინა პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი

ახლანდელი პოზიცია: ცენტრალური მცველი

ხავიერ მასკერანო “ლივერპულის” ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი იყო, თუმცა კატალონიურ გრანდში მისი ეს ფუნქცია დიდად არ მოსწონდათ, რის გამოც მას ხშირად უწევდა დაცვაში თამაში. მან ეს ფუნქცია იმდენად შეისისხლხორცა, რომ არგენტინის ნაკრებშიც არ ერიდება ამ პოზიციაზე თამაშს.

შვაინშტაიგერი და ივანოვიჩი მალე დაქორწინდებიან

როგორც ჩანს, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ცნობილ სერბ ჩოგფბურთელზე ანა ივანოვიჩზე მალე დაროწინდება. ამის შესახებ, ყველასთვის მოოულოდნელად, სერბი ლამაზმანის გერმანელმა კოლეგამ ანჟელიკ კერბერმა განაცხადა, რომელმაც წინა კვირას „უიმბლდონის“ ფინალში სერენა უილიამსს მოუგო.

„მელბურნში ჩემი გამარჯვების შემდეგ ანა ივანოვიჩის ახლო მეგობარმა, თავად ანამ და მისმა ბოიფრენდმა ბასტიანმა მილოცვა გამომიგზავნეს. ისინი ძალიან საყვარლები არიან, მათ ქორწილს მოუთმენლად ველი, რომელსაც, შესაძლოა, ჩემი ტურნირების განრიგის გამო ვერც დავესწრო“, – განუცხადა კერბერმა ჟურნალ „Bunte“-ს.

ჟურნალისტები ამ საკითხთან დაკავშირებით ჩაძიებას ცდილობდნენ, მაგრამ კერბერი მიხვდა, რომ ზედმეტი უთქვამს და დროზე შეჩერდა.

გერმანული გამოცემა „ბილდი“ კი ვარაუდობს, რომ შვაინშტაიგერისა და ივანოვიჩის ქორწილი ევროპის 2016 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შემდეგ შედგება.