შვაინშტაიგერის გასაოცარი რეაქცია გუშინდელი მატჩიდან (ვიდეო)

10 ივნისს, გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით 1:2 დასრულდა.

შეხვედრაში გამარჯვების მომტანი გოლი 87-ე წუთზე ვუდმა გაიტანა. მატჩის 83-ე წუთზე, ბასტიან შვაინშტაიგერი რეჟისორებმა საინტერესო რეაქციის დროს დააფიქსირეს.

7 ვარსკვლავი, რომელიც ამ ზაფხულს შეიძლება, პრემიერ ლიგას შეუერთდეს

ინგლისური გუნდები მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აფეთქებები მოახდინონ.

მაღალი დონის ტრანსფერების განხორციეება პრემიერ ლიგის გუნდებისთვის სულ უფრო და უფრო რთული ხდება, რადგან ისინი ევროასპარეზზე დიდი ხანია, რაც რეგრესს განიცდიან. მიუხედავად ამისა, პრემიერ ლიგის გრანდები აქტიურად არიან ჩართულნი სატრანსფერო საქმიანობებში და იმაზე ვეტს ხარჯავენ, ვიდრე საჭიროა, საკუთარ დონეზე დასაბრუნებლად.

პოლ პოგბა – “იუვენტუსი”, ფასი – 65 მილიონი ფუნტი

pogba

“იუვენტუსის” ნახევარმცველის გასაფორმებლად “მან.სიტი”, “მანჩესტერი” და “ჩელსი” იბრძვიან, მაგრამ მოთამაშის აგენტმა ყველას აცნობა, რომ ტურინული გუნდი იმ შეთავაზებას დათანხმდება, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის ფრანგში. ამას გარდა, ინგლისელებს პოლის ტრანსფერში ფრანგული “პსჟ” ეჯიბრება, რომელიც ნახევარდაცვის გაძლიერებას და პოგბას სამშობლოში დაბრუნებას ეცდება. ამას გარდა, 22 წლის ფეხბურთელი “ბარსელონასაც” სურს, მაგრამ მათ ნამდვილად გაუჭირდებათ ამ ტრანსფერში პირველობა, რადგან 2016 წლის იანვრამდე აკრძალული აქვთ ფეხბურთელის დამატება.

“მოთხოვნები მრავლადაა, მაგრამ “იუვენტუსს” პოგბას გაყიდვა არ სურს. იტალიელები პოლის ტრანსფერზე ნამდვილი აუქციონის მოწყობას ეცდებიან და მის გაყიდვას, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად შეძლებენ,”-აცხადებს მინო რაიოლა.

ტრანსფერის ალბათობა: 60%

ლარს ბენდერი – “ბაიერი”, ფასი – 22 მილიონი

lars

“ქალაქელები” ნახევარდაცვის ხაზის გერმანელით გაძლიერებაზე უარს არ იტყვიან, თუ პოგბასთან მოლაპარაკებები კრახით დასრულდება. ამას გარდა, ახალგაზრდა ჰავბეკს შეტევების ჩაშლის და წამოწყების ბრწყინვალე ალღო აქვს. ლარს ბენდერი “არსენალისა” და “მანჩესტერის” ინტერესთა სფეროშია. 26 წლის შუახაზელს გერმანულ კლუბთან კონტრაქი 2019 წლამდე აკავშირებს.

ტრანსფერის ალბათობა: 40%

გონსალო იგუაინი – “ნაპოლი”, ფასი 37 მილიონი ევრო

SSC Napoli v SS Lazio - Serie A

არგენტინელი თავდამსხმელი მზადაა “ნაპოლი” დატოვოს, მაგრამ აურელიო დე ლაურენტისი არ აპირებს გაასხვისოს იმ თანხაზე ნაკლებად, რამდენიც გონსალოს “რეალიდან” გადმოყვანაში დახარჯა. მიმდინარე სეზონში შთამბეჭდავი სტატისტიკისა, 27 წლის წინახაზელს უკვე აწუხებს ჭარბი წონის პრობლემა.

ასე რომ, ვან გაალი მზადაა, იგუაინის გასაფორმებლად ყველაფერი გააკეთოს. ვიცე მსოფლიო ჩემპიონს “ჩელსიც” ეპატიჟება, მაგრამ ამავდროულად, იტალიაში დარჩენის ვარიანტიც აქვს. “იუვენტუსი” კარლოს ტევესის შემცვლელს აქტიურად ეძებს. “არისტოკრატებს” მცირე პრივილეგია აქვთ, რადგან ჟოზე მოურინიო “რეალში” გამოცდილ თავდამსხმელთან ერთად მუშაობდა.

ტრანსფერის ალბათობა: 60%

ბასტიან შვაინშტაიგერი – “ბაიერნი”, ფასი: 8 მილიონი

Bastian Schweinsteiger

“მანჩესტერ იუნაიტედმა” უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ მორგან შნეიდერლინის გაფორმება სურს, მაგრამ ალტერნატიულ ვარიანტად გერმანელ გამოცდილ შუახაზელს განიხილავენ. ფინანსური მხრით, ტრანსფერს ინგლისური გრანდი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს. “წითელ ეშმაკებს” ისეთი ფეხბურთელი სჭირდებათ, რომელიც მაიკლ კერიკთან ერთად ნახევარდაცვაში უძლიერეს ტანდემს შექმნის.

ტრანსფერის ალბათობა: 40%

კევინ დე ბრუინი – “ვოლფსბურგი”, ფასი: 45 მილიონი ევრო

Kevin

ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა გაიმართება. “ვოლფსბურგი” დე ბრუინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მაგრამ “ბაიერნი” და “პსჟ” ჩასაფრებულები არიან, ასევე “სიტის” სპორტული დირექტორიც, ჩიკი ბერიგისტიანი.

“ამ კვირაში “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელებს შევხვდებით და ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ,”-ამბობს ბელგიელის აგენტი, რომლის კლიენტსაც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა.

ტრანსფერის ალბათობა: 60%

დუგლას კოშტა – “შახტარი”, ფასი: 24 მილიონი ევრო

douglas

ბრაზილიელი “ჩელსის” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უნდა დაემატებინა, თუმცა ბოლო წამს, ჟოზე მოურინიომ ხუან კუადრადოს ტრანსფერი ამჯობინა.

კოლუმბიელმა “სტემფორდ ბრიჯზე” ფეხი ვერ მოიკიდა და კოპა ამერიკის შემდეგ, დიდი ალბათობით, “ინტერში” გაასხვისებენ, ხოლო ლონდონელებს მის პოზიციაზე კარგი ფეხბურთელი სჭირდებათ.

ტრანსფერის ალბათობა: 80%

კარიმ ბენზემა – მადრიდის “რეალი”, ფასი: 35 მილიონი ევრო

Karim Benzema

ფრანგ თავდამსხმელს კარიერის გაგრძელების ფართო ვარიანტი აქვს, მას პრემიერ ლიგის სამი გრანდი: “არსენალი”, “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ეპატიჟება. კარიმის აგენტმა განაცხადა, რომ მის კლიენტს რონალდუსთან ერთად მადრიდში თამაში სურს, მაგრამ დიდი ალბათობით, “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება მოუწევს.

“ჩვენ შევხვდით როგორც ლონდონელებს, ასევე “მანჩესტერის” წარმომადგენლებს. ბენზემა “რეალს” მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ ამას მწვრთნელი გადაწყვეტს საჭიროდ,”-კარიმიმ ბენზემას აგენტი, ჯაზირი.

ტრანსფერის ალბათობა: 20%

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წარმომადგენელი: „შვაინშტაიგერით ნამდვილად ვინტერესდებით“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას მიუნხენის „ბაიერნის“ გამოცდილი ნახევარმცველის ბასტიან შვაინშტაიგერის დამატება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა „დეილი სტარი“ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ გამოცემის მიერ გავრცელებულ ცნობას კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი გამომეხუაბრა: „დიახ, შვაინშტაიგერი ის მოთამაშეა, რომლითაც ვინტერესდებით“.

წყაროს მტკიცებით, მხარეებმა შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებაც კი დაიწყეს. დიდი ალბათობით, მანჩესტერელებს ბასტიანთან კონტაქტის გაფორმება ათი მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.

“ბაიერნი”: “პორტუსთან” შვაინშტაიგერის და რიბერის გარეშე

“ბაიერნის” ორმა ნახევარმცველმა “პორტუსთან” მატჩისთვის სათანადოდ მომზადება ვერ მოასწრო.

გერმანულ გუნდს ტრავმირებულების მხრივ საკმაოდ დიდი პრობლემა აქვს. მათი ლაზარეთი ფეხბურთელებითაა სავსე.

მოსალოდნელი იყო, რომ პორტუგალიურ გუნდს მზადყოფნაში შევხდებოდნენ ბასტიან შვაიშტაიგერი და ფრენკ რიბერი, მაგრამ ეს სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.

“სამწუხაროა, რომ ბასტიანი და ფრენკი ჩვენთან ერთად პორტუგალიაში ვერ გამოფრინდებიან. ახლა, ხოსეპ გვარდიოლას არჩევნის გაკეთება ახალგაზრდა მოთამაშეებზე მოუწევს,”- განაცხადა “რეკორდმეისტერთა” სპორტულმა დირექტორმა, მათიას ზამერმა.

ახლა საავადმყოფოში აირან: არიენ რობენი(მუცლის კუნთის ტრავმა), დავიდ ალაბა(შიდა იოგთა კუნთების გაწყვეტა), ტომ შტარკე(გაწყვეტილი იოგა), მეჰდი ბენათია(ბარძაყის კუნთის ტრავმა), ბასტიან შვაინშტაიგერი და ფრენკ რიბერი(ტერფის პრობლემები).

შეგახსენებთ, რომ “პორტუსთან” დაპირისპირება “ბაიერნს” ოთხშაბათს, თბილისის დროით 22:45 საათზე მოუწევს.

საქართველოსთან მატჩით შვაინშტაიგერმა კლინსმანს გაუსწრო

საქართველოსთან ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპის გუშინდელი მატჩი ნახევარმცველ ბასტიან შაინშტაიგერისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 109-ე გამოდგა. ამ მაჩვენებლით მან იურგენ კლინსმანს გადაუსწრო.

ამჟამად „ბუნდესტიმში“ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით შვაინშტაიგერზე წინ მხოლოდ ფილიპ ლამი (113 შეხვედრა), ლუკას პოდოლსკი (122), მიროსლავ კლოზე (137) და ლოთარ მათეუსი (150) არიან.

შვაინშტაიგერი: “თავისუფალი სივრცეების პოვნა რთული იყო”

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი (0:2) “ბუნდესთიმის” კაპიტანმა ბასტიან შვაინშტაიგერმა შეაფასა.

“ჩვენი ამოცანა კარის მშრალად შენახვა იყო და ეს შევძელით. თავისუფალი სივრცეების პოვნა რთული იყო. მეტოქის ნახევარზე რამდენიმე შეცდომა დავუშვით, თუმცა მაინც გავიმარჯვეთ. თამაში უნდა გავაუმჯობესოთ და კონცენტრირება გიბრალტარისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართ მატჩებზე გადავიტანოთ”, – განაცხადა შვაინშტაიგერმა.

 

შვაინშტაიგერს “დინამო არენაზე” დაუჩოქეს (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, დღეს გერმანიის ნაკრებმა “დინამო არენაზე” წინასამატჩოდ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს მოედანზე მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, მას “ბაიერნის” შარფი გადასცა, გადაეხვია და დაუჩოქა კიდეც. გულშემატკივარი “ბუნდესგუნდის” ვარჯიშს ვოლონტიორის რანგში ესწრებოდა.

გთავაზობთ აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას. (ფოტოები)

შვაინშტაიგერს “დინამო არენაზე” დაუჩოქეს (ფოტოები)

გერმანიის ნაკრებმა დღეს “დინამო არენაზე” წინასამატჩოდ ივარჯიშა.

ვარჯიშის დროს მოედანზე მოულოდნელად ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ბასტიან შვაინშტაიგერთან მიირბინა, მას “ბაიერნის” შარფი გადასცა, გადაეხვია და დაუჩოქა კიდეც. გულშემატკივარი “ბუნდესგუნდის” ვარჯიშს ვოლონტიორის რანგში ესწრებოდა.

“შვაინშტაიგერს” ყველგან ჰყავს ფანები, საქართველოშიც კი”, – წერს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

მოედანზე შეჭრილი გულშემატკივარი მინდვრიდან უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა გაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის მატჩი ხვალ, “დინამო არენაზე”, 20:00 საათზე დაიწყება.

Boy - Bastian 2Boy - Bastian

 

შვაინშტაიგერი ბუნდესნაკრების კაპიტნობით ამაყია

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი გუნდში კაპიტნის სამკლაურის მიღებას გამოეხმაურა.

“რა თქმა უნდა, ეს დიდი პატივია, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა. გუნდში ყველა ერთნი ვართ, ჩვენ ისე უნდა ვითამაშოთ, ვითომ ყველა საკუთარი თავების კაპიტნები ვართ. ეს სწორი გზაა”.

“ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში ჩავდექი. დიდ ძალას ვგრძნობ,”-განაცხადა შვაინშტაიგერმა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფილიპ ლამმა ბუნდესნაკრები დატოვა და კაპიტანი სწორედ “ბაიერნის” გამოცდილი ნახევარმცველი გახდა.

“ყველამ დაინახა, რომ ბასტიანი მშვენიერ ფეხბურთს აჩვენებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მისი დაბრუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველამ კარგად იცის, თუ რა როლი ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში,”-განაცხადა ლიოვმა.

რა გაუკეთა ბასტიან შვაინშტაიგერმა “ბაიერნის” ქალთა გუნდის მწვრთნელს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ გაეხუმრა ბასტიან შვაინშტაიგერი “ბაიერნის” ქალთა გუნდის მთავარ მწვრთნელს.

შვაინშტაიგერის დაბრუნება (ვიდეო)

ბუნდესლიგის იუთუბის ოფიციალურმა გვერდმა წინა კვირას „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში ტრავმის შემდეგ ბასტიან შვაინშტაიგერის დაბრუნებას ვიდეო მიუძღვნა.

გვარდიოლა : ”შვაინშტაიგერი დასაბრუნელბლად მზადაა”

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის ”ბაიერნის” ფეხბურთელი, ბასტიან შვაინშტაიგერი მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება. აღნიშნული ამბავი მიუნხენელების მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლასაც ძალიან უხარია.

”ეს კარგი ამბავია. მას შეუძლია გუნდისთვის დიდი სამუშაოს გაწევა. როგორც მოგეხსენებათ,  გუნდს დიდი საკადრო პრობლემები აქვს. სულ ცოტა ხნის წინ, გუნდის კაპიტანმა ტრავმა მიიღო. ”ბაიერნის” ლაზარეთში კიდევ ბევრი ფეხბურთელი იმყოფება : ტიაგო ალკანტარა, დავიდ ალაბა და ხავი მარტინესი. ესპანელი სპეციალისტი ამ ფაქტის გამო ძალიან წუხს. ”ჩვენ ახალ წლამდე ”ბუნდესლიგის” ექვსი და ”ჩემპიონთა ლიგის” ორი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ეს ჩვენთვის ძალიან რთული ეტაპია”.

მიუნხენის ”ბაიერნი” შემდეგ მატჩს 22 ნოემბერს, 18:30 წუთზე გამართავს. ”ფარმაცევტები” საკუთარ კედლებში ”ჰოფენჰაიმს” მიიღებს.