ბეკენბაუერი: „ბაიერნს“ კლოპი არ სურს“

მიუნხენის „ბაიერნის“ საპატიო პრეზიდენტმა ფრანც ბეკენბაუერმა დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპისადმი ინტერესი უარყო.

„იმედია, კლოპი ბუნდესლიგაში დარჩება. „ბაიერნის“ გარდა, მასთან კონტრაქტის გაფორმებას ნებისმიერი გუნდი ისურვებს. ჩვენ ხოსეპ გვარდიოპლას სახით ჩინებული თავკაცი გვყავს.

კლოპს ნებისმიერი კლუბი მოიწვევს. იურგენი გერმანიას სჭირდება, რადგან ის კარგი ადამიანი და შესანიშნავი მწვრთნელია“, – განაცხადა ბეკენბაუერმა.

ლუის ენრიკე: „გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია“

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შეაქო.

„გვარდიოლას კვლავ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ვთვლი. მისი ტიტულების რაოდენობასაც კი არ ვითვალისწინებ. ის უბრალოდ შემტევ თამაშს ჩინებულად აწყობს. მას ასეთი თამაშის ჩვენება მსოფლიოს ნებისმიერ გუნდთან შეუძლია“, – განაცხადა ლუის ენრიკემ.

ნოიერი: „ჩემპიონთა ლიგაზე ასეთი შეცდომებისთვის მომენტალურად ისჯები“

მუუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა „პორტუსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერს სხვაგვარად წარმოვიდგენდით. პასების დროს შეცდომებს ვუშვებდით და სახიფათო მომენტები თითქმის არ შეგვიქმნია. ასეთი შეცდომებისთვის ჩემპიონთა ლიგაზე მომენტალურად ისჯები. გვესმის, რომ დღეს ცუდად ვითამაშეთ. თუმცა, ყველაფერი ჯერ კდიევ წინაა“, – განაცხადა ნოიერმა.

კუარეჟმა: „ჯერ არაფერია გადაწყვეტილი“

მიუნხენის „ბაიერნის“ კარში დუბლის ავტორმა რიკარდო კუარეჟმამ განვლილი შეხვედრა შეაფასა.

„საქმე ხასიათსა და კონცენტრაციაშია. ვიცოდით, რომ დადებით შედეგის მიღწევა მხოლოდ ასე შეგვეძლო, რადგან „ბაიერნი“ ერთ-ერთი ის გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში მრავალმხვრივი მოთამაშეები ჰყავს. შეცდომის უფლება არ გვქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი ჯერ არაფერია, შედეგის გამო ძალიან გახარებულები ვართ. ახლა ოდნავ უნდა მოვდუნდეთ, რის შემდეგად ჯერ „აკადემიკასთან“ შეხვედრაზე, ხოლო შემდგომ „ბაიერნთან“ საპასუხო მატჩზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა რიკარდომ.

რობენი: „კლოპი მომენატრება“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი არიენ რობენი იურგენ კლოპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დორტმუნდის „ბორუსიადან“ წასვლა გადაწყვიტა.

„კლოპი მომენატრება. მის მიმართ დიდი სიმპატია მაქვს. თუმცა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ „ბორუსიაში“ თავის მოღვაწეობას ის თასის მოგების გარეშე დაასრულებს (ცნობისთვის, „ბაიერნი“ და „ბორუსია“ ერთმანეთს გერმანიის თასის 1/2 ფინალში შეხვდებიან – ავტ.)“, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

„პორტუ“ – „ბაიერნი“ 3:1

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში „პორტუმ“ მიუნხენის „ბაიერნი“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

უკვე მესამე წუთზე მანუელ ნოიერის მხრიდან ჯექსონ მარტინესზე დარღვეული თამაშის წესების გამო დანიშნული პენალტით ანგარიში რიკარდო კუარეჟმამ გახსნა. შვიდ წუთში იმავე კუარეჟმამ დანტეს ბურთი აართვა და ნოიერთან პირისპირ დარჩენილს მეორე გოლის გატანა არ გაუჭირდა. 28-ე წუთზე სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შემაცირეს – თავი ალკანტარამ გამოიჩინა. მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და არც რეალური საგოლე მომენტები ჰქონიათ. პირიქით, 65-ე წუთზე მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს, რითაც საპასუხო შეხვედრის წინ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.

დანტე: „პორტუსთან“ გაგვიჭირდება“

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დანტემ „პორტუსთან“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის პირველი მატჩის შესახებ ისაუბრა.

„წინ რთლი შეხვედრა გველის. დიახ, „პორტუს“ ჯექსონ მარტინესი არ ეყოლება, თუმცა ამ გუნდს მის გარეშეც ჩინებული ფეხბურთელები ჰყავთ. ამის კარგ მაგალითს ბრაიმი წაროადგენს. ამიტომაც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ“, – განაცხადა ბრაზილიელმა.

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 3:0

გერმანიის ბუნდესლიგის 28-ე ტურის ტურის მატჩში მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანკფურტის „აინტრახტი“ მიიღო და ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

მე-15 წუთზე ანგარიში ლევანდოვსკიმ გახსნა. ორამდე მიუნხენელთა უპირატესობა იმავე ლევანდოვსკიმ 66-ე წუთზე გაზარდა. 82-ე წუთზე კი წერტილი თომას მიულერმა დასვა

„ბაიერნი“ – „აინტრახტი“ 3:0

გოლები: ლევანდოვსკი 15′, 66′, მიულერი 82′

გიოტცე: „მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო“

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უახლოეს მატჩში მიუნხენის „ბაიერნს“ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, სეზონის ბოლომდე გუდნს დავიდ ალაბა გამოაკლდა.

„მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. რა თქმა უნდა, ტრავმირებულების სრულფასოვნად შეცვლა ვერ გამოვა, თუმცა ჩვენ ჩინებული გუნდი გვყავს, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია“, – განაცადა მარიომ.

ცნობისთვის, გერმანიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი დღეს საღამოს გაიმართება.

რიბერი: „ბაიერნისთვის“ ალაბას ტრავმა კატასტროფაა“

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ფრანკ რიბერის აზრით, დავიდ ალაბა მისი გუნდისთვის დიდი დანაკარგია. ცნობისთვის, ავსტრიელი თამაშს შვიდი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

„დავიდისთვის, მისი ოჯახისთვისა და თანაგუნდელებისთვის ეს ცუდი ამბავია. ჩვენთვის ის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. ტრავმა მას ზამთრის შესვენებამდეც ჰქონდა, თუმცა ის სწრაფად გამოჯანმრთელდა. ალაბა ფორმის პიკში იყო და კარგ ფეხბრუთსაც აჩვენებდა. ჩვენ დიდი მოთამაშე დაგვაკლდება. ახლა მან სიმშვიდე და ოპტიმიზმი უნდა შეირაჩუნოს. დავიდი საკმაოდ ძლიერია, რათა ასეთ სირთულეებს გაუმკლავდეს. „ბაიერნისთვის“ ეს ამბავი ნამდვილი კატასტროფაა“, – განაცხადა რიბერიმ.

ალაბამ ტრავმა მიიღო

ავსტრიის ნაკრების ბოლო მატჩში მიუნხენის „ბაიერნის“ მცველმა დავიდ ალაბამ მუხლის ტრავმა მიიღო.

ამ ეტაპზე ფეხბურთელის მოედანზე დაბ რუნების დაახლოებითი პერიოდი უცნობია. უახლოეს დროში ალაბა დაწვრილებით სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

ცნობისთვის, გუშინ ავსტრიელები ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუზავდნენ – შეხვედრა 1:1 დასრულდა.

„გიოტცე „ბორუსიაში“ უკეთესი იყო“

დორტმუნდის „ბორუსიასა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი მცველის იურგენ კოლერის აზრით, მარიო გიოტცე იურგენ კლოპის გუნდის შემადგენლბოაშის აუკეთესო ფეხბურთელი იყო.

„სიმართლე რომ გითხრათ, „ბაიერნში“ გიოტცეს თამაში საერთოდ არ მომწონს.

დიახ, მას რამდენიმე კარგი გოლი აქვს გატანილი, თუმცა, როგორც ჩანს, ის ფეხბურთსგან ძველებურ სიამოვნებას ვერ იღებს. მის ფანტასტიკურ ინდივიდუალურ მოქმედებებს ვეღარ ვხედავ.

ჩემი აზრით, დორტმუნდში ის გაცილებით კარგად თამაშობდა“, – დაწერა კოლერმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.