„ბაიერნი“ „აუგსბურგთან“ ქულების დაკარგვას ბოლო წუთზე გადაურჩა (ვიდეო)

გერმანიის ბუნდესლიგის მეოთხე ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „აუგსბურგი“ მიიღო და 90-ე წუთზე გატანილი გოლის დახმარებით, ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.

43-ე წუთზე ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, გოლი ეშვეინმა გაიტანა. მიუნხენელებმა წონასწორობა მხოლოდ 77-ე წუთზე რობერტ ლევონდოვსკის გოლით აღადგინეს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი „ბაიერნმა“ მეორე გოლი გაიტანა – პენალტით თავი თომას მიულერმა გამოიჩინა.

საბოლოოდ, 2:1 და მიუნხენელები დორტმუნდის „ბორუსიასთან“ ერთად 100-პროცენტიანი შედეგით სატურნირო ცხრილის ლიდერებად რჩებიან.

რანდენი გადაიხადა შვაინშტაიგერის ტრანსფერში „მანჩესტერ იუნაიტედმა“? ფასი ცნობილია

ნახევარმცველ ბასტიან შვაინშტაიგერის მიუნხენის „ბაიერნიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ტრანსფერის გარკვეული დეტალები ცნობილია.

ფეხბურთელის პირველმა კლუბნა „როზენჰაიმმა“, რომელიც ამჟამად გერმანიის რანგით მეხუთე დივიზიონში თამაშობს, შვაინშტაიგერის ტრანსფერისგან მიღებული თანხის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. პირველ ეტაპზე „როზენჰაიმი“ 19 ათას ევროს მიიღებს. თვითონ ტრანსფერი კი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ცხრა მილიონი ევრო დაუჯდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „წითელ ეშმაკებს“ შვაინის დამატება 20 მილიონი დაუჯდათ.

რუმენიგე: „სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატების დაწყების წინ უნდა იხურებოდეს“

„ბაიერნის“ ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე თვლის, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ეროვნული ჩემპიონატების დაწყებამდე უნდა იხურებოდეს.

„ეს საკითხი აუცილებლად განსახილველია. ვფიქრობ, ამ პრობლემის მოგვარება შეგვიძლია. შესაძლოა, მომავალში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩემპიონატების დაწყებამდე უნდა დაიხუროს“, – განაცხადა რუმენიგემ.

ბოატენგი: „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია“

მიუუნხენის „ბაიერნის“ მცველი ჯერომ ბოატენგი თვლის, რომ მის გუნდს 2015/16 წლების სეზონშ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

„აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ და მგონია, რომ „ბაიერნში“ კარგად განვვითარდი. არასდროს იცი, თუ რა მოხდება ფეხბურთში, თუმცა კარიერის აქ დასრულებას ადვილად წარმოვიდგენ.

ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე და სხვა ტურნირებზე დაბრუნების დიდი პოტენციალი გაგვაჩნია. ამავდროულად ამის გაკეთება სხვა გუნდებსაც შეუძიათ. ვფიქრობ, დორტმუნდის „ბორუსია“ კვლავ ძლიერი იქნება. „მიუნხენგლადბახი“ და „ბაიერი“ ასევე კარგი გუნდები არიან“, – განაცხადა ბოატენგმა.

გიოტცემ „ბაიერნიდან“ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე მისი კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ორი წელი ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველაფერი გაირკვევა, თუ გვარდიოლა ხშირად მესაუბრება. ახლა მხოლოდ ლოდინი მიწევს“, – ციტირებს ნახევარმცველს „სქაი სპორტსი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მარიო გიოტცემ 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

გვარდიოლა მოურინიოსთან კონფლიქტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა

„აუდის თასის“ დაწყებამდე ერთი დღით ადრე მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე „ჩელსის“ თავკაცი ჟოზე მოურინიო შეაქო და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. ასევე გვარდიოლამ განაცხადა, რომ მოურინიოსთან არანაირი კონფლიქტი არ აქვს.

„ჟოზე მოურინიო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემი მიზანი გუნდისთვის შედეგის მოტანაა და არა პლანეტის საუკეთესო მწვრთნელად ყოფნა“, – ციტირებს გვარდიოლას გამოცემა AS-ი.

„აუდის თასის“ ნახევარფინალში „ბაიერნი“ „მილანს“ შეხვდება. ტურნირის მეორე მატჩში კი „რეალი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდება.

„ბაიერნმა“ სუპერთასი „ვოლფსბურგს“ დაუთმო (ვიდეო)

გერმანიის სუპერთასი „ვოლფსბურგმა“ მოიგო. მიუნხენის „ბაიერნთან“ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.

49-ე წუთზე ანგარიში არიენ რობენმა გახსნა, მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე 1 წუთით ადრე კი თავი ნიკლას ბენდტნერმა გამოიჩინა. გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიაში გაირკვა, რომელშიც კოენ კასტელსმა ჩაბი ალონსოს დარტყმა მოიგერია. შედეგად, „მგლებმა“ სერიაში ანგარიშით 5:4 გაიმარჯვეს. სათქმელია, რომ „ვოლფსბურგმა“ ეს ტიტული თავის ისტორიაში პირველად მოიგო.

გასულ სეზონში „ბაიერნი“ გერმანიის ჩემპიონი გახდა, „ვოლფსბურგს“ კი ქვეყნის თასი ერგო.

სწრაფი და შეუჩერებელი: სეზონის საუკეთესო ეპიზოდები რობენის მონაწილეობით (ვიდეო)

წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც განვლილ სეზონში მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის არიენ რობენის საუკეთესო მომენტებია ასახული.

„იუვენტუსი“ ბენატიათი დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ მიუნხენის „ბაიერნის“ მცველით მეხდი მენატიათი დაინტერესდა. როგორც ცნობილი და ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „Corriere dello Sport“-ი იტყობინება, გერმანული კლუბი მოთამაშის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს ითხვოს.

ბენატიას იტალიაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, ერთი წლის წინ მიუნხენელებმა ის „რომასგან“ შეიძინეს, თუმცა ფეხბურთელის თამაშმა მოლოდინი ვერ გაამართლა. 2014/15 წლების სეზონის ბუნდესლიგის გათამაშებაში მცველმა 15 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ვიდალის მამა ნარკოტიკების შენახვის გამო დააკავეს

მიუნხენის „ბაიერნში“ გადასული ნახევარმცველის არტურო ვიდალის მამასთან ერაზმო ვიდალთან პოლიციამ ნარკოტიკები და ორი დანა იპოვა, რის გამოც ის ჩილეს პოლიციამ დააკავა.

„საკმაოდ სწრაფად გამათავისუფლეს. ნათელია, რომ ცუდი არაფერი გამიკეთებია, მეგობრებთან ერთად ლუდს ვსვამდი. თავს მშვიდად ვგრძნობ“, – განაცხადა ერაზმო ვიდალმა.

„ვიდალი იმიტომ დააკავეს, რომ მას ნარკოტიკები და ორი დანა უპოვეს. თუმცა, მოგვიანებით, ის გავათავისუფლეთ, რამეთუ ნარკოტიკების რაოდენობა დაშვებულ დოზას არ აღემატებოდა, დანები კი კულინალიური მიზნებისთვის გამოიყენეს“, – განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა კრისტიან პობლეტემ.
,

„გვარდიოლა „ბარსელონაში“ დაბრუნდება“

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველის ჩავი ერნანდესის აზრით, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ერთ მშვენიერ დღეს კატალონიურ კლუბში დაბრუნდება.

„პეპთან „ბარსელონაში“ წარმატებული პერიოდი მქონდა. ვიცი, რომ ის სწორ მომენტს აირჩევს, რათა კლუბში დაბრუნდეს“, – ციტირებს ჩავის „ალ-სადის“ ოფიციალური ვებსაიტი.

შეგახსენებთ, რომ გვარდიოლა „ბარსას“ 2008 წლიდან 2012 წლამდე თავკაცობდა.

გვარდიოლა შემდეგ ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი გახდება

გვარდიოლა შემდეგ ზაფხულში „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი გახდება

როგორც ცნობილი სპორტული პორტალი „beIN Sports“-ი წერს, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მომავალ სეზონში, სავარაუდოდ, „მანჩესტერ სიტის“ უთავკაცებს.

ესპანელ სპეციალისტს მიუნხენელებთან ამჟამინდელი ხელშეკრულება სწორედ შემდეგ ზაფხულამდე აკავშირებს და იმ შემხვევაში, თუ მხარეები მას არ გაახანგრძლივებენ, გვარდიოლას „ქალაქელთა“ სახით, სათადარიგო ვარიანტი ექნება.

ცნობისთვის, „ბაიერნთან“ ორწლიანი მუშაობის პერიოდში გვარდიოლამ ორჯერ ბუნდესლიგის მოგება მოახერხა.

„ბაიერნი“ წარმატებას გვარდიოლას გარეშეც მიაღწევდა“