მადრიდის “რეალმა” ბილბაოს “ატლეტიკი” სტუმრად დაამარცხა (ვიდეო)

დღეს ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის მატჩები გაიმართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში ბილბაოს “ატლეტიკმა” მადრიდის “რეალი” მიიღო. მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. მას არ აკლდა ფიზიკური ორთაბრძოლები და ფეხბურთელებს შორის კამათი.

ანგარიშის გახსნა 25-ე წუთზე კარიმ ბენზემამ მოახერხა. მან კრიშტიანუ რონალდუს პასის შემდეგ აიღო ბასკების კარი.

მეორე ნახევარში, 65-ე წუთზე არიც ადურისმა გაათანაბრა. გამარჯვების გოლის გატანა კაზემირომ შეძლო. “რეალის” ბრაზილიელმა საყრდენმა ზუსტად 68-ე წუთზე მოახერხა ბილბაოელების დამწუხრება.

საბოლოოდ, ზინედინ ზიდანის შეგირდებმა ანგარიშით, 2-1 იმარჯვეს და “ლა ლიგას” ერთპიროვნულად ლიდერობენ (65 ქულა). რაც შეეხება “ატლეტიკს”, ამ გუნდს 44 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციას იკავებს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

რამდენი პასი გაუკეთეს ბეილმა და რონალდუმ ერთმანეთს?

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი საკმაოდ კარგად განვლო. ორი მატჩის ჯამში მადრიდელებმა “ნაპოლი” ანგარიშით 6-2 დაამარცხეს.

თუმცა, ესპანური გამოცემა Marca-ს მიერ დაფიქსირებული ერთი ფაქტი საკმაოდ საგულისხმოდ გვევლინება – რონალდუსა და ბეილს ამ მატჩში ერთმანეთისთვის არც ერთი პასი არ გაუკეთებიათ.

“ბლანკოსის” შემტევი ტრიოს, BBC-ის წევრებმა ერთმანეთს ბოლო მატჩში მხოლოდ 7 პასი გაუკეთეს.

უეფას ოფიციალური საიტის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბეილმა გუშინდელ მატჩში სამი პასი მიიღო ბენზემასგან, რონალდუმ – 1. ბენზემას კი უელსელმა ორჯერ გადააწოდა ბურთი, პორტუგალიელმა – ერთხელ.

საერთო ჯამში, ფრანგმა ბენზემამ ნეაპოლში გამართულ მატჩში 10 პასი გააკეთა, რონალდუმ – 17, ხოლო ბეილმა – 19.

გიგზი: “ბეილის ხილვა პრემიერ ლიგაში მსურს”

“მანჩესტერ უნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რაიან გიგზმა BBC-სთან ჩაწერა ინტერვიუ. მან მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავი, გარეთ ბეილი შეაქო და თანამემამულის პრემიერ ლიგაში ხილვის სურვილი გამოთქვა.

“ის “რეალში” ბედნიერია და არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში სადმე წასვლას განიხილავს. თუმცა, როგორც გულშემატკივარი, ვიტყოდი, რომ გარეთს პრემიერ ლიგაში სიამოვნებით ვიხილავდი.”

“უნაიტედის” ფანებს ნამდვილად უნდათ, რომ ბეილმა “ოლდ ტრაფორდზე” ითამაშოს. ჩვენ დიდ გუნდებზე ვლაპარაკობთ და “მანჩესტერი” ნამდვილადაა მათ შორის. ეს კლუბი ნამდვილად შეეფერება ჩემი თანამემამულის სათამაშო დონეს, თუმცა ახლა ვერ ვურჩევ, რომ “რეალი” დატოვოს.”

“ბეილი დიდი ფეხბურთელია და მან ამ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ, დიდი შრომის სანაცვლოდ მიაღწია,” – განაცხადა გიგზმა.

დანილოს ტრავმა არ აქვს და “ნაპოლისთან” ითამაშებს

11 თებერვალს პამპლონაში “ოსასუნამ” მადრიდის  “რეალს” უმასპინძლა. “ლა ლიგა სანტანდერის” 22-ე ტურში “ბლანკოსმა” მეტოქე ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

დედაქალაქელებისთვის ცუდი ფაქტი 57-ე წუთზე მოხდა.

მარჯვენა მცველი, დანილო დავიდ გარსიასთან ორთაბრძოლაში დაშავდა. ამ უკანასკნელმა ბრაზილიელს კოჭში გაშლილი ფეხი ჩაარტყა. დანილო უხერხულად დაეცა გაზონზე და მარცხენა მუხლი დაიზიანა.

 

25 წლის სპორტსმენი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გამოკვლევა ჩაუტარდა და დადგინდა, რომ საშიში არაფერია. ეს მიკროტრავმა იყო. უკვე 100 პროცენტით გადაწყვეტილია, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაში (ნეაპოლის “ნაპოლის” წინააღმდეგ) ითამაშებს. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მისი კონკურენტი, დანიელ კარვახალი უკვე სრულ მზადყოფნაშია. დიდი ალბათობით, სწორედ ესპანელი დაიწყებს სასტარტო შემადგენლობაში თამაშს.

“ლივერპულს” “გენკის” ახალგარზდა შემტევის შეძენა სურს

ბელგიურ “გენკში” 19 წლის შემტევი, ლეონ ბეილი გამოდის. მან თავისი სათამაშო სტილით ძალიან ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო. იამაიკელით რამდენიმე ხანია “ჩელსი”, “რომა”, “აიაქსი” და “ბაიერი” ინტერესდებიან.

Daily Mail-ი იტყობინება, რომ ახალგაზრდა შემტევისთვის ბრძოლაში “ლივერპულიც” ჩაერთო. კლოპს სურს, რომ ბეილი ამ სატრანსფერო ფანჯარაზევე შეიძინოს. ირკვევა, რომ მესრესაიდელთა ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა “გენკის” მესვეურებს. სხვა დეტალები უცნობია.

“რომა” და “ბაიერი” იამაიკელში 20 მილიონ ფუნტს იხდიან. ერთი სიტყვით, გერმანელ მწვრთნელს არ უნდა გაუადვილდეს სულ რაღაც 19 წლის მოთამაშის შეძენა.

აქვე გეტყვით, რომ ბაილი 2015 წლის ზაფხულიდან გამოდის ბელგიურ კლუბში. მან ამ დროის მანძილზე 16 გოლის გატანა შეძლო. აქედან 7 გოლი ბეილიმ მიმდინარე სეზონში, ევროპის ლიგის 6 მატჩში შეაგდო.

გარეთ ბეილმა “სპორტინგთან” მატჩში ტრავმა მიიღო

მადრიდის “რეალის” უელსელმა ფორვარდმა, გარეთ ბეილმა “ბლანკოსსა” და “სპორტინგს” შორის გამართული მატჩი ნაადრევად დატოვა, რის მიზეზადაც ტრავმა სახელდება.

უელსელი შემტევი მადრიდელთა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა მატჩის მე-60 წუთზე შეცვალა. მის ნაცვლად თამაშში მარკო ასენსიო ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ მადრიდელთათვის გარეთ ბეილის ფორმაში ყოფნა ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ესპანელებს წინ სეზონის პირველი ელ კლასიკო და დორტმუნდელებთან გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელით.

ბეილს 3 დეკემბერს გასამართი კლასიკოსთვის მოსამზადებლად სულ რაღაც 11 დღე ექნება.

კარვახალი: “გარეთ ბეილმა კრიშტიანუ რონალდუ უნდა ჩაანაცვლოს”

მადრიდის “რეალის” ესპანელ მცველს, დანი კარვახალს სჯერა, რომ გარეთ ბეილი სრულფასოვნად შეძლებს კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლებას, როდესაც ის “ტახტს” დატოვებს.

მჯერა, რომ ბეილი კრიშტიანუ რონალდუს ჩანაცვლებას შეძლებს, ის მისი მემკვიდრეა.

ერთ მშვენიერ დღეს რონალდუ იმავე დონეზე ვეღარ შეძლებს თამაშ, როგორც ეს რაულისა და ლუიშ ფიგუს შემთხვევაში მოხდა. არ ვიცით, როდის მაგრამ ამის ეს დრო მაინც მოვა და სწორედ მაშინ ჩაანაცვლებს ბეილი მას.

კრიშტიანუ “რეალში” ალბათ 36 წლამდე დარჩება, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ არის, რადგანაც “რეალში” მოთხოვნილებები უმაღლეს დონეზეა. “

ფიგუ ზიდანს: “ბენზემას, რონალდუსა და ბეილს არ შეეხო”

მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, ლუიშ ფიგუმ ზინედინ ზიდანს ურჩია, რომ ბენზემა, ბეილი და რონალდუ მოედნიდან არ გაიყვანოს, თუ ისინი მწყობრში არიან.

“თუ შეტევის ტრიოს ყველა წევრი სრულ მზადყოფნაშია, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა იყვნენ მოედანზე. შანსი ყველას მიეცემა, მაგრამ BBC არ უნდა დაშალო მაშინ, როდესაც ისინი ფორმაში არიან.”

პორტუგალიელმა ფიგუმ თანამემამულის, კრიშტიანუ რონალდუს შანსებზეც ისაუბრა 2016 წლის ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში: ” პრიზს კრიშტიანუ მოიგებს, ამაში დარწმუნებული ვარ.

კრიშტიანუ ყოველთვის კარგად თამაშობს, უბრალოდ მას არ შეუძლია ყოველ მატჩში 3 გოლის გატანა. ფაქტია, რომ ის კარგ ფორმაში იმყოფება. ვთვლი, რომ ამჟამდ “რეალში” მთავარი სწორედ ის არის.”

“რეალი” სატრანსფერო ბანის გასაჩივრებას განაგრძობს და ზაფხულის ორ მთავარ სამიზნესაც ასახელებს

რამდენიმე ხნის წინ მადრიდის “რეალს” ტრანსფერების განხორციელება 2018 წლის იანვრის სატრანფსერო ფანჯრამდე აეკრძალა.

როგორც ინგლისური გამოცემა, Daily Mirror-ი იტყობინება, “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა განაგრძობს FIFA-ს გადაწყვეტილებას გასაჩივრებას. “თეთრებს” იმედი აქვთ, რომ მომავალ ზაფხულზე შეეძლებათ სასურველი მოთამაშეების დამატება.

ნახსენები ინგლისური წყაროს ცნობით, ფლორენტინო პერესისა და ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელი, კუნ აგუერო იქნება. “რეალი” 28 წლის ფეხბურთელით ადრეც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ დედაქალაქურმა გიგანტმა არგენტინელის გადაბირება ვერ შეძლო. უკვე, კუნი სამწელიწად-ნახევარია “ქალაქელების” ღირსებას იცავს და, როგორც თვითონ ამბობს, არსად წასვლა არ უნდა. თავის მხრივ, არც პეპ გვარდიოლა მოისურვებს ლიდერის გაშვებას. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

გარდა აგუეროსი, “რეალი” დორტმუნდის “ბორუსიას” შემტევით, პიერ-ემერიკ ობამეიანგით ინტერესედება. ეს მოთამაშე, უფრო და უფრო, პროგრესირებს.

თუ “რეალი” სატრანსფერო ბანს მოიხსნის და ამ ორ თავდამსხმელს გადაიბირებს, მას შეტევის ძალიან დიდი რესურსი ექნება.

დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

ბეილი, ახალი კონტრაქტის თანახმად, 500 მილიონი ევრო ეღირება

ესპანურ პრესაში გავრცედლა ინფორმაცია, რომ სულ მალე გარეთ ბეილი ახალ კონტრაქტს გააფორმებს მადრიდის “რეალთან”.

გარეთი 2013 წელს “ტოტენჰემიდან” რეკორდულ თანხად გადავიდა “რეალში”. მას შესანიშნავად აეწყო კარიერა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ, უელსელი ახალ, 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

როგორც ირკვევა, “ბლანკოსის” ხელმძღვანელობა აპირებს ამ დოკუმენტში პუნქტის შეტანას, რომლის მიხედვითაც გარეთის მსურველს მისი ყიდვა მინიმუმ 500 მილიონ ევროდ შეეძლება, რაც ძალიან დიდი თანხაა.

ელ კლასიკოს დაწყების ზუსტი დრო ცნობილია

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა დღეს დაასახელა ის დრო, როდესაც 2016/2017 წლების პირველი ელ კლასიკო გაიმართება.

მაშ ასე, “ბარსელონასა” და “რეალის” პირველი დაპირისპირება 3 დეკემბერს, ჩვენი დროით 19:15 საათზე დაიწყება. შეხვედრა კამპ ნოუზე, ბარსელონაში გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ დიდ ბრიტანეთში არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც შაბათ დღეს საფეხბურთო მატჩების პირდაპირ ეთერში ჩვენება კონკრეტულ შუალედში – მათი დროით 14:45 საათიდან, 17:45 საათამდე არ შეიძლება. გამომდინარე იქედან, რომ მატჩი ბრიტანეთის დროით 15:15 საათზე გაიმართება, ამ ქვეყანაში ელ კლასიკოს პირდაპირი გადმოცემა არ იქნება.

გარეთ ბეილი: “ირლანდიასთან მატჩში საქართველო წაგებას არ იმსახურებდა”

მადრიდის “რეალისა” და უელსის ნაკრების სუპერვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა უელსისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის გასამართ დაპირისპირებამდე პრესასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

“ბოლო თამაშებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ფეხბურთში სუსტი მეტოქეები აღარ არსებობენ. ავსტრიასთან გამართული რთული მატჩიდან გარკვეული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.

ჩვენი დღევანდელი მეტოქის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით. თუმცა, მატჩისწინა დღეს მათ ახლოდან შევისწავლით.

მათი თამაშები მეც არ მაქვს ნანახი, თუმცა ვიცი, რომ მათ წარსულში კარგი შედეგები ჰქონდათ. მათ ესპანეთის დამარცხება მოახერხეს და ვფიქრობ, რომ ირლანდიასთანაც არ იმსახურებდნენ წაგებას. ასე რომ, წინ რთული მატჩი გველის.” – განაცხადა ბეილმა.

შეგახსენებთ, რომ მატჩი კარდიფში, თბილისის დროით 20:00 საათზე აიღებს სტარტს.