“ბაიერნს” “ლევერკუზენთან” ჰუმელსისა და ბოატენგის გარეშე მოუწევს თამაში

შაბათს, მიუნხენის “ბაიერნსა” და ლევერკუზენის “ბაიერს” შორის გასამართ მატჩში ბავარიელთა დაცვითი დუეტის, მატს ჰუმელსისა და ჟერომ ბოატენგის თამაში გამოირიცხა.

“ბოატენგი და ჰუმელსი ამ მატჩს გამოტოვებენ.

ბოატენგს ბარძაყი აქვს დაზიანებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ მადრიდში გასამართ მატჩამდე გამოჯანმრთელებას შეძლებს.

ჰუმელსისა და ბოატენგის არყოფნის პერიოდში, ცენტრალური მცველის პოზიციაზე დავიდ ალაბა ითამაშებს, ბერნატი კი მარცხენა ფლანგს დაიკავებს.

ვიმედოვნებ, რომ ჰუმელსი მადრიდში თამაშს შეძლებს,” – აცხადებს კარლო ანჩელოტი.

ბოატენგი: “კლოპი საუკეთესოა, ფეხბურთელები მისთვის თავსაც კი გასწირავენ”

კევინ პრინს-ბოატენგმა, რომელსაც იურგენ კლოპთან მუშაობის საშუალება 2009 წელს ჰქონდა, როდესაც “ტოტენჰემმა” ის “დორტმუნდში” გაანათხოვრა, მისი ყოფილი დამრიგებელი შეაქო.

“კლოპი საუკეთესოა, ეს საკმაოდ ადვილად შესამჩნევი რამ არის. მან იცის, თუ როგორ მოეპყრას ფეხბურთელებს, როგორ შეუქმნას მათ კომფორტი. ჰკითხეთ ფეხბურთელებს და ისინი გეტყვიან: “ის საუკეთესოა, მისთვის თავსაც გავწირავ”.

მან ზუსტად იცის, თუ რა სჭირდება თითოეულ ფეხბურთელს. “დორტმუნდშიც” იყვნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც 6 თვეში მხოლოდ 5 წუთი უწევდათ თამაში, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერები იყვნენ – ბედნიერები იმით, რომ ვარჯიშისა და მუშაობის საშუალება ეძლეოდათ.

“ლივერპულში” ყველაფერი ბრწყინვალედ არის, ხალხს ის უყვარს. პარიზში რომ წასულიყო, ეს საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა, განსხვავებული ტიპის გზავნილი. მაგრამ მან უკეთ იცის.

იქ რომ დავრჩენილიყავი, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვითამაშებდი, ლიგასა და თასსაც მოვიგებდი. მაგრამ ასე არ მოხდა. ისეთი კარიერა მაქვს, რომელზეც ბევრი ოცნებობს. ბედნიერი ვარ, მაგრამ ვიცი, რომ უკეთაც შეიძლებოდა.”

ჰარგრივზი: “ბოატენგი “ბაიერნის” სუსტი წერტილია, სანჩესის წინააღმდეგ ძალიან გაუჭირდება”

მიუნხენის “ბაიერნის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” ექს-ნახევარმცველი, ოუენ ჰარგრივზი თვლის, რომ ბავარიელებს დაცვის ხაზში პრობლემები აქვთ, რაც “არსენალის” წისქვილზე ასხამს წყალს, რომელიც გერმანელებს ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალში უნდა დაუპირისპირდეს.

“ახალ სეზონში ბოატენგს ძალიან უჭირს, არადა ის გასულ სეზონში ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.” – განაცხადა ოუენმა BT Sport-თან საუბრისას.

“ბაიერნის” დაცვის ხაზში გარკვეული სახის პრობლემებია.

ვშიშობ, რომ ჰუმელსი და ბოატენგი სანჩესს ვერ გაუმკლავდებიან. ასე თუ გაგრძელდა, სანჩესი მათ ყოველ მატჩში გაუტანს გოლს.

და თუ “არსენალი” მიუნხენში გოლის გატანას მოახერხებს, მაშინ ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.” – განაცხადა მან.

“ლას პალმასმა” “რეალს” ქულები დააკარგვინა (ვიდეო)

დღეს პრიმერა დივიზიონის მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ერთ-ერთ მატჩში “ლას პალმასი” საკუთარ მოედანზე მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდა. ანგარიში 33-ე წუთზე ასენსიომ გახსნა. მასპინძლებმა 5 წთში ტანას გოლით გააათანაბრეს.

მეორე ნახევარში გუნდებმა თითო-თითო გოლი გაცვალეს. ბენზემას გოლს არაუხომ უპასუხა. საბოლოოდ – 2-2.

“რეალმა” პრიმერაში ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. ამ მატჩის შემდეგ “ბლანკოსს” 14 ქულა დაუგროვდა და უახლოეს მდევარსა და მოსისხლე მტერს, “ბარსელონას” მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

გერმანიაში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი, ჟერომ ბოატენგი 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. 27 წლის ფეხბურთელმა 163 ხმა დააგროვა და ამ შედეგით ყველას აჯობა.

ცნობისთვის გეტყვით, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს გერმანიაში ჟურნალისტები ირჩევენ. გამოკითხვაში მონაწილეობა სულ 674-მა ჟურნალისტმა მიიღო. ხმების უმრავლესობით მეორე ადგილზე ტომას მიულერი გავიდა (95 ხმა), რობერტ ლევანდოვსკი კი მესამეზე აღმოჩნდა (90 ხმა).

ჟერომ ბოატენგი პირველი მცველი გახდა 1997 წლის შემდეგ, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო. 1997-ში ეს სტატუსი იურგენ კოლერმა მოიპოვა.

სეზონის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი კი დირკ შუსტერს (256 ხმა) ხვდა წილად, რომელიც გასულ სეზონში გერმანულ “დარმშტადტს” წვრთნიდა. მეორეზე ტომას ტუჰელი გავიდა 134 ხმით, მესამეზე – გვარდიოლა (54 ხმა).

“ბაიერნს” სეზონის სტარტზე შესაძლოა ერთ-ერთი ლიდერი დააკლდეს

“ევრო 2016”-ზე გამართულ მეორე ნახევარფინალში, სადაც ერთმანეთს გერმანიისა და საფრანგეთის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, დაზიანება მიიღო მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა, ჟერომ ბოატენგმა. 27 წლის ცენტრალური მცველი შეხვედრის 61-ე წუთზე შკოდრან მუსტაფიმ შეცვალა.

თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მისი დაზიანება იმდენად სერიოზულია, დიდი ალბათობით იგი სეზონის სტარტზე “ბაიერნს” ვერ დაეხმარება.

აქვე გეტყვით, რომ მიუნხენური გიგანტი 2016/2017 წლების პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს 14 აგვისტოს დორტმუდის “ბორუსიას” წინაადეგ გერმანიის სუპერ თასზე. რაც შეეხება “ბუნდესლიგას,” “რეკორდმაისტერი” სადებიუტო შეხვედრას გერმანიის ჩემპიონატში 26 აგვისტოს საკუთარ მოედანზე ბრემენის “ვერდერის” წინააღმდეგ გამართავს.

ბოატენგი: “მხოლოდ მოგება გვინდა”

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მცველმა ჟერომ ბოატენგმა განაცხადა, რომ გერმანელებმა თავიანთ ფანებს იმედები არ უნდა გაუცრუონ.

შეგახსენებთ, რომ 11 ოქტომბერს გერმანიის ნაკრები ლაიფციგში საქართველოს უმასპინძლებს.

“ერთი ქულის მოპოვება? მე ეს არ მაინტერესებს, რადგან მოგება გვინდა. მეტოქის დაუფასებლობა არ შეიძლება. საქართველოს ნაკრებს ჩვენს სტილში უნდა ვეთამაშოთ, გულშემატკივრებს კი იმედი არ უნდა გავუცრუოთ. კარგი თამაშია საჭირო და რა თქმა უნდა, სამ ქულასაც მოვიპოვებთ”, – ამბობს ბოატენგი.

ძმები, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებში ითამაშე

ტიმ კეჰილი – ავსტრალია
კრის კეჰილი – სამოა

6

კრისტიან ვიერი – იტალია
მასიმილიანო ვიერი – ავსტრალია

5

ტიაგო ალკანტარა – ესპანეთი
რაფინია ალკანტარა – ბრაზილია

4

ლუის სუარესი – ურუგვაი
პაოლო სუარესი – სალვადორი

3

პოლ პოგბა – საფრანგეთი
ფლორენტინ პოგბა – გვინეა
მათიას პოგბა – გვინეა

2

ჟერომ ბოატენგი – გერმანია
კევინ-პრინს ბოატენგი – განა

1

კევინ-პრინს ბოატენგის შეძენა “სიონს” სურს

გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, შესაძლოა, რამდენიმე საათში კევინ-პრინს ბოატენგი შვეიცარიული “სიონის” ფეხბურთელი გახდეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “სიონის” ხელმძღვანებლებსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს “შალკეს” ნახევარმცველის მიმართ ინტერესს ლისაბონის “სპორტინგიც” იჩენდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

უეფამ სეზონის 10 საუკეთესო გოლი დაასახელა (ვიდეო)

უეფამ გასული სეზონის განმავლობაში, უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირზე გატანილი ათი საუკეთესო გოლი დაასახელა.

გულშემატკივრებს ამ ათი გოლიდან თავიანთი რჩეულის არჩევა ამ ბმულზე შეუძლიათ: http://www.uefa.com/goal-of-the-season/.

პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგს დასცინა (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა და მცველი ჟერომ ბოატენგი ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ და მათ კითხვებს უპასუხეს.

პრესკონფერენციის მიმდინარეობისას, პეპ გვარდიოლამ ბოატენგის ვარცხნილობაზე იხუმრა: “მე უკვე დავკარგე თმები, ამიტომ არ მაქვს იმის სურვილი, რომ ბოატენგის მსგავსი ვარცხნილობა მქონდეს.”

ჟერომ ბოატენგმა ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა

მიუნხენის “ბაიერნის” მცველმა, ჟერომ ბოატენგმა ყველასათვის ცნობილი ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ ასეთი რამ ბევრ ფეხბურთელს ემართება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ლიონელ მესიმ ბოატენგი მოატყუა, გერმანელი მცველი წაიქცა, არგენტინელმა კი გოლი გაიტანა.

“როცა ეს ეპიზოდი თავიდან ვნახე, ჩემს თავზე ვიცინოდი. ხშირად ხდება, როცა შენი წაქცევის შემდეგ მეტოქეს გოლი გააქვს. ეს ბევრ ფეხბურთელს ემართება და მეც დამემართა. სიმართლე გითხრათ, ამ ეპიზოდს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი აზრით, ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია”, – ციტირებს ბოატენგის სიტყვებს Sportskeeda.