ოფიციალურად: ფილიპო ინძაგის იტალიური კლუბი ჩააბარეს

“ვენეციას” მთავარი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი უახლოეს მომავალში სერია ა-ს კლუბს ჩაიბარებს. “ბოლონიას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ინძაგი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც იცით, ინძაგიმ სამწვრთნელო კარიერა “მილან პრიმავერაში” დაიწყო (2013-14), რის შემდეგაც მას “როსონერის” მთავარი გუნდი ანდეს. არასახარბიელო მუშაობის შემდეგ ინძაგი “მილანიდან” გაუშვეს და დღემდე “ვენეციაში” მუშაობდა.

რაც შეეხება “ბოლონიას”, კლუბმა გასულ სეზონში მხოლოდ 39 ქულის დაგროვება შეძლო და გათამაშება მე-15 ადგილზე დაასრულა.

ოფიციალურად: ჯაკერინი “ნაპოლის” ფეხბურთელია

რამდენიმე წუთის წინ “ნაპოლის” ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა ემანუელე ჯაკერინის ტრანსფერი. “სანდერლენდის” უკვე ყოფილმა მოთამაშემ 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის თანხა, რომელიც “ნაპოლის” ხელმძღვანელობამ ინგლისურ კლუბს გადაუხადა იტალიელი სპორტსმენის სანაცვლოდ, არაა საჯარო.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის შემტევმა ნახევარცველმა გასული სეზონი არენდის წესით “ბოლონიაში” გაატარა.

“იუვენტუსის” მოგებათა სერია შეწყდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ბოლონიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართული შეხვედრა უგოლოდ, ანგარიშით 0:0 დასრულდა.

ამრიგად, “ბებერი სინიორას” მოგებათა სერია მე-15 მატჩზე შეწყდა. ეს კლუბისთვის სარეკორდო შედეგია. საერთოდ კი, იტალიის ჩემპიონატში გამარჯვებების ყველაზე ხანგრძლივი სერია მილანის “ინტერს” ეკუთვნის. “ნერიაძურიმ” 2006/07 წლების სეზონში ზედიზედ 17 შეხვედრა დაასრულა მოგებით.

აღსანიშნავია ისიც, რომ “ბებერი სინიორას” ზედიზედ მეცხრე მატჩია, გოლი არ გაუშვია.

“იუვენტუსი” 58 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში რჩება. უახლოეს მდევარ “ნაპოლის” აქტივში 56 ქულა აქვს და ორშაბათს ტურის დასკვნით შეხვედრაში “მილანს” მიიღებს.

იტალიის სერია A
26-ე ტური

“ბოლონია” — “იუვენტუსი” 0:0 (0:0)

“ბოლონიას” დონადონი გაწვრთნის

“ბოლონიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იტალიის ნაკრების ყოფილი დამრიგებელი რობერტო დონადონი დაინიშნა.

52 წლის სპეციალისტმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ დონადონიმ ამ პოსტზე დელიო როსი შეცვალა, რომელიც დაუკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს: სერია A-ს საწყის ათ ტურში გუნდმა მხოლოდ ექვსი ქულა მოაგროვა.

 

კაცნაკლულმა “ინტერმა” სტუმრად “ბოლონია” დაამარცხა და გალიდერდა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს X ტური “ბოლონიასა” და მილანის “ინტერს” შორის გამართული მატჩით გაიხსნა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. ეს გოლი მატჩის 67-ე წუთზე “ნერიაძურის” მთავარმა მეგოლემ მაურო იკარდიმ გაიტანა, რომელმაც ადემ ლიაიჩის პასი შეირგო. გოლამდე იყო გაძევება: შეხვედრის მე-60 წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ფელიპე მელომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა. სხვათა შორის, მატჩის ბოლოს მსაჯთა მიმართ აქტიურად გამოხატული უკმაყოფილების გამო “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინიც გააძევეს. ბოლო კომპენსირებულ წუთზე მატია დესტროს ანგარიშის გათანაბრების საუცხოო შანსი მიეცა, თუმცა მარტოდ დარჩენილმა ახლო მანძილიდან ბურთი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩს მოარტყა.

“ინტერმა” 21 ქულა დააგროვა და სანამ ტურის დანარჩენი მატჩები გაიმართება, სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. “ბოლონიას” 6 ქულა აქვს და მე-18 პოზიციაზეა.

იტალიის სერია A
X ტური
“ბოლონია” — “ინტერი” 0:1 (0:0)

გოლი: იკარდი 67′.
გაძევება: ფელიპე მელო 60′.

“სამპდორია” — “ბოლონია” გადაიდო

იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში “სამპდორიასა” და “ბოლონიას” შორის გასამართი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო.

შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გენუაში ძლიერი წვიმა და ქარია. შესაბამისად, მატჩის ჩატარება ვერ ხერხდება. შეხვედრა შესაძლოა, ხვალ გაიმართოს.

 

„ბოლონიას“ დესტროს დამატება სურს

„რომას“ თავდამსხმელი მატია დესტრო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სერია ა-ში დაბრუნებული „ბოლონიას“ რიგებში გადაბარგდეს. როგორც ცნობილია, ბოლონიელებმა რომაელებს ფორვარდის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს.

სათქმელია, რომ „ბოლონიას“ გარდა, მოთამაშის დამატება ასევე „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობას სურს.

შეგახსენებთ, რო 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში დესტრომ იჯარით „მილანში“ ითამაშა.

დი ვაიო “ბოლონიაში” იმუშავებს

მარკო დი ვაიომ კონტრაქტი “ბოლონიასთან” გააფორმა, სადაც მენეჯერის თანამდებობაზე იმუშავებს.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით მარკო ტექნიკურ დირექტორ პანტალეო კორვინოს დაეხმარეა. დი ვაიოს პირველი გუნდის კომპლექტაცია და გარკვეული ღონისძიებების დაგეგმვა დაევალება..

“ბოლონიას” შემადგენლობაში ფეხბურთელი 2008-2012 წლებში თამაშობდა და 143 შეხვედრაში 65 გოლი გაიტანა.

 

ჯოვინკო, შესაძლოა, სერია B-ში გადაბარგდეს

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი სებასტიან ჯოვინკო ნაკლები სათამაშო დროის გამო კლუბიდან წასვლაზე ფიქრს აგრძელებს.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ალბათობით, სება „ბოლონიას“ რიგებში გადაბარგდება, რომელიც ამჟამად სერია B-ს მესამე ადგილზე იმყოფება.

მეტიც, „ბოლონიამ“ „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობას უკვე ამ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებთაც კი მიმართა.

აქამდე ჯოვინკოსადმი სხვა კლუბების მხრიდან ინტერესის შესახებაც იწერებოდა, რომელთა შორისაც „ატალანტა“, „ინტერი“ და „ფიორენტინა“ იყვნენ.

“ტოტენჰემი” მიჰაილოვიჩზე ფიქრობს

ლონდონის “ტოტენჰემი” შესაძლოა სინიშა მიხაილოვიჩმა ჩაიბაროს, რომელიც ამჟამად “სამპდორიას” წვრთნის.

“სამპდორიაში” მოსვლის შემდეგ მიხაილოვიჩმა გუნდს სერია A-ში დარჩენის პრობლემა მოუხსნა. მიუხედავად ამისა, სერბი სპეციალისტი კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

Football Italia-ს ცნობით, მიხაილოვიჩის გადაბირებით ლონდონის “ტოტენჰემი” სერიოზულადაა დაინტერესებული.

“სამპდორიაში” კი, მიხალივოჩის შემცვლელად სტეფანო ბიოლის კანდიდატურას განიხილავენ.

 

გავარდნის საფრთხის წინაშე მყოფი რვა გუნდი

მიმდინარე საფეხურთო სეზონი დასასრულს უახლოვდება. გულშემატკივართა ყურადღბის დიდი ნაწილი საჩემპიონო ბატალიებისადმი არის მიმართული. თუმცა, ამავე დროს სხვადასხვა ლიგებში არანაკლებ დაძაბულად და საინტერესოდ მიმდინარეობს ბრძოლა დივიზიონებში ადგილის შესანარჩუნებლად. ხშირად ისე ხდება, რომ ელიტარულ დივიზიონებს საკმაოდ ცნობილი და მდიდარი ისტორიის მქონდე გუნდები ემშვიდობებიან. გაგაცნობთ, იმ რვა გუნდის ვინაობას, რომლებსაც ეს არც თუ ისე სასიამოვნო პერსპექტივა ელით.

 

ფულემი

2001 წელს ინგლისურ პრმიერლიგაში აღზევების შემდეგ კლუბს ელიტარული ინგლისური დივიზიონი არ დაუტოვებია. ოთხი წლის წინ კი, “ფულემმა” ევროპა ლიგის ფინალშიც კი ითამაშა. მაგათის გუნდი ამჟამად ბოლოსწინა პოზიციაზე, თუმცა დარჩენილი ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ლონდონელებს გადარჩენის შანსი აქვთ.

 

ჰამბურგი

გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული კლუბი, რომელიც ბუნდესლიგიდან ჯერ არ გავარნილა. თუმცა, ჰამბურგელებმა მიმდინარე სეზონი ჩააგდეს და დიდი ალბათობით პლეი-აუტის თამაში მოუწევთ.

 

ბეტისი

ესპანური პრიმერა მომავალ სეზონში “ბეტისის” გარეშე დარჩა. სევილიელბმა სეგუნდაში “საგზური” ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაიფორმეს. გასულ წელს “ბეტისმა” ჩმპიონატი მე-7 პოზიციაზე ჩაამთავრა და ევროტურნირების საგზურიც მოიპოვა. თუმცა, წლევანდელი სეზონის საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

ბოლონია

საფრხე იტალიის თასის 7-გზის მფლობელს “ბოლონიასაც” ემუქება. 35-ე ტურის შემდეგ ბოლონიელებს 28 ქულა აქვთ და მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან.

 

ანჟი

რამდენიმე წლის წინ რუსულ გუნდში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო და მრავალი ვარსკვლავიც იქნა მიწვეული. თუმცა, ეს პროექტი განწირული აღმოჩნდა. “ანჟი” მომდევნო სეზონს რუსეთის პირველ ლიგაში გაატარებს.

 

ჰართსი

შოტლანდიურ “ჰართსს” ლიგის მესამე გრანდად ჩამოყალიბების ამბიცია ჰქონდა. თუმცა, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე კლუბი გაკოტრდა და სეზონიც -15 ქულით დაიწყო, რაც საკმაოდ მძიმე დარტყმა იყო. “ჰართსი” შოტლანდიურ პრემიერლიგას დაემშვიდობა.

 

პასუშ დე ფერეირა

პორტუგალიერმა კლუბმა შარშანდელ სეზონში ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირზეც ითამაშა. თუმცა, სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა და გადარჩენის მცირე შანსი აქვს.

 

ლოზანა

შვეიცარიის მრავალგზის ჩემპიონი “ლოზანა” უმაღლეს ლიგას ოფიციალურად დაემშვიდობა. თანაც, ეს გადარჩენისთვის განსაკუთრებული ბრძოლის გარეშე გააკეთა.

 

ბოლონია მწვრთნელს შეიცვლის?

საფეხბურთო კლუბი “ბოლონია” სერია ა-ში საკმაოდ მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა და შესაძლოა ელიტარულ დივიზიონს დაემშვიდობოს კიდეც.

30 ტურის შემდეგ “ბოლონია” მე-17 პოზიციაზე და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.

იტალიური პრესა კლუბის მთავარი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის გადაყენებაზე აქტიურად საუბრობს. მის შემცვლელად კი, სტეფანო პიოლის ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ პიოლი “ბოლონიაში” მიმდინარე სეზონში უკვე მუშაობდა, მაგრამ თანამდებობიდან იანვრაში გადააყენეს.