კარიკატურა: ქარიშხალმა “კეინმა” ევროპას გადაუარა

გუშინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” საკუთარ მოედანზე დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა და ანგარშით, 3:1 მოიგო. ინგლისელთაგან ორი გოლის გატანა ჰარი კეინმა მოახერხა. იგი მთელი თამაშის მანძილზე ძალიან აქტიური იყო.

ომარ მომანი ასე ეხმაურება კეინის წარმატებულ ასპარეზობას.

 

კეინი: “ვცდილობ, ჩემი შესაძლებლობები ძლიერ გუნდებთანაც დავამტკიცო”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემმა” დორტმუნდის “ბორუსიას” ანგარიშით, 3:1 სძლია.

დაპირისპირების შემდეგ ჟურნალისტებს დუბლის ავტორი, ჰარი კეინი ესაუბრა.

“ვცდილობ, რომ ჩემი შესაძებლობები ძლიერ კლუბებთანაც დავამტკიცო. შესაბამისად, დღვანდელი დუბლი ძალიან სასიამოვნო იყო. მან კიდევ უფრო მეტად შემმატა თავდაჯერებულობა. თუმცა, მთავარი ისაა, რომ მოვიგეთ და პირველი სამი ქულა ჩავიწერეთ.”

“გვინდოდა, ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაგვეწყო. ბედნიერები ვართ, რომ ამის გაკეთება ძლიერი “ბორუსიას” წინააღმდეგ შევძელით,” – აცხადებს კეინი.

მალდინი: “ობამეიანგისგან ასეთ დონეზე თამაშს არც მე მოველოდი და არც “მილანი”

“მილანის” ლეგენდამ, პაულო მალდინიმ 29 წლის გაბონელ თავდამსხმელზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას არაერთხელ დაუკავშირეს “როსონერის”.

“ობამეიანგი ძალიან განვითარდა და ახლა დიდ ფეხბურთს თამაშობს, რასაც არც მე და არც “მილანი” არ მოელოდა. მაშინ ძალიან რთული იყო ახალგაზრდა ფეხბურთელთათვის წარმატების მიღწევა, პირველი გუნდი ძალიან ძლიერი იყო. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება წასვლასთან დაკავშირებით აშკარად მართბული იყო.

ძალიან მიხარია, ახლა ამ დონეზე რომ თამაშობს. მას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და მითხრა, რომ ჩემი გაოცება მოახერხა. ობას ძალიან უყვარს “მილანი”, მაგრამ ახლა მის გადასაბირებლად დიდი თანხის გადახდაა საჭირო.

ბოლო დროს სატრანსფერო ფანჯარაზე ვითარება საგრძნობლად შეიცვალა. “პარიზელები” ძალიან აქტიურობენ. ნეიმარის ტრანსფერით ფრანგებმა მესისა და რონალდუსაც დაუმტკიცეს, რომ სურვილის შემთხვევაში მათ გადაბირებასაც შეძლებენ,” – აცხადებს მალდინი.

ობამეიანგი: “დემბელეს სიტუაცია ძალიან რთულია”

გუშინ გერმანიის თასის შეხვედრები გაიმართა. დორტმუნდის “ბორუსიამ” “რილასინგენ-არლენი” ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ჰეთრიკი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელიც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. გაბონელს ოსმან დემბელეს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს.

“ჯერჯერობით, არაფერია გადაყწვეტილი. დემბელე ძალიან რთულ სიტუაციაშია. არ ვიცით, დარჩება თუ არა ის კლუბში. თუმცა, რაც მოხდება, მოხდება.”

“რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მიხარია, რომ გამარჯვება მარტივად მოვიპოვეთ და ჩვენს არცერთ მოთამაშეს არ მიუღია ტრავმა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს სეზონის სტარტია და ბუნებრივიცაა,” – აცხადებს ობამეიანგი.

კატალონიური პრესა: “დორტმუნდის “ბორუსიამ” ოსმან დემბელეს ფასი დაასახელა”

სულ ცოტა ხნის წინ კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარმა დატოვა. ბრაზილიელი “პსჟ”-ში რეკორდულ თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. ამ ტრანსფერის განხორციელების შემდეგ, “ბლაგურნას” მესვეურებმა კიდვე უფრო აქტიურად დაიწყეს 25 წლის შემტევის შემცვლელის ძიება. სასურველ მოთამაშეთა სიაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე ოსმან დემბელეა, რომელიც დორტმუნდის “ბორუსიაში” გამოდის.

კატალონიურმა გაზეთმა, Sport-მა დაწერა, რომ უახლოეს წარსულში “ბარსამ” გერმანულ კლუბს ფრანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო შესთავაზა. დორტმუნდელებმა ეს წინადადება დაბლოკეს და დემბელეს სანაცვლოდ 100 მილიონი ვერო მოითხოვეს, რომელიც ბონუსებით შესაძლოა, 110 მილონამდე ავიდეს.

აღნიშნული თანხა კატალონიელების ბიუჯეტში რომ არის, ეს ფაქტია. თუმცა, საინტერესოა, რამდენად გაიმეტებს კლუბის პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ამხელა ფულს.

“ნეიმარის ტრანსფერიდან მიღებულ 222 მილიონ ევროს დავაბანდებთ მოთამაშეებსა და აქტივებში. ეს თანხა, მხოლოდ და მხოლოდ, ახალი ფეხბურთელების შეძენაში არ დაიხარჯება. არ შემიძლია თქმა, ვინ მოვა. თუმცა, მე სრულ ნდობას ვუცხადებ სპორტულ დირექტორს, რობერტ ფერნანდესს. ერთადერთი რამ ნათელია: აუცილებლად გავაგრძელებთ ძლიერი სპორტსმენების გუნდში მოყვანას, რათა მოგებათა ერა გაგრძელდეს. ერთ-ერთი ასეთი ნელსონ სემედუა. თუმცა, ამ ზაფხულზე კიდევ გავძლიერდებით,” – აცხადებს ბართომეუ.

 

“ბორუსია” თანახმაა, დემბელე “ბარსელონაში”…

დორტმუნდის “ბორუსიას” ახალგაზრდა ვარსკვლავი, უსმან დემბელე ძალიან ახლოსაა “ბარსელონაში” გადასვლასთან. ამ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა, Bild ადასტურებს.

დღეს გავრცელებული ცნობების მიხედვით, კატალონიელებმა 20 წლის ფრანგი შემტევის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 80 მილიონი ევრო შესთავაზეს მაგრამ უარი მიიღეს.

როგორც ცნობილი ხდება, “ბორუსიას” მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ დემბელე 100 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდოს. კატალონიელები კი ამ თანხის გადახდას ნეიმარის ტრანსფერისგან მიღებული 222 მილიონი ევროს წყალობით აპირებენ.

გასული სეზონის 32 მატჩში დემბელემ 6 გოლისა და 12 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო და 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელიც გახდა.

“ჩელსი” “ბორუსიას” ობამეიანგის სანაცვლოდ 65 მილიონ ფუნტს სთავაზობს

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მთავარ პრიორიტეტად ჯერ კიდევ ალვარო მორატას ტრანსფერი რჩება, მაგრამ ამის პარალერულად “ლურჯები” დორტმუნდის “ბორუსიასთანაც” აწარმოებენ მოლაპარაკებებს პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერის თაობაზე.

The Sun-ის ცნობით, გერმანულმა კლუბმა უკვე მისცა წასვლის უფლება გაბონელ შემტევს, რომლის ანგარიშზეც “ბორუსიას” მაისურით ჩატარებულ 189 მატჩში გატანილი 120 გოლია.

28 წლის აფრიკელი ფეხბურთელის საოცნებო კლუბი მადრიდის “რეალია”, თუმცა ის არც პრემიერ ლიგაში თამაშზე იტყვის უარს. ინგლისურ გრანდთაგან კი მისი ტრანსფერით ყველაზე სერიოზულად სწორედ “არისტოკრატები” არიან დაინტერესებულები.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 4 ივლისი


“არსენალი” ორი ტრანსფერისთვის 70 მილიონს ამზადებს

A Bola-ს მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის მიხედვით, ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი ალექსანდრე ლაკაზეტის ტრანსფერით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფრანგი სპეციალისტი “სპორტინგის” ორი ფეხბურთელის, უილიამ კარვალიოსა და ჟელსონ მარტინსის გადაბირებას აპირებს და მზადაა, ამ ტრანსფერებში 70 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.


“მანჩესტერ იუნაიტედი” ბარტრაზე გადაერთო

ესპანური ავტორიტეტული გამოცემა AS ირწმუნება, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო სერიოზულად არის დაინტერესებული მარკ ბარტრას ტრანსფერით.

როგორც ცნობილი ხდება, პორტუგალიელი სპეციალისტი “ბარსელონას” ექს-ფეხბურთელს ვიქტორ ლინდელოფის პოტენციურ მეწყვილედ განიხილავს.


დონარუმა “მილანს” შეუთანხმდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მილანმა” და დონარუმამ შეთანხმებას მიაღწიეს. ახალგაზრდა მეკარე 5-წლიან კონტრაქტს ხელს მალე მოაწერს.

Sky Sport-ის ცნობით, დონარუმა ხელფასის სახით, წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს. ამავდროულად, “როსონერიმ” ბერძნული “ასტერასიდან” ჯიჯიოს ძმა, ანტონიო დონარუმა უნდა გადმოიბიროს, რომლის ხელფასიც “როსონერიში” 1 მილიონი ევრო იქნება.


“ლივერპული” რიკოს გადაბირებას გეგმავს

მერსესაიდული “ლივერპულის” ხელმძღვანელები “სევილიას” მიერ 12 მილიონ ევროდ შეფასებული მეკარის, სერხიო რიკოს ტრანსფერზე მუშაობენ.

მართალია, ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 30 მილიონია მითითებული, თუმცა “წითლები” დარწმუნებულები არიან, რომ გაცილებით უფრო იაფად შეძლებენ მის დამატებას.


შჩესნი “რომას” დაემშვიდობა

ვოიცეხ შჩესნი “რომას” დაემშვიდობა. პოლონელი მეკარე იტალიურ კლუბში ორი სეზონის განმავლობაში იჯარის წესით თამაშობდა.

“მხოლოდ ახლაღა გავაცნობიერე, რომ ივნისი დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “რომას” ფეხბურთელი აღარ ვარ. იმ ორმა წელმა, რომელიც კლუბში გავატარე, ბევრი ბედნიერი მომენტი მაჩუქა. ვერასდროს გადავუხდი სრულყოფილ მადლობას კლუბს იმისთვის, რომ თამაშის შესაძლებლობა მომცა. დიდებული მომენტებისთვის მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს, მხარდაჭერისთვის კი – ფანებს. ძალიან დიდი მადლობა”, – დაწერა სოციალურ ქსელში შჩესნიმ.

“პსჟ” უსმან დემბელეს ტრანსფერზე მუშაობს

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელი, უსმან დემბელე ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

ყველაზე პოპულარული ფრანგული გამოცემის, L’Equipe-ს მიერ დადასტურებული ცნობების თანახმად, ფრანგები უკვე დაუკავშირდნენ დორტმუნდული კლუბის ხელმძღვანელობას.

როგორც ცნობილი ხდება, 20 წლის ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერზე პირადად ანტერ ენრიკე მუშაობს, რომელიც პარიზული კლუბის სპორტული დირექტორის მოვალეობებს ასრულებს.

ბუნდესლიგაში ჩატარებულ 32 მატჩში დემბელემ 6 გოლი გაიტანა და ამასთან ერთად, აქტივში 12 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა – შედეგად, ის ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი (ფოტო)

დამთავრდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედიფნალი. საინტერესო რვა მატჩის შემდეგ, ნახევარფინალში “რეალი”, “მონაკო”, “იუვენტუსი” და “ატლეტიკო” გავიდნენ.

Goal.Com-ი 1/4 ფინალის ყველაზე ცუდი ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

ბიურკი, მატეუ, პიკე, სოკრატისი, პისჩეკი, ბენდერი, მასკერანო, ვიდალი, ოკაზაკი, სუარესი, მესი.

 

“მონაკო” – “ბორუსია” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის განმეორებით მაჩტში “მონაკო” დორტმუნდის “ბორუსიას” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“მონაკო”: დანიელ სუბასიჩი, ჯემერსონი, ჟოაო მოუნტინიო, რადამელ ფალკაო, ბერნარდუ სილვა, ტიემუა ბაკაიოკო, ბენჟამენ მენდი, კამილ გლიკი, თომას ლემარი, კილიან მბაპე, ამამი ტურე.

“ბორუსია”: რომან ბიურკი, ნური შაჰინი, მარკო როისი, რაფაელ გერერო, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, შინჯი კაგავა, სოკრატის პაპასტოპულოსი, ლუკაშ პისჩეკი, მატიას გინტერი, იულიან ვაიგლი, ერიკ დურმი.

 

“მონაკო” – “ბორუსია”: შეხვედრის დაწყების ახალი დრო ცნობილია

უკვე გავრცელებული იფნორმაციის თანახმად, დღეს დორტმუნდში, "ბორუსიას" ავტობუსთან ბომბი აფეთქდა. დაშავებულია ერთი ფეხბურთელი  - მარკ ბარტრა. ასევე, სხვა ერთი ადამიანი დაზიანდა. გარდაცვლილი არ არის.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველი მატჩი "მონაკოსა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შორის 12 აპრილს ანუ ხვალ, თბილისის დროით 20:40 წუთზე დაიწყება.

Fanebi.Com-ი უახლეს ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით.