8 მარტს, ბრაზილიაში “ასამ” საკუთარ მოედანზე “მურისი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “მურისის” ფეხბურთელმა ლეანდრომ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
8 მარტს, ბრაზილიაში “ასამ” საკუთარ მოედანზე “მურისი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას, “მურისის” ფეხბურთელმა ლეანდრომ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს.
ბრაზილიაში კიდევ ერთი ტალანტი გამოჩნდა, რომელსაც კენედი ჰქვია. 19 წლის ფეხბურთელს “ახალ ნეიმარს” უწოდებენ, ის საკმაოდ ტექნიკურია და კარგი დარტყმაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ კენედით, რომელიც “ფლუმინენსეს” ღირსებას იცავს, ინგლისური პრემიერ ლიგის ერთ-ერთი გრანდი, “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდება.
ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელი რონალდო უარყოფს ფართოდ გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ თითქოს, საფეხბურთო კარიერას დაუბრუნდება, თუმცა “კიჭა” არ გამორიცხავს, რომ ადრე თუ გვიან, ეს მართლაც მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ მთელი რიგი სოლიდური სპორტული გამოცემებიც კი წერდნენ, რომ რონალდო აშშ-ს მეორე დივიზიონის მკვიდრი “ფორტ-ლოდერდეილ სტრაიკერსის” შემადგენლობაში აპირებდა თამაშს, რომლის თანამფლობელი თავად გახლავთ.
“ყველა ამბობს, რომ თითქოს ფეხბურთის თამაში განვაახლე, მაგრამ ეს ტყუილია. იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშო, კარგ ფიზიკურ ფორმაში უნდა იყო. ეს ჩემთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, ჩემი დაბრუნება დაეხმარება როგორც კლუბს, ასევე ლიგას. ჩემი მხრივ, ვეცდები, მუყაითად ვივარჯიშო და თუ მწვრთნელს დავჭრდები, რატომაც არა?”-ამბობს 38 წლის რონალდო, რომელმაც უკანასკნელად ოფიციალურ მატჩში 2011 წელს, “კორინთიანსის” შემადგენლობაში ითამაშა.
ბრაზილიაში, “პონტე პრეტასა” და “ვილერას” შორის გამართულ მატჩში, “ვილერას” მეკარე ჯამილტონმა მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა. საქმე იმაში გახლავთ, რომ კარის დარაჯმა ბურთის მაგივრად ხელი მეტოქეს სახეში გაარტყა.
27 თებერვალს, ლიბერტადორესის თასზე, ბრაზიულიურმა “ინტერნასიონალმა” საკუთარ მოედანზე “უნივერსიად ჩილე” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის 61-ე წუთზე, “ინტერნასიონალის” თავდამსხმელმა ხორხე ენრიკემ მეტოქის კარში გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მას აქამდე, ექვსი თვის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი.
22 თებერვალს, ბრაზილიის მინეირო 1-ში, “დემოკრატამ” საკუთარ მოედანზე “ტუპი” მიიღო და მეტოქესთან მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას ძალიან უცნაური რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “დემოკრატას” თავდამსხმელს ჟოაო პაულოს პოლიციელების ძაღლმა მარცხენა ხელზე უკბინა.
ინციდენტის შემდეგ, ჟოაო პაულომ შეხვედრის ბოლომდე ჩატარება მაინც მოახერხა, ხოლო მატჩის დასრულების შემდეგ ის პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გთავაზობთ ფოტოებს:
გასულ უქმეებზე “პალმეირასსა “და “ოსასკო აუდაქსს” შორის გამართულ მატჩში “პალმეირასის” ფეხბურთელმა მაიკონ ლეიტემ რამდენიმე მეტრიდან ცარილე კარში ბურთის გადაგზავნა ვერ მოახერხა.
მადრიდის „რეალის“ ისტორიაში სხვადსხვა დროს არაერთი ქვეყნის წარმომადგენლები თამაშობდნენ. დიდი წვლილი „ბლანკოსის“ წარმატებებში ბრაზილიელმა ფეხბურთელებმაც შეიტანეს. წარმოგიდგენთ „სამეფო კლუბის“ ისტორიაში გამორჩეული ბრაზილიელების შვიდეულს.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონთა „რეალთან“ ერთად ჩემპიონთა თასი ორჯერ – 1959 და 1960 წლებში მოიგო
რობერტო კარლოსმა მადრიდში 11 წლის განმავლობაში ითამაშა. ამ პერიოდში მან არაერთი ბრწყინვალე გოლი გაიტანა. „რეალთან“ ერთად რობერტომ ესპანეთის ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული სამჯერ გახდა
სავიომ „სამეფო კლუბთან“ ასევე დიდ წარმატებას მიაღწია. მართალია, ესპანეთის ჩემპიონი იგი მხოლოდ ერთხელ გახდა, სამაგიეროდ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მან სამჯერ მოიგო
რონალდო იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორისაა, რომელთაც „ბარსელონადან“ „რეალში“ გადასვლის შემდეგ პრობლემები არ შეექმნათ
„რეალში“ მიცემული შანსი, როგორც სხვა დანარჩენ კლუბებში, რობინიომ ცუდად გამოიყენა
მარსელოს „რეალში“ გადასვლის წინ, ალბათ, ბევრი ვერც იტყოდა, რომ მომავალში იგი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მარცხენა მცველად ჩამოყალიბდებოდა
სამწუხაროდ, „მილანიდან“ წასვლის შემდეგ კაკამ „რეალში“ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა
26 იანვარს, ბრაზილიისა და ურუგვაის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში კურიოზული რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი უოლას ოლივეირა მოედნიდან გააძევეს, რის შემდეგაც მან დროის გაყვანა გადაწყვიტა.
ბრაზილიურ ტურში მყოფი დონეცკის „შახტარის“ მორიგი მეტოქე „ატლეტიკო მინეირო“ იყო. ბრაზილიურ კლუბთან ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი მირჩი ლუჩესკუ მსაჯის ქმედებებით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ თავი ვერ შეიკავა და მოედანზე შევიდა.
ბრაზილიისა და ვენესუელის 20-წლამდე ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში, 18 წლის კენედიმ ვენესუელის ნაკრების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
იხილეთ 0:52-დან:
„ლაციოს“ ნახევარმცველმა ფელიპე ანდერსონმა ბრაზილიიდან უსიამოვნო სიახლე შეიტყო – მამამისი ავტოავარიის მონაწილე გახდა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
51 წლის სებასტიანო ტომე გომესი ბრაზილიის პოლიციამ ორმაგი მკვლელობის ბრალდებით დააკავა. თვითმხილველთა თქმით, ფეხბურთელის მამა 30 წლის მოტოციკლის მძღოლს უთვალთვალებვდა, რომელიც მისი ცოლის საყვარელი აღმოჩნდა.
საბოლოოდ, ყველაფერი მანქანისა და მოტოციკლის შეჯახებით დასრულდა, როდესაც ეს მოხდა, დაზარალებული თავის სახლთან იმყოფებოდა. შედეგად, მოტოციკლი სახლის კედელს დაეჯახა, რასაც მძღოლის ცოლის სიკვდილით მოჰყვა.
გარდა ამისა, თვითმხილველებმა ისიც დაამატეს, რომ ანდერსონის მამა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.