ფერნანდინიო კოლუმბიის ნაკრებს უფრთხის

ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდინიო კოლუმბიის ნაკრებს უფრთხის. მისი თქმით, ჩილეს ნაკრებსა და კოლუმბიის ნაკრებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა, მაგრამ კოლუმბია უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

ფერნანდინიო ჟურნალისტებთან საუბრობს:

“ვფიქრობ, კოლუმბიის და ჩილეს ნაკრებები დიდად არ განსხვავდებიან, ორივე კარგ და სანახაობრივ თამაშს აჩვენებს, მაგრამ კოლუმბიის  ნაკრები უფრო შეტევაზეა კონცენტრირებული. კოლუმბიელები კარგად იყენებენ ფლანგებს, რაც მეტ ხიფათს ქმნის. მათ ჰყავთ უნიჭიერესი თავდამსხმელი ხამეს როდრიგესი, რომელიც ძალიან სახიფათოა”.

 

ოფიციალურად: კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა

ბრაზილიელი ფეხბურთელი რიკარდო კაკა „ორლანდო სიტიში“ გადავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს. მხარეებს შორის გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კაკა ექვსი თვის განმავლობაში იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს, 2015 წლის პირველ იანვარს კი „ორლანდოს“ შეუერთდება და წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს დაიწყებს. მომავალი წლის მარტიდან ამერიკული კლუბი MLS-ში იასპარეზებს.

ადრიან რამოსს ბრაზილიის არ ეშინია

როგორც მოგეხსენებათ, წინა დაპირისპირებაში კოლუმბიამ ურუგვაის 2-0 სძლია.  ამ თამაშიდან გამომდინარე, კოლუმბიელთა ფორვარდს, ადრიან რამოსს სავსებით არ ეშინია ბრაზილიის. მისი თქმით, მათ შეუძლიათ, დაამარცხონ ჩემპიონატის მასპინძელი და ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები.

ადრიან რამოსი ჟურნალისტებთან აცხადებს:

“ჩვენ სავსებით არ გვეშინია ბრაზილიის. მეტიც, ჩვენ გამარჯვებაზე ვითამაშებთ, რადგან  გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ხამეს როდრიგესი და კუადრადო.  უნდა გავაგრძელოთ მუშაობა რათა წარმატებას მივაღწიოთ”.

 

ფუტსალის ლეგენდის კიდევ ერთი გასაოცარი გოლი

ორშაბათს, დუბაიში მიმდინარე ფუტსალის ჩემპიონატზე ლეგენდარულმა ფალკაომ გასაოცარი გოლი გაიტანა.

ოფიციალურად: კაკამ „მილანი“ დატოვა

რიკარდო კაკამ „მილანი“ დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „როსონერის“ ოფიციალური ვებ-გვერდი აქვეყნებს.

კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

32 წლის ბრაზილიელმა ფეხბურთელმა იტალიის სერია A-ს გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კაკა „ორლანდო სიტისთან“ გააფორმებს ხელშეკრულებას, თუმცა იჯარის წესით მშობლიურ „სან პაულოში“ ითამაშებს.

 

კარლოსი: “კასილასს გვერდში არავინ ამოუდგა”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი რობერტო კარლოსი აცხადებს, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე იკერ კასილასს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მიმდინარეობისას მხარში არცერთი თანაგუნდელი არ ამოუდგა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო, “სამეფო კლუბის” კარის დარაჯმა კი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა.

“ბრაზილიაში, როცა მარცხდები, მთელი გუნდი მარცხდება და როცა იმარჯვებ, მთელი გუნდი იმარჯვებს. ნათელია, რომ იკერი თავის საუკეთესო ფორმაში არ იმყოფებოდა, თუმცა მას თანაგუნდელები მხარში არ ამოუდგნენ და არ დაეხმარნენ.

როცა მეკარე შეცდომას უშვებს, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება. ამ დროს, კარის დარაჯს ბევრი აკრიტიკებს. ვწუხვარ, რომ იკერმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება”, – ამბობს კარლოსი.

ბრაზილიელი გულშემატკივარი, რომელმაც სიხარულისგან ტელევიზორის ეკრანი დაამსხვრია

28 ივნისს, ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს გამართული მატჩის მიმდინარეობისას, ბრაზილიის ნაკრების გახარებულმა გულშემატკივარმა საკუთარი ტელევიზორი დააზიანა.

როგორ აღნიშნა პელემ ჩილეს ნაკრებთან გამარჯვება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ აღნიშნა პელემ ბრაზილიის ნაკრების გამარჯვება ჩილეს ნაკრების წინააღმდეგ.

15 ყველაზე ემოციური გულშემატკივარი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე (ფოტოები)

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებშიც ბრაზილაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ემოციური გულშემატკივრები არიან აღბეჭდილნი.

brazilian-world-cup-fans-13

brazilian-world-cup-fans-14

brazilian-fan-world-cup

brazilian-fan-world-cup-2

brazilian-fan-world-cup-3

brazilian-fan-world-cup-4

brazilian-fan-world-cup-5

brazilian-fan-world-cup-6

brazilian-fan-world-cup-7

brazilian-fan-world-cup-8

brazilian-world-cup-fans-9

brazilian-world-cup-fans-10

brazilian-world-cup-fans-11

brazilian-world-cup-fans-12

ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშემ მაურისიო პინილიას დაარტყა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (1:1 პენ. 3:2) შესვენებისას ინციდენტი მოხდა. ჩილელთა თავდამსხმელ მაურისიო პინილიას სახეში ხელი გაარტყეს.

Globoesporte-ის ცნობით, პინილიას ბრაზილიის ნაკრების პრეს-ატაშე როდრიგო პაივასგან მოხვდა. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ჩილეს ნაკრების თავკაცის თანაშემწე სებასტიან ბეკაჩეჩესთან ცდილობდა ურთიერთობის გარკვევას.

ჩილეს ნაკრების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ინციდენტი სათვალთვალო კამერების ობიექტივში მოხვდა და ფიფასგან ეპიზოდის გამოძიებასაც მოითხოვენ.

 

დრამატულ მატჩში მოპოვებული გამარჯვება

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფი დრამატული მატჩით დაიწყო, სადაც ბრაზილიის ნაკრებმა ჩილეს პენალტების სერიაში სძლია.

შეხვედრის პირველ ნახევარში ორივე გუნდი ფაქტობრივად ერთნაირ ფეხბურთს თამაშობდა. თუმცა, მცირე უპირატესობა მაინც ბრაზდილიელთა მხარეს იყო, რაც მე-18 წუთზე ანგარიშზეც აისახე. ნეიმარის მოწოდებული კუთხურის შემდეგ ანგარიში დავიდ ლუისმა გახსნა.

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები არ გაჩერებულან. სხვაობის ორამდე გაზრდა ნეიმარს შეეძლო, თუმცა უშედეგოდ.

ბრაზილიელები დაცვაშიც კარგად თამაშობდნენ, სანამ საქმეში ჰალკი არ ჩაერია. სწორედ სელესაოს შემტევის უხეშ შეცდომას მოჰყვა ჩილელთა გოლი, რომლის ავტორი ალექსის სანჩესი გახდა.

ტაიმის დასრულებამდე სკოლარის შეგირდებს კიდევ რამდენიმე კარგი მომენტი შეექმნათ, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა. 55-ე წუთზე ჰალკა გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ჰოვარდ ვების აზრით ბრაზილიელმა შემტევმა ხელით ითამაშა.

დარჩენილ დროში თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. ბოლოსს თავის გამოჩენის საშუალება ისევ ჰალკს ჰქონდა, თუმცა ბრავომ ჩილე გადაარჩინა და მატცი დამატებით დროში გადაიყვანა.

ოვერტაიმში გუნდები საკმაოდ თანაბრად გამოიყურებოდნენ. შეტევაში ბრაზილიაც და ჩილეც მიდიოდა. თუმცა, ყველაზე რეალური მომენტი 120-ე წუთზე ჩილელ პინილიას ჰქონდა, რომლის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

მატჩის ბედი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც უფრო ზუსტები მასპინძლები აღმოჩნდნენ. ბრაზილიელები 1/4-ფინალში კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდს, კოლუმბიას შეხვდებიან.

ბრაზილია – ჩილე 1:1 (პენ. 3:2)

გოლები: დავიდ ლუისი 18′ (1:0); ალექსის სანჩესი 32′ (1:1)

ბრაზილია — ჩილე (მატჩის გმირი)

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და ჩილეს ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი „სელესაომ“ 3:2 იმარჯვა და მომდევნო რაუნდზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელთა მეკარე ჟულიო სეზარი დაასახელეს, რომელმაც ორი პენალტი მოიგერია.

34 წლის კიპერმა მატჩი სრულად ჩაამთავრა და ოთხი სეივი ჩაიწერა.