ზინედინ ზიდანის მოულოდნელი წასვლის შემდეგ, მადრიდული კლუბი ჯერაც ვერ ახერხებს მისი შემცვლელის მიყვანას. ამჯერად “ბლანკოსს” ბრაზილიის ნაკრების თავკაცი ტიტე დაუკავშირეს.
ტიტესა და ბრაზილიის ნაკრებს შორის არსებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე ამოეწურება. მართალია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის უფროსმა მას ახალი კონტრაქტი კარგა ხნის წინ შესთავაზა, მაგრამ ტიტე ჯერაც ყოყმანობს.
ტიტეს წარმომადგენლები ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარს ამბობენ. სავარაუდოდ, ტიტეს “რეალში” მისვლა კიდევ უფრო დააჩქარებს ნეიმარ ჟუნიორის ტრასნფერს.