წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც ასახულია, თუ როგორ ჩავიდა საფრანგეთის ნაკრები ბრაზილიაში, სადაც ორ დღეში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება.
ჭდე: ბრაზილია
ნეიმარმა მოედანზე შეჭრილ ბიჭუნას ბრაზილიელი ფეხბურთელები გააცნო
მარსელო: „ესპანეთის ნაკრები პატივს გვცემს“
ბრაზილიის ნაკრების მცველის მარსელოს აზრით, ესპანეთის ნაკრები მის გუნდს დიდ პატივს სცემს.
„ესპანელები ბრაზილიას ყოველთვის პატივს სცემდნენ. მახსოვს, შარშან, კონფედერაცის თასის მოგების შემდეგ, როგორ ვესაუბრე იკარ კასილიასს. იკერმა მითხრა, რომ ბრაზილიის ნაკრები პატივისცემას სწორედ თავისი თამაშის გამო იმსახურებს. მე კი ამ გუნის ქვეყანასა და ნაკრებს წარმოვადგენ. ამ შემთხვევაში ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“, – განაცხადა მარსელომ.
ალექსანდრე მატევოსოვი
კაფუ: “გერმანიის ნაკრები მუნდიალის ფინალში ითამაშებს”
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კაფუ აცხადებს, რომ გერმანიის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გასვლას მოახერხებს.
“გერმანელებს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. ისინი ბრაზილიაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩამოვიდნენ. ნათელია, რომ გერმანიის ნაკრებმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა. ვფიქრობ, ლიოვის გუნდი მუდიალის ფინალში გასვლასაც მოახერხებს”, – ამბობს კაფუ.
შეგახსენებთ, რომ კაფუმ მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება 2002 წელს მოახერხა, როდესაც ბრაზილიელებმა გერმანელები ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.
ხორვატი ფეხბურთელები ხორვატიის ჰიმნის შესრულებაში ვარჯიშობენ
საკმაოდ საინტერესო ვიდეო გავრცელდა ინტერნეტ-სივრცეში, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ვარჯიშობენ ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელები ხორვატიის ჰიმნის შესრულებაში.
როგორც ირკვევა, წარმოშობით ბრაზილიელი ედუარდო ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ მატჩში ორივე ქვეყნის ჰიმნს შეასრულებს.
ტიაგო სილვა: „ხანდახან მგონია, რომ მესის შეჩერება მხოლოდ პისტოლეტით არის შესაძლებელი“
ბრაზილიის ნაკრების მცველმა ტიაგო სილვამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რომელ ნაკრებთან მოხვედრას არ ისურვებდა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე.
„ფინალზე თუ მკითხავთ, გეტყვით, რომ სამი გუნდის წინააღმდეგ თამაშს ვუფრთხით: არგენტინა — ეს სამხრეთამერიკული „კლასიკო“ იქნება, გერმანია — ისინი 2002 წლის ფინალისთვის რევანშის აღებას შეეცდებიან, ესპანეთი — ეს მოქმედი ჩემპიონია.
რაც შეეხება ლეო მესის, ხანდახან მგონია, რომ ასეთი ფეხბურთელის შეჩერება მხოლოდ პისტოლეტით არის შესაძლებელი. მას შეუძლია, ნებისმიერ მცველს აუაროს გვერდი. მის წინააღმდეგ მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ მისი ქმედებები ყოველთვის არაპროგნოზირებადია“, – ტიაგო სილვას სიტყვებს „ტუტომერკატო“ ციტირებს.
ბექა დოგრაშვილი
მუნდიალი-2014: ინტრიგა, ტენდენცია, მოლოდინი
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღე დარჩა. ტურნირის ფავორიტების შესახებ აქამდეც ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ამის შემდეგაც ბევრი გამოითქმება, თუმცა მუნდიალზე სხვა მრავალი დეტალიც იწვევს ინტერესს. განვიხილოთ რამდენიმე საინტერესო დეტალი, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ მუნდიალის მსვლელობის დროს.
ინტრიგა
მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობის გარკვევის გარდა, ტურნირს სხვა დამატებითი ინტრიგაც ახლავს თან. საინტერესოა, შეძლებს თუ არა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსის დაბევებას. გერმანელ ფეხბურთელს ამ ტურნირზე 14 გოლი აქვს გატანილი, რაც ერთი გოლით ნაკლებია ბრაზილიელი რონალდოს მონაგარზე. კლოზემ გუშინწინ გერმანიის ნაკრების ფორმით რიგით 69-ე გოლი გაიტანა, ლეგენდარული გერდ მიულერის რეკორდი დაამხო და გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მიროსლავ კლოზე მუნდიალს კარგი განწყობით ხვდება და რონალდოს რეკორდის გაუმჯობესებასაც შეეცდება.
ტენდენცია
ევროპული საკლუბო ფეხბურთის ბოლო ორ სეზონში ნათლად გამოჩნდა, რომ ტიკი-ტაკას ერა, „ბარსას“ სტილი წარსულს ბარდება. საკლუბო დონეზე უკვე ბევრი კლუბი და მწვრთნელი გაუმკლავდა „ბარსელონას“ ჩვეულ და „ბაიერნის“ განახლებულ მეთოდს. ტიკი-ტაკას მოძველების ტენდენცია სანაკრებო დონეზეც შეიმჩნევა. 2013 წლის კონფედერაციის თასზე ბოლომდე ვერ გაამართლა ამ მეთოდმა. შეგახსენებთ, რომ ტურნირის ფინალურ შეხვედრაში მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ესპანეთს სამი უპასუხო გოლი აგემა. საინტერესოა, გაგრძელდება მუნდიალზე ეს ტენდენცია?
მოლოდინი
განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა ბელგიის ნაკრების მიმართ. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბელგიელთა გუნდის საშუალო ასაკი 25 წელია. ბელგიის ნაკრების თითქმის ყველა ფეხბურთელი სათამაშო ფორმის პიკზეა, თითქმის ყველა მოთამაშე წამყვან ევროპულ კლუბებში ასპარეზობს.
მეორე, შეუძლებელია, არ გავამახვილოთ ყურადღება იმ ფაქტს, რომ ბელგიელთა საშუალო სიმაღლე 1,87 სანტიმეტს უტოლდება(!) თუ რომელიმე მატჩი ბელგიელთა დამრიგებლის, მარკ ვილმოტსის სცენარით არ წარიმართა, ადვილი მისახვედრია, რა იქნება მათი გეგმა B…
მესამე, ბელგიის ნაკრებს შეტევის ხაზში ჰყავს ფანტასტიურად მოთამაშე რომელუ ლუკაკუ. დაახლოებით ერთი თვის წინათ მას 21 წელი შეუსრულდა, უმაღლეს დონეზე კი უკვე 83 (!) გატანილი გოლი აქვს. შედარებისთვის: ამ ასაკში ლეო მესის 61, კრიშტიანუ რონალდუს კი 66 ბურთი ჰქონდა გატანილი.
ბექა დოგრაშვილი
რატომ არ ჩათვალა მსაჯმა ჰალკის ლამაზი გოლი?
6 ივნისს, ბრაზილიისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში (1:0), მსაჯმა ჰალკის გოლი არ ჩათვალა.
ნეიმარის სიმულიანტობა თუ მეტოქის უხეშობა?
6 ივნისს, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ნეიმარი წაიქცა, მსაჯმა კი მეტოქეს ყვითელი ბარათი უჩვენა.
რონალდუ, ნეიმარი და ინიესტა ერთ რეკლამაში
კრიშტიანო რონალდუმ, ანდრეს ინიესტამ და ნეიარმა “ნიუ იორკ თაიმსის” ახალ რეკალამაში მიიღეს მონაწილეობა.
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მეძავებიც აქტიურად ემზადებიან
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ტურნირისთვის ყველა ემზადება, მათ შორის უძველესი პროფესიის წარმომადგენლებიც.
ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში (აქ მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი მატჩი ჩატარდება) მეძავეებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები მოაწყეს. ამ იდეით რეგიონის მეძავთა ასოციაცია გამოვიდა(!)
მეძავები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს დიდი რაოდენობით სტუმრებს ელიან და სურთ, რომ ღირსეული მასპინძლობა გასწიონ. მასპინძლები მზად არიან, იმუშაონ არამხოლოდ სამ ცვლაში, არამედ სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებაც შესთავაზონ. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის გავლის შემდეგ მეძავს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მისალმება და კლიენტთან საუბარი, სხვა დანარჩენისთვის კი ენის ცოდნა ნაკლებად საჭიროა.
ტიაგო სილვა: “სერბეთთან მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა”
ფრანგული “პარი სენ-ჟერმენისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა სერბეთის ნაკრებთან გამართული მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ სკოლარის შეგირდებმა ბევრი რამ ისწავლეს.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს, ბრაზილიელებმა სერბები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი გოლი ფრედმა გაიტანა.
“პირველ ტაიმში საკმაოდ ბევრ სირთულეს წავაწყდით. ვფიქრობ, ხორვატიელებიც ასეთ სტილში ითამაშებენ, ამიტომ ჩვენ სერბებთან გამართულმა მატჩმა ბევრი რამ გვასწავლა. ცხადია, მუნდიალის პირველ მატჩს მომზადებული უნდა შევხვდეთ და შეცდომები აღარ გავიმეოროთ”, – ამბობს ტიაგო სილვა.