სტატისტიკის პროფესორმა მუნდიალზე ბრაზილიის გამარჯვება იწინასწარმეტყველა

ინსბრუკის უნივერსიტეტის სტატისტიკის პროფესორმა აჰიმ ზაილაისმა კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად ბრაზილიის ნაკრები დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლიდან ზაილაისმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების გამარჯვებული გამოიცნო.

პროფესორის პროგნოზი 22 საბუკმეკერო კონტორის მონაცემებისგან გამომდინარეობს. გარდა ამისა, მან სტატისტიკურ ინფორმაციასაც გადაავლო თვალი.

ზაილაისის შეფასებით, ბრაზილია პლანეტის პირველობას 22,5%-ს ალბათობით მოიგებს. შემდეგომ არგენტინა (15,8%) და გერმანია (13,4%) მოდიან. ერთადერთი, ვისაც ზაილაისის გათვლებით, მოგების არანაირი შანსი აქვს, ჰონდურასის ნაკრებია.

ალექსანდრე მატევოსოვი

ნეიმარის პენალტის დარტყმის ახალი სტილი

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ნეიმარმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე თერთმეტმეტრიანი საკმაოდ ორიგინალურად შეასრულა.

ნეიმარმა კარების უკნიდან ჩაახვია

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნეიმარის მიერ კარების უკნიდან ჩახვეული ბურთია აღბეჭდილი.

Fanebi.Com-ის ჟურნალის 21-ე ნომერი გამოქვეყნდა

გამოვიდა Fanebi.com-ის ინტერნეტ-ჟურნალის 21-ე ნომერი, რომლის უმეტესი ნაწილი 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებულ პრობლემებს ეთმობა.

ნომერში წაიკითხავთ:

გვ. 2-7 — პური და სანახაობა ბრაზილიურად;
გვ, 8 — მორიგი ევროსეზონის წინ

   კვლავინდებურად შეგახსენებთ, რომ ფუნქციონირებს ჟურნალ Fanebi.com-ის ფეისბუქის გვერდი:  www.facebook.com/Fanebi.Journal

ნომრის PDF ვერსია

1-ელი ივნისის ნომრის გაცნობა აქვე შეგიძლიათ

ჟურნალის მთავარი რედაქტორი: ბექა დოგრაშვილი

ევროპელებს ბრაზილიის მუნდიალზე შანსი არ აქვთ?

ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს ამ ტურნირს. საერთოდ კი, ეს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართული რიგით მეხუთე მუნდიალი იქნება. მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ფორუმს ამ კონტინენტმა უკანასკნელად 1978 წელს უმასპინძლა, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატი არგენტინაში ჩატარდა.

რაც ყველაზე მთავარია – სამხრეთ ამერიკაში გამართულ მუნდიალებზე სამხრეთამერიკული ნაკრებების გარდა ჩემპიონობა არავის უზეიმია.

საერთოდაც, დასავლეთ ნახევარსფეროში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატებზე სამხრეთამერიკული ნაკრებების მძლევი გუნდი ჯერ არ გამოჩენილა. გაგრძელდება ტრადიცია?

 

წელი: მასპინძელი: ფინალი:
1930 ურუგვაი ურუგვაი 4:2 არგენტინა
1950 ბრაზილია ურუგვაი 2:1 ბრაზილია
1962 ჩილე ბრაზილია 3:1 ჩეხოსლოვაკია
1970 მექსიკა ბრაზილია 4:1 იტალია
1978 არგენტინა არგენტინა 3:1 ჰოლანდია (დამატებითი დრო)
1986 მექსიკა არგენტინა 3:2 გერმანია
1994 აშშ ბრაზილია 0:0 იტალია (პენ: 3:2)
2014 ბრაზილია — ?

ბექა დოგრაშვილი

ბრაზილიელი ფეხბურთელის კურიოზული აცილება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრაზილიის ერთ-ერთ ქვედა ლიგაში მომხდარი კურიოზია აღბეჭდილი.

როგორ ერთობიან ბრაზილიელი ფეხბურთელები ქვიშაზე

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშის ნაწილია აღბეჭდილი.

გულისამაჩუყებელი ვიდეო: ბიჭუნა ბრაზილიელთა ვარჯიშზე – ნეიმარის ცრემლები

პარასკევს ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე კამერებმა საკმაოდ საინტერესო კადრები დააფიქსირეს. ვიდეოში, რომელიც ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ პატარა ბიჭუნა დავიდ ლუისისათვის თავისი საფეხბურთო უნარების ჩვენებას ცდილობს.

ასევე, ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ფოტო, რომელშიც ჩანს, რომ ნეიმარს ცრემლები მოსდის.

რონალდოს წარმატების საიდუმლო – დინამიური სექსი

ექიმები ამტკიცებენ: სპორტსმენები და ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ და რეგულარულად ვარჯიშობენ, სექსუალურ ცხოვრებას საშუალოდ ათი წლით იხანგრძლივებენ. 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში, რომლებიც კვირაში თუნდაც სამი საათი უთმობენ სირბილს, იმპოტენციის რისკი 30 პროცენტით დაბალია, ვიდრე იმავე ასაკის კაცებში, რომლებიც არასპორტულად ცხოვრობენ.

სხვათა შორის, იმ ორ აზარტულ საქმიანობას შორის, რასაც მამაკაცები მთელი ერთგულებით ასრულებენ, გარკვეული უკუპროპორციული დამოკიდებულება შეინიშნება. მოსაზრებას, რომ სექსი სპორტია, თუმც ნაკლებად რუტინული და უფრო მეტად სასიამოვნო, ეს ციფრები ამტკიცებს: როდესაც ადამიანი სიყვარულით კავდება, გულისცემა წუთში 70-დან 200-მდე იზრდება, სუნთქვის სიხშირე კი სამჯერ იზრდება. დაახლოებით ამავე მაჩვენებელს გვაძლევს ასმეტრიან დისტანციაზე სირბილი. სიამოვნების მიღებასთან ერთად, ფიზიკურადაც იტვირთებით, რაც ორმაგად მომგებიანია. ასე რომ, საწოლი საუკეთესო სპორტული მოწყობილობა ყოფილა, რაც ოდესმე გამოუგონიათ.

აღნიშნულის მიუხედავად, ზოგიერთი მწვრთნელი მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების წინ სპორტსმენს სექსით დაკავებას უკრძალავს. აქ აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება.

გამოჩენილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდომ კარიერის დასრულების შემდეგ განაცხადა, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ სექსი საფეხბურთო შედეგზე უარყოფითად მოქმედებსო. თავისივე მაგალითზე ბრაზილიელი თავდამსხმელი ამბობდა, რომ მასტურბაცია გაცილებით დამქანცველია. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე სექსი – აი, მისი წარმატების საიდუმლო! თამაშების წინ სექსზე უარს არც არგენტინელი დიეგო მარადონა ამბობდა. სხვათა შორის, მწვრთნელი მარადონაც აძლევდა თავის ფეხბურთელებს ცხოვრებით ტკბობის საშუალებას.

ამავე დროს, სხვადასხვა საფეხბურთო კლუბების ავტორიტეტული ექიმები შეკრებებზე ფეხბურთელებს თითქმის ბერებად აქცევენ ხოლმე. მოსაზრება, რომ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ ანტისექს-რეჟიმი სასარგებლოა, ზიგმუნდ ფროიდმა განავითარა. გამოჩენილი ფსიქოლოგი ამტკიცებდა, რომ თითოეულ ადამიანს ენერგიის გარკვეული რაოდენობა აქვს და თუ მას ერთი საქმისკენ მიმართავ, მეორესთვის აღარ გეყოფა. როგორც აღმოჩნდა, ფროიდი ცდებოდა.

ხარჯავს თუ არა ფიზიკურ ძალას სექსი? ამის გასარკვევად მეცნიერებებმა სპეციალური კვლევები ჩაატარეს. შედეგები ნათელია: არ შეინიშნა მტკიცებულება, რომ ინტიმური ურთიერთობა რაიმე გავლენას ახდენს ძალაზე, გამძლეობაზე, გონებრივ ბალანსზე, რეაგირების სისწრაფეზე ან რაიმე სხვა პარამეტრზე, რამაც შეიძლება სპორტსმენის მოქმედებაზე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. სამაგიეროდ, ბედნიერების ჰორმონები, რომელიც სექსუალური ურთიერთობის დროს გამოიყოფა, ამაღლებს სპორტსმენის სულისკვეთებას და ის ბრძოლის იშტაზე მოჰყავს.

სექსს შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ამ საქმით მთელი ღამის განმავლობაში დაკავდება, შესაბამისად – ვერ გამოიძინებს. გარდა ამისა, რეკომენდირებული არ არის ინტიმური ურთიერთობა იმ დღის დილას, როდესაც მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი: ერექცია აღშობს ემოციებს, კლებულობს აგრესიის დონე, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სპორტულ არენაზე. თუმცა, ყველაფერი ინდივიდუალურია.

სექსისგან ხანგრძლივი თავშეკავება ნამდვილად ავნებს სპორტსმენს. ადრე თუ გვიან, ეს ერექციის პრობლემებს გამოიწვევს. ერექციული დისფუქცია საკმაოდ გავრცელებული დიაგნოზია მთელს მსოფლიოში და არც საქართველოა გამონაკლისი.

ამ შემთხვევაში, მამაკაცები ვიაგრას, დინამიკოსა და სხვა პრეპარატებს მიმართავენ იმისთვის, რომ ერექციის ნორმალიზება მოხდეს.

იცით, რატომ მოსწონთ ლამაზ ქალებს ფეხბურთელები? არა მხოლოდ იმიტომ, რომ კარგ სპორტსმენებს ფული თავზე საყრელად აქვთ, არამედ ისინი ლოგინშიც ისეთივე ენერგიულები არიან, როგორც საფეხბურთო მოედანზე.

 

ავსტრალიის ნაკრები ბრაზილიაში პირველი ჩავიდა

ავსტრალიის ნაკრები მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა შორის პირველია, ვინც ბრაზილიაში ჩავიდა.

ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე, „სუკერუზის“ თვითმფრინავი კურიტიბეში დაეშვა, რის შესახებაც ფიფა-ს ოფიცალური ვებსაიტი წერს.

შეგახსენ3ბთ, რომ პლანეტის ჩემპიონატი ავსტრალიელთათვის 14 ივნისს, თბილისს დროთ ღამის 02:00 საათზე დაიწყება. გუნდის პირველი მეტოქე ჩილეს ნაკრები იქნება. გარდა ამისა, ავსტრალიის ნაკრები მოგვიანებით ჰოლანდიასა და ესპანეთსაც შეხვდება.

ალექსანდრე მატევოსოვი

ლამაზი საჯარიმო ინგლისელი ფეხბურთელის შესრულებით

გასულ დღეებში, ინგლისისა და ბრაზილიის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში, ინგლისელმა ფეხბურთელმა ლამაზი საჯარიმო გაიტანა.

ბუკმეკერთა ვერსიით, ბრაზილია მუნდიალის ფავორიტია

ერთ-ერთმა იტალიურმა საბუკმეკერო კონტორამ „Snai“-მ მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულთან დაკავშირებით თავისი კოეფიციენტები წარადგინა.

ფავორიტად კვლავ ბრაზილია ითვლება, რომლის კოეფიცენტიც 3,75-ს შეადგენს. შემდეგომ არგენტინა (5,50) და გერმანია (6,50) მოდიან. მსოფლისო მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები კი მხოლოდ მეოთხე ადგილზე – კოეფიციენტი მის მოგებაზე კი 7,5-ს შეადგენს.

ალექსანდრე მატევოსოვი