ოფიციალურად: როჯერსი „ლივერპულის“ ქალთა გუნდის თავკაცია (ფოტო)

„ლივერპულში“, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრენდან როჯერსი დაითხოვა, მუშაობას მისი მოგვარე გააგრძელებს. მართალია, საუბარი არა კაცთა, არამედ „ლივერპულის“ ქალთა გუნდზეა. მერსესაიდულმა ქალთა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მას სკოტ როჯერსი გაწვრთნის.

შეგახსენებთ, რომ ეს „წითლების“ ყოფილი თავკაცის მოგვარესთან დაკავშირებული პირველი ისტორია არაა (იხილეთ ასევე – ბეისბოლისტი ბრენდან როჯერსი: „მე არ ვარ „ლივერპულის” თავკაცი”).

20152210221159

ვენგერი: „ბრენდან როჯერსი უმუშევარი არ დარჩება“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა „ლივერპულის“ თავკაცის პოსტიდან ბრენდან როჯერსის გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„ყოველთვის გული მწყდება, როდესაც მოვლენები ასე ვითარდება. როჯერსი კვალიფიციური სპეციალისტია. მას პრემიერლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ცხოვრებაში მსგავსი რამ ხდება ხოლმე. მას წარმატებას ვუსურვებ და დარწმუნებული ვარ, რომ ბრენდანი უმუშევარი არ დარჩება“, – თვლის ფრანგი სპეციალისტი.

„ლივეპრულმა“ როჯერსის გაშვება ჯერ კიდევ „ევერტონთან“ მატჩის წინ გადაწყვიტა

„ლივერპულის“ ხელმთვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის გათავისუფლება ჯერ კიდევ „ევერტონთან“ მატჩის წინ გადაწყვიტა, ამიტომაც სპეციალისტს, სავარაუდოდ, მოგების შემთხვევაშიც გაათავისუფლებდნენ, რის შესახებაც BBC-ს ჟურნალისტი ბენ სმიტი იტყობინება. როგორც ის წერს, კლუბის ხელმძღვანელობას მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ გუნდის მომზადებისთვის ხელის შეშლა არ სურდა.

თავად როჯერსმა სამსახურის დაკარგვის შესახებ სახლში მისვლისთანავე შეიტყო.

“ლივერპულმა” ბრენდან როჯერსი გაათავისუფლა

“ლივერპულმა” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ბრენდან როჯერსი გაათავისუფლა.

მერსისაიდულმა გუნდმა თავკაცის გათავისუფლების შესახებ განცხადება თანაქალაქელი “ევერტონის” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის (1:1) შემდეგ გაავრცელა.

“ბრენდან როჯერსს გაწეული მუშაობისა და ერთგულებისთვის მადლობას ვუხდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საუკეთესო შესაძლებლობაა მოედანზე წარმატებების მისაღწევად. გვინდა, რომ “ლივერპულს” ამბიცია და გამარჯვება დავუბრუნოთ და გვჯერა, ამის მისაღწევად ცვლილება საუკეთესო საშუალებაა. მომავალი მწვრთნელის ძებნა კვლავ მიმდინარეობს და ვიმედოვნებთ, რომ ახალ თავკაცს დროულად დავნიშნავთ”, – ნათქვამია “ლივერპულის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსი მერსისაიდულ გუნდს 2012 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა.

 

კლოპი „ლივერპულს“ უთავკაცებს?

დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, შესაძლოა, „ლივერპული“ ჩაიბაროს, რასაც გერმანული ტაბლოიდი „ბილდი“ ვარაუდობს.

48 წლის სპეციალისტს მერსესაიდელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბრენდან როჯერსის შეცვლა შეუძლია, რომელსაც სეზონის ცუდად დაწყების გამო სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშეა.

ცნობისთვის, პრემიერლიგის პირველ ხუთ ტურში „წითლების“ ანგარიშზე მხოლოდ შვიდი ქულაა. ამჟამად მერსესაიდელები მეცხრე ადგილზე იმყოფებიან, რაც არც ხელმღვანელობას და არც გულშემატკივრებს ახარებს.

„ლივერპულის“ გულშემატკივარმა როჯერსის გასათავისუფლებლად თანხის შეგროვება დაიწყო

„ლივერპულის“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ვებსაიტ „Go Fund Me“-ზე საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსის გასათავისუფლებლად თანხის შეგროვება დაიწყო.

მერსესაიდული კლუბის გულშემატკივარი ათი მილიონი ევროს შეგროვებას აპირებს – ეს თანხა დაახლოებით შვიდ მილიონ ფუნტ სტერლინგს უდრის, რომელიც კლუბმა როჯერსს გაშვების შემთხვევაში კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს.

გულშემატკივარმა დაწერა, რომ ფანებს როჯერსის გაშვება სურთ, ხოლო ის ფეხბურთ, რომელსაც გუნდი მისი თავკაცობით აჩვენებს, არავის მოსწონს.

კარაგერმა ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა

“ლივერპულის” ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა ინგლისის პრემიერლიგის მე-5 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხების (1:3) შემდეგ მერსისაიდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი გააკრიტიკა.

“მატჩის დაწყებამდე ვთქვი, რომ საჭირო იყო ორი ცენტრალური თავდამსხმელის დაყენება, ნახევარმცველები კი რომბისებრად უნდა განლაგებულიყვნენ, თუმცა როჯერსმა მაინც 4-3-3 ფორმაცია არჩია.

უბრალოდ არ მესმის, რა აზრი აქვს შეტევის ფლანგზე დანი ინგსის დაყენებას. იგი ამ პოზიციიდან ბენტეკეს ვერ ეხმარება.

შეხედეთ, რამდენი სუფთა თავდამსხმელი ჰყავს “ლივერპულს”. სამაგიეროდ, ფლანგის შემტევები არ გვყავს. ფირმინიო ფლანგზე მოთამაშე თავდამსხმელი არ არის, ორიჯი ცენტრფორვარდია და იგივე ამპლუისაა დანიელ სტარიჯი. ასე რომ, ვერ ვიგებ, რატომ ათამაშებ როჯერსი გუნდს 4-3-3 სქემით.

ბრენდან როჯერსმა თავიდანვე 4-3-3 ფორმაცია აირჩია და ამ სქემამ არ გაამართლა. როდესაც “ლივერპულს” საუკეთესო სეზონი ჰქონდა, გუნდი ორი თავდამსხმელით თამაშობდა. როჯერსმა ბევრი ცენტრფორვარდი მოიყვანა, არ დაიმატა ფლანგის შემტევები და ამ დრომდე 4-3-3 სქემით აგრძელებს თამაშს”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს Liverpool Echo.

 

როჯერსი: “თუ ბალოტელის თამაში სურს, ბევრი უნდა იმუშაოს”

“ლივერპულის” მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა მარიო ბალოტელის მერსისაიდულ კარიერაზე ისაუბრა.

ბრენდანმა იტალიელთან კონფლიქტი უარყო. ირლანდიელის თქმით, მის გუნდში 25 კაციან განაცხადში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა.

“მარიომ და ყველამ იცის ჩემი პოზიცია. იმუშავებს? – ითამაშებს!”-განაცხადა მწვრთნელმა.

“თუ მოთამაშეს ჩემს გუნდში თამაში სურს, მან დაუღალავად უნდა იმუშაოს. ბალოტელის სამუშაო ბევრ აქვს”.

დარჩება თუ არა ბალოტელი „ლივერპულში“? – ბრენდან როჯერსის კომენტარი

„ლივერპულში“ მარიო ბალოტელის სადებიუტო სეზონი საუკეთესო ნამდვილად არ ყოფილა, რის გამო ევროპული პრესა მისი სხვა კლუბში გადასვლის შესახებ აქტიურად წერდა. გარდა ამისა, იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე არ გაჰყვა. ამის შესახებ მერსესაიდული კლუბის თავკაცმა ბრენდან როჯერსმა ისაუბრა.

„მარიო ჩვენთან ერთად ტურში არ არის, მაგრამ სხვა მოთამაშეებთან ერთად ის „ლივერპულის“ ბაზაზე ვარჯიშობს. მისი მომავალი თავად მისსავე ხელშია. ბალო ბევრს მუშაობს, რათა კარგ ფიზიკურ ფორმაში იყოს. ვნახოთ, სეზონის დასაწყისისთვის, მარიო როგორ მდგომარეობაში იქნება“, – განაცხადა როჯერსმა.

ბრენდან როჯერსმა ბენტეკეს დამატების მიზეზი დაასახელა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ასტონ ვილას“ თავდამსხმელის კრისტიან ბენტეკეს ტრანსფერის მიზეზებზე ისაუბრა.

„გასაგებია, რომ მეტი უნდა გავიტანოთ. რამდენიმე წლის წინ ამ მხვრივ სიტუაცია უნდა გამოგვესწორებინა, ამიტომაც სუარესი შევიძინეთ, რამაც შედეგი გამოიღო. ვფიქრობ, ამ ზაფხულში იგივე მდგომარეობაა.

დაცვასა და თავდასხმას შორის ბალანსი უნდა გავაუმჯობესოთ, ფეხბურთელებმა თავი ორივე პოზიციაზე უნდა გამოიჩინონ“, – განაცხადა როჯერსმა.

ცნობისთვის, ბენტეკემ მერსესაიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება მიმდინარე კვირას უნდა გაიაროს. მისი ტრანსფერი 32,5 მილიონ ფუნტს შეადგენს.

 

ალან შირერი: “ბრენდან როჯერსმა მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა”

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა კაპიტანმა ალან შირერმა, რომელიც დღესდღეობით საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს, “ლივერპულის” სატრანსფერო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, მერსისაიდული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა 2012 წლიდან მხოლოდ ერთი წარმატებული ტრანსფერი განახორციელა.

“მე ვიტყოდი, რომ მხოლოდ კოუტინიოს ტრანსფერი გამოდგა წარმატებული. დანიელ სტარიჯს ტრავმის გამო საკმაოდ დიდი პერიოდი გაუცდა.

“ლივერპულს” კარგი სატრანსფერო პოლიტიკა არ აქვს, რაც, ალბათ, არის მიზეზი გუნდის წარუმატებლობისა.

მათ უნდა დაიმატონ მსოფლიო დონის ფეხბურთელები, თუმცა შარშან, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა, გუნდმა ასეთი ტრანსფერები ვერ განახორციელა და ახლა, როდესაც მერსისაიდელები ტურნირს მიღმა არიან, ამ მოთამაშეების გაფორმება კიდევ უფრო გაუჭირდებათ”, – შირერის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდან როჯერსმა “ლივერპული” 2012 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში მან 24 ფეხბურთელი დაიმატა, ტრანსფერებში 211 მილიონი ფუნტ სტერლინგი დახარჯა, აქედან 8.5 მილიონი – კოუტინიოს შესაძენად.

Sky: “ლივერპული” როჯერსს არ გაანთავისუფლებს

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილო-ირლანდიელმა სპეციალისტმა სეზონი კატასტროფულად დაასრულა, გუნდი მის გაშვებას არ აპირებს.

ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ის მიხედვით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა ბრენდან როჯერსს არ გამოეთხოვება. ცოტა ხნის წინ, კლუბში წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრეს, ხოლო მწვრთნელი საერთოდ არ უხსენებიათ.

ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, ბრენდან როჯერსთან გუნდი კვლავ გააგრძელებს თანამშრომლობას.

მანამდე, როჯერსმა განაცხადა, რომ მზადაა წავიდეს, თუ ეს საჭირო გახდება.