ჰოლანდიამ ბულგარეთს ვერ მოუგო, თუმცა 1/2 ფინალში მაინც გავიდა

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები იმართება.

“თენგიზ ბურჯანაძეზე” ჰოლანდია და ბულგარეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დაძაბულ შეხვედრაში, პირველ ტაიმში გოლი არ გავიდა.

მეორე ნახევრის დაწყებიდან ხუთ წუთში როდნეი კონგოლომ გაიტანა და ჰოლანდია წინ გაიყვანა. თუმცა, 55-ე წუთზე გეორგი რუსევმა გაათანაბრა.

საბოლოოდ, ეს შეხვედრა ანგარიშით 1-1 დასრულდა.

ჰოლანდია ოთხი ქულითა და მეორე ადგილით ჯგუფიდან გავიდა. ბულგარეთს ერთი ქულა დაუგროვდა და მეოთხე ადგილით ჯგუფში ჩარჩა.

U19: გერმანიამ ბულგარეთი გაანადგურა

დღეს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შეხვედრები გაიმართა.

გორში, “თენგიზ ბურჯანაძეზე” გერმანია ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. ნომინალურ მასპინძლებს წინა მატჩის ჰოლანდიასთან წაგების შემდეგ სამი ქულა სჭირდებოდათ. შესაბამისად, მათ აქტიურად დაიწყეს თამაში და მეათე წუთზე ანგარიში გახსნეს. ამის გაკეთება ეტიენე ამენიდომ მოახერხა. ცხრა წუთში გიოხან გიულმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაზარდა სხვაობა.

მეორე ნახევარში, 54-ე წუთზე სიდნეი ფრაიდმა კიდევ ერთი გოლი შეაგდო. მანაც, ასევე, გატანილი პენალტით გამოიჩინა თავი.

საბოლოოდ, 3:0.

გერმანია სამი ქულით მესამეზეა, ბულგარეთი ნულით – ბოლოზეა.

ევრო U19: ინგლისმა ბულგარეთს სძლია

გრძელდება 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრები.

დღეს “მიხეილ მესხი 2”-ზე ერთმანეთს ბულგარეთისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი ამ უკანასკნელის დომინირებით წარიმართა. ანგარიში პირველივე წუთზე მასონ მოუნთმა გახსნა.

ბრიტანელებმა მეორე ნახევრის დასაწყისში კიდევ ერთხელ აიღეს დიმიტარ შეიტანოვის კარი. ამის გაკეთება რიან სესენიონმა შეძლო. საბოლოოდ, ინგლისმა ანგარიშით, 2:0 მოიგო.

ამ გამარჯვების შემდეგ ბრიტანული ნაკრები სამი ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო, ბულგარეთი ნულით – ბოლოზე.

დღეს B ჯგუფში კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს “დავით პეტრიაშვილზე” გერმანია და ჰოლანდია შეხვდება.

საქართველოსა და ბულგარეთის 19-წლამდელები ხვალ „ბენდელაზე“ ითამაშებენ

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ბულგარელ თანატოლებთან დაგეგმილ მეორე ამხანაგურ მატჩს ხვალ გამართავს.

მოგეხსენებათ, გუშინ, თბილისის „დინამოს“ აკადემიის ბაზაზე, ამ ორ ასაკობრივ ნაკრებს შორის გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა.

როგორც გაირკვა, მეორე შეხვედრას გუნდები ხვალ, 16:00 საათზე გამართავენ. ამჯერად მატჩი სტადიონ „ბენდელაზე“ შედგება, რაც „საბურთალოს“ პრესსამსახურმა დაადასტურა.

ბულგარეთის მოქმედი გამარჯვებული ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება

ბულგარეთის მოქმედი ჩემპიონი რაზგრადის “ლუდოგორეცი” ქვეყნის ჩემპიონატის დატოვებით იმუქრება.

კლუბის ხელმძღვანელობა ეჭვს გამოთქვამს, რომ მსაჯები “ლუდოგორეცის” უშუალო კონკურენტ სოფიის “ლევსკის” ეხმარებიან. ბულგარეთის ჩემპიონატის XX ტურში “ლევსკისა” და ლოვეჩის “ლიტექსს” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მთავარმა არბიტრმა სტუმართა გუნდის ორ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა და მათი კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რის შემდეგაც “ლიტექსის” მოთამაშეებმა პროტესტის ნიშნად მოედანი დატოვეს. ამ დროს ისინი ანგარიშით 1:0 იგებდნენ. ამ ქმედების გამო “ლევსკის” შესაძლოა, ტექნიკური გამარჯვება ჩაუთვალონ.

ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს “ლუდოგორეცი” 38 ქულით ლიდერობს, მას 3 ქულით ჩამორჩება “ლევსკი”. ბულგარეთის ჩემპიონატის ბოლო ოთხი სეზონის გამარჯვებული ოთხივეჯერ “ლუდოგორეცი” გახდა და ახლა კლუბის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მათი იერარქიის დამხობას აკრძალული ხერხებით ცდილობენ.

“ჩვენ, ალბათ, დავტოვებთ ჩემპიონატს, თუ “ლევსკის” სასარგებლოდ ასეთი პრეცედენტები გაგრძელდება.
რატომ უნდა ვხარჯოთ ფული ისეთ გუნდებზე, რომელთაც არც უნარები აქვთ და არც კლასი, რომ ჩემპიონატი მოიგონ?” – ამბობს “ლუდოგორეცის” მფლობელი კირილ დომუსჩიევი.

 

“ლუდოგორეცის” ფეხბურთელმა მეტოქე კარატის ილეთით წააქცია (ვიდეო)

5 აპრილს, ბულგარეთის ჩემპიონატში, “ლუდოგორეცსა” და ცსკა-ს შორის გამართულ მატჩში, “ლუდოგორეცის” ფეხბურთელმა კოსმინ მოტამ მეტოქის წინააღმდეგ ძალიან უხეშად იმოქმედა.

ბულგარეთის ნაკრების თავკაცი: „იტალიასთან ქულები დავკარგეთ“

ბულგარეთის ნაკრების მავარმა მწვრთლმა ივაილო პეტევმა იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის 2016 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ფრედ 2:2 დასრულებული მატჩ შეაფასა.

„ჩვენ ორი ქულა დავკარგეთ. მსურს, ჩემს მოთამაშეებს მივულოცო, ისინი თავდადებით გამოვიდნენ. ყოველმა ფეხბურთელმა დავალება შეასრულა. ევროპის პირველობაზე გასვლის შანსები ეჯრ კდიევ გვაქვს. უახლოეს მატჩებში ლიდერების გასწრებას შევეცდებით“, – განაცხადა ბულგარელთა დამრიგებელმა.

„ლივერპულის“ ბულგარელმა გულშემატკივრებმა ბრენდან როჯერსს მხარი დაუჭირეს

„ლუდოგორეცთან“ მატჩის დროს „ლივერპულის“ ბულგარელმა გულშემატკივრებმა ერთ-ერთ ბარში საყვარელი გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს მხარი დაუჭირეს და სიმღერა მიუძღვნეს.

ჩხუბი ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელსა და ნორვეგიელ ფეხბურთელს შორის (ვიდეო)

13 ოქტომბერს, ნორვეგისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას მოედანზე სიტუაცია დაიძაბა.

წლის საუკეთესო გოლი ქვიშის ფეხბურთში

ქვიშის ფეხბურთში ავსტრიისა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამართულ მატჩში ავსტრიელმა ფეხბურთელმა ულამაზესი გოლი გაიტანა.

გოლის ყველაზე უცნაური აღნიშვნა ბულგარელი მწვრთნელის შესრულებით

ბულგარეთის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს “ბოტევი” და “ლუდოგრეცი” დაუპირისპირდნენ.

“ბოტევის” მწვრთნელმა ველისლავ ვუტცოვმა გოლი ძალიან სასაცილოდ აღნიშნა.

იხილეთ 00:36-დან:

ბულგარელმა ფანებმა თასის ფინალში მოედანზე ცეცხლი დაანთეს

15 მაისს, ბულგარეთის თასის ფინალში ერთმანეთს “ბოტევ პლოვდივი” და “ლუდოგრეცი” დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ამ უკანასკნელმა მინიმალური სხვაობით 0:1 მოახერხა.

ეს შეხვედრა იმითაც იყო გამორჩეული, რომ თამაში დაახლოებით 17 წუთის მანძილზე შეწყვეტილი იყო, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ “ბოტევ პლოვდივის” ფანებმა მოედანზე ცეცხლი დაანთეს.