“ჰამბურგის” გამარჯვება დორტმუნდთან, კობიაშვილის გოლი და გერმანული ტურის სხვა საინტერესო მოვლენები ჩვენს ტრადიცულ მიმოხილვაში.
წარმატებული დებიუტი
მირკო სლომკამ სადებიუტო მატჩის წინ “ჰამბურგის” გულშემატკივარს ბრძოლას დაპირდა, რაც “დორტმუნდთან” მატჩში წარმატების მომტანი აღმოჩნდა. მწვრთნელმა კრიზიში მყოფი “ჰამბურგის” მობილიზება შესძლო და დორტმუნდელებთან საშინაო შეხვედრაში დამაჯერებელი და მნიშნველოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჰამბურგელებმა ბურთი პირველივე წუთებიდან დაუთმეს მეტქოეს, და აქცენტი თავისუფალი ზონების მაქსიმალურ შემცირებაზე გააკეთეს. თუმცა, აღსანიშნავი ისიც არის, რომ “ბორუსიას” მხრიდან მეტოქეის დაუფასებლობას ჰქონდა საქმე.
ანგარიში მასპინძლებს პირველი ტაიმის ბოლოს, 42-ე წუთზე პეტრ ირაჩეკის გოლით გახსნეს. ორამდე უპირატესობა ლასოგამ 58-ზე გაზარდა ხოლო საბოლოო ანგარიში მატჩის ბოლო წუთზე ჩალჰანოღლუმ დააფიქსირა – 3:0.
ქართული გოლი შტუტგარტში
“შტუტგარტის” და “ჰერტას” დაპირისპირება ბუნდესლიგურ ამბებჩი გამორჩეული არაფრით ყოფილა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სასიამოვნო საყურებელი იქნება. კვლავ გაიბრწყინა უბერებელმა ლევან კობიაშვილმა. 36 წლის ქართელმა მატჩი ძირითადში დაიწყო და ბერლინურ კლუბს უკაპიტნა კიდებაც. შეხვედრის დებიუტში კი, ანგარიშიც გახსნა. ლევანმა საშუალო დისტანციიდან, მარჯვენა ფეხით ზუსტად დაარტყა ულრეიხის კარში და თავისიანები დააწინაურა. მასპინძები არ დანებდნენ და ტაიმის ბოლო წუთზე არტურ ბოკას ძალისხმევით ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, ბოლო სიტყვა ამ მატჩში ბერლინელმა სტუმრებმა თქვეს. სანდრო ვაგნერმა 87-ე “ჰერტას” მორიგი სამი ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ გოლიდნ სამ წუთში ვაგნერმა წითელი ბარათი მიიღო.
ბაიერის მორიგი მარცხი და მგლების ევროპული გეზი
“ვოლფსბურგმა” ლევერკუზენის “ბაიერთან” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. სამი ჰიუპია კი იმუქრებოდა როტაციით, თუმცა ის მხოლოდ კორეელ სონს შეეხო, რომლის ნაცლადაც ძირითადში ჰეგლერი გამოჩნდა. თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ჩანდა, რომ გუნდები შეცდომების შიშით რისკზე წასვლას ერიდებიან. საბოლოოდ, თანაბარ შეხვედრაში მასპინძელებს უფრო გაუმართლათ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. “მგლები” დოსტის გოლით 13-ე წუთზე დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმის ბოლოს ანგარიში სემმა გაათანაბრა. მეორე ნახევარში მასპინძები ლუის გუსტავოს გოლით კვლავ გავიდნენ წინ. 72-ეზე კი საბოლოო ანგარიში როდრიგესმა დააფიქსირა – 3:1.
21/02/14
შალკე 0-0 მაინცი
22/02/14
გლადბახი 2-2 ჰოფენჰაიმი
გოლები: ჰერმანი 4′ (1:0); იანცშკე 18′ (2:0); ფირმინიო 56′ (2:1); სალიჰოვიჩი 82′ (2:2)
შტუტგარტი 1-2 ჰერტა
გოლები: კობიაშვილი 5′ (0:1); ბოკა 45′ (1:1); ვაგნერი 87′ (1:2)
ნიურნბერგი 2-1 ბრაუნშვაიგი
გოლები: კუმბელა 34′ (0:1); კიოტაკე 46′ (1:1); პეკჰარტი 47′ (2:1)
ფრაიბურგი 2-4 აუგსბურგი
გოლები: ვერნერი 7′ (0:1); შმიდი 17′ (1:1); მეჰმედი 73′ (2:1); ვერჰეგი 78′ (2:2); ჰალილ ალტინტოპი 84′ (2:3); ჰანი 90′ (2:4)
ჰამბურგი 3-0 დორტმუნდი
გოლები: ირაჩეკი 42′ (1:0); ლასოგა 58′ (2:0); ჩალგანოღლუ 90′ (3:0)
ვოლფსბურგი 3-1 ლევერკუზენი
გოლები: დოსტი 13′ (1:0); სემი 45′ (1:1); ლუის გუსტავო 58′ (2:1); როდრიგესი 72′ (3:1)
23/02/14
აინტრახტი 0-0 ვერდერი
ჰანოვერი 0-4 ბაიერნი
გოლები: მიულერი 25′ ; ალკანტარა 34′ ; მიულერი 59′ ; მანჯუკიჩი 66′