ფაბრეგასი: “თანამედროვე ფეხბურთში ნაკლები ნიჭი და მეტი ძალა და სირბილია”

ლონდონის “ჩელსისა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებზე ისაუბრა. ესპანელის თქმით, დღესდღეობით სიძლიერე და სირბილი უფრო ფასობს, ვიდრე ნიჭიერება.

“დღესდღეობით ნიჭიერ ფეხბურთელებს წარმატების მიღწევა უფრო უჭირთ. არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში ვარ – არც ყველაზე სწრაფი, არც ყველაზე ძლიერი და არც ყველაზე სახიფათო არ გახლავართ. ასე რომ, ჩემნაირ ფეხბურთელებს წარმატების მისაღწევად ერთი ნაბიჯით წინ დგომა მართებთ.

თუ ფიზიკურად ძლიერი ხარ ან ბევრს დარბიხარ, შენი საქმე გაცილებით იოლადაა. ამიტომაც ვცდილობ, უკეთესი გავხდე. ადრე არ ვფიქრობდი, რომ ფეხბურთი ამ მიმართულებით განვითარდებოდა. ყოველდღიურად სულ უფრო ნაკლებ ნიჭიერ და სულ უფრო მეტ ძლიერ და მორბენალ ფეხბურთელს ვხედავთ გარშემო”, – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს Goal.com-ი.

ფაბრეგასი მესისა და პიკეს შეხვდა (ფოტო)

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდა.

ესპანელმა ფეხბურთელმა “ბარსელონას” ლიდერ ლიონელ მესისთან და გუნდის მცველ ხერარ პიკესთან ერთად ივახშმა.

ფოტო სოციალურ ქსელში მესიმ გამოაქვეყნა და სურათს წააწერა: “მეგობრებთან ერთად”.

ვახშამი

ჩინეთიდან მოწვევა ფაბრეგასმას მიიღო

ოსკარის შემდეგ ჩინეთიდან მოწვევა ლონდონის “ჩელსის” კიდევ ერთმა ნახევარმცველმა მიიღო.

“დეილი მეილის” ცნობით, “გუანჩჟოუ ევერგრანდი” სესკ ფაბრეგასით სერიოზულად არის დაინტერესებული.

ჩინური კლუბი მზად არის, 29 წლის ესპანელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამ ზამთარს 50 მილიონი ევრო გაიღოს, მაგრამ “ჩელსიში” ფაბრეგასის შენარჩუნება სეზონის ბოლომდე სურთ.

ჩინეთში ესპანელ ფეხბურთელს ჯამაგირის სახით წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ ევროს სთავაზობენ.

მესი და ფაბრეგასი ლონდონის კაზინოში შენიშნეს (ფოტო)

“ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და “ჩელსის” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი ლონდონის ერთ-ერთ კაზინოში შენიშნეს. ამის შესახებ Goal.com-ი იტყობინება.

დამალული არ არის, რომ მესი და ფაბრეგასი კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ და წლის დასაწყისში პრესაში აქტიურად იწერებოდა არგენტინელი ფეხბურთელის “ჩელსიში” შესაძლო გადასვლის შესახებ.

სხვათა შორის, მესი და ფაბრეგასი გასულ თვეშიც შენიშნეს ბარსელონის კაზინოში. მაშინ მათ კატალონიური გუნდის მცველი ჟერარ პიკეც ახლდა. ამ ეპიზოდზე “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Fabregas -  Messi

რომელია პრემიერლიგის ყველაზე სიმულანტი გუნდი

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში “საუთჰემპტონსა” და ლონდონის “ჩელსის” შორის გამართულ მატჩში (1:1) სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.

მთავარმა არბიტრმა ენტონი ტეილორმა მიიჩნია, რომ შეხვედრის 55-ე წუთზე ესპანელი ფეხბურთელი მეტოქე გუნდის საჯარიმო მოედანზე საკუთარი ნებით დაეცა და უმალ გაფრთხილება მისცა.

Opta-ს თანახმად, მიმდინარე სეზონში ეს “ჩელსის” ფეხბურთელებისთვის სიმულაციის გამო ნაჩვენები მეოთხე ყვითელი ბარათი იყო. ამ სეზონში აღნიშნული დარღვევისთვის პრემიერლიგის არცერთი სხვა გუნდი ასე ხშირად არ დასჯილა.

 

ჩავი: „გამარჯვება ან სიკვდილი ჩვენი სათამაშო სტილით“

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი შემტევი სტილის შეცვლას არ აპირებს. ჩავიმ ლონდონის „ჩელსიში“ დღეს გადასულ ფრანჩესკ ფაბრეგასთან გასაუბრებაც მოასწრო.

„ესპანეთის ნაკრები ითამაშებს ისე, როგორც აქამდე თამაშობდა. გავიმარჯვებთ ან დავიხოცებით ჩვენი სათამაშო სტილით.

რაც შეეხება ფაბრეგასს, ის კმაყოფილია. ეს „ბარსელონასთვის“, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, თუმცა ვიცი, რომ მას ამ ნაბიჯის გადადგმა სურდა“, – ჩავის სიტყვები „დეილი მეილმა„ გამოაქვეყნა.

 

ფაბრეგასი „ჩელსის“ უნდა

ლონდონის „ჩელსი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველ ფრანჩესკ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ჩაერთო.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „არსენალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტი“ იჩენდნენ, თუმცა ესპანურ პრესაში წერენ, რომ ფაბრეგასისთვის ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად სწორედ „ჩელსი“ ითვლება.

კატალონიური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ წერს, რომ „პენსიონერთა“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პირადად არის დაინტერესებული ფაბრეგასის ტრანსფერის გაჩარხვით, რადგან ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი მას ფრენკ ლამპარდის შემცვლელად მოიაზრებს.

კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან 40 მილიონ ევროს შეადგენს.

ფაბრეგასმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ფაბრეგასი პრემიერლიგაში დასაბრუნებლად ემზადება

„სქაი სპორტსის“ ცნობით, მიმდინარე ზაფხულს ფრანჩესკ ფაბრეგასი „ბარსელონას“ დატოვებს. კატალონიურ კლუბს ესპანელი ნახევარმცველი აღარ სჭირდება.

კონტრაქტის თანახმად, 27 წლის ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს ან 40 მილიონ ევროს შეადგენს. სავარაუდოდ, ფაბრეგასი კარიერას ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ წამყვან კლუბში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ნახევარმცველი „ბარსელონაში“ გადასვლამდე ლონდონის „არსენალის“ ღირსებას იცავდა.

ფაბრეგასმა გასულ სეზონში „ბარსელონას“ რიგებში 48 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

ბექა დოგრაშვილი

ფაბრეგასი: „არსენალის“ ყველა მატჩს ვუყურებ“

„ბარსელონას“ ნახევარმცველი ფრანჩესკ ფაბრეგასი გამოტყდა, რომ ლონდონის „არსენალის„ მატჩებს რეგულარულად ადევნებს თვალურს. 26 წლის კატალონიელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ „მეთოფეები“ ტიტულის მოპოვებას შეძლებენ.

„არსენალის“ ყველა მატჩს ვუყურებ. მიხარია, რომ მათი საქმეები კარგად მიდის, კვლავ მოექცნენ სატურნირო ცხრილის სათავეში. ვეღარ ვითმენ, ისე მინდა, რომ „არსენალმა“ ტიტული დაისაკუთროს. ეს ამბავი ძალიან გამახარებს“, – კატალონიელი ფეხბურთელის სიტყვები goal.com-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი „არსენალის“ ღირსებას 2003-დან 2011 წლამდე იცავდა.

ბექა დოგრაშვილი

ფაბრეგასს „ბარსელონაში“ რეინას ხილვა სურს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი დარწმუნებით ამბობს, რომ ესპანეთის ნაკრების მეკარე პეპე რეინა ვიქტორ ვალდესის იდეალური შემცვლელი იქნებოდა. მოგეხსენებათ, სეზონის ბოლოს ვალდესი კლუბიდან აბარგებას აპირებს. მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლივერპულის“ საკუთრებაში მყოფი და „ნაპოლიში“ იჯარით გასხვისებული რეინა „ბარსელონას“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდება.

„ვიქტორმა „ბარსელონას“ პირველ გუნდში უკანასკნელი ათი წელიწადი გაატარა და ახლა ვერ წარმოგვიდგენია, რომ იგი სხვამ უნდა შეცვალოს. ვალდესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა, თუმცა მან სხვა ჩემპიონატში თამაშის და სხვა ქვეყნის კულტურის გაცნობის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. მას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ  მისი გადაწყვეტილება საბოლოოა.

რაც შეეხება პეპე რეინას, მისი ერთ-ერთი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ მას კარგად ვიცნობთ. რეინა ძალზედ გამოცდილი მეკარეა. გარდა ამისა, ის გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის. ჩემი აზრით, ის ჩვენს გუნდს გამოადგება. სიამოვნებით ვიხილავდი რეინას „ბარსელონაში“, – ფაბრეგასის სიტყვები „რადიო კატალონიას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ რეინა სწორედ „ბარსელონას“ აღზრდილია და პროფესიონალური კარიერაც კატალონიურ გრანდში დაიწყო.

ბექა დოგრაშვილი